leonardo da vinci vitruvian man thumbnail big

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ

წყარო

ბავშობისას, ადამიანური ცხოვრების განვითარებაში დგება ჟამი, როდესაც ადამიანი პირველად შეიგრძნობს თავის თავს დამოუკიდებელ არსებად მთელს დანარჩენ სამყაროსთან მიმართებაში. ფაქიზი შეგრძნების ადამიანისათვის ეს მომენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან განცდას. აი, რას მოგვითხობრს მწერალი ჟან-პოლი თავის ავტობიოგრაფიაში: „არასოდეს დამავიწყდება ჩემში მომხდარი ერთი ამბავი, რომელიც ჯერ არავისთვის მომითხრია. ეს იყო მომენტი, როდესაც მე გავხდი თანადამსწრე ჩემივე თვითშეგნების დაბადებისა; მახსენდება თვით დრო და ადგილი. ერთხელ დილით, ჯერ კიდევ ბავშვი ვიდექი სახლის კართან და ვუყურებდი იქვე დალაგებულ შეშას; უეცრად ევლისებურ გამონათებასავით, გამეხსნა შინაგანი ხილვა: მე ვარ მე . და მას შემდეგ დარჩა ასე გაბრწყინებული. აქ პირველად დაინახა ჩემმა „მემ“ - მ საკუთარი თავი და ასე დარჩა ერთხელ და სამუდამოდ. აქ დაუშვებელია რაიმე შეცდომა მეხსიერებისა, ვინაიდან ვერავითარი გარეგანი მონათხრობი ვერ შემოერეოდა ისეთ ამაბვს, რომელიც მოხდა ადამიანის უშინაგანეს წმიდათაწმიდაში, რომლის მოულოდნელობამაც შემინარჩუნა მეხსიერებაში ესოდენ ყოველდღიური, მეორეხასისხოვანი ამბები.“ − ცნობილია, პატარა ბავშვები ამბობენ ხოლმე თავიანთ თავზე: „კარლი კარგი ბიჭია“. „მარიას უნდა ესა და ეს“. ისინი ლაპარაკობენ თავიანთ თავზე, როგორც უცხო პირებზე, ვინაიდან მათში ჯერაც არ დაბადებულა თვითცნობიერება. თვითცნობიერებისა გზით ადამიანი განსაზღვრავს თავის თავს, როგორც დამოუკიდებელი, სხვა ყოველივესგან გამოყოფილი არსება, როგორც „მე“. „მე“ - ში შემოიკრებს ადამიანი ყოველივე იმას, რასაც იგი განიცდის, როგორც სხეულებრივი და მშვინვიერი არსება. სხეული და სამშვიველი „მე’- ს მატარებელნი არიანა; „მე“ მოქმედებს მათში. როგორც ფიზიკურ სხეულს აქვს თავისი ცენტრი ტვინში, ასევე გააჩნია სამშვინველს თავისი ცენტრი „მე“- ში. ადამიანს შეგრძნებების სტიმული ეძლევა გარედან; გრძნობები ვლინდებიან, როგორც გარესამყაროს ზემოქმედებანი; ნება ეხება გარესამყაროს, რამდენადაც იგი ხორციელდება გარეგან ქმედებებში. „მე“, როგორც ჭეშმარიტი არსი ადამიანისა, ს რულიად უხილავია. ამიტომაც ჟან პოლი კარგად უწოდებს საკუთარი „მე“-ს გაცნობიერებას ისეთ ამბავს, რომელიც ხდება მხოლოდ და მხოლოდ „ადამიანის წმიდათაწმიდაში“. ადამიანი მარტოა საკუთარი „მე“-ს პირისპირ − და ეს „მე“ არის თავად ადამიანი. ეს ანიჭებს მას უფლებას უყუროს ამ „მე“ - ს , ვითარცა თავის ჭეშმარიტ არსს. ამიტომაც უწოდებს იგი თავის სხეულსა და სამშინველს გარსებს, რომლებშიაც იგი მკვიდრობს; მას შეუძლია უწოდოს ამ გარსებს აგრეთვე