ავტორი: სალომე ჯოჯუა

წყარო

ამ ყველაფრის გაზიარება პომპეზურად მინდოდა, როგორც მე მიყვარს ისე?ან ჩემ კოხტა ეგოს?

ამ გაკვეთილ სასწაულებს 4 თვე ვწერდი, ყველა დაკვირვების შესაბამისად. პომპეზურობის დროის ძებნაში ბევრი დრო გავიდა და ასე მარტივად გიზიარებთ, როგორც ჩემს მეს სურს?ესეც 35 ცხოვრებისეული სასწაული 34 წლის გოგოსგან:

salome

1. დილა ადრიან გაღვიძება სასარგებლოა სულისთვის, სხეულისთვის. დილას “მზის მისალმებით” (sun solitation) იწყებ და მზით ათბობ მთელ სხეულს, მადლიერებისთვის კიდევ რამდენიმე წუთს გამოყოფ და… ბრუნდები სამყაროში: ასე იწყება პოზიტიური დღე;

2. ადამიანები ინდივიდუალურები არიან, მათი ქმედებები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ჩვენ პრინციპებს, მაგრამ ეს მხოლოდ მათი არჩევანია. ვისწავლოთ ადამიანების მიღება, შეცვლა არავისთვის და არაფრის არ ღირს

3. ყველას საკუთარი სიმართლის სჯერა…ჩვენ შევეცადოთ სხვისი თვალით სიტუაციის დანახვა და შევქმნათ სხვა გარემო, რომელიც კონფლიქტს აგვარიდებს და ჰარმონიაში გვაცხოვრებს;

4. ცხოვრება ისეთი პატარა და ისეთი გრძელია… მხოლოდ სიყვარულისთვის მაქვს დრო;

5. სიყვარული არსებობს და ყველაზე დიდი დოზით ის ჩვენშია, ღრმად გულში ჩამალული. არ დავტოვოთ არაფერი დამალული და დაფარული. გაზიარებული ბედნიერება ორმაგდება

6. სოციალური ქსელი რეალურ ურთიერთობას გვართმევს. ესემესის მიწერის დრო საუბარში რომ დავხარჯოთ მეტ ენერგიას გავუცვლით ერთმანეთს;

7. ტაქსით მგზავრობის, ფეხით სიარულის დროს თბილისშიც შეიძლება ამოიხედოს ადამიანმა ტელეფონიდან ზემოთ და აღმოაჩინოა ფანტასტიური არქიტექტურა, საინტერესო კადრი აივანზე ან ლამაზი ცისფერი ცა

8. მოლოდინები ართულებს ყოფიერებას. როდესაც მოლოდინები ნულდება ბედნიერდები. მოლოდინების გამო გვეცვლება განწყობა, როდესაც მოლოდინი ამართლებს ვბედნიერდებით, როდესაც ვერა სიბრაზით ვიბურღავთ სულს. როცა მოლოდინი არ არის ჰარმონიაა.

9. ურთიერთობაში ერთ მხარეს შესაძლოა გაუჩნდეს მოთხოვნა, მაგრამ მეორე თუ არ მიიღებს ამ მოთხოვნას ჩნდება კონფლიქტი. არავინ არავის წინაშე ვალდებული არ არის, ერტადერთი მოთხოვნა შესაძლოა მქონდეს საკუთარი თავის წინაშე- ვიყო ბედნიერი;

10. ყველაფერი გამომდის, რისი გაკეთებისა და სწავლის სურვილიც მაქვს. მთავარია ვიგრძნო რომ ჩემია. მიყვარს მოტო მაგრამ მოტოს ტარება ახლა ჩემი არ არის, მაგრამ სიზმრის დამჭერის გაკეთება ჩემი ხელით შემიძლია ? მთავარია მოინდომო და გინდოდეს

11. ტანგო დიდი ვნებაა! ტანგო დიდი სიყვარულია. ტანგოა ყველასთან ვერ იცეკვებ. ეს ორი ერთნაირი სულის ცეკვაა, სადა. ყველა ემოცია ერთდროულად მოდის

