orion 2525998 1024x922

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში"

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

ბეთელჰეიზე - ტყუპების 28°45′ გააჩნია ორბ. 2°40′

მზე უერთდება ბეთელჰეიზეს 20 ივნისს

უძრავი ვარსკვლავი ბეთელჰეიზე, ალფა ორიონი - 0.4 მაგნიტუდის სიდიდის გიგანტური წითელი ვასკვლავი განლაგებულია მონადირის იღლიაში ორიონის თანავარსკვლავედში. ბეთელგეიზე აღნიშნულია როგორც ორიონის ალფა, თუმცა ის ამ თანავარსკვლავედში სიკაშკაშით მეორე ვარსკვლავია  რიგელის შემდეგ. ორიონი გამოისახება როგორც მონადირე და ბეთელგეიზე მდებარეობს მონადირის მარჯვენა მხარზე. ბეთელგეიზე ყველაზე დიდი ვარსკვლავია ცნობილებიდან და ის სწრაფად იკუმშება, ის უკვე 15% ნაკლებია იმაზე რაც 15 წლის წინ იყო.

შეიძლება ვივარაუდოთ,რომ რამოდენიმე წლის მერე ბეთელგეიზე სუპერნოვად გადაიქცევა. ასტრონომები ამბობენ, რომ ის სუპერნოვად გადაიქცევა რომელიღაც ეტაპზე, მაგრამ რომელზე, დაკონკრეტება უჭირთ, თუმცა როცა ეს მოხდება ბეთელჰეიზე ისე გაბრწყინდება როგორც სავსე მთვარე. ასტრონომები იმასაც ამბობენ,რომ ეს არანაირ საფრთხეს არ შექმნის, მაგრამ ასტროლოგები ფიქრობენ, რომ ასეთი გიგანტური მთავარი ვარსკვლავის გაქრობა საგრძნობ ეფექტს გამოიწვევს.

ბეთელჰეიზე ასტროლოგიაში

უძრავი ვარსკვლავი ბეთელჰეიზე გვაძლევს მხედრულ დიდებას, გამორჩეულობას და სიმდიდრეს. აგრეთვე დიდ ბედნიერებას, წარმატებას სამხედრო საქმეში და მეფურ საჩუქრებს. ადამიანის სხეულზე მართავს ჭიპს.

ორიონის თანავარსკვლავედი ყველაზე მნიშვნელოვანია ცაზე თუ ზოდიაქოს არ ჩავთვლით. ესაა ომის თანავარსკვლავედი. შუა საუკუნეებში მიიჩნედნენ რომ ის ცუდ გავლენას ახდენდა მოსავალზე, მას “გაგიჟებულ ხარსაც” ეძახდნენ და თვლიდნენ, რომ ძლიერ წვიმებს და შტორმებს მოასწავებდა. ჰემატრიარულ რუკებში მითითებული მისი ამპარტავნება, რევოლუციური, ძლიერი და მამაცი ბუნება. ტეტრაბიბლოსი ჩამოთვლის მარსისა და მერკურის ბუნების მქონე ვარსკვლავებს ორიონის მხარზე, აგრეთვე სხვა კაშკაშა ვარსკვლავებსაც, რომლებსაც სატურნისა და იუპიტერის ბუნება აქვთ.

პტოლემეოსის მიხედვით ყველა კაშკაშა ვარსკვლავი ბეთელჰეიზესა და ბელატრიქსის გარდა სატურნისა და იუპიტერის ბუნებას ატარებს. ამ ვარსკვლავებზე კი ამბობდნენ, რომ ისინი იძლეოდნენ ძლერ და ღირსეულ ბუნებას, თავდაჯერებულობას, მონაცვლეობას, ამპარტავნებას, მოძალადე, უპატიოსნო ხასიათს, ვაჭრობაში წარმატებას, განსაკუთრებით მოგზაურობაში და საზღვარგარეთ, მაგრამ არსებობდა მოწამვლისა და შხამის მიღების საფრთხე. რომაელები თვლიდნენ,რომ ეს ძალიან საშიში იყო მსხვილფეხა საქონლისთვის და ხელს უწყობდა წვიმებს.

