deneb

ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები ასტროლოგიაში"

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

დენებ ადიგე ვენერას და მერკურის ტიპის ვარსკვლავია, ინდივიდს აჯილდოებს გენიალობითა და გამორჩეული ინტელექტით,ადვილად სწავლობს.კარგია მხატვრული და შემოქმედებითი აქტიურობებისთვის რომლებიც მოგების მიზნით იგეგმება.

ვარსკვლავი დენებ ადიგე მართავს მარცხენა ფეხის ზურგს ადამიანის სხეულში.ეს მდებარეობა არ უქმნის საფრთხეს ჯანმრთელობას არამედ ამ მხრივ საჩუქრადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.თუმცა ეს ყოველთვის ისე არ მუშაობს როგორც საჭიროა.ამ მდებარეობის მქონე ინდივიების ინტუიცია ძალიან დახვეწილია და შესაძლოა სულიერი ამაღლებული მიზნებისკენ სწრაფვისკენ მიდრიკოს. ისინი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ სულიერ მასწავლებლებს და ითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს, ისინი ამით დიდ კეთილდღეობას და ბედნიერებას იღებენ.
გედის თანავარსკვლავედი მეოცნებე, ადვილად ადაპტირებად და შემოქმედებით ხასიათს გვაძლევს.დაავადებების ნაკლები და რთული რეგულირება, ტალანტები გვიან ვითარდება, უყვარს წყალი, ცურვა და ხელოვნება.

დენებ ადიგე შეერთებებში:

ასცენდენტის შეერთება დენებ ადიგესთან - პაბლო ესკობარი 0°30′

დესცენდენტის შეერთება დენებ ადიგესან - დენებ ადიგეს ასეთი მდებარეობისას პიროვნება ფულს სხვებისგან იღებს, როგორც შემოწირულობას, მემკვიდრეობას და ა.შ. თუმცა მატერნუსი ირწმუნება, რომ დენები ასევე განაპირობებს სასჯელსაც ომის დანაშაულისა და საომარი ვითარებისას მოროდიორობით გამდიდრების გამო.
ვუდი ალენი - 2°13′

ზენიტის შეერთებ დენებ ადიგესთან - მარია ანტუანეტა 0°12′

ფორტუნას შეერთება დენებ ადიგესთან - ოფრა უინფრი 0°32′

მზის შეერთება დენებ ადიგესთან - ჯორჯ ვაშინგტონი 1°40′

მთვარის შეერთებ დენებ ადიგესთან - ესაა შთაგონების, გასხივოსნების მომენტი და ნებისმიერ ასეთი მასშტაბის პლანეტას შეიძლება მერკურის მსგავსი ეფექტი ჰქონდეს. ისეთ დამიწებულ პლანეტებსაც კი,როგორიცაა ვენერა, მარსი, სატურნი და მზე შესაძლოა ასეთი ეფექტი ჰქონდეთ, თუ ადამიანი გამოცხადებულ ხატებებს მიაქცევს ყურადღებას. თუმცა აქ პლანეტა მერკური ყველაზე უფრო ხელსაყრელია, რადგან ის ამგვარ გამოცხდებებს უფრო ცხადს ხდის. მაგრამ გარკვეულწილად მაინც ყველა პლანეტა გავლენის ქვეშაა.
ოდრი ჰეპბერნი - 2°06′,
ელვის პრესლი - 2°24′

მერკურის შეერთება დენებ ადიგესთან - სულიერი გავლენა გონებაზე, ისე, რომ ამ ადამიანებს პირდაპირ მიეწოდებათ სულიერი ინფორმაცია სწორი მიმართულებით. აქვთ სულიერი გამოცხადებები იმის შესახებ თუ რას უნდა მიაღწიონ ამ ცხოვრებაში. ასეთი გამოცხადებები ბევრ სფეროს მოიცავენ მაგრამ არა სხვა ადამიანების სარგებელს. საქმიანი ურთიერთობები ასეთ ხალხს სულიერ მასწავლებლებთანაც კი მხოლოდ საკუთრი სარგებლის მისაღებად აქვთ.
მიქელანჯელო - 0°35′

ვენერას შეერთება დენებ ადიგესთან - ფაქტიურად იგივე გავლენა აქვს რაც მთვარესთან შეერთებას.
ჰარვი ვაინშტაინი - 0°19′,
რონალდ რეიგანი - 0°26′,
რიჩარდ ნიქსონი - 0°38′