12. არსებობს მომენტი, როცა სხეული სულ ტირის. ამ დროს სამ გოგოს შეუძლია ისე მაგრად ჩაგიკრას გულში რომ მთელი შენი ტკივილი გაანეიტრალოს! ჩახუტება დიდი ენერგიის გაზიარებაა, რაც უფრო გულწრფელია ჩახუტრბა, მით უფრო ჰარმონიულია და ძლიერია შედეგი! მეტ ადამიანებს ჩაეხუტე და გაუზიარე შენი ნაწილი სითბო

13. ყველაფერი ჩვენი თავიდან გამომდინარეობს და ყველაფერი ჩვენი ტვინიდან იწყება!

14. რომ არ ყოფილიყო… ყველაზე კარგი სავარჯიშოა, რომელიც გაგრძნობინებს როგორ იზრდები ნებისმიერი მდგომარეობის შემდგომ;

15. ხილი შოკოლადს ჯობია, მაგრამ ერთი ფილა შავი ბუთქყნა შოკოლადი მნამ მნამ!ისევე როგირც იტალია და სტამბოლი! ყოველთვის გენიალური იდეაა და ამის დრო სულ არის?

16. წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო… ყოველთვის კარგი იდეაა ?

17. ცხოვრებაში არ არსებობს აბსოლუტური სიამოვნება, ის ყოველთვის შემოიფარგლება ჩვენი შეფასებით და შეხედულებით;

18. ძილი უნდა იყოს 8 საათიანი. განსაკუთრებით 30 წლის შემდგომ?

19. საკუთარ თავთან კომფორტის შექმნით სხვა ადამიანებს სიცოცხლეს ვუმარტივებთ;

20. ოცნებები ზოგჯერ ისე შემთხვევით სრულდება, მხოლოდ ასრულების მერე ხვდები რომ სასწაული მოხდა…

21. კეკლუცობა არ ნიშნავს ფლირტს და თმების თამაში არ ნიშნავს კეკლუცობას. ეს შეიძლება ბავშვობის ჩვევა ან სიამოვნება იყოს,რომელიც ქალს უხდება… პ.ს. ჩემი პეპელა-სარაფნიანი გოგოს ნაწილი?

22. მარტო მოგზაურობის დროს მეტი დრო გაქვს საკუთარ თავს მოუსმინო, სურვილები ქალაქის დათვალიერებასთან დაკავშორებით დაალაგო და შემდგომ შეუდგე დიდ და საინტერესო სიახლეების გზას. გზად ყველა მაღაზიაში შეიარო, კედელთან იმდენ ხანს გაჩერდე რამდენიც გინდა… მარტო მოგზაურობა საკუთარი თავის ახალ სამყაროში აღმოჩენის იდეალური საშუალებაა;

23. გაბუტვა და გაბრაზება, სხვა არაფერია თუ არა საკუთარი თავის ბურღვა სხვისი საქციელის გამო… არაფერი ისე არ ავნებს ტვინს როგორც ზედმეტი განსჯა, ფიქრი და გადაჭარბებული შეფასებების ძიება. გაბრაზება ჩვენი ერთპიროვნული შეხედულებებია სხვის ქმედებებზე… ხოდა თუ ეს ჩემია, ე.ი. ვმართავ და ვემშვიდობები. ჩემს 34 წლის გონებაში ადგილი მხოლოდ რაღაცნაირ აზრებს აქვთ?

24. ყოველთვის მეგონა რომ საკუთარი სურვილებით ვცხოვრობდი, მაგრამ აღმოვაჩინე რომ მათი უმრავლესობა ჩემს ეგოს, დანარჩენი ნაწილი ჩემს სოციუმს და მცირე ნაწილი მე მეკუთვნის. ის რაც შენი არ არის და მესამე პირია ჩართული ეგოა. ეგო ხელს გვიშლის სიკეთეში. მისი დათმობა აუცილებელია და თავისუფლებისკენ უფრო მარტივად მივდივართ… ახლა ეგოსგან გათავისუფლებას ვსწავლობ?