ბეთელჰეიზე შეერთებებში

ასცენდენტის შეერთება ბეთელჰეიზესთან:ეს ადამიანი შესანიშნავი სპოტრსმენია, ფლობს განსაკუთრებულ მოქნილობას და სისწრაფეს, გამოირჩევა ცვალებადი ხასიათით, ყოველთვის ფიქრობს მოსალოდნელ პრობლემებზე. პატივისცემას და ტიტულებს ცხოვრებაშივე იღებს. გამართლება, იღბალი, წარმატება და ულევი გამარჯვებები გარანტირებულია.
სიუზან ბოილი
ჯონ ტოვნლი
ალი შიიდი
იტალიის მეფე უმბერტო მეორე
ალან ვილიერსი

ზენიტის (მედიუმ ქოელის) შეერთება ბეთელჰეიზესთან - ადამიანს პირდება წარმატებას, იღბალს, პატივისცემას და სამუდამო დიდებას. აძლევს იღბალს სამხედრო საქმეში, მართვაში, გამომგონებლობაში, ეხმარება დახვეწოს და სრულყოს სხვა და სხვა ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროები. თუ ერთდროულად შეერთებულია მზესთან, მთვარესთან და იუპიტერთან ადამიანს აჯილდოებს განსაკუთრებული იღბლით.
ვილ იანგი
ვოლტერ კოხი
დევიდ კოპერფილდი
სილვიო ბერლუსკონი
რუდი გილიანი.

მზის შეერთება ბეთელჰეიზესთან - ოკულტიზმისა და მისტიურისკენ მიდრეკილება და ნიჭი, აგრეთვე მძიმე დაავადებებისა და ციებცხელების ალბათობა, პატივი და დიდება ბოლოს დიდი იმედგაცრუებით მთავრდება.
პაულა აბდული
ენ მიურეი
ჯეი როკფელერ მეოთხე
ეროლ ფლინი
კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი

მთვარის შეერთება ბეთელჰეიზესთან - აქტიური გონება, ძლიერი სურვილები, რევოლუციური ბუნება - ასევე ძლიერი ნებისყოფით დათრგუნული, წარმატებები სამხედრო საქმეში თუმცა ძლიერი უთანხმოებები ხელმძღვანელობასთან.დიდი ალბათობით ძალიან ძლიერი, მდიდარი და პატივცემული.
ბარბარა ჰენდ ქლოუ
ანა ფროიდი
სპაიკ მილიგანი
დორის დეი
ტომ ჯონსი

მერკურისა და ბეთელჰეიზეს შეერთება - სერიოზული, ბეჯითი მოსწავლე, დაკავებულია მეცნიერული და მხატვრული ლიტერატურით, წარმატებული მწერალი, ასევე გრავირების ოსტატი, გამოირჩევა კარგი ჯანმრთელობით მაგრამ არსებობს უბედური შემთხვევის საფრთხე.
კრისტოფერ ლი
უილიამ ველერი
მარტინ ბოიდი
კაილი მინოუგი
სანდრა ბერნარდი

ვენერას შეერთება ბეთელჰეიზესთან - თავდაჭერილი, სამკაულების შექმნის დიდი ნიჭი, ძალიან კარგი მდებარეობაა მოგების მისაღებად, ოჯახთან და ქორწინებასთან დაკავშირებული მცირე ნაღველი.
რიკ კასტრო
კეისი დონოვანი
ლარი კრისტენსენი
დენ მარტინი

მარსის შეერთება ბეთელჰეიზესთან - ფრთხილი, თავშეკავებული, კარგი ლიდერი და ორგანიზატორია, დიდად დაფასებული სამხედრო სფეროში.
კოკო შანელი
ფრანკლინ რუზველტი
ჰენრი კისინჯერი
ჯეიმს ჯოისი
იან ანდერსონი
შონ კონერი

იუპიტერის შეერთება ბეთელჰეიზესთან - სერიოზული და ბეჯითი, ძალიან გამჭრიახი საქმიან ურთიერთობებში, დიდი თანამდებობები აქვს ეკლესიაში ან იურისპუდენციაში.
ჩარლი შინი

სატურნის შეერთება ბეთელჰეიზესთან - გამჭრიახი, ეშმაკი, უპატიოსნო, მეგობრების მოღალატე, ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით, უამრავი აღმასვლა და დაცემა, დიდი სიმდიდრე მაგრამ ნაკლები კომფორტი.
ბილი ჰოლიდეი
ზიგმუნდ ფროიდი
რუდი გილიანი

ურანის შეერთება ბეთელჰეიზესთან - სხარტი, აქტიური და ეშმაკური გონება, ჭკვიანი გამნაშავე, ხშირად ფალსიფიკატორები ან ყალბი ფულის მჭრელები, მაგრამ მათი დაჭერა რთულია. გარეგნულად მშვიდი, სასიამოვნო, გულუხვი, ფლობს ჰიპნოტურ უნარებს. ეს ადამიანები ცდილობენ ბევრი მეგობარი იყოლიონ, ისინი ყველაფერს გასცემენ მეგობრებისთვის და როგორც წესი ეს ღვაწლი უფასდებათ.გარშემო ყოველთვის ჰყავთ მეგობრების გუნდი ან ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება და ზრუნავს მათზე. მსგავს ენერგიას მხოლოდ ერთი მცირე ნაკლი აქვს. ამ ადამიანებს აწუხებთ წვრილი ნაწლავის პრობლემები, თუმცა ტკივილის გარეშე. ამ შეერთებაში ურანი მშვიდობიან პოზიციაშია.
დონა ლეტო
სტივენ ფორესტი
ბილი ჯოელი
იუსიფ ისლამი
რიჩარდ სიმონსი
ჰილარი კლინტონი

