dide

ავტორი:ნინო დიდებაშვილი

 კიდევ ერთი მცდელობა - კოლექტიურ ცნობიერთან - შერწყმის - კოლექტიური არაცნობიერის გაცნობიერის საშუალებით !

  ადამიანის ქმედებების უმეტესობა, გადაწყვეტილებები, სურვილები, რეაქციები, მიმიკები, განწყობა - კონტროლირდება არა - ცნობიერის , არამედ ქვეცნობიერი მიერ. ამიტომაც ხშირად დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე , ადამიანს რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, ან რამდენად განათლებულია , თუკი მისმა ამ ცოდნამ არ შეცვალა მისი ქვეცნობიერი და არ განავითარა ამ კუთხით, ადამიანი , მაშინ ის - იგივე ინფანტილურ პოზაში რჩება , როგორც განათლების მიღებამდე იყო. განათლება, თუკი გონების ინტელექტუალურ ფარგლებს არ გასცდა, ადამიანისთვის ტვირთი უფრო ხდება, ვიდრე - შვება , გონების თავისუფლება და - შე-მე-ცნება.

   ვიცით რომ , დღეს დღეობით ძალიან მომრავლდა წიგნები, სადაც ქვეცნობიერის ძალის შესახებ გვიყვებიან . უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები გვიზიარებენ თავიანთ ისტორიებს, როგორ განიკურნენ - პოზიტიური სახის აფირმაციების, ცნობიერების ნეგატივისგან გაწმენდით და მასში რწმენისა და სიყვარულის ძალის გაძლიერებით. როგორ ხდება ეს? ან რატომ? - ზუსტად ამაშია საიდუმლო , როცა ადამიანი - აღმოაჩენ, რომ შენი ცნობიერების 95% გაუცნობიერებელია , რა უნდა გააკეთო გარდა იმისა, რომ უსიტყვოდ მიიღო შენი ეს გაუცნობიერებელი ნაწილი - ეცადო მის გაცნობიერებას და რაც მთავარია ! მიენდო მას, ირწმუნო მისი, რადგანაც ის გაკონტროლებს შენ - მანამ სანამ შენ თვითონ არ მიიღებ ამ უზარმაზარ სივრცეს შიშის გარეშე. თუკი მას აგრესიით, ცინიზმით, პროტესტით - მივუდგებით - ის უფრო და უფრო ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენზე.
 

   ადამიანი ოდითგანვე - ყველაფერს , რაც არ იცოდა - არქმევდა ან ღვთაების სახელს, ან პოზიტიურის, ან ნეგატიურის. ჩვენ ჩვენი ქვეცნობიერის რაღაც ნაწილს - დავარქვით ღმერთი, ხოლო მეორე ნაწილს ეშმაკი. მათ მივანიჭეთ ძალაუფლება, დავტვირთეთ ღვთაებები, სიმბოლოები, ხატები, ჯვრები, ნელსაცხებლები - ენერგეტიკით , რომელსაც შეუძლია პოზიტიურად იმოქმედოს ჩვენზე, რომელსაც აქვს განკურნების უნარი, როგორც გარკვეული სიმბილოები, ნივთები - პენტაგრამები, თავისქალები, კუბო - ნეგატიური ენერგეტიკით, რომელიც ჩვენზე უარყოფითად, დესტრუქციულად, გამანადგურებლად ზემოქმედებს. ამიტომაც თუკი ვინმე მეცნიერული მიდგომით იტყვის, რომ არ აქვს ამ ყველაფერს ძალა - მე ვეტყვი, რომ არა, ნივთებს, სიმბოლოებს, არ აქვს ძალა - მაგრამ ძალას ანიჭებს ადამიანი, რადგანაც ადამიანს აქვს თავის თავში არსებული ქვეცნობიერის ენერგიის - სხვა რაიმეზე გადატანის საშუალება - და ეს ყველაფერი ხდება - ფიქრის ძალის, სიტყვით, ცნობიერების საშუალებით.

