shutterstock editorial 5870817b huge 1512496965ავტორი:ლევან ჩახაია

ძველ ეპოქებში ადამიანები ბუნებასთან უფრო ახლოს იყვნენ. სამყაროსი ესმოდათ.
უგებდნენ საკუთარ სხეულებს. იცოდნენ საკუთარი ბუნებრივი საჭიროებები.
ძველი ცოდნა სექსს განიხილავდა, როგორც არა მხოლოდ გამრავლების საშუალება, არამედ, როგორც ხელოვნება, ბუნებრივი საჭიროება, განვითარების საშუალება. ცნობიერების გაწმენდისა და სხვადახვა დაავადებებისგან განკურნებასაც მიაწერდნენ მას. მაგალითად: მენტალური დაავადებები.
"სექსი ეს არაა ჩვენი ქმნილება ეს ღმერთის საჩუქარია" ამბობდა ოშო

დროთა განმავლობაში ადამიანებში შეიცვალა შეხედულებები. რაც თავის მხრივ რელიგიურმა და პოლიტიკურმა სისტემებმა განაპირობეს.
ბუნებრივი ადამიანი თავისუფალია, ამიტომაც მოხდა მათთვის წესების დადგენა. ბარიერების შექმნა, რათა უფრო და უფრო მეტად დაშორებულიყვნენ თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობას. მეტიც ამის შეშინებოდათ, შერცხვენოდათ.
მთელი მსოფლიო მოიცვა სირცხვილმა, სექსუალურობის მიმართ.
განსაკუთრებით წინა საუკუნეში თვალში საცემი იყო ეს .
საბჭოთა კავშირში სექსუალურობა არა მხოლოდ სირცხვილი, არამედ დანაშაული იყო.

ადამიანებს შეეზღუდათ საკუთარი თავის გამოხატვისა და გამოვლენის საშუალებები.
ისინი იქცნენ შეზღუდულ არსებებად, რომელთათვისაც ბუნებრივი საჭიროება და მოთხოვნილება იყო სამარცხვინო.
საზოგადოება დაპროგრამდა ამ იდეით. მუდმივად ებრძოდნენ ღიაობას, სიშიშვლეს, ვნების გამოხატულებებს.
ამ იდეების მსხვერპლი აღმოჩნდა, როგორც მისი დამცველი და გამვრცელებელი, ისე ის ადამიანებიც, რომლებიც მიუღებლობას ამჟღავნებდნენ, მაგრამ საზოგადოება ძალიან სასტიკია ამ დროს.
სექსუალურობის შეზღუდვამ,მისი ჩარჩოებში მოქცევის მცდელობამ უამრავი პრობლემა შეუქმნა სამყაროს.
ადამიანებში აგრესიის, დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დარღვევების მაჩვენებლები უფრო მეტად ინტენსიურ სახეს იღებდა.
სისტემამ შეძლო მონებად ექცია თავისუფალი სულით დაბადებული ადამიანები.

აკრძალვამ და შეზღუდვამ სექსისგან გარყვნილება შვა : -ამბობს ოშო.
გარკვეულწილად ამ პოზიციას ვიზიარებ, რადგან ყოველგვარი გაუმაძღრობა მიუწვდომლობით წარმოიშობა.
აშიმშილეთ ადამიანი, რამოდენიმე საათი და ის იმაზე მეტს შეჭამს სადილზე, ვიდრე სჭირდება , გადაძღომა მოხდება.
ასეთ პროცესებს გადის დღეს სამყარო. სექსუალური რევოლუციები, გარყვნილების პროპაგანდა სხვა არაფერია თუ არა სექსუალურად დამშეული პლანეტის სახე..

ეს პროცესიც, როგორც ჩანს უნდა გავიაროთ.
დაუკმაყოფილებლობის . სიგიჟის ,ვულკანური გამოხატულება.
ადამიანებს შეეზღუდათ ბუნებრივი სიამოვნებების მიღება.
სხეული კი მუდმივად ცდილობს აინაზღაუროს სხვადასხვა საშუალებებით ის სიამოვნება, რაც ბუნებრივი გზებით უნდა მიეღო და ეძალება სხვადასხვა ხელოვნურ და მავნე ჩვევებს, როგორიცაა მოწევა, ნარკომანია, პორნოინდუსტრიაზე დამოკიდებულება.
მე პატივს ვცემ ნებისმიერ აღმსარებლობასა და რწმენას, თუმცა არ ვიზიარებ იმ შეხედულებებს, რომ ადამიანებმა თავიანთი ბუნებრივი მოცემულობა უარყონ სანაცვლოდ კი ავად ყოფნა მიიღონ.
პლანეტა ბევრად უფრო ჯანსაღი და მშვიდობიანი იქნებოდა, სექსი , რომ არ განიკითხებოდეს.
დავუბრუნდეთ ბუნებას, მის გულწრფელ მშვენიერ გამოხატულებებს ჩვენში, არაჯანსაღი ჩვევები კი თავისთავად დაგვტოვებენ.