იარაღები, რომელთა მეშვეობითაც იგი მოქმედებს. რაც უფრო ვითარდება ადამიანი, მით უფრო სწავლობს იგი მოხმარას ამ იარაღებისას თავისივე „მე“-ს სამსახურში. სიტყვა „მე“ , მაგალითად გერმანულ ენაში არის სახელი, რომელიც განსხვავდება სხვა დანარჩენი სახელებისაგან. მას, ვინც ჯეროვნად ჩაუფიქრდება ამ სახელის ბ უნებას, გაეხსნება გზა ადამიანის არსების უფრო ღრმა შემეცნებისაკენ. ყველა სხვა სახელი შესაძლოა ეწოდოს შესაბამის საგანს. მაგალითად, მაგიდას ყველამ შეიძლება უწოდოს „მაგიდა“, სკამს − „სკამი“, ხოლო სახელი „მე“ -ს შემთხვევაში სხვაგვარადაა საქმე. ვერავინ შესძლებს მის გამოყენებას სხვა ადამიანის აღსანიშნავად; ყველამ უნდა უწოდოს იგი მხოლოდ საკუთარ თავს. სიტყვა „მე“ ვერასოდეს მოესმება ჩემს ყურს გარედან ჩემივე თავის აღმნიშვნელად. მხოლოდ შიგნიდან, მხოლოდ თავის თავიდან გამომდინარე ძალუძს სამშვინველს განსაზღვროს საკუთარი თავი, როგორც „მე“. ასე რომ, როდესაც ადამიანი თავის თავს „მე“-ს უწოდებს, მასში მეტყველებს ისეთი რამ, რასაც არაფერი აქვს საერთოდ იმ სამყაროებთან, საიდანაც აღებულია მისი ზემოხსენებული „გარსები“. „მე“ სულ უფრო და უფრო ხდება მბრძანებელი სხეულისა და სამშვინველისა. − ასე რომ, ეს ყოველივე ჰპოვებს გამოხატულებას აურაში. რაც უფრო მეტად განმგებლობს „მე“ სხეულსა და სამშვინველში, მით უფრო დანაწევრებულია, მრავალსახოვანი და ფერებით გამდიდრებული ადამიანის აურა. „მხილველს“ ძალუძს აღიქვას „მე“-ს ამგვარი ზეგავლენა აურაზე. თავად „მე“ უხილავია მხილველისთვისაც; იგი ჭეშმარიტად იმყოფება „ადამიანის უშინაგანეს წმიდათაწმიდაში“. − მე ღებულობს სხივებს ადამიანში გაბრწყინებული მარადიული ნათლისას; ადამიანი აერთებს „მე“-ში სხეულისა და სამშვინველის განცდებს. ასევე უშვებს იგი „მე“- ში ჭეშმარიტებისა და სიკეთის აზრებს. გრძნობადი მოვლენები იხსნებიან „მე“-სთვის ერთის მხრივ; სული კი − მეორეს მხრივ. სხეული და სამშვინველი ეძლევიან „მე“-ს, რათა ემსახურონ მას; „მე“ კი, თავის მხრივ, ეძლევა სულს, რათა სულმა აღავსოს იგი. „მე“ მკვიდრობს სხეულსა და სამშვინველიში; სული კი მკვიდრობს „მე“-ში. რაც სულისმიერია „მე“-ში, უკვდავია. ვინაიდან „მე“ იძენს არსსა და მნიშვნელობას იმისაგან, რასაც იგი უკავშირდება. რამდენადაც იგი მკვიდრობს ფიზიკურ სხეულში, იგი ექვემდებარება მინერალურ კანონებს; ეთერული სხეულის მეოხებით − გამრავლებისა და ზრდის კანონებს; შეგრძნებადი სამშვინველისა და განსჯისმიერი სამშვინველის მეოხებით − სამყაროს კანონებს; ხოლო რამდენადაც იგი ღებულობს თავის თავში სულიერს, იგი ექვმედებარება სულის კანონებს. ის, რაც იქმენბა მინერალური კანონებისა და სასიცოცხლო კანონების შედეგად, აღმოცენდება და ისპობა; სულს კი არაფერი აქვს საერთო აღმოცენებასთან და მოსპობასთან.

