hiper

მონაკვეთი ნაშრომიდან „ჰიპერბორიელთა მოდგმა“

ავტორი: ერენიელი

თუ ჩვენ გვინდა წარმოვქმნათ სინათლე, მაშინ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მისი ჰომოგენური მიმართება. სინათლე არ უნდა იყოს გაგებული როგორც ერთგვაროვანი სახე. ის უნდა იქნას მიღებული როგორც კასკადი სხვა მდინარეების, რომელიც ემბრიონის უკანა რეისტორიულ პერიოდიზაციას მოიცავს, ამიტომაც სინათლე, რომელიც წარმოისახება ჩვენს შიგნით უნდა კრისტალიზაციას იღებდეს სინათლის წინარეისტორიული პერიოდიდან. შესაბამისად სინათლე, რომელიც უნდა წარმოიქმნას ცნობიერებაში უნდა შექმნილი იყოს ცნობიერის მიერ წინარეისტორიული პერიოდიდან და ამჟამინდელი ისტორია მხოლოდ გამოყენებული ამ სინათლის შესაქმნელად, რადგან ამ სინათლის ისტორიის ჩანაცვლება წინარეისტორიულით გამოიწვევს ამ სინათლის არეკვლას ისე რომ მან გამოიწვიოს წინარეისტირიული პერიოდის სინათლე ცნობიერებაში. რადგანაც ჩვენი ცნობიერება ღვიძილის პერიოდში სწორედ იმყოფება ისტორიულ პერიოდში, აქედან გამომდინარე ცნობიერება თავისი ნეირონული სისტემით ემორჩილება ამ სინათლის ვიბრაციას, მაგრამ მისი ვალია მან ეს სინათლე არეკლოს და ცნობიერებაში გამოიწვიოს წინარეისტორიული სინათლის გააქტიურება. რა თქმა უნდა ისტორიული ლოკალური არსებობის გამო თუ ცნობიერება ძილის ხანგრძლივ ფაზაში არ ჩაეშვა უკვე განმუხტული ისტორიული დროიდან შეუძლებელია სინათლის მუდმივად წინარეისტორიული ეპოქიდან მიღება, მაგრამ სუბიექტი უნდა ეცადოს მაქსიმალურად მხოლოდ არეკვლით დაკავდეს და არ მოახდინოს დროის მასში შემოსვლა. ამას აღმოსავლეთში ცნობიერების სიზმრამდე ამაღლებას უწოდებენ რაც ნაწილობრივ მართალია, მაგრამ სიზმარი ბოლომდე ვერ გამოხატავს წინარეისტორიული სინათლის ცნებას, რადგან ის არის მაია. სიზმარი შესაძლებელია მხოლოდ ეწოდოს არეკლილი მასალის გარდაქმნას და შუა ხიდის ფუნქციას, ხოლო უკვე სინათლის დინება არის რეალურის გაცვლა რეალურზე. ცხადია ეს თითქმის შეუძლებელია ადამიანური ცნობიერების სიბნელის და მისი დამოკიდებულების გამო არასწორად აღქმულ ობიექტებზე, მაგრამ თუ გვინდა შემოსულმა სინათლემ გამოიწვიოს წარმოქმნა საკუთარივე თავის მაშინ ის უნდა სუბიექტური ცენტრალური იდეეით ან სინათლის წყაროთი გამყარდეს. შესაბამისად უნდა მოხდეს ბირთვის მოძებნა ფერწერულ თუ ფილოსოფიურ დონეზე ანდაც ორივეზე ერთად და ამ ბირთვით ანდაც ბირთვებით შენარჩუნდეს სინათლის ჰომოგენური ვიბრირება და რაც შეიძლება მეტად უნდა დავიცვათ ეს. ამისთვის მშვენიერი იდეაა გარემოს ჰიპნოზორული მოწყობა, სადაც გარემო თავად გახდება სინათლის ნამსხვრევთა შეკრული კრებული და დაუხლოვდება წინარეისტორიულ პერიოდს. ამ შემთხევაში არეკვლა გაცილებთ დიდ შედეგებს მოგვცემს, რადგან თავად ამრეკლავი ობიექტი იქნება ნაწილი იმის რისი არეკვლაც ცნობიერებამ უნდა დაუშვას. სინათლის მაქსიმალური გააქტიურება ცნობიერებაში ჰომოგენური და შესაძლებელი მუდმივით თუნდაც ცნობიერების რხევების ფონეზე, რომელიც ასევე უნდა დაეფუძნოს ჰომოგენურ მსვლელობის პრინციპს გამოიწვევს ცნობიერების ტრანსულ ან ძილისპირულ მდგომარეობას. ტრანსული მდგომარეობა მას ჰომოგენურ ზუსტ მათემატიკურ ფორმულას მისცემს, ხოლო მეორე მათგანი მასში წარმოშობს გარკვეულ მოქედებათა ველს, რომელიც უნდა შენარჩუნებული იქნეს და თუ ცნობიერებამ თავი დაიცვა სხვადასხვა სახის პროექციებისგან და მოახერხა მისი დაკავება წინარეისტორიული სინათლის მიღებითა და გარდაქმნით მაშინ ეს ძილისპირულ ღრმა ფაზებში გადავა და ასევე სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს სულისთვის. ჰიპერს აქვს უნარი ჩასწვდეს ამ იდეას. ამ შემხვევაში დიდი მნიშვნელობ ენიჭება ბგერის ფუნქციას. სულის ისტორია ხომ მხოლოდ მუსიკაში შეიძლება ვიპოვოთ. ბგერაც როგორც ყოველივე სხვა უნდა იყოს არეკლილი წინარეისტორიული სინათლიდან. მისი ქაოტურობაც და სწორი დინებაც გამოიწვევს სხვადასხვა შედეგებს სინათლის დინების თვალსაზრისით. სინათლეს სჭირდება დასაყრდენი, ამიტომ უნდა შეიქმნას შესაბამისი გეოგრაფია და ლოკაცია, რომელიც სჭირდება მას. უნდა ჰიპერმა შექმნას საკუთარი ტაძარი, რომელსაც შემდეგ ცნობიერების დაბალანსებით გადაიყვანს ცნობიერების მეორე ეტაპზე. ცნობიერების ბალანსი უნდა მოხდეს ფსიქოლოგიური ინსტიტუცირებით. უნდა მოექცეს ადამიანური მატერია და ანტიმატერია ერთი და იმავე დროის ქანქარაზე და უნდა გახდეს მთლიანი. ეს ძირითადა სექსუალური ენერგის ფორმირებასთან არის დაკავშირებული. სექსუალური ენერგია არსებობს როგორც ანტიმატერიალური ენერგია, რომლის ინტელექტუალურ ენერგიად გარდაქმნის შემდეგ ის ხდება მატერიალური. ეს უნდა მოხდეს იდეის ან იდეათა დინებების მეშვეობით, რომლებიც მრავალდელტიანი მდინარებივით მიუყვებიან ცნობიერებას. ჰიპერმა სინათლე უნდა დაივანოოს და გულის გავლით სიტყვად აქციოს საკუთარ თავში.