 მაგრამ მეგობრებო ! ეს საჭირო აღარაა, ადამიანს იმდენად ეშინოდა თავის თავში დაფარულის - რომ მას მიანიჭა უდიდესი ძალაუფლება, იმდენად დიდი რომ შეეძლო საკუთარი შვილიც კი შეეწირა ღვთაებას და კი, მე მესმის - რატომ ჰქონდა ადამიანს ასეთი შიში, ან ასეთი 'რწმენა' - რადგანაც მამა, რომელსაც შვილი უყვარს - 5 % ია ადამიანის, ხოლო ადამიანი - რომელიც არ იცნობს თავისი ცნობიერების 95 % რომელშიც ყველა საიდუმლოს - ადამიანის არსებობის, სამყაროს არსებობის - შემოქმედის და შესაბამისად, იმის რასაც - განადგურების უნარიც აქვს, როგორც დაბადების - ერთგვარ საცავს წარმოადგენს. ამიტომაც - ადამიანი ისევე გარშემორტყმულია ამ გაუცნობიერებელი - ძალით, როგორც დედამიწა ოკეანეებით, და უფრო მეტადაც.

 ადამიანის განვითარებასთან ერთად - ჩვენ ჩვენი გაუცნობიერებელი ნაწილიდან - ნელ-ნელა ამოგვაქვს - ის რაც 'არ ვიცით' - და ვშიფრავთ მას, ვიმეცნებთ, თავის სახელს ვარქმევთ - შევისწავლეთ დედამიწა, მისი მოქმედების ძალებს თავის სახელი დავარქვით - შევძელით უფრო შორს კოსმოსში გასვლა, ამიტომაც ჩვენ - დღეს ადამიანები, ჩვენს თავშივე უფრო მეტ გაცნობიერებულ - ქვეცნობიერს ვფლობთ,ვიდრე ძველი დროის ადამიანები ( გამონაკლის ინდივიდებს არ ვგულისხმობ - წმინდანებს, დიდ მოაზროვნეებს, გასხივოსნებულ ადამიანებს და ა.შ. ). სამყაროს კი არა, ადამიანი თავის თავსაც კი გაურბოდა - თავის დაფარულ სურვილებს, თავის განცდებს, ფიქრებს - ჩვენ ვიყავით იდეოლოგიური სისტემის ნაწილი, სადაც ქცევათა , ფიქრის, ცხოვრების - სრული გეგმა გვქონდა და ეს უნდა შეგვესრულებინა. ჩვენი საზოგადოება იყო დაყოფილი კასტებად, რაც ასევე გაუცნობიერებელი ქვეცნობიერის - გამოხატულება იყო, ის რომ ჩვენ კოლექტიურ ქვეცნობიერს არ ჰქონდა - ერთმანეთთან დიდი კავშირი - მაშინდელი რეალობა ამ ყველაფრის - ერთგვარი - 'ეკრანიზაცია' იყო.

 მაგრამ დღეს - ჩვენ დროში ყველაფერი იცვლება. ადამიანის ქვეცნობიერი - ეს არ არის ის სივრცე , რომელიც მუდმივად შეუცნობლად უნდა იწოდებოდეს და დარჩეს. ვისაც ფანტასტის ჟანრის ფილმები, ან ანიმეები გიყვართ - გეცოდინებათ, რომ განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებსაც ან რაღაც ვაქცინას აძლევენ, ან ცვლიან რაღაც მეცნიერული ჩარევების საშუალებით,ან ქმნიან - აქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობები და ეს იმის დამსახურებაა, რომ ისინი იყენებენ ტვინის უფრო მეტ პროცენტს ,ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ანუ რა ხდება? თუკი ჩვენი ქვეცნობიერი - ღმერთია - შემოქმედის ერთგვარი გამოხატულება, რომელშიც ყველა საიდუმლო იყრის თავს - მაშინ რა მოხდება თუკი ჩვენ ნელ-ნელა ზევით - ცნობიერებაში ამოვიტანთ - ქვეცნობიერს და გავაცნობიერებთ? ხომ არ ნიშნავს ეს ზუსტად - იმას, რომ ადამიანი ხდება უფრო მეტად თავის-უფალი, რადგანაც ის 'იღებს' უფრო მეტს - ქვეცნობიერიდან - ღმერთის ძალისგან და შესაბამისად რატომაც არ შეიძლება, რომ მას - მიენიჭოს გარკვეული შესაძლებლობები? თუკი ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა - ხომ არ ნიშნავს ზუსტად ეს იმას, რომ ჩვენ - დიახაც გვაქვს - შემოქმედის ენერგიასთან შერწყმის საშუალება ? - ხომ არ ნიშნავს ეს ზუსტად - იმას, რომ - ადამიანი ეს ის ძალაა, რომელსაც ღმერთის ენერგიის შემეცნება შეუძლია და იქნებ ზუსტად ამიტომ გავჩნდით? ..

