gravity

ავტორი: მამუკა გურული

ერთ-ერთი ყველაზე "საიმედო" და საკვანძო ცნება სამყაროში გრავიტაციაა. პირველ რიგში გრავიტაცია განაპირობებს გამოვლენილი სამყაროს არსებობას და დინამიკას. 

საინტერესოა, რომ გრავიტაციას არ გააჩნია პლუს და მინუს ნიშანი. ანუ გრავიტაცია ყოველთვის იზიდავს. არ არსებობს უარყოფითი გრავიტაცია. (განზიდულობა ელექტრო-მაგნიტული მოვლენაა და არა გრავიტაციული).

ვფიქრობ, შემეცნების ზრდა პირველ რიგში გრავიტაციის კანონების შემეცნებით უნდა მოხდეს - მის ყველა ასპექტში (არა მხოლოდ ფიზიკის, ან მეტაფიზიკის).

და მთავარი კითხვებია: რა-, სად-, როდის,- ვინ არის ადამიანის და სამყაროს გრავიტაციის მთავარი წყარო და ცენტრი?

რა ძალები გვიზიდავენ ადამიანებში, და ჩვენი რა ძალა იზიდავს სხვა ადამიანებს ჩვენსკენ?

რა არის ჩემი ცენტრალური ძალა?

რა მემართება "მე" - მეტაფიზიკურად, როდესაც ჩემზე გაცილებით დიდ ძალას ვერწყმი, და ჩემი "პიროვნული მე" ქრება (ან არ ქრება)?

რა ემართება მცირე კომეტის ენერგიას ფიზიკურად, როდესაც რომელიმე პლანეტის ველში იწვება და ქრება?

რა ხდება, როცა დაახლოებით თანაბარი გრავიტაციის მქონე ობიექტები ეჯახებიან ერთმანეთს?

საინტერესო კითხვებია და და საინტერესო პასუხებსაც ჰბადებენ... კითხვა - ეს უკვე გრავიტაციული ძალაა პასუხის მოსაზიდად...