levan 1

"ეგოს კაპრიზები". მშობლის სურვილთა ტელეპათიური გზით გადასვლა შვილის გონებაში და მათთან იდენტიფიცირება. ჩვენ, როგორც საშიში ადამიანები!

ავტორი: ლევან ჩახაია 

ჩვენ ადამიანები ეგონცენტრული არსებები ვართ. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი თვით გადარჩენის ასპექტში. ეგოცენტრულობის გარეშე ვერ გადავრჩებოდით, ვერ გავმრავლდებოდით და, ვერც დავუპირისპირდებოდით ყოველდღიურ გამოწვევებს. ადამიანის ეგო, სავსებით სასარგებლო და ჯანსაღი ელემენტია , მაგრამ მას თავისი ცუდი მხარეებიც აქვს.

"ეგოს კაპრიზები" ასე დავარქვი, მე მათ ძალიან, საშიში მხარეა ეგოსი და თუ ბავშვობიდანვე არ მოხდება მასთან სწორი მიდგომა ადამიანი განუვითარებელ, ბედნიერებისათვის მოუმზადებელ არსებად ჩამოყალიბდება, რომლის ფუნქცია ენერგო ვამპირიზმი და თვითგანადგურებისკენ სწრაფვა შეიძლება იყოს.
ადამიანის ეგო შეიძლება შევადაროთ მსახურს, რომელსაც თუ ეყოლება ბრძენი ხელმძღვანელი მას ძალიან სასარგებლოდ გამოიყენებს, მაგრამ ამის გარეშე ეგო ძალიან ბავშვური, მეტიჩარა , ამპარტავანი მოცემულობაა, რომელმაც არც კი იცის, რომ აუცილებლად ხრამში გადავრდება თუ მას სწორ მიმართულებას არ უჩვენებენ.
ეგოს შეუძლია ადამიანში სიკვდილის ღილაკი ჩართოს. თვით გაქრობის, თვით დაზიანების. ის არის მსახური, რომელსაც სჭირდება მეთვალყურეობა და მიდგომა. ამ შემთხვევაში მისგან შეიძლება დიდი შესაძლებლობები მივიღოთ, მაგრამ ეგო მსახურის პოზიციას არ უნდა გაცდეს. არ უნდა იყოს დაწინაურებული.

ჩემი სხეული თუ ჩემი სახლია ჩემივე სახლში ეგო არის მოცემულობა, რომლის გაჩენის მთავარი ფუნქცია განვითარებაა.

იქ, სადაც მე ვარ ბატონი ის, უნდა იყოს ყმა. სხვა შემთხვევაში ცუდი შედეგი გარანტირებულია.

რა არის ეგოს კაპრიზები? ადამიანი განვითარებადი არსებაა და ის ბედნიერია მაშინ, როცა განვითარება მუდმივად მიმდინარეა. როცა არ ჩერდება. ეგო ზარმაცია. ის აფერხებს ადამიანის განვითარებას. ეგო მშიშარაა. მხდალია. ,მაგრამ მასში უდიდესი ძალა იმალება.

ადამიანი ეგოს შეგრძნებებთან საკუთარ შეგრძნებებს აიგივებს და ჰგონია, რომ სიზარმაცე, ლეთარგია ეს მისი მდგომარეობაა.

დისკომფორტის ზონაში გასვლის შიში ეს ეგოს თვისებაა. მას ურჩევნია ჩაკეტილი იყოს, ოთახში შთანთქოს ყველაფერი ირგვლივ, მაგრამ არ გავიდეს კარიდან.
ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მისი თვისებაა. მან ზოგჯერ, არც კი იცის ეგოს არსებობის შესახებ, რომელიც მისი სულის, რომელიღაც კუთხეში იმალება, გასცემს მითითებებს და ადამიანს აჯერებს, რომ სინამდვილეში, რაც ეგოს სწყურია მას სურს.

ბავშვობის ასაკიდანვე იწყება ადამიანის ეგოსთან მიდგომა. სანამ ბავშვი სუსტი არსებაა და არ ფლობს საკუთარ თავს, მშობელი უნდა იყოს მისი ეგოს მომთვინიერებელი. და მოზრდილობის პერიოდში ეტაპობრივად გადასცეს ეგოს მართვის სადავეები ხელში.

როდესაც ბავშვი ითხოვს ისეთ რამეს, რაც მისთვის არ შეიძლება, არ არის სასარგებლო, არ არის საჭირო.. როდესაც იწყებს კაპრიზებს , ეს სწორედ ეგოს გამოვლინებაა. ზოგჯერ ჩვენ ბავშვში დიპლომატიური ურთიერთობა უნდა დავამყაროთ მის ეგოსთან..

