doors 1613314 960 720

ავტორი: იოანე შენგელია

რომ წარმოვიდგინოთ ვარიანტთა სივრცე (ანუ ყველა შესაძლო რეალობა, ყველა შესაძლო სცენარით და ყველა შესაძლო კანონებითა და კანონზომიერებებით), და დავსვათ შეკითხვა: რამდენად თავისუფლები ვართ რეალობაში მოგზაურობისთვის? ანუ რამდენი ვარიანტის რეალიზაცია შეგვიძლია? ყველა ვარიანტის თუ ზოგიერთი მათგანის? როგორ ვუპასუხოთ ამ შეკითხვას?

მათემატიკაში არსებობს განტოლების ცნება. თქვენ იღებთ რაიმე სივრცეს და წერთ განტოლებას, რომელიც პირობას ადებს ამ სივრცეს და გამოჰყოფს მისგან გარკვეულ ქვესივრცეს, ანუ სივრცის იმ ნაწილს, რომელისთვისაც ეს პირობა სრულდება. განტოლება იგივე პირობაა უსასრულო სივრცეში, რომელიც უსასრულო ვარიანტებიდან გამოგიყოფთ მხოლოდ რამდენიმეს (მოცემული პირობით დასაშვებს)

სწორედ ასეთნაირად, ადამიანი თავისი "მეს" სტრუქტურითა და დიაპაზონით წარმოადგენს გარკვეული პირობების ნაკრებს (განტოლებას), რომელიც დაედება ვარიანტთა სივრცეს და იქიდან ამოჭრის გარკვეულ ქვესივრცეს - იმ ვარიანტებს მხოლოდ, რომლებიც მოცემულ პირობებს აკმაყოფილებენ (ყველა ვარიანტი ვერ დააკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს). ადამიანის, როგორც განტოლების ამონახსნი არის ის ვარიანტები, რომლებიც მოცემული ადამიანის პირობებს აკმაყოფილებენ.

ამრიგად, შეკითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად თავისუფლები ვართ ვარიანტთა სივრცეში მოგზაურობისთვის, ფორმულირდება შემდეგნაირად: როგორია ადამიანის "განტოლება", ანუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ვარიანტები, რათა მათ მიეცეთ რეალიზების საშუალება ადამიანის ცხოვრებაში?

ადამიანის "მე" წარმოადგენს გარკვეულ იერარქიულ სტრუქტურას. ყველაზე ღრმა პროგრამები (პირველი კლასის პროგრამები) არიან გენები და ფსიქოლოგიური არქეტიპები (ამ ჯგუფში შედიან ვექტორები და სხვანი, რომლებიც დიდი ალბათობით გენებზე არიან მიბბულნი). ეს პროგრამები უსასრულო ვარიანტთა სივრცეში უკვე დებენ გარკვეულ პირობებს და ამით ზღუდავენ ადამიანის ვარიანტთა სივრცეში მოგზაურობის არეალს.

მეორე კლასის პროგრამები არიან წინა ცხოვრების ეგრეგორები და ღრმა ბავშვობაში მიღებული პროგრამები. ისინი წინა პირობებს კიდევ ამატებენ ახალ პირობებს და ამით კიდევ უფრო ზღუდავენ ვარიანტთა სივრცის ქვესივრცეს.

მესამე კლასის პროგრამები (რწმენა-წარმოდგენები რეალობაზე და დროებით სათანამშრომლო ეგრეგორები) კიდევ დამატებით პირობებს აწესებენ და ამით საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდება პირობათა კრებული, რომელიც ადამიანის "მეს" განმარტავს და მის ცხოვრებაში არეალიზებს ვარიანტთა სივრციდან მხოლოდ იმ ვარიანტებს, რომლებიც მოცემულ პირობებს აკმაყოფილებენ.

 86283108 2506822262902499 7331190045317005312 o

შესაძლებელია თუ არა ამ პირობათა კრებულის (ანუ "ადამიანის განტოლების") ცვლილება ახლიდან დაპროგრამება?

პასუხი: გააჩნია რამდენად ღრმა/ზედაპირულ პროგრამას ეხება საქმე.

ყველაზე ზედაპირული პროგრამები (როგორიცაა რწმენა-წარმოდგენები რეალობაზე და დროებით სათანამშრომლო ეგრეგორები) ისედაც ადვილად იცვლებიან ხოლმე (ცხოვრების სიტუაციების მიხედვით) და მათ შესაბამისად დასაშვები ვარიანტების კრებულიც იცვლება. თუმცა, ვინაიდან ეს ძალიან ზედაპირული პროგრამებია, მათ მიერ გამოწვეული ეფექტი განსაკუთრებული მასშტაბის არ არის.

რასაც ვერ ვიტყვით პროგრამათა მეორე კლასზე (ტვინის პროგრამები და წინა ცხოვრების ეგრეგორები). მათ ძალიან დიდი გავლენა აქვთ და თუ მათი ცვლილება (ძველისგან გათავისუფლება და ახლიდან დაპროგრამება) მოხერხდა, მაშინ ადამიანის ცხოვრება საგრძნობლად იცვლება და ხდება უფრო გახსნილი ახალ-ახალი ვარიანტებისადმი.

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინა ცხოვრების ეგრეგორებისგან გათავისუფლება და/ან ტვინის ხელახალი გადაპროგრამება ადამიანისგან ითხოვს ხანგრძლივ მუშაობას.

რაც შეეხება პირველი კლასის პროგრამებს (გენები და ფსიქოლოგიური არქეტიპები), ისინი ფაქტობრივად შეუცვლელნი არიან და მათ მიერ დადებული პირობები და შეზღუდვები ვარიანტთა სივრცეზე, ფაქტობრივად არ ექვემდებარება განახლებას. თუმცა, დღეს უკვე მუშაობენ გენეტიკის დაპროგრამებაზეც, და ვნახოთ თუ მოიგონებენ ტექნიკებს, რომლებიც ადამიანს საშუალებას მისცემს ასეთ ღრმა დონეზე შეიცვალოს

გააზიარეთ თუ მოგეწონათ..