ავტორი: იოანე შენგელია
 
(მოცემული სტატიის მეორე ნახევარში მოცემულია "წინასწარმეტყველება" მომავალზე, რომელიც არ წარმოადგენს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, არამედ ჩემს ნააზრევს და დასკვნებს, დაკვირვებებით და ცოდნით ჩამოყალიბებულს)
 
ადრე, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ადამიანების კონტროლმა პიკს მიაღწია. კონტროლდებოდა ყველაფერი, არა მარტო წერილების და მოთხრობების ტექსტები, და არა მარტო საჯარო საუბრები, არამედ აზრებიც კი. ადამიანების აზროვნებაც კი ეშინოდათ განსხვავებულად.
 
ადამიანები განსაზღვრული მოდელით ფიქრობდნენ და ცხოვრობდნენ და ერთმანეთის ეშინოდათ, რომ არ დაესმინათ ერთმანეთი. ამან პიკს მიაღწია გასულ საუკუნეში. მაშინ არ იყო ტექნიკა განვითარებული და - შესაბამისად, თვალთვალის საშუალებასაც მხოლოდ ჯაშუშები წარმოადგენდნენ. დღეს, თვალთვალის საშუალებები შეიძლება ტექნიკურ ხელსაწყოებშიც კი იყოს ჩამალული.
 
ვინაიდან, ადრე მმართველი გუნდი ვერ იქნებოდა დამალული და ღია კონტროლს ეწეოდნენ, ისინი მკაცრები და სადისტები იყვნენ. სხვა შემთხვევაში, ხალხი დაკარგავდა მათდამი შიშს და დაამხობდა. ახლა, ტექნიკური საშუალებების განვითარების გამო მათ ვეღარ ვხედავთ. არ არის აუცილებელი, რომ ღია კონტროლი არსებობდეს.
 
ადრე კონტროლი არსებობდა და ეს ყველამ იცოდა. დღეს, კონტროლი არსებობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამის შესახებ. რეალური მმართველი გუნდი დამალურია და თავისი პროგრამით მიჰყავს მოვლენები კაცობრიობაში. ადამიანების ცნობიერება განვითარდა, და შესაბამისად იმუნიტეტი განუვითარდა საბჭოთა რეჟიმზე. ახლა ადამიანს ვეღარ დააშინებ ციმბირში გადასახლებით და სხვა. ასეთ რეჟიმს ადვილად აუჯანყდება თანამედროვე თაობა.
 
ამიტომაც, ადამიანების ცნობიერების განვითარებასთან ერთად შეიქმნა კონტროლის ახალი სახე, რომელზე იმუნიტეტიც, ჯერჯერობით, არ გვაქვს. თუმცა, ეს სახეც ისევე გადაშენდება, როგორც საბჭოთა რეჟიმი გადაშენდა. რადგან, ადრე თუ გვიან, ადამიანები ამაზეც მიიღებენ იმუნიტეტს. და ა.შ. ეს მარადიული ციკლი - კონტროლისა და ცნობიერების ამაღლების ნაბიჯები - წარმოადგენს კიდეც ჩვენს ევოლუციას.
 
დღევანდელი თაობა უბრალოდ დასცინებს და ყურადღების ღირსადაც არ ჩათვლის ისეთ ადამიანებს, რომელთაც საბჭოთა ტიპის რეჟიმის შექმნა სურს. მათი ცნობიერება დიდი ხანია გასცდა ამას. სამაგიეროდ, არსებობს ისეთი რეჟიმი, რომელიც ჯერ არ გაცნობიერებულა კოლექტიურად, და ჯერ კიდევ ამ რეჟიმში ვიმყოფებით.
 
დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება ყველაფერს აეხადოს ტაბუ, ვსაუბრობთ მასონებზე, მატრიცაზე, და ა.შ. მაგრამ ეს საუბარი რჩება ცარიელ სიტყვებად. დღევანდელი კონტროლი, განსხვავებით წინა საუკუნისგან, ხორციელდება ფარულად. შენ შეგიძლია დაწერო უამრავი წიგნი, ან გადაიღო უამრავი დოკუმენტური ვიდეო, რომელშიც ამხელ დღევანდელ "მმართველებს" და გაიჩინო უამრავი მიმდევარი.
 
ადრე, არათუ ვიდეოს გადაღება და/ან წიგნის დაწერა, ფიქრიც კი იკრძალებოდა ასეთ თემებზე. დღეს შეგიძლიათ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი გახდეთ მასონების მხილებაში. მაგრამ, რაშია მთავარი დეტალი - საქმე არ კეთდება, ეს ცარიელ სიტყვებად რჩება. დღეს შეგიძლიათ ამხილოთ ფარული ძალების მოქმედებები, მაგრამ ისინი არ ჩანან არსად, და თქვენი საუბარი ზოგიერთისთვის ცარიელი ფანტაზია იქნება.
 
ადრე აზრის გამოხატვა საშიში იყო მმართველი გუნდისთვის, რადგან ეს შეიძლებოდა გამხდარიყო მათი დამხობის საწინდარი. ახლა, თქვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდით ნებისმიერი ტიპის აზრს, ამიტომაც არსებობს ილუზია, რომ თავისუფლები ვართ. სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ მატრიცაზე, მაგრამ ვერასდროს ვერ გამოვდივართ იქიდან, და ჩვენი საუბარი ცარიელ სიტყვებად რჩება.
 
ვინაიდან კაცობრიობამ იმუნიტეტი შეიძინა პირდაპირ და ღია დიქტატურაზე, ამიტომაც ასეთი მეთოდები აღარ გაამართლებდა. სამაგიეროდ, დღეს უფრო მოქნილი მეთოდები არსებობს - ილუზია იმისა, რომ თავისუფლები ვართ, და ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია დედამიწაზე. ცხადია, ეს მართლაც ასეა, რაღაც გაგებით, და არსებობს ქვეყნები, რომლებშიც რეალიზაცია შესაძლებელია ნებისმიერ სფეროში.
 
მაგრამ, ფარული კონტროლი მაინც არსებობს.. მაგრამ, ისივე, როგორც ნებისმიერ სისტემაზე, ადრე თუ გვიან, იმუნიტეტს გამოიმუშავებს კაცობრიობა და დაამხობს, ამ სისტემასაც უწერია დამხობა, ადრე თუ გვიან.
 
masonic symbolism
 
თუ ვისაუბრებთ ვექტორული ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან, რამდენიმე ათეულ წელიწადში მთელს მსოფლიოში გამეფდება ურეთრალ-ყნოსვის ეპოქა, და შემდგომ მალევე დაიწყება ურეთრალ-სმენის ეპოქა. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?
 
საქმე ის არის, რომ რევოლუციები და ცნობიერების ამაღლება, იმუნიტეტის გამომუშავება და ა.შ. იქამდე მიიყვანს კაცობრიობას, რომ ჩამოყალიბდება კოლექტიური ცნობიერება. ანუ, ადამიანი აღარ იქნება მშვიდად, სანამ ეცოდინება, რომ მსოფლიოში არსებობს ერთი მაინც ისეთი ადამიანი, რომელსაც პრობლემა აქვს.
 
ეს იქნება კოლექტიური პასუხისმგებლობის შეგრძნება. ადამიანები მიხვდებიან, რომ ვერავითარ კონტროლს ვერ დაამარცხებ, თუ არ გაერთიანდები. ამას ახლაც ხვდება ზოგიერთი ერთეული ადამიანი, ან ადამიანთა ერთეული ჯგუფები. ეს არის უკვე შესავალი იმ ეპოქის, როდესაც გლობალურად, მთელს მსოფლიოში მოხდება ადამიანების კოლექტიური ცნობიერების ჩამოყალიბება, და ადამიანები ერთად მიიღებენ ყველა გადაწყვეტილებას, და ყველას უფლებას დაიცავს ყველა. ერთი სიტყვით - ერთი ყველასთვის, და ყველა ერთისთვის.
 
დღეს უკვე შეიმჩნევა ამის ტენდენციები, მაგრამ ჯერ ადრეა. ჯერ კაცობრიობა ძალიან უნდა გამწარდეს, რომ კოლექტიურად (და არა ერთეულებში) აღიძრას გაერთიანების სურვილი. ეს ჯერ ადრეა. ჯერ უნდა გავიაროთ ურეთრალ-ყნოსვის ეპოქა, რაც, ჩემი აზრით იქნება საბოლოო გაელვება დიქტატორული რეჟიმის, მთელი თავისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ჩიპებით, და ა.შ.
 
მაგრამ, ამავდროულად განვითარდება კაცობრიობის ცნობიერებაც, და როდესაც იმუნიტეტს გამოიმუშავებს ყველაფერზე, მაშინღა გაჩნდება კოლექტივში გაერთიანების სურვილი და მოხდება ისეთი რევოლუცია, რომელიც არ გაგონილა აქამდე. ეს დაანგრევს ამ რეჟიმს საბოლოოდ, და ვერავინ შეძლებს ადამიანების მოტყუებას. ყოველი მცდელობა კრახით დასრულდება, რადგან მოტყუებულ ადამიანს სხვა ადამიანები დაეხმარებიან იმწუთასვე. ეს არის კოლექტიური ნება, ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა.
 
დღევანდელ ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს ასეთი სისტემის გაგება, მაგრამ ეს მოსალოდნელია მომავალში. ყნოსვის ვექტორი პირველი იყო ადამიანების ჯგუფში, ვინც პირველად "გამოფხიზლდა". ეს ბუნებამ გააკეთა ასე, რადგან ყნოსვის ფუნქციაა ანტივირუსობა და ჯგუფის გადარჩენა. ის აუცილებელი ვექტორია, ამიტომაც ყველაზე ადრე "გამოფხიზლდა" და მას მერე "არასოდეს იძინებს".
 
ურეთრალ-ყნოსვის ეპოქაში (ჩემი აზრით) ყნოსვური ზომა მიაღწევს თავის პიკს და შექმნის კონტროლის ისეთ სისტემას, რომელიც 100 პროცენტით იქნება დაცული. ეს იქნება აბსოლუტურად ყველაფრის კონტროლი, ყველა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური პროცესის კონტროლი, მთელი რიგი ტექნიკური მიღწევების გამოყენებით. ფაქტობრივად, იდეალური საზოგადოება ყნოსვური გაგებით.
 
მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ სმენური ზომაც ვითარდება, და ისიც თავის პიკს მიაღწევს სწორედ ურეთრალ-სმენის ეპოქაში, როდესაც დაამხობს ამ რეჟიმს და შექმნის იდეალურ საზოგადოებს სმენური გაგებით, ესეიგი, საზოგადოებას, სადაც ყოველი ადამიანი აცნობიერებს რა ხდება სამყაროში, სადაც ყოველი ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას მთელს დანარჩენ მსოფლიოზე.
 
პირველყოფილ ჯოგში სმენის ვექტორი ასე არ მუშაობდა. ის უბრალოდ ღამღამობით ვარსკვლავებს უყურებდა, და გუშაგობდა. ყნოსვის ვექტორი კი პირველყოფილ ჯოგში უკვე ჯგუფის გადარჩენისთვის ზრუნავდა. მაგრამ, სმენური ზომა გადის განვითარებას და პიკს მიაღწევს თავის ეპოქაში, როდესაც გააერთიანებს მთელი მსოფლიოს ადამიანებს კოლექტიური და გაცნობიერებული ნებით.
 
ამ პერიოდში უკვე ყველა ადამიანს შეეძლება გაიგოს ნებისმიერი სხვა ადამიანის საზრუნავი, და იმ სხვა ადამიანის საზრუნავი მისიც გახდება. ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობის ეპოქა. მაგრამ, აქამდე სანამ მივალთ, ჯერ უნდა გავიაროთ დიადი გამოცდები, რომლებიც აქამდე მიგვიყვანენ, რომელთაც ყნოსვური ზომა გვიმზადებს, და რომელსაც სულაც არ აკეთებს იმიტომ, რომ ბოროტია. არამც და არამც, ამას აკეთებს ჯგუფის გადარჩენისთვის.
 
გააზიარეთ თუ მოგეწონათ..