magma

დედამიწის სიღრმეში, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, მაგმური ფენები ტრანსფორმაციას განიცდიან და ვულკანად ამოხეთქავენ ხოლმე. ჯგუფი მაგმაც, სწორედ ასევე, ეცდება შეგიქმნათ პირობები, რომ გაერკვეთ საკუთარი არაცნობიერის სიღრმეებში, შეიქმნათ ჯანსაღი და მყარი ფუნდამენტი და განიცადოთ ტრანსფორმაცია ცნობიერების მწვერვალების დასაპყრობად...

დღეს, ინფორმაციულ საუკუნეში, როდესაც მრავალ ენაზე მრავალი მასალა არსებობს მეცნიერული, ეზოთერული თუ სხვა მიმართულებით, ქართულ ენაზე ღირებული ინფორმაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი მოგვეპოვება. მაგმას მიზანია - შემოგთავაზოთ საინტერესო საავტორო ტექსტები და უცხოური სტატიებისა და წიგნების თარგმანები. 

ცოდნა ადამიანისა და სამყაროს შესახებ ბრილიანტს ჰგავს - მრავალი წახნაგით. თითოეული წახნაგი ხედვის ერთი კუთხით გვაჩვენებს სამყაროს და არასრულია, ისევე როგორც არასრულია ის სისტემები, რომლებსაც უკვე იცნობთ, ან ამ ჯგუფში გაეცნობით, მაგრამ თუნდაც რამდენიმე წახნაგის (სისტემის) ერთმანეთთან დაკავშირება უფრო სრულ სურათს მოგცემთ როგორც მთლიანი სამყაროს, ასევე თითოეული ამ სისტემის შესახებაც. ის, რაც ხედვის ერთი კუთხიდან წინააღმდეგობრივად გეჩვენებათ, ხედვის სხვა კუთხიდან უფრო გასაგები ხდება ხოლმე. სწორედ ამიტომ შევეცდებით ერთდროულად წარმოგიდგინოთ როგორც ახალი და პროგრესული სისტემები (რეალობის ტრანსერფინგი, სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია, მეცნიერების და ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებები), ასევე უძველესი ეზოთერული სწავლებები (მაგია, ოკულტიზმი, ტარო, შამანიზმი, იოგა, ტანტრა და ა.შ.), და გავაერთიანოთ ორი ის მიმართულება, რომელთა შორისაც დღეს ჯერ კიდევ უფსკრულია - მეცნიერება და ეზოთერია (უფრო მეტი აქცენტით მეცნიერებაზე). 

ასევე ჯგუფი წარმოგიდგენთ საინტერესო და მაღალი დონის შემეცნებითი მხატვრული ფილმების არჩევანს. და მისი ერთ-ერთი მიმართულება ხელოვნებაც იქნება. 

მაგმა ეცდება მოგაწოდოთ მაღალი ხარისხის გაფილტრული ინფორმაცია. შეცდომებისგან დაზღვეულნი არ ვართ, ამიტომ თუ უზუსტობებს ან შეცდომებს შეამჩნევთ სტატიებში, გთხოვთ, კომენტარებში მიგვითითოთ. 

ჯგუფის დამფუძნებელი და ვებ-გვერდის ადმინი გახლავართ მე - მამუკა გურული.

ითანამშრომლე მაგმასთან 

თანამშრობლობისთვის ვეძებ დაინტერესებულ ადამიანებს ვებ-გვერდის თემატურ სფეროებში, რომლებსაც დავნიშნავ მოდერატორებად.

პირველ რიგში მჭირდება ხალხი, ვინც ინგლისური და რუსული ენიდან მოიძიებს ან/და თარგმნის სხვადასხვა სტატიებს და მასალებს (განსაკუთრებით მეცნიერების და ფსიქოლოგიის მიმართულებით). ასევე ისინი, ვინც დაწერს ხარისხიან საავტორო სტატიებს. 

ჯერ ვეძებ ენთუზიასტებს, შემდეგ კი აქტიური თანამშრომლობის და მკითხველების ან სპონსორების მიერ ჯგუფის საკმარისი დაფინანსების შემთხვევაში გპირდებით ფულად ანაზღაურებას.

დაეხმარე მაგმას

donation ყველაზე მეტი დახმარება, რაც ამ ეტაპზე ჯგუფს სჭირდება, ფინანსური დახმარებაა. ვეძებთ სპონსორებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოში ცნობიერების გაფართოებას: დააფინანსებენ ვებ-გვერდს, საინტერესო წიგნების და სტატიების თარგმნას და ყველა იმ ადამიანის ამ საქმეში ჩართულობას, ვისაც ეს საქმე უყვარს და გამოსდის. ყოველ თქვენგანს, რომლისთვისაც ამ ჯგუფს სარგებლობა მოაქვს, შეგიძლიათ შეიტანოთ თუნდაც მცირე წვლილი ამ ყველაფერში. 

ჩვენი ვულკანური ჯგუფი 2015 წლის 21 აპრილს შეიქმნა და თავდაპირველად ფეისბუქის ფასიანი ჯგუფის სახით არსებობდა. ამ ვებ-გვერდის შექმნის დღიდან ჯგუფში გაწევრიანება და ყოველთვიური გადასახადი ნებაყოფლობითია. ნებისმიერს, ვისაც გსურთ ფინანსური ან რაიმე სხვა სახით წვლილი შეიტანოთ მაგმას განვითარებაში, შემოუერთდით ჩვენს ფეისბუქ-ჯგუფს ამ ლინკზე.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700

TBC ბანკიGE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული 

პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით ჩემს სახელზე.

magma