როდესაც კაპრიზი არ სრულდება ბავშვი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, დაიწყოს ბოლო ხმაზე ტირილი, რათა ამით მოახდინოს ზემოქმედება მშობლებზე ან უფროს პირებზე. ესეც სწორედ ეგოს ხრიკებია, ფსიქოლოგიური ზემოქმედება.. რამდენჯერაც ჩვენ მოვექცევით ამ ზემოქმედების ქვეშ, იმდენჯერ უფრო მეტად გავაძლიერებთ ბავშვში ეგოს ცუდ მხარეებს, და მას ერთ მშვენიერ დღეს მონსტრად გადავაქცევთ, რომელსაც შეუძლია შეპყროს ადამიანის ფსიქიკა.. ასეთი ადამიანები ეძებენ მარტივ გზებს კომფორტის მოსაპოვებლად. ასეთი ადამიანები მიმართავენ თვითგანადგურების სხვადასხვა საშუალებებს. პროსტიტუცია- ეს თვითგანადგურებაა. კრიმინალი ეს თვითგანადგურებაა. ნებისმიერი, რამ, რაც მიმართულია ადამიანის ჯანსაღი მხარეების დათრგუნვისა და მისი ეგოს გაძლიერებისაკენ ეს თვითგანადგურებაა.

როდის მოდის ბედნიერება ადამიანში? როცა მან იცის, რომ ცხოვრობს საკუთარი საჭიროებებისამებრ და ასევე ჯანსაღი სურვილების ასრულების გზას მიუყვება. ის მიჰყვება საკუთარ ბუნებრივ მხარეს, ეგოს კაპრიზებს კი საკუთარ თავშივე უმკლავდება. როცა სიზარმაცე შემოუტევს ის უპირისპირდება და აკეთებს იმას, რაც ეზარება. როცა აგრესია, პროტესტი ბრაზი შემოუტევს, აკეთებს კლასიფიცირებას, რამდენად ობიექტურია, ჯანსაღია ეს ყველაფერი და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი თავი აჰყავს ხელში.

ჩვენ ძალიან საშიშები შეიძლება ვიყოთ ერთმანეთისათვის. ჩვენ, ჩვენი ეგოს კაპრიზების გამო შეიძლება ერთმანეთში თავისუფლების ელემენტი ჩავახშოთ.
ამის მაგალითი უამრავია. ჩვენივე კეთილდღეობისათვის შეიძლება უხეშად ჩავერიოთ გვერდით მყოფი ადამიანის ნებაში, მას თავი დამნაშავედ ვაგრძნობინოთ. სამწუხაროდ დღეს ყველა ჩვენგანს არ შეუძლია დაიცვას თავი, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი ეგოს კაპრიზებისგან. ქართულ რეალობაში ბევრია მშობლების მხრიდან შვილის პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეში მაგალითები.

ასევე მეგობრები თრგუნავენ ერთმანეთს. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთი ვაქციოთ ისეთ არსებებად, როგორიც შეიძლება გამოგვადგეს ჩვენ. საკუთარ თავს ვარგებთ ყველაფერს. ვცდილობთ შევცვალოთ ყველა და ყველაფერი. ეს ანტიქრისტესეული მარცვალია ჩემთვის. თუ ქრისტემ მოიტანა თავისუფლება. ანიქრისტეს მიაქვს ის.
მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი საკუთარი კომფორტისათვის სხვა ადამიანები გამოვიყენოთ. დედები, მამები, შვილები, ცოლები, ქმრები. საკუთარი რეპუტაციისათვის, საკუთარი სიამოვნებსიათვის,. ზოგჯერ ისე ხდება, რომ საკუთარ სურვილებს შვილების საშუალებით ვისრულებთ. ისე გადავცემთ მათ ჩვენს სურვილებს, მათ საკუთარი სურვილები ჰქგონიათ. ეს აბსოლიტურად ტელეპათიური პროცესია.

მე ვერ ვხედავ სკოლებს, ვერ ვხედავ ურთიერთობებს ეგოს კაპრიზების უხეში ჩარევის გარეშე.

ეს რეალობაა, რომელიც გვასწავლის, რომ ბედნიერება მოაქვს ჩვენი საზღვრების აღმოჩენასა და დაცვას .. ასევე სხვისი საზღვრების გათვალისწინებასაც.

გაგრძელება იქნება...