suicide

ავტორი: ნანა აბესაძე

რა არის სუიციდი? სიცოცხლის ხელყოფა. უფრო ზუსტად კი ვიკიპედიაშია განმარტებული და მე ახალს ვერაფერს დავამატებ. 

სტატისტიკის მიხედვით, სუიციდის მცდელობა ქალებში უბრო ჭარბობს, ვიდრე მამაკაცებში, ხოლო განხორციელებული სუიციდი მამაკაცებში. მარტივად ვიტყვი, ქალები უფრო ხშირად ახსენებენ სუიციდს და მცდელობაც უფრო ხშირია. სუიციდალური აზრები, შესაძლოა გამოწვეული იყოს უამრავი ფაქტორით, დაწყებული ფსიქიკის პათოლოგიით, დამთავრებული გაუსაძლისი ყოფითი პრობლემებით. სუიციდის განხორციელების გზაც სხვადასხვაა ქალებში და მამაკაცებში. ქალები უმეტესად, ისეთ ხერხს მიმართავენ, რომ სიკვდილისასაც ლამაზად გამოიყურებოდნენ. მაგალითად ქალი, მეათე სართულის სახლის სახურავიდან არ გადმოვარდება და არც იარაღს დაიხლის. მამაკაცები კი, სუიციდზე ნაკლებად ლაპარაკობენ, მაგრამ თუ რაიმე გარემოებამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ამას განცხადების გარეშე აკეთებენ და არც ის აწუხებთ, როგორნი იქნებიან მერე. ასეთია სტატისტიკა.

რაც შეეხება გარემოებებს, რომლებსაც ადამიანი სუიციდამდე მიჰყავს, უამრავია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაწყებული ფსიქიკური აშლილობით დამთავრებული საყოფაცხოვრებო პრობლემებით. თუმცა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაც მინდა გამოვთქვა-ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, იმ მომენტში არ შეიძლება მისი ფსიქიკა ჯანსაღი იყოს, ის, რაღაც გადაუწყვეტელმა პრობლემამ მიიყვანა ცნობიერების შევიწროვებამდე, ანუ იქამდე, რომ სიკვდილის გარდა სხვა გამოსავალი ვერ ნახა, ვერაფერზე ფიქრობს.

არსებობს თუ არა სუიციდის პრევენცია? პასუხი ვერ იქნება ცალსახა.

ამ სტატიაში ერთ გარემოებაზე მინდა ყურადღება გავამახვილო-სუიციდი მოზარდებში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, ყველა ჩვენთაგანისთვის. მოზარდობისას, ყველას ,მეტნაკლებად, სამყარო სხვანაირი გვეჩვენება. ზოგჯერ გვაქვს იმის განცდა, რომ ჩვენი არავის ესმის. ეს ამ ასაკში ნორმალურია, მაგრამ თუკი ჩვენ, ჩვენს შვილს შევატყობთ, რომ უჩვეულოდ იქცევა, კითხვაზე „რა მოგივიდა“ გპასუხობთ „არაფერი“, ან საერთოდ გაურბის პასუხს, შედის ოთახში, იკეტება თავისთავში, ან გუნებ განწყობა ზედმეტად აქვს ამაღლებული, როდესაც საამისო მიზეზი არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მისი კონტაქტზე გამოყვანა. არამც და არამც ძალისმიერი მეთოდით. ეს არამარტო მშობლებს ეხებათ, არამედ პედაგოგებსაც. შესაძლოა ასეთი „გაქცევის“ მიზეზი, სულაც არ იყოს საგანგაშო, მაგრამ საყურადღებო არის.

თუკი მოზარდს ვატყობთ ზოგადად გაუცხოვებას, უჩვეულობას, „აქამდე ასე არ იქცეოდა“ ან „ასეთი საერთოდ არ იყო“, რამენაირად უნდა ვეცადოთ რომ ავალაპარაკოთ, გამოვიყვანოთ კონტაქტზე. თუნდაც, ჯერ საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითი მოვუყვანოთ. ეს კარგად მუშაობს. ვთქვათ, როგორი იყავით მის ასაკში და როგორ უცნაურად ეჩვენებოდათ ეს თქვენს მშობლებს, თქვენ კი გესმით მისი და ისიც იცით, რას ნიშნავს განცდა, როდესაც ვერავის ვერაფერს უყვებით, რადგან გეშინიათ რომ ამას ვერ გაგიგებენ. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ ის უყვართ ისეთი როგორიც არის და მისი ესმით. რათქმაუნდა ყველა დამეთანხმება, რომ სიყვარული მარტო საჩუქრებით ან ძვირადღირებული ნივთების ყიდვით, არ უნდა გამოვხატოთ.

გავიხსენოთ საკუთარი თავი, თუ როგორები ვიყავით გარდატეხის ასაკში, ჩვენი მაშინდელი ხედვა,აღქმა. ვიღაც იტყვის მე სხვანაირი ვიყავიო და მართალიც იქნება, მაგრამ ჩვენს ეპოქაში ბევრი რამ შეიცვალა და ჩვენი შვილებიც არ არიან ისეთები, როგორებიც ჩვენ ვიყავით.ამიტომაცაა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლისა და შვილის სულიერ სიახლოვეს. შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მაგრამ მისი ხედვა არ უნდა გავხადოთ კრიტიკის საგნად. (ვიღაც შემედავება კიდეც. ესეც ნორმაა, მას სხვანაირად ესმის). აუცილებელი არაა, თქვენი შვილი თქვენ გგავდეთ. მოსწონდეს ის, რაც მოგწონთ თქვენ ან პირიქით.მე არამცდაარამც არავის არ ვაშინებ. უბრალოდ სუიციდის პრევენცია ვახსენე და ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ვიცით პრობლემა სად რა რაშია, გაცილებით უფრო მარტივია მისი აღმოფხვრა, ვიდრე გაურკვევლობაში ყოფნა ან მიზეზების სხვაგან ძიება. ოჯახი, მშობლები, გარემოცვა ძალიან დიდ როლს ასრულებენ მოზარდის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში, აღარაფერი რომ არ ვთქვათ, ისეთ პრობლემებზე, რომლებსაც ვეღარ ვუშველით ან ძალიან გაგვიჭირდება. (მაგალითად ტოქსიკომანია, ნარკომანია და სხვა).

ყველას სულის სიმშვიდეს და ჯანმრთელობას გისურვებთ.