  ღირს ფიქრი ამაზე და არა მარტო ფიქრი, საჭიროა ამ ყველაფრის უფრო დეტალიზებული, კოლექტიური კვლევა. რაც შეეხება ამ კუთხით ჩვენს საუკუნეს, ჩვენ - დიდი ნახტომი გვაქვს ცნობიერებაში. მაქვს კვლევები წაკითხული, სადაც დღევანდელი თინეიჯერის ფსიქიკა როგორც მუშაობს და რა ხასიათსაც ავლენს, წინა საუკუნეების ფსიქიკურად დაავადებული პაციენტების სიმპტომებს წარმოადგენდა ეს გამოხატვები, დღეს კი ნორმად ითვლება. ამიტომაც ბევრ ადამიანს ეშინია - 'ახალი დროის' - რადგანაც თუკი ჩვენ გავაკეთებთ დიდ ნახტომს ქვეცნობიერში - სამყარო - ადამიანი ნამდვილად შეიცვლება და იქნებ ზუსტად ეს არის მეორედ მოსვლა ? ... ადამიანი - სულ ცოტა ხანია რაც თავის თავის წინაშე წარსდგა - ეს დიდწილად გააკეთა - ფსიქოლოგიამ, რათქმა უნდა ფსიქოლოგია - ფილოსოფიის - ერთგვარ ნაყოფს წარმოადგენს, მაგრამ ის პირდაპირ იკვლევს ადამიანს და ამ კუთხით უფრო ზუსტ და ეფექტურ შედეგებსაც იძლევა. ადამიანი შეტრიალდა საკუთარი თავისკენ - და დაიწყო მისი კვლევა, თუ ადამიანი შეიმეცნებს თავის თავს შეიმეცნებს სამყაროსო ვიცით, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ერთგვარი - დაპატარავებული ნაწილები ვართ ამ სამყაროში და ყველაფერს ვიტევთ შინაგანად. ადამიანმა ამოიტანა ცნობიერებაში და აღიარა თავისი ყველაზე შესაძლოა მდაბალი, ბინძური და აქამდე ხელშეუხებელი ნაწილები. ამის გამო ბევრს ეშინია, ბევრი კივის და წივის , ვაიმე სამყარო შეიშალა ეს რა გვჭირს - ადამიანი რა ცუდი ყოფილაო - ნურას უკაცრავად მეგობრებო, ადამიანი ცუდი კი არ ყოფილა, ადამიანი გახდა გულწრფელი და კი , ზოგჯერ ეს გულწრფელობა ამაზრზენად ეჩვენება ადამიანს - რომელიც ებღაუჭება თავის გაუცნობიერებლობას და რეალობის გამორკვევას ურჩევნია დაიჯეროს თავის პატიოსნება, თავის ღირსეულობა და ასე შემდეგ. უმწიკვლო მტრედობის სინდრომი საკმაოდ გავრცელებულია , შარავანდედმოცული ადამიანების თავიანთ - რეალურად ნარცისულ ეგოს - ადამიანურობის, ღირსეულობის, წმინდანობის - სახელით რომ ფუთავენ. ამიტომაც - ურჩევნია 'ღმერთს'- ცოდვილი, ის მასთან ბევრად ახლოსაა , ბევრად უფრო - 'ქვეცნობიერშია'.

