indian

1. მოიქეცი ისე, თითქოს ეს სიზმარია. იმოქმედე თამამად და ნუ ეძებ გამართლებებს.

2. ნუ ახსნი ზედმეტად ბევრს. როცა განმარტავ, თუ რატომ არ შეგიძლია გააკეთო ესა თუ ის, სინამდვილეში შენი ნაკლოვანებების გამო იხდი ბოდიშს და მსმენელთაგან პატიების იმედი გაქვს.

3. იმისთვის, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი აიღოს, ადამიანს ცვლილება უნდა შეეძლოს. ყველაზე ძნელია - განიზრახო შეცვლა.

4. მე არასოდეს არავიზე არ ვბრაზდები. ვერცერთი ადამიანი ვერ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ჩემს რეაქციას დაიმსახურებდა. ადამიანებზე მაშინ ბრაზობ, როდესაც გრძნობ, რომ მათი მოქმედებები მნიშვნელოვანია. დიდი ხანია მსგავსი არაფერი მიგრძვნია.

5. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ გზა - ეს მხოლოდ გზაა. თუკი გრძნობ, რომ არ უნდა იარო მასზე, დატოვე იგი.

6. ახლა არ შეგიძლია ჩემი გაგება შენი ჩვევის გამო - იფიქრო ისე, როგორც ხედავ.

7. თუკი არ მოგწონს ის, რასაც იღებ, შეცვალე ის, რასაც გასცემ.

8. ადამიანთა უმეტესობის მთავარი შეცდომა - შინაგანი დიალოგია. როცა ადამიანი მის გაჩერებას იწავლის, ყველაფერი შესაძლებელი ხდება. ყველაზე დაუჯერებელი პროექტები აღსრულებადი ხდება.

9. როგორც წესი, ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გადააგდონ საკუთარი ცხოვრებიდან რაც მოესურვებათ. ნებისმიერ მომენტში. მყისიერად.

10. ერთადერთი ნამდვილად ბრძენი მრჩეველი, რომელი გვყვს - ესაა სიკვდილი. ყოველთვის, როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი ცუდად ეწყობა და განადგურების ზღვარზე ხარ, შებრუნდი მარცხნივ და ჰკითხე საკუთარ სიკვდილს, მართლა ასეა თუ არა.

11. ყველა თავის გზით მიდის. თუ სიამოვნებით მიდიხარ, ეს ნიშნავს, რომ შენი გზაა. თუ ცუდად ხარ - ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გადმოხიდე ამ გზიდან, როგორ შორსაც არ უნდა იყო წასული. და ეს სწორი იქნება.

12. მთელი ჩვენი დრო და ენერგია გვჭირდება იმისთვის, რომ საკუთარ თავში იდიოტიზმი დავამარცხოთ.

13. მთელი ფოკუსი იმაშია, თუ რაზე ორიენტირდები... ყოველი ჩვენგანი თავად აქცევს საკუთარ თავს ან უბედურად, ან ძლიერად. სამუშაოს მოცულობა, რომელიც საჭიროა როგორც პირველი, ასევე მეორე შემთხვევისთვის, - ერთი და იგივეა.

14. იმისთვის, რომ ცოდნის ადამიანი გახდე, მეომარი უნა იყო და არა მტირალა ბავშვი. იბრძოლო დანებების გარეშე, წუწუნის გარეშე, უდრეკად... იბრძოლო იქამდე, სანამ არ დაინახავ. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მიხვდე - სამყაროში არაფერია მნიშვნელოვანი.

15. ის, რასაც მოცემულ მომენტში აკეთებ, სრულიად შესაძლებელია, რომ შენი ბოლო მოქმედება გახდეს დედამიწაზე. არ არსებობს ამქვეყნად ძალა, რომელიც გარანტიას მოგცემდა, რომ კიდევ თუნდაც ერთ წუთს იცოცხლებ.

დონ ხუანი (კარლოს კასტანედას წიგნების სერიიდან)

მთარგმნელი: მამუკა გურული