arcturus star

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში"

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

1. ARCTURUS α Bootis ♎ 23°7'

არქტურუსი სასწორის 24°14′ გააჩნია ორბისი 2°40′
მზე უერთდება არქტურუსს 17 ოქტომბერს

უძრავი ვარსკვლავი არქტურუსი ოქროსფერი და წითელი ვარსკვლავია და მენახირის თანავარსკვლავდში მარცხენა მუხლზე მდებარეობს. ორი იღბლიანი ვარსკვლავი სპიკა და არქტურუსი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ. თუმცა სპიკა უფრო უმანკო და კეთილშობილია ხოლო არქტურუსი უფრო მეტად მიდრეკილია დედამიწის მაცხოვრებლებზე ბნელი გავლენების ასპექტირებისკენ.

არქტურუსი ასტროლოგიაში

უძრავ ვარსკვლავ არქტურუსს მარსისა და იუპიტერის ბუნება აქვს. ის იძლევა სიმდიდრეს, პატივს, პოპულარობას, თვითკმარობას და განვითარებას ნავიგაციისა და მოგზაურობის გზით.

არქტურუსი ერთ-ერთია 15 ძირითადი ვარსკვლავიდან. მისი სახეებია ცხენი, მგელი ან მოცეკვავე კაცი. ის კურნავს ციებ-ცხელებას, იცავს სისხლს და მოქმედებს როგორც დამაკავშირებელი. მართავს იაშმას და მრავალძარღვას.

არქტურუსი, დათვი მცველი-ლიდერი - რაც ნიშნავს დიდი დათვის იგივე ჩამჩას მეთვალყურეს. მენახირის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი მარსისა და იუპიტერის ბუნებას ატარებს და სამართლიანობას ძალაუფლების გზით აღწევს. ამგავარად აქვს აგრესიული და კონფლიქტური ბუნება რასაც განსაკუთრებით აძლიერებს შეერთება მარსთან ან იუპიტერთან. ინიციატორი სული თავად ადგენს წესებს, რასაც მარს-იუპიტერის გაერთიანება განსაზღვრავს. სხვა ხელსაყრელი ასპექტების არსებობის შემთხვევაში გვპირდება ხანგრლივ წარმტებას. ხოლო თუ უარყოფითი ასპექტები ახლავს სასიკეთო გავლენა გართულებულია, ანდა სულაც შეტრიალდება და დაბრკოლებად იქცევა. მსგავსი მდებარეობის მქონე პირი თუ სასამართლო დავაში მონაწილეობს, შეიძლება ყველფერი დაკარგოს.

Arcturus 10p.m edited 1

სპიკსა და არქტურუსს შორის მინიმალურია დაშორებაა გრძედში და უზარმაზარი განედში. ხშირად ადამიანი იბადება ორივე მათგანის შერეული გავლენით. თუმცაღა სპიკა გაცილებით დიდი და დომინანატურია, რაც დადებით გავლენას ზრდის არკტურუსთან შეერთებისას.

მენახირის მთავარი ვარსკვლავი არქტურუსია, ერთ დროს თანავარსკვლავედს ერქვა დათვების მწყემსი - არკტოსი (სწორედ ამიტომ ჰქვია ჩვენს ჩრდილოეთ პოლუსს არქტიკა). აშკარაა, რომ დიდი დათვი აქ ყველაზე საშიში არსებაა, მენახირის შუბის წვერი უმიზნებს მის გავას იმ შემთხვევაში თუ ყვირილი საკმარისი არ იქნებოდა.

არქტურუსი მშვენიერი დიდი ყვითელი ვარსკვლავია, რომელსაც ადვილად დავინახავთ თუ დიდი დათვის მრუდს მივადევნებთ თვალს, ხოლო თუ უფრო ქვემოთ გავყვებით სპიკას, იშთარს და ზეცის დედოფალსაც დავინახავთ. გრძედის მიხედვით ე ორი ვარსკვლავი თითქმის შეერთებულია, არაბები მოიხსენიებენ
არქტურუსს, როგორც დამცველს - ალ ჰარის ალ-სამა - ზეციური მცველი ან ალ ჰარის ალ -სამაკ - დაუცველის დამცველი.