  ამ მხრივ უდიდესი გავლენა მოახდინეს კაცობრიობაზე გარკვეულმა - ადამიანებმა - რომლებმაც შებედეს თავის თავს და თავის ქვეცნობიერში ჩაიჭყიტეს - არ შეეშინდათ იმის, რომ იქ აღმოაჩენდნენ ისეთ რაიმეს რაც მათ რწმენას, იდეოლოგიას, ღირებულებებს შეურყევდათ. ამ მხრივ ძალიან ძლიერად იმოქმედა დოსტოევსკიმ, მან ადგა და აი ეს ჩვენი ჭაობი - სულ სახეში აფურთხა ადამიანს, აი ასეთი და ასეთი ხარო, ისეთი და ისეთიო , ამის გაკეთება შეგიძლიაო ,თავი რომ წმინდანი გგონია - თან ყარხარო, თან ამ ყველაფერს ისე გეუბნებოდა - თავიც არ შეგეძულებინა, არა მორალისტის მახვილით, როგორც მთელი რიგი ფილოსოფოსები აკეთებდნენ და გიკიჟინებდნენ უარი გეთქვა შენი თავის - მდაბიო - დაბალ - ნაწილზე და მხოლოდ გონს, მხოლოდ - სიბრძნეს მიყოლოდი. არც ბევრისავით ის უთქვამს, თუ ადამიანი ასეთი საზიზღარია კაცობრიობა უნდა გადაშენდესო, არც ის ეგ ნაწილი უნდა გავწმინდოთო და მარტო ჩვენ - განსაკუთრებული გონის პატრონები დავრჩეთო, არც ის - თუ ასეთი ბინძურია ადამიანი - ყველაფერი ამაზრზენია და ცხოვრებას აზრი არ აქვს , წადი თავი მოიკალიო (ეგეთები არც ისე ცოტამ 'იბჟუტურა' და დღესაც საკაიფოდ ბევრი 'ბჟუტურობს' - ისე დღეს ეგეთები ძაან ტეხავს , ადრე კიდე ხო, ჰოდა რაგიხარიათ დ ) არა ეს ჩვენი დოსტო ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, რადგანაც მან მოახერხა აღიარება - აღიარა - პირველ რიგში საკუთარ თავზე და მერე ჩვენც მოგვახსენა , რამდენიც არ უნდა იტყუო - აგერ ვარ და გაგშიფრავო. ეს უდიდეს სიმამაცეს და გამბედაობას მოითხოვს. ჰოდა მერე მთელი ეს ჩვენი ფსიქოლოგიაც , მთლიანად დოსტოევსკის პერსონაჟების, იდეების - უბრალოდ მეცნიერულ დონეზე გადატანა, გაფსიქოანალიზება გახდა.

   სწორედ მან დაიწყო კაკრაზ - იმაზე ლაპარაკი, რომ ადამიანმა თუ დაკარგა ღმერთი ის - ადამიანურობას დაკარგავს და ცხოველად იქცევა. რომ ღმერთის გარეშე დაიღუპება , რომ ღმერთდაკარგული ადამიანი, რომელიც თავისუფლად დაბოდიალობს თავის ქვეცნობიერში - ყველასთვის სასურველ,მშვენიერ - 'კაცღმერთულ' ფიგურას წარმოადგენს, რომელსაც ემონებიან სხვა ადამიანები, რადგანაც მას აქვს - თავის - უფლება, მაგრამ ასეთ 'ზეკაცს' დოსტოევსკმა კარგი განაჩენი არ გამოუტანა, რადგანაც ის გადავარდა - უკიდეგანო თავისუფლების, უკიდურესობის მღვრიე მორევში. ამ ამაზრზენად და წმინდანივით გულწრფელმა ავტორმა, იმაზე დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობაზე, ვიდრე ამის შეფასების უნარი ჩვენ შეგვწევს . მის შემდეგ - ზუსტად ის პროცესები დაიწყო მსოფლიოში, რასაც რომანებში აღწერდა. ადამიანმა დაკარგა ღმერთი, დაკარგო ღმერთი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ჩამოეკიდა თავისი ცნობიერების 5%ს და 95 უარყო, ამიტომაც - მსგავს 'კაცღმერთებს' კარგი ბედი არ ეწიათ, ბევრი რამ შეიმეცნეს, მაგრამ უმეტესობა - ფსიქოლოგიურად ავად იყო, ზოგმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ადამიანი ღმერთის გარეშე გადაგვარდება - არა , ადამიანი იმის გარეშე - იკარგება, რასაც 'ღმერთი' უწოდა და ეს ქვეცნობიერია - შეუცნობელი. როცა შენ - იმას რაც არ იცი - განუდგები, უარყოფ, ებრძვი - შენ წინასწარ უკვე წაგებულ ბრძოლაში ეფლობი, რადგანაც შენი 5% არ ფლობს იმ ძალაუფლებას რომ ამას გაუმკლავდეს.

(ჰოდა კიდევ ერთ ჯადოქრულ სიტყვებს გასწავლით - განკურნების ძალა რომ აქვს - მე ის ვიცი, რაც არაფერი არ ვიცი კი არა - მე ის მ ი ყ ვ ა რ ს - რაც არ ვიცი!!! ) . ;)

  ამით იმის თქმა მინდა, რომ - ადამიანი იმის აღმოჩენით, რომ მის გარეთ ღვთაებები, კერპები, ეშმაკები - არ არიან, არ უნდა განუდგეს - ღმერთს, რადგანაც ღმერთი ეს უბრალოდ სახელია იმისა, რაც შეუცნობლის უსაზღვრო ოკეანეს წარმოადგენს.