* * *

მე მკვიდრობს სამშვინველში. მართალია „მე“-ს უმაღლესი გამოვილენა ცნობიერ სამშვინველს ეკუთვნის, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ეს „მე“ ასხივებს ცნობიერი სამშვინველიდან და აღავსებს მთელს სამშვინველს. ხოლო სამშვინველის მეოხებით ზემოქმედებს სხეულზე. „მე“-ს წიაღ სული აღსავსეა ცხოველმყოფელობით. სული ასხივებს „მე“-ს წიაღ და მასში მკვიდრობს, როგორც თავის „გარსში“; ასევე „მე“ მკვიდრობს სხეულსა და სამშვინველში, როგორც თავის „გარსებში“. სული ფორმად ჰქმნის „მე“-ს შიგნიდან გარეთ, მინერალური საუფლო კი − გარედან შიგნით. „მე“-ს წარმომქმნელ, „მე“-ს სახით მცხოვრებ სულს ვუწოდოთ „თავადი სული“, რამდენადაც იგი გვევლინება როგორც „მე“ , როგორც „თავისთავადობა“ ადამიანში. „თავად სულსა“ და ცნობიერ სამშვინველს შორის განსხვავება შეიძლება გავარვკვიოთ შემდეგნაირად. ცნობიერი სამშვინველი ეხება სიმპათიებისგან და ანტიპათიებისგან დამოუკიდებელ, თავისთავად არსებულ ჭეშმარიტებას; თავადი სული კი მატარებელია იმავე ჭეშმარიტებისა, რომელსაც იგი აღიქვამს და ითვისებს „მე“ -ს საშუალებით; „მე“ ახდენს მის ინდივიდუალიზებას და ღებულობს მას ადამიანის დამოუკიდებელ არსებაში. და რადგან მარადიული ჭეშმარიტება ხდება დამოუკიდებელი და „მე“-სთან ერთარსი, „მე“-ს ხელეწიფება მიაღწიოს თვით მარადისობას.

ერთის მხრივ, თავად სული არის „მე“-ს წიაღ სულიერი სამყაროს გამოცხადება, ისევე როგორც, მეორეს მხრივ, გრძნობადი აღქმა ფიზიკური სამყაროს გამოცხადებაა „მე“-ს წიაღ. ყოველივე იმაში, რაც გვევილენა წითლად, მწვანედ, ბნელად, რბილად, მყარად, ცივად და ცხელად, ჩვენ ვეცნობით სხეულბრივი სამყაროს გამოცხადებას; ხოლო ი მაში, რაც ჭეშმარიტია და კეთილი, − ჩვენ ვეცნობით სულიერი სამყაროს გამოცხადებებს. სულიერი სამყაროს გამოცხადებას უნდა ვუწოდოთ ინტუიცია იმავე გაგებით, როგორც სხეულებრივი სამყაროს გამოცხადებას ვუწოდებთ შეგრძნებას. თვით ყველაზე უბრალოდ აზრშიც კი არის ინტუიცია, რამდენადაც მისი ხელით შეგრძნება ან თვალით დანახვა შეუძლებელია; უნდა მივიღოთ მისი გამოცხადება სულიდან, „მე“-ს საშუალებით. როდესაც მცენარეს უყურებს ორი ადამიანი − ერთი განვითარებული, ხოლო მეორე განუვითარებელი − ერთის მათგანის „მე“-ს წიაღ მეორისაგან სრულიად განსხვავებული რამ სუფევს, თუმც ორივეს შეგრძნებები გამოწვეულია ერთი და იმავე საგნით. განსხვავება ისაა, რომ ერთ მათგანს შესაძლოა ჰქონდეს გაცილებით სრულყოფილი აზრები ამ საგანზე, ვიდრე მეორეს. საგნები რომ მხოლოდ შეგრძნებათა საშუალებით გვეცხადებოდნენ, აღარ იარსებებდა პროგრესი სულიერ განვითარებაში. ბუნებას ველურიც შეიგრძნობს; ბუნების კანონები კი მხოლოდ მაღალგანვითარებული ადამიანის ინტუიციით განაყოფიერებული აზრებისთვის იხსნებიან. გარესამყაროდან მომდინარე გაღიზიანებებს ბავშვიც შეიგრძნობს, როგორც მისი ნებისკენ მიმართულ იმპულსებს; მაგრამ ზნეობრივი სიკეთის მცნებები იხსნებიან მისთვის განვითრების შესაბამისად, როდესაც იგი სწავლობს სულიერ ცხოვრებას და მის გამოცხადებათა გაგებას.

