2a2ee152c46b867cf587ed077231eafbავტორი: გურამ ჟღამაძე

ადამიანის ქცევა ყოველთვის იყო მისტერია. ყველას აინტერესებდა რატომ სჩადიოდა ადამიანი ამა თუ იმ ქმედებას. მრავალი ადამიანი ცდილობდა აეხსნა ადამიანის ქმედებები. ზოგი ფილოსოფიურად უდგებოდა ამ ამბავს, ზოგიც ფსიქოლოგიის დახმარებით ზოგი სულიერებასთან ცდილობდა ეპოვა კავშირები, ზოგიც ფიზიოლოგიასთან. მიუხედავად ამდენი ადამიანის დაუღალავი ცდისა და უამრავი დაწერილი ნაშრომისა, ის თუ რა განაპირობებს ადამიანის ქცევას ისევ პასუხგაუცემელ კითხვად რჩება. გავლენა ადამიანის ქცევაზე ძალიან დიდია. ეს შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური სოციალური ასევე ფსიქოლოგიური სულიერი და სხვა.

დღეს მე მინდა ყურადღება გავამახვილო მხოლოდ ერთ ასპექტზე, რომელის დანახვაშიც ჩვენი მოძმე იოგი დამეხმარა. მათემ (Mate Makashvili) თავის  ვიდეოში წამოჭრა საკითხი თუ როგორ ცვლის დამკვირვებელი რეალობას (კარგი ვიდეოა გირჩევთ ნახოთ). სანამ ვიდეოს ვნახავდი ბევრი მქონდა ნაფიქრი იმაზე თუ როგორ ახდენს ადამიანზე გავლენას სოციუმი და ასევე ადამიანების როლებზე ჯგუფში.

ამ ვიდეოს შემდეგ თითქოს ბუნებრივად გაერთიანდა ეს ორი ცნება. საზოგადოება აღვიქვი, როგორც დიდი ჯგუფად და ადამიანები კი მსახიობებად, რომლებიც თამაშობენ გარკვეულ როლს. მოდით ვილაპარაკოთ რა არის როლი და რანაირად ხდება მისი მორგება. ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც როლი ცხოვრებაში. ყველას მოგირგიათ სავარაუდოდ მოსწავლის როლი ბავშვობაში. გაუცნობიერებლად, მაგრამ იმ მომენტში თქვენ იყავით მოსწავლის როლის შემსრულებელი, სახლში შვილის როლის შემსრულებელი, რომ გაიზარდეთ ალბათ მოგემატათ როლები, რომელსაც გაუცნობიერებლად ასრულებდით. ზოგი მშობლის როლის შესრულებაზე გადავიდა ზოგი მაღაზიის გამყიდვლის ზოგიც უფროსის და ასე შემდეგ. ყველა როლს თავისი ქცევები მოყვება კომპლექტში. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ ყველა მასწავლებელს ეტყობა, რომ მასწავლებელია და მშობელს ყოველთვის ეტყობა, რომ მას ჰყავს შვილი. ასევე ბევრი პროფესიაა, რომელსაც ესე ერთი შეხედვით გამოარჩევ. ეს ძირითადად იმის ბრალია, რომ ჩვენ როლიდან გამოსვლა გვიჭირს.