  განდგომა ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც გარემოს ეფექტის გამო - სიცოცხლის სიყვარულის განცდის უნარი არ აქვთ ძლიერი, ვისაც ბევრი რამ გადაუტანია, ვერ შეიყვარეს მათ სიცოცხლე და შესაბამისად ისინი - გაჩაღებულ ჩხუბში არიან - შემოქმედთან. ეჩხუბებიან - იმის გამო რომ დაიბადნენ , თავს იკლავენ - იმის ილუზიით თითქოს ამ სამყაროდან რაიმეს, ან ვინმეს შეეძლოს გაქრობა.
შემოქმედთან ბრძოლა, საკუთარ თავთან ბრძოლაა - რადგანაც თავად ვართ ამ ენერგიის - წარმომადგენლები და ამიტომაც ვამბობ ხოლმე - სამყარო თვითწარმოქმნადი ორგანიზმია, ადამიანიც - თვითწარმოქმნადია. გადაედინება ყველაფერი ერთმანეთში - სიკვდილის და დაბადების ციკლით ვბრუნავთ. შეერწყმის და გარდაისახვის.

   ნურას უკაცრავად ნიჰილისტებო, უნდა დაგამწუხროთ. მე თუ მკითხავთ - უარყოფით, უფრო და უფრო მეტად მოცული ვხდებით - შეუცნობლით, ეს გვაკარგვინებს ცნობიერებას, გვიქმნის ფსიქიკურ პრობლემებს, სუიციდით კი უფრო მეტად შევუერთდებით - სამყაროს გაუცნობიერებელ ნაწილს. ამიტომაც ეს ჯოჯოხეთი, ტანჯვა, განსაწმენდელი - ყველაფერი სიმბოლოა ჩემო კარგებო. ჯოჯოხეთი ეს - ყველაზე ღრმა, ყველაზე მიტოვებული, მიყრუებული ნაწილია არა? სამყაროს ქვესკნელი? მითები, რელიგიები, ამას არ გვამცნობს? - ჰოდა - ეს ჩვენი ძვირფასი ჯოჯოხეთი - ცნობიერების ყველაზე გაუცნობიერებელი ადგილია. ჰოდა - უარყოფით პირდაპირ სკუპ და მანდ ვსკუპდებით, მაგრამ უყურეთ - მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით - ნათქვამია , რომ ჯოჯოხეთში არსებული სულებიც თავიდან განიკითხებიან და მსგავსი რამეები ხომ? - იქნებ სწორედ ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობას მოუვა ეტაპი, როცა თავის ყველაზე ბნელ - კუნჭულებს მიაკვლევს, მიადგება და იმათ გაცნობიერებას დაიწყებს.

და უი, ევრიკა !

  ეს ეტაპიც მოსულია. ამიტომაც სკეპტიკოსებო, ასევე - ფანატიკურად მორწმუნენო, - რელიგიური ტექსტის მეტაფორულობას და სიმბოლურობას, მისი მატერიალიზება - ნივთებში, ადგილებში - დაქუცმაცება რომ გირჩევნიათ - მის თქვენს თავშივე აღმოჩენას . მთელი ეს წმინდა ნივთები, დამცავი ქვები და მისთანანი - თქვენს მიერვე მინიჭებული - ენერგიით იტვირთებიან. ამიტომაც არაა საჭირო - გარეთ - ამ ყველაფრის გაშვება, ჩვენვე ვართ ჩვენი თავის კულონები, დამცავები.