ვხედავთ არკტურუსის როგორც დამცველის როლს, უანგარო დამცველის. სანამ სპიკასგან იმას ვიღებთ რაც შეგვიძლია, ამ ცისა და მიწის ერთობლივი სიმბოლოსგან, ჩვენ დაცვასაც ვიღებთ.მაგრამ როგორც კი ამ გულუხვობით ბოროტად სარგებლობას ვიწყებთ, მცველი-რეგენტი დაუყოვნებლად გვესხმის თავს ის თითქოს მტაცებელი ცხოველი ვიყოთ. რა თქმა უნდა რეგენტი თავად ვართ, ჩვენივე ხელითა და ჩვენივე საქციელით ვისჯებით. აი რატომ ვკითხულობთ ძველ ჩანაწერებში არქტურუსისა და სპიკას შესახებ, რომ ღმერთებმა “ბოროტი” ვარსკვლავი “კეთილთან”ასე ახლოს მოათავსეს.

არკტურუსი ადამიანის სხეულზე ჭიპიდან ორი დუიმით ქვემოთ მდებარე ნაწილს განაგებს.

არკტურუსი შეერთებებში

ასცენდენტის არკტურუსთან შეერთება. კარგი იღბალი, მაგრამ თან ბევრი საზრუნავი მოსდევს, ძირითადად საკუთარი უგუნურებით გამოწვეული.

ზენიტის შეერთება არქტურუსთან - მაღალი თანამდებობა მთავრობაში, დიდი შემოსავალი და მყარი რეპუტაცია. თუ ამავე დროს მზესთან, მთვარესთან ან იუპიტერთანაა შეერთებული უდიდეს წარმატებას და პატივისცემას გვიქადის.
უელსის პრინცესა დაიანა

მზისა და არკტურუსის შეერთება - წარმატებას აღწევს მძიმე შრომით და მოთმინებთ, მეგობრობს სასულიერო პირებთან, კარგი მდებარეობაა იურისტებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობისთვის.

მთვარის შეერთება არკტურუსთან - ახალი მეგობრები, წარმატებული ბიზნესი, კარგად აზროვნებს, შინაგანი ჰარმონია.თუ მარსთან შეერთებაც ერთვის მოსალოდნელია გაგუდვით სიკვდილი.
მარია ანტუანეტა
ჯასტინ ბიბერი.

მერკურის შეერთება არქტურუსთან - ფხიზელი, მშრომელი, პოპულარული,მიდრეკილია რელიგიურობისკენ, ცოტათი ექსტრავაგანტური, მაგრამ ფინანსურად უზრუნვეყოფილი,მეგობრები ეხმარებიან,სარგებლობს დიდი კომპანიებისა და მსხვილი კორპორაციების ნდობით, კარგი მდებარეობაა ჯანმრთელობისთვის და საშინაო საქმეებისთვის.

ვენერას შეერთება არკტურუსთან - პოპულარობა, საჩუქრები და შემოწირულობები მეგობრებისაგან, რამდენიმე ყალბი მეგობარი საკუთარი სქესის.
ვუდი ალენი
უორენ ბაფეტი.

მარსის შეერთება არკტურუსთან - პოპულარობა, ბევრი მეგობარი, შეიძლება დიდი თანხა მოიგოს, მაგრამ თავისი უცნაურობის გამო ვერშეინარჩუნებს.თუ 1, 7,9, 10 ან 11 სახლებშია და მთვარესთან ან პოლუქსთან შეერთებაც ერთვის მოსალოდნელია მოხრჩობით სიკვდილი. აგრესიული და მოჩხუბარია. ეს მნიშვნელოვანია ენდოკრინული სისტემისთვის. შემოქმედებისა დახელოვნებისთვის უდიდესი ენერგიის აკუმულაცია შეუძლია. როგორც წესი, ესაა ხელოვნების ისეთი სფერო, სადაც შეიძლება სხეულის გამოყენება, როგორც ნიმუშის. როგორიცაა მაგალითად მხატვარი, მუსიკოსი, მოქანდაკე და სხვა მსგავსი დარგები. მაშინაც კი, როცა ეს არ იქნება დაკავშირებული ადამიანის სხეულის ფორმასთან, ის მაინც ეცდება ადამიანის სხეულის ფორმებს დაუკავშიროს. ასე შეიძლება მხატვარმა ძალისხმევას გადააჭარბოს და სურათი დისბალანსამდე მიიყვანოს. ასეთი მდებარეობისას ადამიანებს თირკმელების პრობლემები ეწყებათ, მერე კი სხვა დაავადებებში გადაიზრდება, რასთან გამკლავებაც მათ იმუნურ სისტემას უკვე აღარ შეუძლია. ხელოვნება მათი ცხოვრების მთავარია აზრია და განსაკუთრებულ შედეგებსაც აღწევენ. მათ ჭამის დროც კი არ რჩებათ ხოლმე და ამიტომ აუცილებლად უნდა ჰყავდეს პარტნიორი რომელიც ჭამისა და დასვენების დროს მაინც დაუგეგმავს. ბევრი პოულობს კიდევაც ისეთ მეწყვილეს, რომელიც მის საჭიროებებზე ზრუნავს. არ არის აუცილებელი ეს მეუღლე იყოს, შეიძლება მეგობარი ან ახლო ნათესავიც დაეხმაროს.
რომან პოლანსკი.

