sunrise

ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი"

მთარგმნელი: ნინი ანდღულაძე

დაელოდეთ მზის ამოსვლას

მზის ამოსვლამდე 15 წუთით ადრე ცა ცოტათი ნათდება.ამ დროს დაჯექით და დაელოდეთ მზეს, ისე თითქოს საყვარელ ადამიანს ელით: ისეთივე უსასრულოდ, ღრმა მოლოდინით, იმედით, აღფრთოვანებითა და სიჩუმით. დაე, მზე ამოვიდეს, თქვენ გააგრძელეთ დაკვირვება. მიშტერება აუცილებელი არ არის; თვალების დახამხამება შეგიძლიათ. ამ დროს იგრძენით, რომ თქვენი სხეულის შიგნითაც რაღაც იწყებს ამოსვლას. როდესაც მზე ჰორიზონტს მისწვდება, დაიწყეთ იმისი შეგრძნება, რომ იგი ჭიპთან ახლოსაა. სწორედ ამ ადგილიდან ამოდის. აქ შინაგანი სინათლის ამოსავალი წერტილია.

10 წუთის განმავლობაში გააკეთეთ ეს. შემდეგ დახუჭეთ თვალები, როდესაც ღია თვალებით პირველად უყურებთ მზეს, იგი თქვენს ხედვაში ნეგატივს წარმოქმნის და როდესაც თვალებს დახუჭავთ შესაძლოა დაინახოთ, როგორ ანათებს იგი შიგნით. ეს თქვენ გარდაგქმნით. დაელოდეთ მზის ამოსვლას 28 ოშოს მედიტაციის ტექნიკები

ამომავალი მზის დიდება 

ადექით დილის ხუთ საათზე, სანამ მზე ამოვა და ნახევარი საათის განმავლობაში იმღერეთ, იზუზუნეთ, ამოუშვით უცნაური ბგერები. მათ აზრი არ უნდა გააჩნდეთ. ისინი ეგზისტენციალურნი უნდა იყვნენ. უნდა ერთობოდეთ _ ესაა აზრი. უნდა იქანაოთ. დაე, ეს იყოს ამომავალი მზის დიდება. მხოლოდ მაშინ გაჩერდით, როდესაც მზე ამოვა. ეს შინაგანად კონკრეტულ რიტმს შეგინარჩუნებთ მთელი დღის განმავლობაში. დილიდანვე ჰარმონიაში იქნებით და დღეს სხვა ელფერი მიენიჭება. უფრო მოსიყვარულე, უფრო მზრუნველი, თანამგრძნობი და მეგობრული _ ნაკლებ მოძალადე, ნაკლებ გაბრაზებული, ნაკლებ ამბიციური და ეგოისტური იქნებით.

MAGMA-ს რეკომენდაცია

მზის ამოსვლის დროს ძალიან კარგი პრაქტიკაა სურია ნამასკარი. პრაქტიკის აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

ოშოს სხვა მედიტაციები "ნარინჯისფერი წიგნიდან" იხილეთ ამ ლინკზე.