   მეორედ მოსვლები, ჯოჯოხეთები, ეშმაკები ,ანგელოზები - ჩვენი ქვეცნობიერის სხვადასხვა - ნაწილები არიან, რომლებიც დატვირთული გვყავს ენერგეტიკით. ამიტომაც ეს ძალები - ჩვენშივეა, დღეს კი ფაქტია - ადამიანი მიადგა თავის დემონებს, მიადგა თავის - გაუცნობიერებელ ნაწილებს და დაიწყო მათი ზემოთ ამოტანა. ჰოდა - შეგვიძლია ვთქვათ , რომ 'აღსრულდა, გაცხადდა წინასწარმეტყველება'. მაგრამ ეს - რა თქმა უნდა -პიროვნულად აქამდეც ხდებოდა, პიროვნულად ბევრმა ადამიანმა გაიარა ეგ გზა, ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა თავის ქვეცნობიერი, ზოგს მერე გენიოსი დაარქვეს, ზოგს წმინდანი, ზოგს გურუ, ზოგს ჯადოქარი , ზოგი შეუმჩნევლად იყო და ასე. ამიტომაც ახალი არაფერი არ ხდება. ეს ყველაფერი - ცნობიერების - კოლექტიურ ცნობიერთან შერყმის და გაერთიანების გზაა და მეტი არაფერი. არ არის საჭირო ზედმეტი გარომანტიზება, გასაიდუმლოება , გაფანატიკურება და გაიდუმალება
აბა რაშია საქმე დღეს? - რაში და გლობალიზაციაში, ინტერნეტში !

   დღეს ადამიანს აქვს საშუალება დაუკავშირდეს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერ ადამიანს, იცოდეს რა ხდება იქ , რას განიცდიან - ოპა ! რა ხდება ამით? - რადა , ჩვენი ძვირფასი კოლექტიური ქვეცნობიერი, რაც მართავდა მასებს, ბრბოს , რაც კონკრეტულ ინდივიდებს შეეძლოთ ათასობით ადამიანის აღტკინება და მონური ერთგულებით ისინიც თავს სწირავდნენ შეშლილთა, ავანტიურისტთა, ნარცისთა - იდეებს. ახლა ეს საზოგადოების - ყველაზე ყველაზე - 'ოროსანი' ცნობიერებაში ნაწილიც - ცნობიერდება. რატომ? იმიტომ რომ - კავშირი უფრო მეტად ძლიერი, სწრაფი და ეფექტურია. თქვენი აზრით დიდხანს ივლიან ჩადრებით ქალები? დიდხანს იქნება ასეთი მონური მდგომარეობები მათი - გარკვეულ ქვეყნებში? - მეეჭვება, ძალიან, ისინი უყურებენ ისევე ნეტფლიქს, როგორც ჩვენ - მოგზაურობენ, ნახულობენ წყვილები როგორ კოცნიან ქუჩაში თავისუფლად ერთმანეთს და კი , მეეჭვება დიდხანს 'გაქაჩონ' - იმ ჩარჩოებში, რომელიც თავიანთმა კოლექტიურმა ნაციონალურმა - ქვეცნობიერმა შეუქმნეს. ყველა ადამიანი, მეტნაკლებად აცნობიერებს - თანასწორობას და ეს მეტ საშუალებას იძლევა განვითარების, განსაკუთრებულობის - ნიშნით მადლმოსხმულობა - რომელიც ბრბოს მიერ მიენიჭებოდა ინდივიდს, სისხლის, ოჯახის, ეროვნების, - სხვადასხვა თვისებების გამო - წარსულს ბარდება. ადამიანი თავისივე ენერგიას - თავისივე თავში პოულობს და გარეთ - ამ ყველაფრის პროექცირებას ნაკლებად აკეთებს.

