GAREMOCVA

ავტორი: ლუკა შერმადინი

როდესაც გამოვლინებას იწყებს რომელიმე დაავადების სიმპტომი ადამიანში, ეს არის ნაპერწკალი,რომელიც შემდგომ წარმატებით გაღვივდება და გარდაიქმნება ცეცხლად სოციუმის დამსახურებით.

არ ვეხები ამ კონკრეტულ სტატიაში ვირუსებს და ზოგადად ისეთ დაავადებებს,რომლებიც ადამიანთა სხეულის ცვლილებებს არ იწვევს.ეს ეხება კუნთოვანი სისტემის დაზიანებებს და ანალოგიურ დაავადებებს.

როდესაც ადამიანში გამოვლინებას იწყებს ისეთი დაავადება,როგორიცაა კუნთის დისტროფია ან ატროფია,მას რაღაც გარკვეული ფიზიკური შეზღუდვები უჩნდება.
სწორედ ამ დროს ჩნდება მისი გარემოცვა,რომელნიც ცდილობენ ამ ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ,მის დახმარებას.ცდილობენ მისი წილი ყოველდღიური პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე.მაგალითად: მშობლები/მშობელი იწყებს მის მაგივრად მისივე ლოგინის გასწორებას,მის მაგივრად საჭმლის მომზადებას და ა.შ. ყველაფერი სწორედ ასეთი წვრილმანებიდან იწყება.ეს ხდება საფუძველი ამ ადამიანის ქვეცნობიერში,ახალი კომპლექსის წარმოშობის,რომელიც მისი გარემოცვის შთაგონების წყალობით იქმნება (მაგ: შენ ეს არ შეგიძლია,შენ თავს უნდა მოუფრთხილდე,შენთვის ეს არ შეიძლება და ა.შ.).ზუსტად ამ დროს ადამიანი გრძნობს,თუ როგორი უსარგებლოა და როგორი დამოკიდებული,რაც მისთვის კატასტროფაა.ასეთი ჩამოყალიბებული აზროვნების ადამიანს უკვე საკუთარ გონებაშიც კი ვეღარ წარმოუდგენია თავი ჯანმრთელად,რაც უფრო და უფრო სწრაფად ზრდის მის დაავადებას.ამ დროს მისი სასიცოცხლო ენერგია იხარჯება კონკრეტული დაავადების რეალიზებაზე და არა გამოჯანმრთელებაზე.

მოგეხსენებათ, რომ როდესაც ადამიანი სტრესშია, ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონს - კორტიზოლს (კორტიზოლი - მომენტალურად ამცირებს იმუნური სისტემის აქტივობას; აფერხებს კოგნიტურ ფუნქციას; ანელებს მონელების პროცესს, რის შედეგეად მონელების პროცესი უბრალოდ ჩერდება, და ნებისმიერი გაჩერებითი პროცესი იწვევს მჟავიანობის ფონის ამაღლებას; ხელს უწყობს ცილების და ნახშირწყლების სწრაფ გახლეჩვას და ააქტიურებს კუნთებს, რაც გარდაუვლად იწვევს რძემჟავის დაგროვებას; სტრესი იჭერს სუნთქვას, რაც იწვევს ნახშიროჟანგის დონის გაზრდას;ბლოკავს ნაღვლის ბუშტის მუშაობას. რის შედეგად ნაღველი – ორგანიზმის ყველაზე ტუტოვანი სუბსტანცია, რომელსაც აქვს рН 8,8 – აღარ ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, წევს მჟავა-ტუტოვან ბალანსს მჟავე მხარეს. ნეგატიურად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. პირველ რიგში, ის იწყებს ნეირონების დანგრევას, რომლებიც იმყოფებიან ჰიპოკამპში. ეს მომენტალურად იწვევს ადამანის მეხსირების დანგრევას. სხვათა შორის, ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ ადამიანები ძლიერი სტრესის ქვეშ, დროებით ან მუდმივად კარგავენ მეხსიერებას; აქვეითებს სიხარულის და სიამოვნების ჰორმონების წარმოქმნას — სეროტონინის და დოფამინის.
სწორედ ამიტომ სტრესის პერიოდში ჩვენ ადვილად ვავადდებით სურდოთი, ვკარგავთ მადას და ძილს, ვერ ვპოულობთ ადგილს და ვერ ვფიქრობთ — ყველაფერი ეს არის ჰორმონი კორტიზოლის მოქმედება. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ტვინი მიიღებს სიგნალს იმაზე, რომ სტრესი გავიდა, კორტიზოლი იწყებს ნელ-ნელა (სპეციალური ენზიმების დახმარებით) სისხლიდან განდევნას;).როგორც ხედავთ უდიდესი პრობლემა თავად დაავადების გამოვლინებაში კი არა, არამედ ამ ადამიანისადმი დამოკიდებულებაშია.

გასაგებია,რომ მზრუნველობის გამოჩენას ცდილობთ და ნერვიულობთ თქვენს საყვარელ ადამიანზე, თუმცა ეს თქვენი დამოკიდებულება არის ეგოისტური, რაც ამ ადამიანზე დესტრუქციულად მოქმედებს. თქვენ მას თავად თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ართმევთ თქვენი მზრუნველობით. სწორედ თქვენ უთითებთ თუ რაზე იფიქროს და დახარჯოს საკუთარი სასიცოცხლო ენერგია. ამ ადამიანში ღრმად იდგამს ფესვებს მრავალი სახის კომპლექსი. სოციუმში გამოჩენაც აღარ სურს ადამიანს, რომელიც შესაძლოა ერთ დროს სიცოცხლის მოყვარე და აქტიური ცხოვრების მიმდევარი იყო. კიდევ უარესი ისაა, რომ მას გარშემომყოფები აძალებენ გარეთ გასვლას და სიცოცხლით ტკბობას, მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის უკვე ჯოჯოხეთად და დისკომფორტად იქცა. წარმოგიდგენიათ მაინც, თუ რაოდენ დიდი დოზის კორტიზოლი გამოიყოფა მის ორგანიზმში ყოველდღიურად?!

მოკლედ, იმედია ხვდებით,თუ რამდენად დიდ ზიანს აყენებთ ამ ეგოისტური მზრუნველობით თქვენს საყვარელ ადამიანს.

ზედმეტი მზრუნველობის მაგიერ,ნუ აგრძნობინებთ მას რომ რამით განსხვავდება,სუსტია და ა.შ. პირიქით,მიეცით საშუალება თავად განსაზღვროს თავისი შესაძლებლობები,თავად იზრუნოს საკუთარ თავზე, დაგეხმაროთ როცა დახმარება გჭირდებათ და ა.შ.

ამ დროს მას აღარ ექნება დრო იმაზე საფიქრად, თუ რამდენად უსარგებლოა ან დამოკიდებული ვინმეზე. თქვენ შეგიძლიათ იგი გადაარჩინოთ კონკრეტული დაავადების მძიმე შედეგებისგან და სრულად განკურნოთ კიდეც იგი ამგვარი მიდგომით. თავს კი ნუ გამოუტენით უსარგებლო რჩევებით თუ რა შეუძლია მას და რა არა, არამედ მიეცით შესაძლებლობა, რომ იყოს ჯანმრთელი!

თქვენ არ შეგიძლიათ განსაზღვრა,თუ რა შესაძლებლობები აქვს რეალურად სხვა ადამიანს,თუმცა თქვენ შეგიძლიათ მას დააჯეროთ, თუ რა შეუძლია და რა არა.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...