იუპიტერისა და არკტურუსის შეერთება - გავლენიანი მდგომარეობა, სარგებელი იურიდიული და საეკლესიო საკითხებიდან. არსებობს თაღლითობის საფრთხე უცხოელებისგან ან გემით მოგზაურობისას.მ ოჩხუბარი და აგრესიული,
ბილ კლინტონი
უინსტონ ჩერჩილი
ლიზ გრინი.

სატურნის შეერთება არქტურუსთან - პატიოსანი, ეგოისტი, მიდრეკილია სიძუნწისკენ, მატერიალისტია, გამჭრიახი ბიზნესმენი, კარგი მდებარეობაა სპეკულაციებით შემოსავლების მისაღებად, აგრეთვე საშინაო საქმეებისთვის. თუმცა განაპირობებს სიძნელეებს ოჯახში, წარმატებული შვილები მაგრამ უთანხმოება აქვს მათთან.
იმპერატორი ნერონი
რუდოლფ ჰესი
ლეონარდო დავინჩი

ეს მდებარეობა მარსთან შეერთების ზუსტად საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამ ადამიანს ძალიან უნდა რაიმეს შექმნა მაგრამ შთაგონებს ვერ პოულობს.ამიტომაც უგროვდებათ შინაგანი ნაღველი რომელიც მერე თირკმელებზე მოქმედებს.მათ არ აქვთ მიდრეკილება ხელოვნებისკენ და ვერც წარმოუდგენიათ როგორ ქმნიან სხვები ხელოვნების ნიმუშებს.ზოგიერთი მათგანი მუსიკასაც ვერ აღიქვამს და საერთოდ არა გააჩნია არანაირი მხატვრული ხედვა.ამ ყველაფრის შედეგად უბინძურდებათ თირკმელები.საბოლოოდ კი არქტურუსი ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას.ადამიანები ხდებიან იზოლირებული და სუსტდებიან, ენერგია დაბალ დონეზე ჩამოდის.ეს გარკვეულწილად კარმული მდებარეობაა, რადგან წინა ცხოვრებაში ისინი არასწორად იყენებდნენ შემოქმედებით ენერგიას და ახლა იტანჯებიან ამის გამო, აქვთ ენერგია და შეზღუდულები არიან მის გამოყენებაში.

ურანის შეერთება არკტურუსთან - კარგი მდებარებოაა სამსახურისთვის, ყიდვა გაყიდვისთვის,საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, აგრეთვე უკავშირდება ანტიკვარსა და ხეზე მუშაობას,კარგია ხელოვნებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული კოლექციებისთვის. კარგი მდებარეობაა სარფიანი ქორწინებისთვის. არსებობს საზღვარგარეთ სიკვდილის საფრთხე.

ნეპტუნის შეერთება არქტურუსთან - გენიალური საქმიანი ინსტინქტები, ცვალებადი ხასიათი, მიდრეკილება მფლანგველობისკენ, საზოგადოებასთან ურთიერთობა საკმაოდ ნეგატიურია, მოსალოდნელია დიდი დანაკარგები საშუალო ასაკში, რაც აჩქარებს სიკვდილს. კარგი მდებარეობაა ქორწინებისთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, წარმატებას იღებს საყვარელი ადამიანის რჩევების შედეგად.
მაიკლ მური
ოფრა უინფრი
ჰარვი ვაინშტაინი

პლუტონის შეერთება არქტურუსთან - ძალიან სიცოცხლისუნარიანი, გამოირჩევა განსაკუთრებული იმუნიტეტით, იცავს სასიკვდილო საფრთხისგან, იღბლიანი მდებარეობაა, აძლევს ძალას შემოქმედებისთვის და გამოუყენებლობის შემთხვევაში ინდივიდი შესაძლოა გასრისოს ამავე ძალამ. კარგია მოგზაურობისთვის.
სერენა უილიამსი
ბიონსე
კიმ კარდაშიანი.