ავტორი: აკაკი სხულუხია

georgia1

როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა მის ნანგრევებზე რამოდენიმე ახალი სახელმწიფო წარმოიშვა. ერთ-ერთი ასეთი იყო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელსაც ჰყავდა ელიტა, გააჩნდა იდეოლოგია და საერთო ჯამში გარკვეული მიმართულებაც ჰქონდა აღებული საითაც ერს უნდა ევლო (ალბათ გახსენდებათ ეგრეგორები რეალობის ტრანსერფინგიდან). 

ორი წლისა და ცხრა თვის შემდეგ წითელმა არმიამ მოახდინა საქართველოს გასაბჭოება და 1922 წელს საქართველოს სსრ იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფოსი რომელიც ისტორიაში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ანუ სსრკს სახელით შევიდა. ქვეყნიდან ელიტის დიდი ნაწილი გაიქცა ხოლო დარჩენილების დიდი ნაწილიც ან დახვრიტეს ან ციმბირში გადაასახლეს. შედეგად ქვეყანა დარჩა ელიტის გარეშე, ამავე დროს იყო საჭიროება მაღალი თანამდებობების პირების რლებიც ქარხნების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების და სხვა მრავალი დაწესებულების მენეჯმენტს ჩაიბარებდა. სსრკმ შექმნა ახალი ინტ.ელიტა რომელიც ამ ყველაფერს ითავებდა, თუმცა რათქმაუნდა ეს ინტ.ელიტა მკაცრად განსაზღვრული იდეოლოგიის მატარებელი უნდა ყოფილიყო, მოკლედ რომ ვთქვა პარტიის თვალში უნდა დაემსახურებინა „კარგი ამხანაგის“ იარლიყი რომელსაც სოციალისტური სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის უნდა შეეწყო ხელი.

georgia2

მაღალი იდეალების არმქონე სოციუმი რომ პირად მომხვეჭელობას დააყენებდა პირველ ადგილზე ალბათ ამის მიხვედრა რთული ნამდვილად არ არის. ეს მოხდა, რადგან ძველი ელიტა თითქმის მთლიანად ამოძირკვულ იქნა, სხვა ფენებს მაღალი იდეალებისთვის რბილად რომ ვთქვა არ ეცალათ, თვითონ სსრკ კი დიდად არ ზრუნავდა ამაზე, უფრო სწორად ზრუნავდა თუმცა ეს იდეალები იშვიათად თუ შეესაბამებოდა ჭეშმარიტებას, ან რაიმე ღირებულს რადგან მუშათა დაარსებული სახელმწიფოსთვის მაღალ იდეალს ის წარმოადგენდა თუ რამდენად ბევრ და ხარისხიან პროდუქტს შექმნიდნენ. ასე გარდაიქმნა ეროვნული სულისკვეთების და ჰუმანურობის მატარებელი ერი ქარხანად რომელსაც სოციუმისთვის რაც შეიძლება ბევრი მატერიალური რესურსი უნდა შეექმნა. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ქართველ გლეხს რომელიც გუშინ მიწას ამუშავებდა დღეს კი ქარხნის ან რაიმე სხვა დაწესებულების დირექტორი გახდა ამბიციები გაუჩნდა, ამბიცია რომ რაც შეიძლება დიდი კომფორტი შეექმნა და თან პარტიის ე.წ „დიდი ძმის თვალშიც“ კარგი ამხანაგი ყოფილიყო. ასე შეიქმნა წითელი ელიტა მათი საზრუნავი რა იყო ზემოთ მოგახსენეთ.

მეოცე საუკუნის მიწურულს სსრკ დაინგრა თუმცა ელიტა რომელიც მათ შექმნეს არსად წასულა და სამხედრო გადატრიალების შემდეგ სახელმწიფოს სათავეში ისევ თვითონ მოექცა.

georgia3

ამჯერად ეროვნულ სულისკვეთებას ამოფარებული, თუმცა რეალურად ისევ იგივე ღირებულებების მქონე, კომფორტი და დიდი ძმის შექება. ამჯერად დიდი ძმის როლი ძველი ელიტის გარკვეულმა ნაწილმა მოირგო. მეორე ნაწილი კი განაგრძობდა არსებობას ისევე როგორც ეს სსრკში ხდებოდა თან რასაკვირველია იზრდებოდა ახალი ელემენტებით ანუ ე.წ ახალგამოჩეკილი ცეხავიკებით. რომლებიც ხალხში პატივისცემით სარგებლობდნენ რადგან დაბალი ფენა მიეჩვია ადამიანის ქონებრივი ცენზის მიხედვით შეფასებას. გადიოდა წლები და ეს ჩვენი მძაღე სოციუმი ასევე მძაღედ მიიწევდა წინ, ხალხმა ცოტა უკეთესი პირობები მიიღო თუმცა ფუნდამენტური ცვლილებები არ მომხდარა და რაც მოხდა ისიც შეიძლება ითქვას დრომ მოიტანა.

