teza

ავტორი: მამუკა გურული

ყოველ თეზაზე მოიძებნება ანტითეზა, რომელიც ზუსტად მისივე "წონა" ჭეშმარიტებაა, და ისინი ცუდ შემთხვევაში ქმნიან კონფლიქტს, კარგ შემთხვევაში კი - სინთეზს.

ეცადეთ სინთეზი მოახდინოთ და პოლარობებზე (დუალიზმზე) მაღლა დადგეთ. ნუ მოეჭიდებით ფრაზებს, როგორც ცალმხრივ ჭეშმარიტებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოდესმე მათ საპირისპირო ჭეშმარიტებებზე მოგიწევთ მოჭიდება. აიწონა-დაიწონაზე ყველაზე მაღალი წერტილი ცენტრში მდებარეობს, როგორც კი წონასწორობას დაკარგავთ და რომელიმე მხარეს გადაიხრებით, დაბლა დაეშვებით.

თუ საკუთარი თეზით სხვაზე მაღლა დადგომას ეცდებით, იგივე აიწონა-დაიწონას პრინციპის თანახმათ რაღაც დროის შემდეგ ქვემოთ მოგიწევთ დაშვება "უფრო ძლიერი" ანტითეზის გამო... კარგია - თუ ეს თამაშით და ბუნებრივად ხდება. ცუდია - თუ ეს დაძაბულობით ხდება და ომში გადადის...

ნებისმიერ შემთხვევაში აიწონა-დაიწონაზე ვმოძრაობთ, რადგან შუა წერტილში დიდხანს გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, და ეს ქმნის რიტმს (ვიბრაციას). სასურველია, რომ რიტმი გაუცნობიერებელი არ იყოს.

პ.ს. არსებობს ჭეშმარიტებათა იერარქია, და უმაღლესი ჭეშმარიტების წვდომა ჩვენთვის შეუძლებელია, ხოლო ამაზე მაღალი ჭეშმარიტების გასაგებად იხილეთ თეზა #1