tavisufleba

ავტორი: ლუკა ბაკურაძე

თავისუფლებაზე ან იმაზე მსჯელობისას თუ რა არის ის, უნდა განვსაზღვროთ ცნების არსი ; უნდა ჩამოვაყალიბოთ ცნების დეფინიცია და შემდეგ ვთქვათ, თუ რამდენად არის ის მისაღწევი ადამიანისთვის, ან რამდენად არსებობს ის კანონისა და სახელმწიფოს მარწუხებში .

თავისუფლება ნიშნავს უფლებას გადაწყვეტილების მიღების, მას არ უნდა აბრკოლებდეს რაიმე, ნებისმიერ შემთხვევაში, ნება კარგი იქნება თუ ცუდი .
ამრიგად ვთქვით თუ რა არის თავისუფლება . ეს ცნება პოლითეისტურ რელიგიებში მეტად ნომინალურია, ვიდრე მონოთეისტურში, შესაბამისად დასავლურმა ფილოსოფიამ ადამიანი თავდაპირველად და მერეც გაწირა თავისუფლებისთვის, დაანგრია ბედ-იღბალის ხატი და ნების თავისუფლებით უთხრა მას რომ საკუთარ თავზე და ქცევაზე, თავად აგებს პასუხს .

სისტემები, სადაც ვერ იარესებებს თავისუფლება

თავისუფლების ცნება კარგავს დანიშნულებას, როცა სახელმწიფო ინდივიდს უდგენს ეგზისტენციალურ დანიშნულებას, (გამოდგება მაგალითად კომუნიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი) ასეთ სახემწიფოში ინდივიდს აქვს როლი, რომელსაც განუსაზღვრავს სახელმწიფო და მისი თავისუფალი ნება ბევრს აღარ ნიშნავს, ფაქტობრივად მისი როლი ნომინალური ხდება, შესაბამისად დიქტატორულ სახელმწიფოში, სადაც უფლებები გაწერილია და ყველას თავის დანიშნულება აქვს (იმის გათვალისწინებით, რომ ამ დანიშნულებას თავად არ ირჩევს სუბიექტი) ვერასდროს იქნება თავისუფალი .

ზემოთხსენებულ ცნებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მისი უქონლობა იწვევს პროტესტს, მისი ტარება კი ზოგჯერ ტვირთად იქცევა, რამეთუ ყოველ მიზეზს(ინდივიდის არჩეულს) მოჰყვება შედეგი და ამის ატანა სუსტი ადამიანისთვის შეუძლებელია, შესაბამისად დიქტატორებისა და ავადმყოფი ადამიანების ლიდერობა, მხოლოდ და მხოლოდ მანკიერი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ხალხის ბრალია .

თავისუფლება თუ ვერ იარსებებს დიქტატორულ სამყაროში და ეს გამოვყე ზემოთ, ლოგიკურია ვფიქრობდე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში თავიუსფლება სულაც არ არის უტოპია.

თავისუფალია ადამიანი, რომელსაც არ აქვს სურვილი, რომ ლეგიტიმურ კანონს შეეწინააღმდეგოს, თუ ის ვერ ექცევა კანონში, მაშინ მას აქვს გადახრა და ის ვერ იქნება თავისუფალი, ის იქნება ცხოველი გალიაში და თუ გალიას დაანგრევს, მაშინ ციხეს ვერ ასცდება .

ჩემი აზრით, კანონიდან და უფლებიდან მომდინარეობს თავისუფლება , შესაბამისად ეს ცნება ვერ იარსებებს, თუ არ იარსებებს წინა ორი ცნება . ამრიგად ანარქიის ჟამს არ იარსებებს თავისუფლება, იარსებებს მსგავსი ცნება, უფრო სწორად ცნების მკაცრი, მკაფიო გაგება, რომელიც არაფერს მოიტანს, რამეთუ კანონი არის წყარო სუპერ ეგოსი. როცა არ არის კანონი, ადამიანი ხდება სხვა არსება, ხდება ცხოველი, თუმცა ესეც კონკრეტიკამდე დავიყვანოთ შეგვიძლია.