sali

ავტორი: სალომე ჯოჯუა

ფოტოს ავტორი: ივანე ხარაშვილი

გქონიათ ისეთი განცდა, რომ აქ ყოფნა არ გყოფნით? ან გაგჩენიათ სურვილი, რომ გაქცეულიყავით აბსოლუტურად ყველასგან- დაკარგულად, აღმოუჩენლად, გაქრობა უკან მობრუნების გარეშე? გიფიქრიათ უცხოპლანეტელების მიერ თქვენს გატაცებაზე? გაქრობაზე…

მამუკა იტყვის, რომ ეს სმენის ვექტორის გადარეული განცდებია, რომელსაც ჩემი აზრით კიდევ მსუბუქი მელანქოლია და დამკვირვებელი ემატება. საბოლოო ჯამში საკუთარ თავთან ჩაღრმავების შედეგია ეს ფიქრები.

რაც უფრო ღრმად იკვლევ საკუთარ თავს, მით უფრო დიდია საზოგადოებისგან გაქცევის სურვილი. სხვა ადამიანების მიმართ გიჩნდება ინტერესი. მათ შენი ვიბრაციები აქვთ ან მეტი…მეგობრების გარემოცვა იცვლება… გარდერობიც კი, მუსიკა, მშობლებთან ურთიერთობა… ნელ ნელა ხვდები როგორ შეგეცვალა თვალის გარშემო არსებული ნაოჭი, სახე თითქოს ფერმკრთალდება და შინაგანი ორგანოების ხმაც კი გესმის… სახე მშვიდდება, ბედნიერება მთლიანად შენ ხარ…

საკუთარ თავთან ჩაღრმავრბა საკუთარი სურვილების იდენტიფიცირებით იწყრბა. მერე ეს სურვილები სხვებს გაუზიარეთ. როდესაც სადილობთ მეგობართან ერთად ჭამეთ ის რაც თქვენს სხეულს სურს…დაისვენეთ როცა სხეულს სურს… ამისთვის საკმარისია ლეპ ტოპი ჩავაძინოთ და თვალები ფანჯრიდან ყველაზე შორეულ წერტილს გავაყოლოთ…8ჯერ ძალიან ღრმად ჩავისუნქოთ და ამოვისუნქოთ, შემდეგ კისერი ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს შევატრიალოთ, ისევ ღრმად ჩავისუნქოთ და ნამასტე…

მოსმენას განსაკუთრებული სმენა არ სჭირდება, სხეული სულ ლაპარაკობს და ძალიან უნდა გაგვაგებინოს…

ცხოვრება საოცარი ფენომენია…სასწაულებით სავსე…

#lifeisaflirt ?

პ.ს. გაქრობის პროცესის შემუშავრბას ვახდენ?