   მეც ძალიან ხშირად ვარ ხოლმე საკმაოდ კრიტიკულიც და შესაძლოა - მორალისტურადაც ჩანდეს ეს ყველაფერი ვიღაცისთვის, მაგრამ - რეალურად ჩემი კრიტიკა მომდინარეობს იქიდან, რომ მინდა - გავაცნობიეროთ, რამდენად დიდია ჩვენი შესაძლებლობები, ადამიანს რომ შეეძლოს მხოლოდ მარტო - ამ ყველაფრის მიღწევა - მართლა პაკაა დ საერთოდ სენაკში გამოვიკეტებოდი , თანაც - ისედაც ჩემს სტიქიაში ვარ, როცა მარტო ვარ პრობლემას ეს არ შემიქმნიდა , ჰოდა - მაშინ რა მრჯის? რატომ ვლაპარაკობ? რატომ მაქვს სიღრმისეული ურთიერთობები ადამიანებთან ? უბრალოდ - შეუძლებელია ეს მარტომ შეძლო,(ჯერეერთი არცხარ მარტო) რადგანაც ენერგეტიკულ დონეზე იმდენად დავუკავშირდით ჩვენ ერთმანეთს, სულ რომ ხმა არავის გასცემს - ამ ენერგიების დუღილს ყველგან იგრძნობს - ადამიანი. ამიტომაც დღეს , ადამიანები, იმაზე მეტად ვჭირდებით ერთმანეთს ვიდრე - ამის წარმოდგენის უნარი შეგვწევს. ქვეცნობიერად ჩვენში ხდება დიდი ძვრები , ძალიან ბევრი 'დემონი' ამოდის, საჭიროა ამ 'დემონების' შესწავლა , სწორი სახელის დარქმევა - რადგანაც ადამიანმა ახალი - კერპები - არ შექმნას. საჭიროა - ამ მთელი ღვთაებების, ეშმაკების, ანგელოზების, მათი სიმბოლური გამოხატვების - უკან შებრუნება - არა მათი გაკერპება, არამედ ამ ენერგიების საკუთარ თავშივე აღმოჩენა. საჭირო და აუცილებელია კაცობრიობის დაგროვებული ცოდნის,რომელიც შეუცნობლის, დაფარულის, მეტაფორულის ბურუსით არის მოცული და ხელს გვიშლის ეს - გაცნობიერებაში - გადააზრება, შეფასება და სრული ანალიზი - რა რატომ როგორ რისთვის რანაირად - დაწერეს.

   ვიღაც ადამიანი - იტყვის, რომ მკიდია, არ მაინტერესებს კაცობრიობის ბედი, ადამიანებს რაც უნდათ ის უქნიათ, მე არ ვერევიო. და გონია რომ არ ერევა, მხოლოდ გონია. რადგანაც ჩხირის ერთი გადადებით, ვზემოქმედებთ იმ კოლექტიურ ენერგიაზე , რაც ჩვენშია - ყველა ადამიანი თავის ცხოვრებით, იმით რამდენად ეთაყვანება კერპებს, თუ რამდენად უყურებს თავის თავს სახეში - ძალაა, რომელიც ხან იქით გადახრის ცნობიერებას - ხან აქეთ. ადამიანმა საჭიროა გააცნობიეროს, რამდენად -კავშირშია ყველასთან და ყველაფერთან, რამდენად ერთიანია ჩვენი - არსებობა და ერთად იმოქმედოს. კაცობრიობის შიშები, კომპლექსები, მიუღებლობები - ის ყველაფერი, რასაც 'ცუდი' - 'არ გააკეთო' ერქვა - ზემოთ ამოდის, ამიტომაც ერთი ადამიანის გარიყვითაც - ჩვენ გავრიყავთ და უარს ვიტყვით ჩვენი რაღაც ნაწილის გაცნობიერებაზე, სწორედ ამიტომ უნდა შეიყვარო შენი მტერიც კი, რადგანაც - ისიც შენი ნაწილია და აი ძალიანაც რომ გინდოდეს - ვერ ჩამოიჭრი. ბევრი ვერ უძლებს ამ - ამოვარდნებს, თვითგვემაში, თვითსიძულვილში მიდის და - ამით აბრკოლებს საერთო განვითარებას, ამიტომაცაა საჭირო - ამ კავშირის გაცნობიერება და ისე მოქმედება.

   ამიტომაც ბევრჯერ მითქვამს ლექსებში - 'მე ვარ შენ' - თქო, რადგანაც ეს ასეცაა. უამრავი გზა, საშუალება, მეთოდი არსებობს თვითგანვითარების - ფსიქოანალიზი , მედიტაცია, მაგრამ ყველაზე ყველაზე ეფექტური - უბრალოდ ისაა, ორი ადამიანი დაჯდეს ერთმანეთის წინაშე და ბოლომდე 'გაშიშვლდეს' - ბოლომდე - ჩაახედოს მეორეს თავის ჭაობში, თავის - ჯოჯოხეთში და ნელნელა - უფრო და უფრო თამამად გავუსწორთ თვალები ამ ჩვენს - გაუცნობიერებელ სივრცეებს, რომლებიც იმიტომ გვეჩვებიან ამდენად მახინჯები, ამაზრზენები - რომ ზუსტადაც რომ სადღაც შევტენეთ, მივჩქმალეთ , ცოდვასავით გადავმალეთ და თვალს ვერ ვუსწორებთ. საჭიროა ამ 'ჭაობის' - ამოტანა ზევით, მიღება, წმენდა - და შეყვარება.