როგორც თვალის გარეშე ვერ გვექნებოდა ფერთა შეგრძნება, ასევე თავადი სულის უზენაესი აზროვნების გარეშე ვერ გვექნებოდა ინტუიცია. და ისევე, როგორც შეგრძნება ვერ ჰქმნის მცენარეს, რომელსაც გააჩნია შეფერილობა, ასევე ინტუიცია ვერ შეჰქმნის იმ სულიერს, რომელის შესახებაც იგი გვაწვდის მხოლოდ ცოდნას.
სამშვინველში გაცოცხლებული ადამიანის „მე“ ინტუიციის მეშვეობით ღებულობს ცოდნას ზევიდან, სულიერი სამყაროდან, ისევე როგორც შეგრძნებათა მეშვეობით იგი ღებულობს ცნობებს ფიზიკური სამყაროდან. ამის მეოხებით იგი გადააქცევს სულიერ სამყაროს თავის სამშვინველისეულ ცხოვრებად, ისევე როგორც შეგრძნებეათა მეოხებით ფიზიკურ სამყაროს აქცევს იგი თავის ცხოვრებად. სამშვინველი, ანუ მასში აღმოცენებული „მე“ ორის მხრივ აღებს კარეს: სხეულბრივისაკენ და სულიერისაკენ.

ფიზიკური სამყარო ამცნობს ჩვენს „მე“-ს თავის რაობას მხოლოდ იმის მეოხებით, რომ თავის ნივთიერებათაგან და ძალთაგან იგი აგებს სხეულს, რომელშიაც ძალუძს დამკვიდრება ცნობიერ სამშვინველს და რომელშიც მას გააჩნია ორგანოები, რათა აღიქვას სხეულბრივი ყოფა თავის გარეშე; ასევე სულიერი სამყარო თავისი სულიერი ნივთიერებებითა და ძალებით ჰქმნის სულიერ სხეულს, რომელშიაც ძალუძს „მე“-ს დამკვიდრება და სულიერი აღქმა ინუტიციით. (თავისთავად ცხადია, რომ გამოთქმები: სულიერი ნივთიერება, სულიერი სხეული თავიანთი მნიშვნელობითვე შეიცავენ წინააღმდეგობას, მაგრამ აქ ისინი იხმარებიან, რათა მიუთითონ ისეთ რამეზე, რაც სულიერში შეესაბამება ადამიანის ფიზიკურ სხეულს.)

ფიზიკური სამყაროს ფარგლებში ყოველი ცალკეული ადამიანური სხეული იგებე როგორც განსაკუთრებული არსება; ასევე იგივე სულიერი სხეული სულიერი სამყაროს ფარგლებში. სულიერ სამყაროში ადამიანისათვის ისევე არსებობს შინაგანი და გარეგანი, როგორც ფიზიკურშო. ისევე, როგორც ადამიანი იღებს ნივთიერებებს გარემომცველი ფიზიკურ სამყაროდან და გადაამუშავებს მათ თავის ფიზიკურ სხეულში, ასევე იღებს იგი სულიერს მისი გარემომცველი სულიერი სამყაროდან და აქცევს მას თავის საკუთრებად. და ისევე, როგორც ადამიანი იბადება ფიზიკური სამყაროდან,[1] ასევე იბადება იგი სულიდან ჭეშმარიტებისა და სიკეთის მარადიული კანონების ძალით. იგი ისევეა გამოყოფილი მისი გარემომცველი სულიერი სამყაროსგან, როგორც, დამოუკიდებელი არსების სახით, − მთელი დანარჩენი ფიზიკური სამყაროსაგან. ამ დამოუკიდებელ სულიერ არსებას ვუწოდოთ „სული-ადამიანი“.