25. ეჭვიანობა სიბეცეა… ეჭვი რაში გეპარება? იმაში რაც იცი თუ იმაში რომ უნიკალური ხარ? არ არსებობს მსგავსი ადამიანი, შესაბამისად, სხვასთან ვერც მდგომარეობა იქნება მსგავსი… ეჭვიანობა ართულებს ცხოვრებას, მესაკუთრეობა კი ძაბავს… მარტივად თუ მივუდგებით უნიკალურობის დაჯერება მოგვიწევს;

26. ფიზიკურად თუ ვერ გეხმარება ადამიანი, ფიზიკური ტკივილის დროს, მთელი ღამით ისე ჩაგიკრავს ხოლმე რომ მთელ ტკივილს გააქარწყლებს…

27. შვილი იდეალური საშუალებაა საკუთარი შეცდომები გამოასწორო და სამყაროს პოზიტიური შეცვლისთვის მოამზადო ადამიანი! ის როგორ შევცლის დედამიწას მხოლოდ შენზეა დამოკიდებული

28. ნებისმიერი ტკივილი დროებითია, ამ დროს სხეული და სული აჯამებს მდგომარეობებს და იკვლევს ადამიანებს, რომლებსაც გაზიარება შეუძლიათ… მშობლები და დაიკო ყოველთვის ახლოს არიან, მათ ვერაფერი ცვლის

29. ნებისმიერ შემთხვევაში აქ და ახლა ყოფნა იდეალური მდგომარეობაა

30. სიტუაციის ანალიზი და ჩაღრმავება არაფერს მოიტანს იმის გარდა, რომ overthinker-ი გახდები და საკუთარი თავიც კი დაგღლის. სიტუაციის უამრავი სცენარი არსებობს, ქმედების მიზეზიც ამდენივეა, ამაზე ფიქრში და გაანალიზებაში დროს ნუ დახარჯავ, საკუთარ სიამოვნებას მოახმარე?

31. სამყაროს უყვარხარ ზრუნავს შენზე და შენთან არის

32. კარგი ძილი, იოგა, სუფთა ჰაერი, კვება და ფინჯანი ჩაი მეგობრებთან- ეს მართლა საჭიროა ტვინისთვის. განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ

33. საკუთარ თავს ეცი პატივი ნებისმიერ სიტუაციაში. მეღიმება დაკავებულ ადამიანებზე, სულ დროის სიმცირეს რომ განიცდიან. აბა დაფიქრდნენ, დრო როგორ უმოწყალოდ მართავს მათ. როგორც კი დროს შენ თანამგზავრს გახდი, მიხვდები რომ ყველაფრისთვის გყოფნის…განსაკუთებით სიყვარულისთვის. ღმერთო, როგორ მიყვარხართ

34. ნებისმიერი ადამიანი მზეა. მოკაშკაშე მზე! ზოგიერთს სჭირდება ნათებისთვის მოფარებული ღრუბლების ჩამოშლა, ზოგიერთს მხურვალების დასაძლევად მსუბუქი ღრუბლების მიფარება! ფაქტი ისაა რომ ყველა ვანათებთ და ამ შესაძლებლობას არაფერი ცვლის. მზეს აქვს უდიდესი დანიშნულება, როგორც თითოეულ ჩვენგანს დედამიწაზე ჩამოსულს. ბალანსის შენარჩუნება გვეხმარება გამონათებაში

35. არსებობა მუდმივი ციკლია. რაღაც მოდის, რაღაც მიდის… ყველაფერი ჩვენს ხელშია, სამყარო გვეხმარება რეალიზებაში. მადლიერება კი ავსებს. მადლობა რომ წაიკითხეთ! მადლობა რომ არსებობთ. მადლობა სამყაროს თითოეული წამისთვის რასაც დედამიწაზე ვატარებ

ბონუსი: სალომეს კანონი?თუ მე ვქმნი ჩემს რეალობას, მაშინ მერფის კანონი ყოველთვის შემიძლია რომ შევცვალო, why not??? მოდი და შევცვლი და არაფერი ცუდად არ იქნება?

სიყვარულით

სალომე

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...