ავტორი: იოანე შენგელია

Senses

ჩვენ მიჩვეული ვართ ინტელექტუალურ ცოდნას, მაგრამ ეს ცოდნის მხოლოდ ერთ-ერთი სახეა. სინამდვილეში ცოდნის იმდენი სახე არსებობს, რამდენი შეგრძნებაც არის. ნებისმიერი ჩვენი შეგრძნება არის გარკვეული ცოცხალი გამოცდილება. მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ რომ ყველა ეს გამოცდილება გადავწეროთ "კომპიუტერში", რომელსაც ჩვენი აზრთა სამყარო ეწოდება. ნებისმიერი გამოცდილება გადაიწერება იდეათა აბსტრაქტულ სამყაროში. მაგალითად ვუყურებთ კედელს და ეს ხედვა არის ჩვენი გამოცდილება, მაგრამ ჩვენი ტვინი უმალვე გადაწერს ამას ინტელექტუალურ სამყაროში - არის ოთხკუთხედი კედელი, სიგრძე 4 მეტრი სიმაღლე 3 მეტრი ფერი მუქი მწვანე. მაგრამ ეს ცოდნა სრულიად განსხვავებულია შეგრძნებითი ცოდნისგან, რომელსაც ცოცხლად ვიღებთ თვალით. ჩვენ განვავითარეთ ინტელექტუალური უნარები, შევქმენით რეალური ფიზიკური სამყაროს სარკული ანარეკლი - იდეათა სამყარო - და ამ იდეათა აბსტრაქტულ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენთვის ნებისმიერი ფიზიკური გამოცდილება გადაისახება სარკით იდეათა სამყაროში და ჰპოვებს იქ თავის ინტელექტუალურ აღწერას. სარკის მეორე მხარეს - მეტაფიზიკურ სამყაროში - ჩვენ ვმოგზაურობთ უსასრულოდ, ვიგონებთ თეორიებს ფიზიკურ რეალობაზე. მაგრამ ფიზიკური რეალობა სარკის მეორე მხარეს არის. ჩვენ მიჩვეული ვართ ნებისმიერი გამოცდილება მათემატიკურ ფორმულად ვაქციოთ და გადავწეროთ იდეათა სამყაროში. ეს ცოდნაც ღირებულია, რამაც მეცნიერება განავითარა და ტექნიკურო პროგრესი. მაგრამ არსებობს ცოდნის უფრო ბუნებრივი სახეები - ეს არის უშუალოდ შეგრძნება ბუნების.

ცხადია, ცოდნის ინტელექტუალური სახე კაცობრიობის ევოლუციური მონაპოვარია. შეგრძნებითი ცოდნა უფრო ადრეც იყო ხოლო ინტელექტუალური ცოდნა, რომელიც ფიზიკური სამყაროს მეორე მხარეს - აბსტრაქტული იდეების სამყაროში არსებობს - არის ევოლუციის მონაპოვარი. არცერთი სახის ცოდნა არ არის არაღირებული. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გრავიტაცია დათრგუნით ორი გზით. პირველი - ინტელექტუალური გზით. თქვენ იდეათა სამყაროში ქმნით მოდელს და თეორიას, რომელიც აღწერს გრავიტაციას და შემდგომ ამ ცოდნაზე დაყრდნობით ქმნით ტექნიკას, რომლითაც ზემოთ აფრინდებით და გრავიტაციაზე "გაიმარჯვებთ". ეს გზა მაღალგანვითარებული გზაა. თუმცა არსებობს მეორე გზა - პირიქითა გზა. არა განვითარება ტექნიკაში, არამედ პირიქით - ბუნების სიღრმეებში წვდომა შეგრძნებით. როცა შენი "მე" გაითქვიფება და შეისისხლხორცება ბუნების სიღრმეებთან, მას ექნება წვდომა ბუნების ძალებზე. ეს არ არის რაიმე ტექნიკური ძალით ზემოთ აფრენა და ამით გრავიტაციის "დათრგუნვა", არამედ უშუალოდ გრავიტაციის ბუნების სათავეში დგომა და ამით მას ხასიათზე წვდომა. ეს ცოდნა სულ სხვა სახისაა და მიიღწევა მას მერე, რაც იდეათა სამყაროს ინტელექტუალური შაბლონები გაქრება და ადამიანი დაიწყებს სამყაროს შეგრძნებას. ეს გამოცდილება და ცოდნა სამყაროზე არის უფრო ბუნებრივი და ეს გვაძლევს საშუალებას ჩავერთოთ ბუნების ძალების მოქმედებაში. ეს არის მაგია!

სხვა მხრივ კი, ჩვენ უსასრულოდ შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მეტაფიზიკურ იდეათა სამყაროში, მაშინ როცა რეალურ ფიზიკურ სამყაროში ერთ ადგილას ვიქნებით გაშეშებული და პარალიზებულნი. არადა, ჩვენი თავდაპირველი მიზანი სწორედ ფიზიკურ სამყაროში ცხოვრებაა. როგორ იხსნება პარალიზება და როგორ დავინახოთ სამყაროს მრავალფეროვნება, რომლის მხოლოდ ერთ ნაგლეჯს ვხედავთ ახლა? რას ნიშნავს "მეს" გათქვეფა ბუნების ფუნდამენტალურ სტრუქტურებში? საქმე ისაა, რომ ჩვენ ვართ იმ ბუნების ნაწილი, რომელშიც მიმდინარეობს ყველა ამ ძალის მუშაობა. ჩვენი ცნობიერება მიჩვეულია შექმნას ინდივიდუალურობის და გამოყოფილობის შეგრძნება. მაგრამ ჩვენ იმავე მატერიას და ძალებს ვეკუთვნით, რისგანაც მთელი სამყარო ფორმირდება. ჩვენ შეგვიძლია წვდომა გვქონდეს რაგინდ ღრმა დონეზე ბუნების ძალებთან. და რა დონეზეც გვექნება, იმ დონიდან შეგვიძლია გავატაროთ საკუთარ თავში ბუნების ენერგეტიკული ნაკადები და მივმართოთ სასურველი მიმართულებებით. მაგრამ, როგორ მიიღწევა ჩვენი "მეს" გათქვეფა ბუნებაში? ეს არ მიიღწევა ინტელექტუალურად. ამის მიღწევას ცდილობენ მედიტაციებით და სხვა მრავალი. უბრალოდ ისწავლეთ ბუნების მოსმენა და სწავლა არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ სხვა შეგრძნებებითაც. რადგან, ყველა ეს შეგრძნება და ცოცხალი გამოცდილება არის ცოდნა სამყაროზე.
ამ აღმოჩენებს კი ვუმადლი ამ წიგნს ^_^

ვერტიკალური ნება