როდესაც ჩვენ ვიკვლევთ ადამიანის ფიზიკურ სხეულს, ჩვენ ვპოულობთ მასში დანარჩენი ფიზიკური სამყაროს ნივთიერებებსა და ძალებს. იგივე ხდება სული-ადამიანის შემთხვევაშიც. მასში ფეთქვაენ გარემომცველი სულიერი სამყაროს ელემენტები, მასში მოქმედებენ დანარჩენი სულიერი სამყაროს ძალები. ფიზიკური კანი გარემოიცავს არსებას, რომელიც ცოცხლობს და შეიგრძნობს. ასევეა სულიერ სამყაროშიც: არსებობს სულიერი კანი, რითიც სული-ადამიანი გამოყოფილია საერთო სულიერი სამყაროსაგან, სადაც იგი ხდება დამოუკიდებელი სულიერი არსება, თავის თავში მცხოვრები და სამყაროს სულიერი შინაარსის ინტუიტურად მიმღები − ამ სულიერ კანს ვუწოდოთ სულიერი გარსი (აურული გარსი). ოღონდ მტკიცედ უნდა გვასხოვდეს ის, რომ ეს „სულიერი კანი“ ადამიანის განვითარებასთან ერთად ფართოვდება, ვინაიდან ადამიანის სულიერი ინდივიდუალობას (მის აურულ გარსს) გააჩნია უნარი უსაზღვრო ზრდისა.

ამ სულიერ გარსში ცხოვრობს სული-ადამიანი. ეს უკანასკნელი იგება სულიერ ცხოვრების ძალით იმავე გაგებით, როგორც ფიზიკური სხეული იგება ფიზიკურ სასიცოცხლო ძალით. ისევე, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ ეთერულ სხეულზე, ასევე უნდა ვისაუბროთ ეთერულ სულზე სული-ადამიანთან მიმართებაში. ამ ეთერულ სულს კი ვუწოდებთ სულს ცხოვრებისას. − ამრიგად, ადამიანის სულიერი არსება განიყოფა სამგვარად, ესენი არიან: სული-ადამიანი, სული ცხოვრებისა და თავადი სული.

სულიერ სფეროებში „მხილველისათვის“ ადამიანის ეს სულიერი არსება, როგორც უზენაესი, საკუთრივ სულიერი ნაწილი აურისა, წარმოადგენს ხილულ სინამდვილეს. მხილველის „ჭვრეტისთსვის“ სულიერ გარსში თვალსაჩინოა სული-ადამიანი, როგორც სული ცხოვრებისა; იგი „სჭვრეტს“, თუ როგორ იზრდება გამუდმებით „სული ცხოვრებისა“ იმის შედეგად, რომ იგი ღებულობს საკვებს გარემომცველი სულიერი სამაყროდან. შემდგომ იგი ხედავს, თუ ვით ფართოვდება სულიერი გარსი ამ მიღებისას, რის შედეგადაც უფრო და უფრო იზრდება სული-ადამიანი. რამდენადაც ეს „ზრდა“ სივრცულადაა „დანახული“, ეს ყოველივე, რასაკვირველია მხოლოდ სურათი-ხატია სინამდვილისა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ სურათ-ხატის წარმოდგენისას ადამიანის ყურადღება წარიმართება შესაბამისი სულიერი სინამდვილისაკენ. ვინაიდან სწორედ ამაში მდგომარეობს განსხვავება ადამიანის სულიერსა და სხეულბრივ არსებას შორის: ამ უკანსკანელის ზომა შემოფარგლულია, ხოლო პირველს ძალუძს უსასრულოდ ზრდა. იმას, რაც მიიღება სულიერი საკვების სახით გააჩნია მარადიული ღირებულბა. ამის გამო ადამიანის აურა შედგება ორი ურთიერთგანმსჭვალავი ნაწილისაგან. ერთ ნაწილს ფორმას და ფერს აძლევს ადამიანის ფიზიკური არსებობა, ხოლო მეორეს − სულიერ. „მე“ აცალკევებს ამ ორი ნაწილს შემდეგნაირად: ფიზიკური თავისებურად ეძლევა სამშინველს და აგებს სხეულს, რომელშიაც ცოცხლდება სამშინველი; „მე“ კი, თავის მხრივ, ეძლევა და აცოცხლებს სულს თავის თავში; ხოლო სული, თავის მხრივ, განმსჭვალავს სამშვინველს და უსახავს მიზანს სულიერ სამყაროში. სხეულის მეშვეობით სამშვინველი ჩაკეტილია ფიზიკურში, ხოლო სული-ადამიანის მეშეობით მას ეძლევა ფრთები სულიერ სამყაროში სამოძრაოდ. [2]