  სიცოცხლე - ეს რაღაც მაგიური მისტერიაა და თანაც , რაც უფრო მეტად - ახერხებ - სამყაროში გადახსნილობას - მით უკეთესია. მით უფრო - თავის - უფალი ხარ და შემოქმედის ენერგიასთან შერწყმა საოცარ შეგრძნებებს განცდებს - განიჭებს და რაც მთავარია - თავს სამყაროში ისე გრძნობ, როგორც - საკუთარ სახლში, ქრებიან შენი შიშები და - ყველაფერი რაც შენს გარშემოა შენთვის ხდება - მშობლიური, ისევე როგორც შენი ნაწილი.

  ეს იმდენად სიღრმისეული, რთული და მითუმეტეს ურთულესად ასახსნელი თემაა, იმედი მაქვს ჩემი ძალიან ზოგადი მიმოხილვით ასე თუ ისე - რაღაც მაინც - 'გავაცნობიერეთ'. ეზოთერიული გაფსიქოანალიზებებით ვცდილობ ამ ყველაფრის აღწერას, მაგრამ როგორც ვთქვი, ძალიან რთულია ამის ამ სახით გადატანა, მე პირადად ლექსებში,ჩანახატებში - ბევრად უფრო მიმარტივდება ამაზე საუბარი, რადგანაც მეტაფორები, ქვეცნობიერის ნაკადის - პირდაპირი ამოტანა - იგავურ, შეფარული ტექსტებით - ბევრად მარტივია, მაგრამ - ჩემი აზრით , საჭიროა ზუსტად - ამ კუთხით, ამ სიმბოლოების,მეტაფორების - გაცნობიერება მარტივად , რადგანაც - უფრო მეტი რამ ამოვიტანოთ ქვეცნობიერიდან და ამით გავათავისუფლოთ ჩვენი - ცნობიერების - ჯოჯოხეთური სივრცე, სადაც ჩვენი რაღაც - ნაწილები - ჯერ კიდევ იტანჯებიან და ჯერ კიდევ - სიბნელეში გველოდებიან, როდის შევიტანთ სანთელს და - მარადიულ უკუნსაც გავანათებთ, ამიტომ ვცდილობ უმარტივესი ენით ვილაპარაკო , თუ რაიმე უცხო სიტყვას ვიყენებ, იმიტომ რომ უფრო მარტივი ვერ მოვძებნე. ჩემი ტექსტები შეიძლება - გამოსახატის სირთულის გამო, ზედმეტად ვრცელი და მოსაწყენი, ჩახლართული, ურთიერთდაპირისპირებული , გამეორებებით სავსე, არალოგიკურიც - ბუნდოვანიც ჩანდეს, მაგრამ - ეს ბუნებრივი მგონია. დიდიხანია - ამ ყველაფრის გამოსახატ სიტყვებს, გამომსახველობით ხერხებს ვეძებ, ვისაც უნდა უფრო კარგად გაიგოს რაზე ვლაპარაკობ, 'ჩემი - ენა', უფრო მარტივად შეგიძლიათ გაიცნოთ - ჩემს ჩანაწერებში და ლექსებში. და ნელნელა - ამ საშუალებითაც ვეცდები, უფრო ზუსტი სიტყვების მოძებნას. 


 ადამიანი - არის წერტილი, წერტილი - რომელიც - მთელს სამყაროს იტევს. - ......წერტილები კი ისევ გამრავლდებიან....., ადამიანები რომლებიც - ეცდებიან თავს-უფლები გახდნენ, ამპარტავნული გულგრილობით ზეკაცობის - შიზოფრენიული იდეით შებყრობილობას კი არ ვგულისხმობ, უბრალოდ გათავისუფლების - შერწყმის, გულწრფელობის - სურვილს, რომელიც - იმიტომ გჭირდება, რომ უფრო მეტად - იარსებო და არა იმიტომ განვითარდე - გაღმერთკაცდე - რომ განსაკუთრებულობას მიაღწიო და ზემოდან გადმოხედო - ყველას.
მიყ - ვარ - ხარ - თ , რაც უფრო მეტად 'ვარ' - იმდენად უფრო მეტად 'ხარ' - შენც და რაც უფრო მეტად 'ხარ' მეც - უფრო მეტად 'ვარ' -
ამიტომაც -
მიყ - ვარ - ხარ!
ვარ!
ხარ! - თ.