ნეპტუნის შეერთება ბეთელჰეიზესთან - ორიგინალური, გამომგონებლური გონება, შეუძლიათ იმუშაონ მექანიკურ საშუალებებთან. გააჩნიათ სპირიტუალიზმის ინტერესი, ასევე გარკვეული ფიზიკური უძლურება ან ფსიქიკური აშლილობა, ეს მდებარეობა არაა სახარბიელო მატერიალური მოგებისთვის მაგრამ ძალიან კარგია პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ადამიანს აძლევს კარგ ოჯახს და შვილებს, მაგრამ ვერ აწყობს ურთიერთობას და-ძმებთან. საშუალო ასაკში მოსალოდნელი სერიოზული, სასიკვდილო ავარიები.
იმპერატორი ჰიროჰიტო
რეინოლდ ებერტინი
კლარკ გეიბლი

პლუტონის შეერთება ბეთელჰეიზესთან - ეს მდებარეობა იწვევს ქაოსს მთელ ორგანიზმში. ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან ციებცხელებისკენ, მუცლის ტკივილის და ნაწლავების აშლილობისკენ. აგრეთვე ახასიათებთ გაზების დაგროვება რაც საკმაოდ უსიამოვნოა. როგორც წესი ისინი მიირთმევენ ბევრ ისეთ პროდუქტს რომელიც გაზების დაგროვებაში ხელს უწყობს. ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებათ ლაშქარას ჩაი რძით.
რიჩარდ ნიქსონი
იოზეფ მენგელე 

betelgeuze2

ბეთელჰეიზე მუნდანურ ასტროლოგიაში

რადგან ბეთელგეიზე წითელი ვარსკვლავია ის ასოცირდება ომებთან და ხოცვა-ჟლეტასთან. ენ რაითი თავის წიგნში განიხილავს რამდენიმე ისტორიულ მოვლენას, რომელიც კავშირში უნდა იყოს ამ უძველეს წარმოდგენასთან. 1914 წლის აგვისტოში როცა სატურნი შეუერთდა ბეთელგეიზეს გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს, ხოლო ბრიტანეთმა გერმანიას - დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. როცა რეტროგრადულობის მერე ისევ დირექტიული გახდა სატურნი ისევ შეუერთდ ბეთელგეიზეს 1915 წლის აპრილში გაიმართა ცნობილი გალიპოლის ბრძოლა.

კიდევ ერთი სატურნის ციკლის შემდეგ 1944 წლის ივნისში, ნორმანდიაში შეჭრა მნიშვნელოვანი შემობრუნების მომენტი იყო მეორე მსოფლიო ომში. აქ სატურნი და ბეთელგეიზე ისევ შეერთებულნი იყვნენ.

უკანასკნელად სატურნი შეუერთდა ბეთელჰეიზეს 2003 წელს ამ დროს კოდ-დიუარში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელმაც 18000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ინდონეზიაში ბალიზე მკვლელმა ააფეთქა ღემის კლუბი სადაც 202 ადამიანი დაიღუპა. კონგრესმა ნება დართო ჯორჯ ბუშს ერაყში საომარი ძალა გამოეყენებინა. ერაყის ომის დროს 200000 ადამიანი დაიღუპა, ნახევარზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

უკანასკნელად პლუტონი შეუერთდა ბეთელჰეიზეს 1911 წელს ამ დროს დაიწყო მექსიკის რევოლუცია, რომელმაც 35 წელი გასტანა და 2 მილიომანდემ ადამიანი შეიწირა, იაპონიამ შეიერთა კორეა და დაიწყო იაპონიის მმართველობის პერიოდი რომელიც 35 წელი გაგრძელდა.

უკანასკნელად მზე და მთვრე შეუერთდა ბეთელჰეიზეს 1993 წლის 23 ივნისს ახალმთვარეობაზე, 6 დღის მერე აშშ-მ გაანადგურა ერაყის დაზვერის შტაბ-ბინა ბაღდადში. დაიღუპა 8 ადამიანი.

უკანასკნელად მთვარე შეუერთდ ბეთელჰეიზეს მთვარის დაბნელებისას მზესთან ოპოზიციაში 1991 წლის 21 დეკემბერს - ამ დღეს სსრკ-მ დაშლის შესახებ გამოაცხადა. ორი კვირის შემდეგ ბოსნიელმა სერბებმა დაარსეს საკუთარი რესპუბლიკა, რასაც ბოსნიის ომი მოჰყვა რომელმაც 100000 ადამიანი შეიწირა.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...