omnia

მთარგმნელი: ქეთი ოდიშელი (Omnia)

წყარო

ვერძი - დაბლა დახრილი რქებით, არის ინვოლუციური ციკლის მანიფესტაციის და კარდინალურ ჯვარზე გამოსახული გამოცდილების სიმბოლო.

კურო - ვერტიკალური ხარის რქებით, (ნახევარწრის ფორმის) - გამოსახავს ადამიანის მძვინვარე სვლას, ხარის ღვთაებას, რომელიც მიარღვევს სივრცეს სულის სიბნელიდან დახსნის, გასხივოსნებისა და გათავისუფების მიზნამდე, თავის რქების საშუალებით. რომელიც იცავენ „სამყაროს თვალს“ ხარის შუბლზე.

თხის რქას იგივე თხას, აქვს საკმაოდ მჭიდრო კავშირი ვერძთან და ის მოიცავს მარტორქის სიმბოლოს (მითიურ არსებაზე unicorn ზეა საუბარი) რომელშიც 2 რქა და ერთადერთი თვალი შერწყმულია და გამოსახული მითიური მარტორქის სწორი რქით, შუბლის ცენტრში.

ამ ყველაფრის უკან არსებობს ლომის სიმბოლოს იდუმალება, რადგან ლომი კაცობრიობასთან კავშირით ქმნის გასაღებს ყველა ზოდიაქოთვის.
ლომის თანავარსკვლავედს უკავშირდება 2 საიდუმლო:

1 - სფინქსის მისტერია, რომელიც ლომისა და ქალწულის ურთიერთობის, ასევე მზის ანგელოზების იდუმალების გამომსახველია. ეს არის არა სხეულისა და სულის, არამედ უმაღლესი და უმდაბლესი გონისა და მათი კავშირის მისტერია.

2 - ლომისა და მარტორქის (მითიური სიმბოლო) იდუმალება ჩვენამდე მოვიდა უძველესი თქმულებებისა და ლექსების სახით. ეს არის განსაკუთრებული საიდუმლო, ეძღვნება ადამიანის აღმავლობას, რომელიც იერარქიულ გზას გადის. იდუმალებითაა მოსილი „მისტიური აღმართი“, რომლის გასაღებსაც ფლობს მასონური სამყარო. ის ემსახურება ცნობიერის გახსნას, ეძღვნება (თეთრი და ერთი მიმართულებით) და ამარცხებს მხეცთა მეუფეს (პიროვნებას), რასაც მოსდევს ტრიუმფი, საზოგადო და ზოგადად მსოფლიო შემეცნებაში. გასხივოსნება და გამარჯვება მმართველ ცნობიერებასა და ეგოიზმზე.
ერთერთ უძველეს ლეგენდაში მარტორქა აბრმავებს და კლავს მხეცთა მეფეს.( თავისი რქით თვალს უბრმავებს და გულში უყრის რქას).

თხის რქის სიმბოლო ამ დრომდე შეუცნობელია და ეს წინასწარ განსაზღვრულიც იყო. ხანდახან მას მოისხენიებენ „ღმერთის ხელმოწერად“.
ამ სიმბოლოს ახსნა არაა მიზანშეწონილი ერთი იმიტომ, რომ მისი გამოსახვა არასწორად ხდებოდა და ხდება და მეორე - მისი სიმბოლიზმის ასახვა და გაშიფვრა ენერგეტიკულ დონეზე იწვევს ძალების მოზღვავებას, რაც წინასწარი მომზადების გარეშე დაუშვებელია. ის პენტაგრამაზე გაცილებით მძლავრია.

ერთერთ დღემდე გამოუქვეყნებელ ასტროლოგიურ ტრაქტატში (ალბათ გამოქვეყნედბა თავის დროზე ხალხისთვის) რქიანი ცხოველების (ზოდიაქოს ნიშნების) ურთიერთკაშირი შემდეგი სახითაა წარმოდგენილი.

ცხვარი, განტევების ვაცი და წმინდა თხა თავისი არსით ერთიანდება ერთში. ცხვარი ხდება მეორე, მეორე- მესამედ იქცევა. ყოველივეს ანაყოფიერებს და წარმოშობს
ცხვარი; განტევების ვაცი უდაბნოში ყველაფერს ინანიებს; წმინდა თხა კი, ერწყმის მარტორქას და მაღლდება თავისი ოქროს რქით განგმირულ, დამარცხებულ ფორმაზე. აი ამაში მდგომარეობს მთელი მისტერია. აქედან გამომდინარე უკვე თვალსაჩინოა , რომ 3 რქოსან ზოდიაქოს ნიშანში შეფუთულია იდუმალება.

1. მამა ღმერთის მისტერია - შექმნა (შემოქმედება)
2. ძე ღვთისას მისტერია - მონანიება (გამოსყიდვა)
3. სული წმინდას მისტერია - გათავისუფლება.