რატომ ხდება, რომ ადამიანი იზრდება ასაკით და არ იზრდება მისი პიროვნება? ხშირ შემთხვევაში ის ისე მაგრად არის ბავშვის როლში გაჭედილი, რომ ასეც რჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩვენ ყველა ადამიანი ვიჭედცებით სხვადასხვა როლში, იმის მაგივრად რომ გავაცნობიეროთ და მუდმივად ვცვალოთ როლები საჭიროების შემთხვევაში. ალბათ იკითხავთ რა კავშირი აქვს ამას დამკვირვებელთან? მე გიპასუხებთ, რომ ძალიან დიდი. ამ დასკვნებამდე საკუთარი თავის და სხვების დაკვირვებამ მიმიყვანა, მაგალითად: გამოვედი სახლიდან საშუალო ხმაზე ვღიღინებ ბოჰემიან რაფსოდის და ვხედავ შორიდან ადამიანი მოდის ჩემკენ. რას ვშვები მე იმის მაგივრად, რომ ისე გავაგრძელო როგორც დავიწყე ხმას ვუწევ ან საერთოდ ვჩუმდები. მაგალითი მეორე სახლში ჩემთვის ვამბობ მანტრას და ვინმე მოდის თუ არა ვწყვეტ ამ საქმიანობას. ან თუნდაც ადამიანის მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც ავტობუსში ძალიან ლამაზ გოგოს დაინახავს და მისი ხმის ტემბრი მატულობს. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. როგორც დაკვირვებები გვაჩვენებს ადამიანი ანუ სხვა დამკვირვებელი გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. საინტერესო კითხვაა რანაირად ხდება ეს ამბავი? პასუხი მარტივია. ჩვენ ვცვლით ჩვენს როლს. თუ ერთ მომენტში ავტობუსის მგზავრის როლი გვაქ მორგებული, მეორე წუთში ვირგებთ კაცის როლს, რომელიც ცდილობს მოხიბლოს ლამაზი გოგო. ერთ მომენტში ჩვენი სიმღერით ჩვენ ჭიას ვახარებთ და მეორე მომენტში ადეკვატური ადამიანის როლს ვირგებთ.

რა განაპირობებს როლების არსებობას? როლების არსებობას სავარაუდოდ თვითონ საზოგადოება და ჩვენი მსოფლმხედველობა განაპირობებს. სავარაუდოდ ამ საქმეში მონაწილეობს მორალიც, რომელიც ძალიან საორჭოფო და სადაო ცნებაა, მორალი ხომ ყველასთვის სხვადასხვა რამეა. როლის მორგებას კი სავარაუდოდ საკუთარი კომპლექსები გვაიძულებენ. ჩვენ ადამიანებს ყველას გვაქვს ჩვენი იმიჯი, ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ძირითადად ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს იმიჯს და საგულდაგულოდ ვქმნით მას სხვადასხვა დიდსა თუ მცირე საზოგადოებაში, პატარა ჯგუფიც ხომ საზოგადოებაა. სამსახურში მოღადავე ტიპის იმიჯი გვაქ სახლში უხასიათო ადამიანის უნივერსტეტში ყველაზე ჭკვიანი სტუდენტის და ასე შემდეგ. ჩვენი შექმნილი იმიჯი არის ჩვენი როლი ამა თუ იმ ადგილას, რომელიც შემდეგ ჩვენ ისე გვეწეპება, რომ ძნელია დაახწიო მას თავი. როგორი იმიჯიც შეიქმენი შენივე კომპლექსებიდან გამოდინარე იმავე როლში ჩარჩები საკმაოდ დიდი ხანი. როლის შეცვლას, რომ ეცდები საზოგადოება ამას არ დაგანებებს იმიტომ, რომ ისინი შენში შენივე მორგებულ როლს ხედავენ და აქვთ გარკვეული მოლოდინები, როლეიც უნდა გაამართლო. მათ უბრალოდ არ უნდათ და არ აწყობთ შენი როლის ცვლილება, რადგან ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ როდესაც შენ შენს როლს ასრულებ და როგორც ვიცით ადამიანებს არ უყვართ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ასე, რომ ჩემი რჩევა იქნება: ფრთხილად იყავით იმიჯის არჩევისა, იმიტომ რომ ხანდახან თქვენივე იმიჯი თქვენივე საზიდ ტვირთად შეიძლება გადაიქცეს.

ამ პოსტში მეც მოვირგე როლი, როლი სარკისა და ვცადე დამენახებია, რომ თქვენ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ პოსტს წაიკითხავთ ხართ თქვენი როლის მსხვერპლი, ვეცადე დამენახებია თქვენი ცხოვრება, როგორც როლური თამაში. დარჩებით თუ არა ამ როლის შემსრულებელი უკვე თქვენი საქმეა. წარმატებებს გისურვებთ თქვენივე სპექტაკლში თქვენივე როლის შესრულებაში.