* * *

rudolf steiner works 03

თუ ჩვენ გვსურს გავიგოთ სრული ადამიანი, უნდა წარმოვიდგინოთ იგი ზემოხსენებული შემადგენელი ნაწილები საგან შემდგარად. სხეული აგებულია ფიზიკური სამყაროს ნივთიერებათაგან იმგვარად, რომ ეს აგებულება შეესაბამება მოაზროვნე „მე“ -ს. სხეული განმსჭვალულია სასიცოცხლო ძალით და ამიტომ გადაიქცევა ეთერულ სხეულად, ანუ სასიცოცხლო სხეულად. როგორც ასეთი, იგი იხსნება გარესამყაროს მიმართ გრძნობათა ორგანოების მეშვეობით და ამით იქცევა მშინვიერ სხეულად. შეგრძნებადი სამშვინველი განმსჭვალავს და უერთდება მას. შეგრძნებადი სამშვინველი მარტო შეგრძნებებად როდი აღიქვამს გარესამყაროს შთაბეჭდილებებს; მას გააჩნია საკუთარი ცხოვრება, რომელსაც იგი ანაყოფიერებს აზრით, ისევე როგორც შეგრძნებებით. ამრიგად გადაიქცევა იგი განსჯისმიერ სამშვინველად, ამას იგი აღწევს იმით, რომ უხსნის თავის თავს ზევით ინტუიციებს, ხოლო ქვევით შეგრძნებებს, ამით იგი ხდება ცნობიერი სამშვინველი. ეს შესაძლებელი ხდება მისთვის, ვინაიდან სულიერი სამ ყარო ისევე ჰქმნის მასში ინტუიციის ორგანოს, როგორც ფიზიკური სხეული ჰქმნის გრძნობათა ორგანოებს. ისევე, როგორც გრძნობათა ორგანოები მშვინვიერი სხეულის მეშვეობით გადასცემენ მას შეგრძნებებს, ასევე სული ინტუიციის ორგანოს მეშვეობით გადასცემს მას ინტუიციებს. ამის მეოხბით სული-ადამიანი უერთდება ცნობიერ სამშვინველს ისევე, როგროც ფიზიკური სხეული უკავშირდება შეგრძნებად სამშვინველს მშვინვიერ სხეულში. ცნობიერი სამშვინველი და თავადი სული წარმოქმნიან ერთიანობას. ამ ერთიანობაში ცხოვრობს სული-ადამიანი, როგორც სული ცხოვრებისა, ისევე როგორც ეთერული სხეული ჰქმნის სხეულბრივ, სასიცოცხლო ნიადაგს მშვინვიერი სხეულისათვის და როგორც ფიზიკური სხეულია ჩაკეტილი ფიზიკურ კანში, ასევეა ჩაკეტილი სული-ადამიანი სულიერ გარსში. ამრიგად სრული ადამიანი იყოფა შემდეგნაირად:

