ავტორი: იოანე შენგელია

ბუნებაში ყველაფერი სიმეტრიისკენ და ჰარმონიისკენ მიისწრაფვის. თუმცა ზოგჯერ ვხვდებით ხოლმე გარკვეულ ასიმეტრიებს, მაგრამ  უმეტეს შემთხვევაში ეს მხოლოდ მოჩვენებითია, და "მეორე მხარეს" არსებობს ისეთი რამ, რაც აწონასწორებს ასიმეტრიას. ანუ, საბოლოო ჯამში, ლოკალურად შეიძლება შევხვდეთ სიმეტრიებსაც და ასიმეტრიებსაც, მაგრამ სამყარო გლობალურად სიმეტრიულია.

მაგალითად, არსებობენ ნაწილაკები, და არსებობენ ანტინაწილაკები. არსებობს მატერია და არსებობს ანტიმატერია. მაგალითად ნაწილაკებისთვის (ნაწილაკების ფიზიკიდან) არსებობს ასიმეტრიულობა ცალკე დროითი, ცალკე სივრცითი და ცალკე მუხტური. მაგრამ, გლობალურად სამივე პარამეტრის გათვალისწინებით სიმეტრია სრულდება (ანუ თუ სამივე პარამეტრს "შევაუღლებთ", ვიღებთ იმავე პროცესს, რასაც "შეუღლებამდე")

ეს რაც შეეხება გლობალური სიმეტრიის მაგალითებს ელემენტარული ფიზიკიდან. ახლა კი მსურს წამოვაყენო ჩემი თეორია "სვფ"-ს სიმეტრიის შესახებ. საქმე ეხება სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიას, რომლის თანახმადაც არსებობს 8 ვექტორი (8 ზომა), და თითოეულ ადამიანს ამ რვა ვექტორიდან აქვს რამოდემინე (შეიძლება ერთი, შეიძლება რვავე, ჩვეულებრივ კი 3-5).

ამასთან, რვა ვექტორი იყოფა ორ დონედ - ქვედა ოთხი და ზედა ოთხი. ქვედა ოთხ ვექტორს აქვს ეგრეთ წოდებული "ლიბიდო" და სწორედ მათზე გავლით ხდება განაყოფიერება და გამრავლება. ზედა ოთხი ვექტორი რამდენადმე "მეტაფიზიკურია" და მათ არ აქვთ ლიბიდო. ქვედა ვექტორები ფიზიკური სამყაროს ვექტორები არიან, ხოლო ზედა ვექტორები კი მეტაფიზიკური იდეათა სამყაროს ვექტორები არიან.

არ არსებობს ადამიანი ქვედა ვექტორების გარეშე, და სწორედ ეს არის ასიმეტრია, რადგან ზედა ვექტორის გარეშე ადამიანები არსებობენ. ქვედა ვექტორი რომ არ ჰქონდეს ადამიანს, მაშინ მას ვერ ექნებოდა ფიზიკური სხეული, და ვერ ექნებოდა გამრავლების შესაძლებლობა, რადგან სწორედ ქვედა ვექტორები განაგებენ ამას. ზედა ვექტორების ფუნქცია კი სხვა არის. ადამიანი, თავისი ბუნებრივი არსით, აუცილებლად შეიცავს რომელიმე ქვედა ვექტორს მაინც.

თუ ჩვენ წარმოვიდგენთ არსებას, რომელსაც არ აქვს ქვედა ვექტორი და აქვს მხოლოდ ზედა ვექტორი, მას ალბათ არ ექნებოდა ფიზიკური სხეული, რადგან იარსებებდა მეტაფიზიკურ სამყაროში, ან ჩვენთვის გასაგები რომ იყოს - ეს იქნებოდნენ არსებები, რომელთაც უბრალოდ არ აქვთ ფიზიკური სხეული და არიან "სულების" ნაირი არსებები.

როდესაც საუბარია ადამიანების ფსიქოლოგიაზე, მაშინ უნდა ვისაუბროთ არსებებზე, რომელთაც აქვთ ან მხოლოდ ქვედა, ან ორივე ტიპის ვექტორები. ასეთი არსებები არიან ადამიანები. მაგრამ, თუ ჩვენ გამოვალთ კლასიკური ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან ვისაუბრებთ სიმეტრიაზე, მაშინ უნდა არსებობდნენ ისეთი არსებებიც, რომელთაც მხოლოდ ზედა ვექტორები აქვთ. ეს არ იქნებიან ადამიანები, ანუ ადამიანებში ლოკალურად სიმეტრია არ სრულდება, მაგრამ თუ არსებობენ სხვა მეტაფიზიკური არსებები, რომელთაც მხოლოდ ზედა ვექტორები აქვთ, მაშინ გლობალურად სიმეტრია შესრულდება.

ეს მხოლოდ ვარაუდია სიმეტრიის იდეაზე დაყრდნობილი. ეს არ არის გადამოწმებადი თეორია, უბრალოდ ჰიპოთეზაა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებში ვექტორების ასეთი განლაგება და პროცენტული განაწილება ბუნების მიერ არჩეულია ისეთნაირად, როგორიც საუკეთესო იქნებოდა ჯგუფისთვის (ბუნება არასოდეს სცდება). თუმცა, თუ მაინც დავუშვებთ, რომ ასეთი არსებები არსებობენ, მაშინ რა იქნებოდა მათი ფუნქცია?

მათი ფუნქციები ზედა ვექტორების ფუნქციები იქნებოდა, ოღონდ უფრო ფარულად და შეუმჩნევლად. მაგალითად, ერთვექტორიანი სმენა იქნებოდა ის არსება, რომელიც ადამიანების ჯგუფს შთააგონებს იდეებს (ანუ არა კონკრეტული ადამიანი სმენის ვექტორით, არამედ რაღაც მეტაფიზიკური "სული", რომელიც შთააგონებს). ან ერთვექტორიანი ყნოსვა, რომელიც უზრუნველჰყოფს უსაფრთხოებას და წმენდას სხვა და სხვა მასშტაბური საშუალებებით სამყაროში. და სხვა.

ანუ ფუნქციები იგივეა, რაც ვექტორებშია, ოღონდ ამას ასრულებენ არა ადამიანები, ან ადამიანთა ჯგუფები, არამედ სრულდება უფრო "სულიერ" დონეზე (ვფიქრობ მკითხველისთვის დამაბნეველი არ იქნება რა იგულისხმება ამ "სულიერში").  ისე კი, ნებისმიერ ეგრეგორში არსებობს რვავე ვექტორული ზომა, ამასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ..