traki

ავტორი: მამუკა გურული

ბოლო წლებია ცხადად ვაკვირდებით, რომ საქართველოში რევოლუციები, საზოგადოებრივი აზრი, მასობრივი ემოციური მღელვარებების უმეტესობა - ტრაკის გარშემო ტრიალებს (ციხის თემა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის მიზეზი გახდა, „ტრაკის სიწმინდის“ დამცველი "ტაბურეტკიანი მამაოების" და ქართული მარშის თემა, და ბოლოს უკვე საპატრიარქოს სკანდალის თემაც). და ვინაიდან ქართული საზოგადოება დღემდე პატრიარქალური საზოგადოებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი "ტრაკიც" ცხადია - მამაკაცის ტრაკია. რა თქმა უნდა, ქალის ტრაკიც აქტუალურია, თანაც ძალიან აქტუალური (ინდივიდუალურ დამოკიდებულებებში), მაგრამ მისი სიწმინდის დაცვას ასეთი მასობრივი მღელვარებები ჯერ არ გამოუწვევია.

„ტრაკის სიწმინდის“ თემა მანიპულირების საშუალებას აძლევს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებსაც, მაგრამ ამ სტატიაში პოლიტიკაზე თითქმის არ ვისაუბრებთ. ჯობია ვეცადოთ ძალიან მოკლედ გავერკვეთ იმაში, თუ რა ფსიქოლოგიური საფუძვლები აქვს ამ ყველაფერს, და როგორ მუშაობს ეს კოლექტიური არაცნობიერის დონეზე. და ამის გარკვევას ვეცდებით  ფსიქოლოგიური ორი მიმართულების მეშეობით:

ვექტორული ფსიქოლოგიით რომ საქართველოს მენტალიტეტი ანალურ (უფრო ზუსტად კუნთ-ანალურ) მენტალიტეტს განეკუთვნება, ეს მაგმას მკითხველმა უკვე კარგად იცის, და ამაზე არ შევჩერდები, ვინც არ იცნობთ ამ თემას, გირჩევთ გაეცნოთ სტატიას: „საქართველო: მენტალიტეტის სისტემური ანალიზი“. აქ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ განვითარების მხრივ საქართველო თანდათან გადადის ანალ-ვიზუალურიდან კან-ვიზუალურ ფაზაზე, და ეს ძალიან მტკივნეული პროცესია ზოგადად საქართველოსთვის, და განსაკუთრებით ანალური ვექტორის წარმომადგენლების უმეტესობისთვის, და იმის ნაცვლად, რომ განვითარდნენ ანალურ ვექტორში, უბრალოდ "ტრაკის სიწმინდეს იცავენ". 

მეორე ფსიქოლოგიური სისტემა, რომლითაც ამ თემას განვიხილავთ, და რომელიც თქვენთვის შესაძლოა ახალი იყოს, ესაა ტიმოტი ლირის და რობერტ ანტონ ვილსონის მიერ შექმნილი ცნობიერების კონტურების სისტემა:

„ანალური ემოციურ-ტერიტორიული კონტური. იმპრინტირდება იმ ეტაპზე, როცა ბავშვი ფეხებზე დგება, სიარულს და ბრძოლას იწყებს ძალაუფლებისთვის ოჯახური სტრუქტურის საზღვრებში. ეს კონტური დამახასიათებელია ძირითადად ძუძუმწოვრებისთვის, პასუხს აგებს ტერიტორიულ წესებზე, ემოციურ თამაშებზე, ან მოხერხებულობაზე, ჯოგში იერარქიაზე და რიტუალებზე (დომინირება ან მორჩილება)“ (რ.ა.ვილსონი - „პრომეთეს აღზევება“).

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანის ცნობიერების ანალური კონტური (შეესაბამება ანალურ ფაზას ფროიდის და ერიქსონის მიხედვით) და პასუხს აგებს ჯგუფში დომინირება-მორჩილებაზე. ალბათ გინახავთ, როგორ ყელ-ყელაობენ მამლები, როცა ურთიერთობას არკვევენ. ვინც უფრო მაღალი გამოჩნდება, უფრო საშიშიც ისაა. ესაა ანალური კონტურის პრიმიტიული გამოვლინება, და ბავშვის განვითარების გარკვეულ ეტაპზეც ამ კონტურის მუშაობა ბუნებრივია და საჭიროა, მაგრამ ჯანსაღ შემთხვევაში შემდეგ ბავშვი თანდათან სცდება ამ კონტურს და გადადის სემანტიკურ (3) მორალურ (4) და ა.შ. კონტურებზე.

რა ხდება ჩვენს შემთხვევაში? თუ ადამიანის იმპრინტირება (ისეთი შთაბეჭდილებების მიღება ბავშვობაში, რომლებიც თითქმის წარუშლელ დაღს ასვავენ მის ფსიქიკას) არასწორად მოხდა, შეიძლება ადამიანი ამ კონტურში გაიჭედოს. ამ კონტურში „გაჩერების“ მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული ვექტორული წყობა (ზემოთნახსენები ვექტორული ფსიქოლოგიის მიხედვით), სტრესები, სცენარი, და ა.შ. მაგრამ ფაქტი ერთია, ადამიანების საკმაო ნაწილი, განსაკუთრებით განუვითარებელ ქვეყნებში, სწორედ ამ კონტურშია ფიქსირებული. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ 1. საქართველო ანალური მენტალიტეტის ქვეყანაა; და 2. მასობრივი არასწორი აღზრდის და არასწორი ტაბუების გამო მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში ამ კონტურის იმპრინტირება არასწორად ხდება, შედეგად ვიღებთ, რომ საქართველოში:

1. თუ საქმის გაკეთება გინდა, „ტრაკი უნდა გქონდეს“, ინტელექტი საკმარისი არაა;
2. ზედმეტად „არ უნდა გაატრაკო“, იმიტომ რომ იერარქიით უფრო მაღალი რანგის „ტრაკიანებს“ შეაწუხებ;
3. თუ რამეში ძლიერი მარცხი განიცადე, ანუ „ჩაისვარე“, ამის გამოსწორება თითქმის შეუძლებელი ხდება;
4. თუ გინდა რომ გაიხარო, მაგრად უნდა შეგეძლოს გატრაკება („ატრაკებს და უხარია“);
5. შენი საქმიანობა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, „არავის ტრაკის საქმე არაა“.
6. ხოლო თუ იერარქიულ ჯოგში უკვე დაიკავე რაღაც ადგილი, მაშინ "ტრაკს უნდა გაუფრთხილდე და არ ათამაშო". 

გადახედეთ პარლამენტს: რამდენია ანალურ კონტურში გაჭედილი? დღეს ხელისუფლების სათავეებში რომ მოხვდე, ან მაგარი „გამტრაკებელი“ უნდა იყო, ან „ტრაკის მიცემა“ უნდა შეგეძლოს. აქტიური სემანტიკური (რაციონალური) ან მორალური კონტურის მქონე ხალხი ხელისუფლებაში იშვიათობაა. მეხუთე - ნეირო-სომატური კონტურის წარმომადგენელს კი რეალური ძალაუფლება პრაქტიკულად არ აქვს.

ჰოდა გამოთქმა - „ტრაკში ვართ“ - ყველაზე მეტად და ზუსტად შეესაბამება საქართველოს დღევანდელ ყოფას (მსგავსი პრობლემები სხვა განუვითარებელ ქვეყნებსაც აქვთ. შედარებით განვითარებულ ქვეყნებს კი ფიქსირება მესამე ან მეოთხე კონტურებზე აქვთ).

რაც ყველაზე უარესია, პირველი და მეორე (ორალური და ანალური) კონტურები ყველაზე ადვილი რგოლებია მანიპულაციებისთვის, და შესაბამისად გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ქართული საზოგადოება (მასობრივად) ვერ გასცდეს ამ ორ კონტურს.

მაგრამ ჩვენ, ქართველი ინტელექტუალები, და განსაკუთრებით ახალგაზრდა ინტელექტუალები, რომლებზეც ნაკლებად შეგიძლიათ მანიპულირება და ამ ორ კონტურში ჩატოვება, გეუბნებით ამ თავადვე მართულ მანიპულატორულ ძალებს: „არც გაატრაკოთ!“

p.s. ეს ძალიან მოკლედ და ცოტა მძაფრად... და ამ თემებს თანდათან განვავრცობთ... უფრო აკადემიურად...