ავტორი: იოანე შენგელია

54204346 323989948469055 2656442469486428160 n

რა შეგვიძლია ვთქვათ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე? მოდი ჩამოვთვალოთ.

  1. ჩვენ ყოველდღიურად შეგვიძლია მივიღოთ საჭმელი და ეს აუცილებელია.
  1. არსებობს საჭმლის მიღების "ლიმიტი", ანუ ჩვენ არ შეგვიძლია ერთ დღეში მივიღოთ 50 კილოგრამი ხორცი და მერე ორი კვირა უჭმელად ვიყოთ. შეიძლება 50 კილოგრამი ხორცი გვყოფნიდეს ორი კვირის განმავლობაში მაგრამ ის ნაწილ-ნაწილ უნდა მივიღოთ და არა ერთბაშად.
  1. ეს განაწილება იმიტომ ხდება, რომ საჭიროა საჭმლის გადამუშავება. ჩვენ ვერ შევძლებთ 50 კილოგრამი ხორცი გადავამუშავოთ ორი კვირის განმავლობაში ერთბაშად, არამედ ნაწილ-ნაწილ უნდა მივიღოთ და ენერგიაც ნაწილ-ნაწილ გამომუშავდება ჩვენში.
  1. თუ ზედმეტ საკვებს ან არაადექვატურ საკვებს მივიღებთ, მაშინ მოვიწამლებით, და ჩვენი ორგანიზმი დაიწყებს ყველა საკვების გამოდევნას სანამ არ განთავისუფლდება. და მხოლოდ ცოტა ხნის მერე იქნება შესაძლებელი ისევ დავიწყოთ კვება მსუბუქად.
  1. საკვები საჭიროა სარგებლობის მიხედვით მივიღოთ, ჯანმრთელი და ენერგიის მომცემი, და არა ენერგიის წამრთმევი და ავადმყოფობების გამომწვევი.
  1. როდესაც მიღებული საკვები გადამუშავდება, სასარგებლო ენერგია ადამიანის ორგანიზმის მუშაობას ხმარდება, ხოლო არასასარგებლო ნაწილი განიდევნება ადამიანიდან, რათა ადგილი დაეთმოს ახალ საკვებს.

ზუსტად იგივე მოდელი აქვს ცოდნასაც:

  1. ჩვენ ყოველდღიურად შეგვიძლია მივიღოთ ცოდნა და ეს აუცილებელია.
  1. არსებობს ცოდნის მიღების ყოველდღიური "ლიმიტი". ანუ ჩვენ არ შეგვიძლია ერთ დღეში მივიღოთ ის ცოდნა, რომელიც ჩვენი ერთკვირიანი რაოდენობის ცოდნის ტოლფასია. ეს ცოდნა არ იქნება ღირებული. ცოდნის მიღება უნდა განაწილდეს დღეებსა და კვირებზე.
  1. ეს განაწილება იმიტომ ხდება, რომ საჭიროა ცოდნის გადამუშავება. ჩვენ ვერ შევძლებთ ვისწავლოთ ერთ დღეში ორი კვირის მასალა. ინფორმაციას სჭირდება გადამუშავება და ყოველი ახალი ინფორმაცია რაღაც სარგებელს უნდა გვაძლევდეს. ამისთვის კი საჭიროა თანმიმდევრულად და ცოტ-ცოტა მივიღოთ, რათა სარგებელი გამოვიღოთ მისგან. ერთბაშად მიღებული ინფორმაცია უბრალოდ ინფორმაციის სიმრავლეა, რომელიც სასარგებლო ვერ გახდება.
  1. თუ ზედმეტ ინფორმაციას ან არაადექვატურ ინფორმაციას მივიღებთ, მაშინ მოხდება რაღაც მოწამვლის მსგავსი. ჩვენი გონება დაიწყებს გაფილტვრის პროცესს და "ამოიღებს" ყველა მიღებულ ინფორმაციას და გონებას გაასუფთავებს. და მხოლოდ გარკვეული დროის მერე შევძლებთ ისევ ახალი ინფორმაციების მიღებას, ოღონდ დასაწყისში მსუბუქად.
  1. ინფორმაცია საჭიროა სარგებლობის მიხედვით. ჯანმრთელი და სარგებლის მომცემი ინფორმაცია უნდა მივიღოთ თანმიმდევრულად, ხოლო საწამლავი ინფორმაციები კი ჩვენს სულიერ ავადმყოფობას გამოიწვევს.
  1. როდესაც მიღებული ინფორმაცია გადამუშავდება, სასარგებლო გამოცდილება გადაიწერება ადამიანის ინტუიციურ მახსოვრობაში და თავის სამუდამო კვალს დატოვებს მასში, ხოლო ინფორმაციის არასასარგებლო ნაწილი განიდევნება ადამიანის მახსოვრობიდან, რათა ადგილი დაეთმოს ახალ ინფორმაციებს.

