soko

ავტორი: მამუკა გურული

"იარე საკუთარი გზით, სხვაგვარად "სოკოს" ვერ იპოვი!"

ყოფილხართ ალბათ ბავშვობაში ერთხელ მაინც ტყეში, სოკოზე... უფროსები ადვილად პოულობენ სოკოს, და თქვენი პირველი იმპულსია, რომ კუდში სდიოთ მათ - რადგან ისინი გამოცდილები არიან და ადვილად პოულობენ, ე.ი. თუ გაჰყვებით, თქვენც იპოვით.

შემდეგ აღმოაჩენთ, ან უფროსები გეუბნებიან, რომ სოკოს პოვნა თუ გინდა, არავის არ უნდა სდიო კუდში და საკუთარი გზით უნდა იარო...

თუმცა სულ თავიდან, დასაწყისში, სასურველიცაა გამოცდილებს გაჰყვეთ, რომ გაარკვიოთ, რომელი სოკოებია საკვებად ვარგისი...