A. ფიზიკური სხეული

B. ეთერული სხეული, ანუ სასიცოცხლო სხეული

C. მშვინვიერი სხეული

D. შეგრძნებადი სამშვინველი

E. განსჯითი სამშვინველი

F. ცნობიერი სამშვინველი

G. თავადი სული

H. სული ცხოვრებისა

I. სული-ადამიანი.

მშვინვიერი სხეული (C) შეგრძნებადი სამშვინველი (D) მიწიერ ადამიანში გაერთიანებულნი არიან, ისევე როგორც ცნობიერი სამშვინველი (F) და თავადი სული (G). − ამრიგად ვღებულობთ შვიდ ნაწილს მიწიერი ადამიანისას:

1. ფიზიკური სხეული

2. ეთერული სხეული, ანუ სასიცოცხლო სხეული

3. შეგრძნებადი, ანუ მშვინვიერი სხეული

4. განსჯითი სამშვინველი

5. სულით აღვსილი ცნობიერი სამშვინველი

6. სული ცხოვრებისა

7. სული-ადამიანი.

სამშვინველში აღმობრწყინდება „მე“, იგი ღებულობს იმპულსს სულისაგან და ამის მეოხებით ხდება მატარებელი სული-ადამიანისა. ამით ადამიანი ხდება „სამი სამყაროს“ თანაზიარი (ფიზიკურის, მშვინვიერის და სულიერის). ფიზიკური სხეულით, ეთერული სხეულით და მშვინვიერი სხეულით მას ფესვები აქვს გადგმული ფიზიკურ სამყაროში, ხოლო თავადი სული, ცხოვრების სულით და სული-ადამიანით იგი იშლება სულიერ სამყაროში. ღერო თავად სამშვინველია, რომელიც, ერთის მხრივ, ფესვებს იდგამს, ხოლო მეორეს მხრივ ყვავილებს შლის.