Home Remedies For Stomach Ache feature image

როგორც ხედავთ, ინფორმაციული მასა და მისგან მიღებული თეორიული გამოცდილება ანალოგიურია საკვებისა და მათგან მიღებული სასარგებლო ენერგიისა. ერთი ხმარდება ფიზიკური სხეულის მუშაობას, მეორე ხმარდება "სულიერი სხეულის" მუშაობას. პრინციპი კი ერთი და იგივეა.

თუ ჩვენ ვისაუბრებთ სამყაროს ეგრეგორულ მოდელში, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ ეგრეგორს აქვს რვა ფუნქცია, და აქედან ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობს ენერგიის გადამუშავება-გამოყენებაში: ენერგიის გარედან მიღება, დაგროვება, გადამუშავება, დახარისხება, სასარგებლო ენერგიის გადანახვა სამუდამო საწყობში და არასასურველის გამოყოფა ეგრეგორიდან. ენერგია კი ხმარდება ეგრეგორის ფუნქციონირებას.

ეს ფუნქცია ბუნებრივია ყველა ეგრეგორისთვის. კერძოდ ადამიანის ფიზიკურ სხეულზე თუ ვისაუბრებთ, ამ ფუნქციას ასრულებს საჭმლის მომნელებელი სისტემა, ხოლო თუ ფსიქოლოგიაზე ვისაუბრებთ, კერძოდ კი - ვექტორულ ფსიქოლოგიაზე, ამ ფუნქციას ასრულებს ანალური ვექტორი (მისივე ეროგენული ზონაა საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ფიზიკურ სხეულში).

აზროვნების დონეზე ანალური ვექტორი აზროვნებს ხარისხობრივად, ანუ იღებს დიდი რაოდენობით ინფორმაციას, შლის მას ნაწილებად, ახარისხებს, და გადააქვს გამოცდილების საწყობში, სწორედ ისე, როგორც საკვებ მასალას ექცევა საჭმლის მომნელებელი სისტემა. ეს კი ემსახურება რესურსების (ენერგიის თუ ინფორმაციის) შენახვასა და გამოყენებას ფიზიკური თუ გონებრივი პროცესების ფუნქციონირებისთვის.

თუ ვისწავლით ინფორმაციის თანმიმდევრულ და სწორად მიღებას, მაშინ თავიდან ავირიდებთ მოწამვლასაც, "გასუქებასაც", და სხვა ავადმყოფობებს, რომელსაც იწვევს კვების არასწორი რეჟიმი ინფორმაციულ დონეზე. და რაც მთავარია, ინფორმაციით სწორი კვება გვაძლევს ყველაზე უფრო ნამდვილ გამოცდილებას და ცოდნას სამყაროზე, რაც, თავის მხრივ სასარგებლოა.

ხშირად გსმენიათ ალბათ, რომ სწორი კვება ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გარანტია. ამ კვებაში კი იგულისხმება როგორც ფიზიკური საკვები, ასევე ინფორმაციული საკვები.

მაგალითად, magma-ში მრავალი ინფორმაციაა სხვა და სხვა თემატიკაში, მაგრამ როგორი მადის აღმძვრელიც არ უნდა იყოს ეს "მენიუ", ერთბაშად ვერ "გადასანსლავ". რამდენჯერმე მოგიწევს ეწვიო magma-ს "რესტორანს", რათა დააგემოვნო და დააფასო მისი მრავალფეროვნება და ხარისხი. ასე რომ, არ იდარდოთ, თუ ბევრის შემეცნება გსურთ და ვერ ასწრებთ ამას თქვენს მიერ განსაზღვრულ დროში. ინფორმაციას გადახარშვა და დამუშავება სჭირდება, ამ უკანასკნელს კი დრო.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ..