exhausted manავტორი: ლევან ჩახაია

კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :
-მე ასე მსურს
- ეს ჩემი აზრია
- მე ვფიქრობ , რომ....
- მიმაჩნია
- ჩემი მოწოდებაა
- ჩემი მისია
................
და სხვა მრავალი მსგავსი.
კარგად დაფიქრდი, სანამ მოსაზრებას, ქცევას, დამოკიდებულებას საკუთარ მე-ს მიაწერ.
კარგად დაფიქრდი შეიძლება არც კი იცი, რომ მოცემულ მომენტში შენ, შენ არ ხარ.
ეს ჰგავს სახლს, რომლის ერთადერთი მეპატრონე შენ ხარ, მაგრამ იმდენად სუსტი აღმოჩნდი, რომ გადაწყვეტილებებს სტუმრები იღებენ. რაც ყველაზე მთავარია ისინი იმაშიც გარწმუნებენ, რომ სინამდვილეში ეს შენ გადაწყვიტე.
კარგად დაფიქრდი .
შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინო, რომ დიდი დრო გავიდა. შეიძლება გაიღვიძო ღრმა მოხუცებულობაში და სწორედ მაშინ მიხვდე , რომ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდი.
მთელი ცხოვრება შენ სხვათა მოსაზრებებით ცხოვრობდი.
სხვები წყვეტდნენ, როგორ უნდა გეცხოვრა. სხვები ირჩევდნენ შენს ნაცვლად. სხვები ამბობდნენ რა იყო უკეთესი.
შეიძლება ერთ დღეს მიხვდე, რომ იდეოლოგიების, ადამიანების მონა იყავი.
ამიტომაც კარგად დაფიქრდი. მე, რომ საკუთარი თავი აღმომეჩინა სიბერეში, როგორც მონა არ მომინდებოდა თვითგვემაში ყოფნა, რადგან ეს ყველაზე არასწორი პოზიციაა.
დავიჯერებდი, რომ ასე იყო საჭირო და ეს გზაც გავიარე. მონობის გზა.

თუმცა, რაც უფრო ადრე დავეხმარებით ერთმანეთს გამოფხიზლებაში, თუ, ეს ნამდვილად შეგვიძლია რათქმაუნდა უკეთესია.
- ჩემი პროფესია
- ტანსაცმელი
- საკვები
- ცხოვრების წესი.
- ტრადიციები
- რწმენა
-შეხედულებები
მე, რომ დავსვა შეკითხვა,რატომ ცხოვრობ ასე?
-მიყვარს .
ამის გარდა სხვა ყველა პასუხი არასწორია და ნიშნავს, რომ შენი ცხოვრება შენი არაა.
მე ასე ვფიქრობ .,
კარგად დავფიქრდი ამწამს, რამდენად მე ვარ, როცა გეუბნები, რომ : -მე ვფიქრობ!
შემიძლია თამამად ვთქვა ამ მომენტში მე ნამდვილად მე ვარ და გულწრფელად გესაუბრებით.
მე ვარ მე, როცა მაცვია ის, რაც ჩემს მდგომარეობას ენათესავება .. როცა ჩემი ტანსაცმელი ანარეკლია ჩემი სულის .
მე ვარ მე, როცა ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და უსაზღვროა ეს მდგომარეობა. ის რაც მიყვარს არ მღლის. არ ვფიქრობ ეს მომიტანს თუ არა ფულს. ღირდა თუ არა ამ საქმის კეთება. არ მეპარება ეჭვი .
-რას ვჭამ მე? რასაც მიმაჩვიეს, რასაც მივეჩვიე.
რასაც ჩემი კულტურა, რასა , სოციუმი მომიწოდებს, რომ ვჭამო.
არ იფიქრო, რომ შენთვის ძვირფასი ღირებულებების მსხვრევას მოგიწოდებ .არა შენ უნდა გადაწყვიტო რა დაიტოვო და რა არა.
მთავარია შენ იყოთ ეს და არა ნებისმიერი სხვა, რომელმაც შეიძლება შენს ნაცვლად გადაწყვიტა.
-მე მწამს? თუ არ გიბრძოლია იმისათვის, რაც გწამს ვეჭვობ, რომ ეს რწმენა ბრმაა.
ბრმად გწამთ. არ გრძნობ მექანიკურა გწამთ.
ეჭვი არასოდეს შეგპარვია, რაც ნიშნავს, რომ არ ყოფილხარ მაძიებელი და აღმომჩენი.
აქ რწმენას ვერ ვხედავ, აქ რწმენის ილუზიას წავაწყდი, მე ერთ დროს საკუთარ თავში
აირჩიე საკუთარი თავი. ეს არ ნიშნავს ომს გარესაყაროსთან.
ეს არ ნიშნავს დაპირისპირებებს, მტრობას. ეს უფრო მეტ მშვიდობასა და ჰარმონიას ნიშავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
ის, რაც მტანჯავს მე არ ვარ.
ძალიან მარტივია ერთი შეხედვით. ჩემი არჩევანი, რაც არ უნდა მტანჯველი იყოს თუ ნამდვილად ჩემია არ მტანჯავს. მაბედნიერებს.
მე ვარ ნიშნავს, ჩემმა სტუმრებმა თავიანთი ადგილი დაიკავეს და მისმენენ
საკუთარ სახლში. საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის მიუხედავად, მე ვირჩევ და ვიღებ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვებძვით ერთმანეთს. მე თუ ძლიერი ვარ არავინაა წინააღმდეგი მივიღო გადაწყვეტილება. სინამდვილეში სტუმრები სულაც არ არიან ბოროტები, უბრალოდ მათ არ იციან რა გჭირდება შენ. ამიტომაც მათ არჩევანი შენს საჭიროებას არ ემთხვევა.
იყავი შენ შენ ...