love

მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი

"ახალგაზრდა, რატომ ჭამ თევზს?
ახალგაზრდა: "იმიტომ, რომ მიყვარს თევზი." 
ის ამბობს: "აჰ, გიყვარს! ამიტომ ამოაგდე წყლიდან, მოკალი და მოხარშე?! ნუ მეუბნები, რომ გიყვარს თევზი. შენ გიყვარს საკუთარი თავი და რადგანაც თევზი შენთვის გემრიელია, ამიტომაც მოაშორე წყალს, მოკალი და მოხარშე." 

დიდწილად, რასაც სიყვარულს ვეძახით, სინამდვილეში არის "თევზის სიყვარული". რა ხდება როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ? ეს ნიშნავს, რომ მან ქალში დაინახა ვიღაც, ვინც მას ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებებით დააკმაყოფილებს, ხოლო ქალმა მასში დაინახა ის, ვისზეც იტყოდა, ეს სიყვარულია. მაგრამ ორივე მათგანი საკუთარი საჭიროებების უზრუნველყოფას ეძებს. ეს არ არის სიყვარული. სიყვარული არ არის ტრანსპორტი, საკუთარი თავის დასაჯილდოებლად მიმავალ გზაზე.
დიდწილად, რასაც სიყვარულს ვეძახით, სინამდვილეში არის "თევზის სიყვარული". სიყვარული არ არის: რა მივიღო, არამედ - რა გავცე. 

ჩვენ გვყავდა რაბინი, რომელიც ამბობდა: "ადამიანები უშვებენ სერიოზულ შეცდომას, როცა ფიქრობენ, რომ შენ გასცემ მისთვის, ვინც გიყვარს." სწორი პასუხია: შენ გიყვარს ის, ვისთვისაც გასცემ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მე რაღაცას გავცემ, მე ინვესტიციას ვდებ იმაში, რაც მიყვარს, შემდეგ მე ვიღებ ჩემს ნაწილს სხვისგან. ნამდვილი სიყვარული არ არის მიღება, ის გაცემაა!"

 

 

https://www.youtube.com/watch?v=AVjRuM7Rong&feature=youtu.be&fbclid=IwAR1r4IqUTZvxBqkJBy3Z14nok-zdcMD4IIFnBILu16UODK7sStqXclpazb8