2004 წელს სათავეში ახალი ელიტა „ახალი სისხლი“ მოვიდა რომელსაც წესით რამე უნდა შეეცვალა თუმცა ამის მაგივრად წინამორბედებს გადააჭარბეს და ყველაფერთან ერთად არაადამიანური სისასტიკეც დაურთეს ძველ „ღირსებებს“.

georgia4

2012 წელს ეს ჯგუფი დამარცხებულ იქნა თუმცა იმის მაგივრად რომ რაიმე უკეთესობისკენ შეცვლილიყო რეალურად ნაციონალებამდელი ელიტა ჩაუდგა ისევ სათავეში ქვეყანას, რომელმაც ერთადერთი პოზიტიური რაც გააკეთა ძველ ღირსებებს არაადამიანურობა ჩამოაშორა ესეც არა ფუნდამენტურად არამედ ისე, მინიმუმ ხალხს რომ ეგრძნო ცვლილება. ასევე აღსანიშნავია პოლიტპატიმრების ამნისტიაც. თუმცა და ისევ და ისევ თუმცა სხვა „ღირსებები“ რაც წითელ ელიტას გააჩნდა არ გამქრალა და ქვეყანას ე.წ ცეხავიკები „მოაჯდნენ“ ერთი დიდი ცეხავიკით სათავეში და პრინციპში სისასტიკეს არ მიჰყვეს ხელი უბრალოდ რაიმე ძირეული ცვლილებაც არ მოუტანიათ და დღემდე „დიდი ბელადის“ დაფინანსებით გააქვთ თავი რომელზეც 2012 წელს ხმები დაირხა ხალხს ფულს დაურიგებსო.

ჰოდა ესე წითელი ელიტით სათავეში მივბობღავთ მომავლისკენ რომელიც ისეთივე ბუნდოვანია როგორც მოგონებები ბავშვობაზე, ამჯერად დიდი ძმის როლს სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციები ასრულებენ და პრინციპში ქვეყანაც მათი რეკომენდაციებით იმართება რადგან ცეხავიკებს ფიქრისთვის არ სცალიათ მათ დრო მხოლოდ პირადი კომფორტისთვის რჩებათ.

პირადად მე გამოსავალს ახალი და უფრო ჯანსაღი ელიტის ჩამოყალიბებაში და ძველის ჩანაცვლებაში ვხედავ. ვფიქრობ რომ ელიტა საჭიროა რადგან რაღაც მხრივ ვიზიარებ დოსტოევსკის ნაწარმოებში ინკვიზიტორის მიერ გაჟღერებულ აზრს რომ ადამიანების დიდ ნაწილს თავისუფლების და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების მძიმე ტვირთის ზიდვა არ შეუძლიათ და აუცილებელია რომ ეს მილიონების მაგივრად იმ ათასობით ძლიერმა პიროვნებამ გააკეთოს რომლებსაც ამის ძალა შესწევთ.

ჩემს მიდგომაში ამოსავალი წერტილი ახალი ელიტის სიჯანსაღე და ჰუმანურიბაა. ახალი ელიტა უნდა აცნობიერებდეს რომ ისინი არ ფლობენ პრივილეგიას პირიქით მათ უზარმაზარი ჯაფა აწევთ, ჯაფა რომელსაც ხალხის გაძღოლა ეწოდება. გადაწყვეტილებები მიმართულ უნდა იქნეს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ, და იმ შემთხვევაში თუ სუსტებს შორის რომელიმე ძლიერი გამოჩნდება ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს განდევნილი, ახალი ელიტა არ უნდა იყოს მიუწვდომელი, პირიქით ყველა მსურველს და საკმარისად ძლიერ პიროვნებას უნდა შეეძლოს მისი ნაწილი გახდეს რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს ამ ტვირთს თავის თავზე მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი საზოგადოება. ასევე ახალ ელიტას მოტივაციას უნდა აძლევდეს არა პირადი კეთილდღეობა როგორც ეს წითელი ელიტის შენთხვევაშია არამედ ის რომ არ განმეორდეს ცეხავიკების ან სხვა მკვეთრად დესტრუქციული ჯგუფის გაბატონება. მისი ქმედებები მიმართულ უნდა იქნას იმისკენ რომ მთელი მოსახლეობიდან რომელსაც წინ უნდა გაუძღვნენ (და არა თავზე მოაჯდნენ) რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს იმდენად ძლიერი რომ წინამძღოლობის ტვირთი ატაროს.

georgia5

სიმართლე გითხრათ ელვისებური რევოლუციის და წითელი ელიტის დახოცვის იდეა დიდად არ მხიბლავს თან ვფიქრობ რომ ბევრად უკეთესია თუ სიახლე ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება და საფუძვლიან და ფუნდამენტურ შედეგებს გამოიღებს. პირველ რიგში ვფიქრობ რომ ფსონი უმეტესწილად ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს (თუმცა არ იფიქროთ რომ წინა თაობების გამოცდილება დაფასებული და გამოყენებული არ იქნება). უდიდესი მნიშვნელიბა აქვს თავისუფალი და სახელმწიფოებრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას ბავშვობიდან, უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმასაც რომ ამჟამინდელი ელიტის შვილების თაობა არ დაადგეს მშიბლების გზას და ამ შემთხვევაში წითელი ელიტა დროთა განმავლობაში უბრალოდ გაქრება მას კი ახალ ღირებულებებზე აღზრდილი: ქმედითუნარიანი, პასუხისმგებლობისმქონე, ადამიანთა საყოველთო სიკეთისკენ მიმართული ახალი ჯგუფი ჩაანაცვლებს რომლებიც აუცილებლად მოიტანენ ფუნდამენტურ ცვლილებებს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...