ადამიანის ამგვარ დანაწევრებასთან სრული თანხმობით შესაძლოა მოგვეცეს უფრო უბრალოდ დანაწევრებაც. მართალია, ადამიანის „მე“ აღმობრწყინდება ცნობიერ სამშვინველში, მაგრამ იგი მაინც განმსჭვალავს მთელს მშვინვიერ არსებას. ამ მშვინვიერი არსების ნაწილები ისევე მკვეთრად როდი არიან განთვისებულნი, როგორც სხეულის ნაწილები; ისინი განმსჭვალავენ ურთიერთარს უფრო მაღალი გაგებით. თუ ამავე დ როს განვიხილავთ განსჯით სამშვინველს და ცნობიერ სამშვინველს, როგორც „მე“-ს ორ ურთიერთშერწყმულ გარსს, ხოლო „მე“-ს როგორც მათ მარცვალს, მაშინ ადამიანი შეიძლება დავყოთ ფიზიკურ სხეულად, ეთერულ სხეულად, ასტრალურ სხეულად და „მე“-დ. გამოთქმა „ასტრალური სხეულის“ ქვეშ აქ იგულისხმება ურთიერთშერწყმული მშვინვიერი სხეული და შეგრძნებადი სამშვინველი. ამ გამოთქმას უფრო ძვლე ლიტერატურაში ვხვდებით და აქ თავისუფლად შეგვიძლია მისი ხმარება ყოველივე იმის აღსანიშნავად, რაც შეგრზნებებით აღქმულზე უფრო მაღლა დგას ადამიანის არსებაში. მართალია, შეგრძნებადი სამსვინველი განმსჭვალულია „მე“- ს ძალებით, მაგრამ იგი მაინც იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული მშვინვიერ სხეულთან, რომ ორივეს აღსანიშნავად, თუ მათ შეერთებულად გავიაზრებთ, უფლება გვაქვს ვიხმაროთ ეს გამოთქმა. როდესაც „მე“ განიმსჭვალება თავადი სულით, ეს თავადი სული ვლინდება იმაში, რომ ხდება ასტრალური სხეულის გადამუშავება მშვინვიერის ზეგავლენით. ასტრალურ სხეულში, უწინარეს ყოვლისა, მოქმედებენ ადამიანური ლტოლვები, სურვილები და ვნებები, რამდენადაც ისინი შეიგრძნობიან; მასშივე მოქმედებენ გრძნობადი შთაბეჭდილებანი. გრძნობადი შთაბეჭდილებანი აღმოცენდებიან მშვინვიერი სხეულის მეოხებით, რომელიც ერთ-ერთი ნაწილია ადამიანისა, გარესამყაროდან მიღებული ლტოლვები, სურვილები, ვნებები და ა.შ. აღმოცენდებიან შეგრძნებად სამშვინველში, რამდენადაც იგი განმსჭვალულია სამშვინველისეული ძალებით, ვიდრე ეს უკანასკნელი არ მიეცემა თავად სულს. როდესაც „მე“ განიმსჭვალება თავადი სულით, სამშვინველი კვლავ განმსჭვალავს ასტარალურ სხეულს ამ თავადი სულით. ეს ყოველივე იმაში ვლინდება, რომ ლტოლვები, სურვილები და ვნებები განათლებულნი არიან იმით, რაც მიიღო სულისაგან „მე“-მ. მაშინ იმდენად, რამდენადაც იგი მონაწილეობს სულიერ სამყაროში, „მე“ ბატონდება სურვილთა, ლტოლვათა და ა.შ. სამყაროში. ამის გამო თავადი სული ვლინდება ასტრალურ სხეულში, ხოლო ეს უკანასკნელი ამის შედეგად იცვლება კიდეც. მაშინ ასტრალური სხეული თავად გვევლინება ორგვამოვან არსებად, რომელიც ნაწილობრვი შეცვლილია და ნაწილობრივ − უცვლელი. ამის გამო თავად სულს, ადამიანში მისი გამოვლენის შესაბამისად, შეიძლება ვუწოდოთ გარდაქმნილი ასტრალური სხეული. იგივე ხდება ადამიანში, როდესაც იგი ღებულობს თავის „მე“-ში სულს ცხოვრებისას. ასეთ დროს გარდაქიმნება სასიცოცხლო სხეული. იგი განიმსჭვალება ცხოვრების სულით. ეს უკანასკნელი კი ვლინდება იმაში, რომ სასიცოცხლო სხეული გარდაიქმენა. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ სული ცხოვრებისა იგივე გარდაქმნილი სასიცოცხლო სხეულია. ხოლოდ როდესაც სული-ადამიანი მიიღებულ იქნება „მე“-ს მიერ, მაშინ იგი იძენს დიად ძალას, რათა განმსჭვალოს ამით თავისი ფიზიკური სხეული. მართალია, ის, რაც ამრიგად გარდაიქმნება ფიზიკურ სხეულში, ვერ იქნება აღქმული ფიზიკური შეგრძნებებით. ფიზიკურ სხეულში სული-ადამიანი გახდება ის, რაც გასულირდება მასში. გრძნობადი აღქმისათვის კი ფიზიკური სხეული კვლავ გრძნობადად რჩება; მაგრამ რამდენადაც ეს გრძნობადი გასულიერდება, მისი აღქმა შეიძლება მხოლოდ სულიერააად. გარეგან შეგრძნებათათვის სულიერით განმსჭვალული ფიზიკური მხოლოდ და მხოლოდ გრძნობადად ვლინდება. − ყოველივე ამის საფუძველზე კი შეიძლება მოწოდებულ იქნეს შემდეგნაირი დაყოფა ადამიანისა:

1. ფიზიკური სხეული

2. სასიცოცხლო სხეული

3. ასტრალური სხეული

4. მე, როგორც სამშვინველის მარცვალი

5. თავადი სული, როგორც გარდაქმნილი ასტრალური სხეული

6. სული ცხოვრებისა, როგორც გარდაქმნილი სასიცოცხლო სხეული

7. სული-ადამიანი, როგორც გარდაქმნილი ფიზიკური სხეული.

[1] ფიზიკურად, სხეულებრივად (მთარგმნელთა შენიშვნა)

[2] ფიზიკური სხეული და სული-ადამიანი აქ გვევლინებიან როგორც ორი პოლარობა ადამიანის ერთი არსებისა: ერთი უკიდურესი სხეულბრიობა, მეორე კი უკიდურესი სულიერება (მთარგმნელთა შენიშვნა).