lowen 2 1

 (ალექსანდრ ლოუენის ბიოენერგეტიკული სავარჯიშო)

ეს პრაქტიკა ძალიან მარტივია და ძალიან ცოტა დროს მოითხოვს. ტექნიკა მოცემულ ვიდეოშია ნაჩვენები.

 

ვისაც ინგლისური არ გესმით, მთავარი, რაც უნდა დაიმახსოვროთ, სულ რამდენიმე პუნქტია:

louen 1

 1. მთელი პრაქტიკის განმავლობაში ვსუნთქავთ პირით, ღრმად და ამოსუნთქვის დროს "ამოოხვრით", თითქოს ტკივილისგან ან სიამოვნებისგან ოხრავთ). პირი ოდნავ ღია და მოდუნებულია (ამას დიდი მნიშვნელობა აქვს). და საერთოდ, ეცადეთ მოადუნოთ სხეულის ყველა ის ნაწილი, რომლის მოდუნებაც შეგიძლიათ, განსაკუთრებით კისერი.

 2. მუხლები ოდნავ მოხრილია, ისე, რომ ფეხებმა ცოტა ხანში კანკალი დაიწყოს. თუ დაძაბულობას და კანკალს არ გრძნობთ, ე.ი. არასწორად დგახართ.

 3. მარტივი ვარიანტი ფოტოზეა მოცემული, უფრო რთული და სასარგებლო ვარიანტი ვიდეოშია (ერთი ფეხის უკან აწევით).

 4. ხელები (თითები) იატაკზე დევს, მაგრამ მხოლოდ წონასწორობის შესანარჩუნებლად. მათზე ზეწოლა არ გადადის. მხოლოდ მსუბუქი შეხება იატაკთან.

 5. გაუძელით კანკალს რამდენიც შეგიძლიათ, ძალიან ზედმეტიც ნუ მოგივათ და დიდ ტკივილამდე ნუ მიიყვანთ.

 6. აკეთეთ ეს პრაქტიკა რეგულარულად, ყოველდღე (იშვიათად თუ ჩაგივარდებათ არაუშავს). აქციეთ ეს პრაქტიკა ისეთივე ჩვევად, როგორიცაა კბილების გახეხვა.

 7. პრაქტიკა შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერ დროს, და ასევე დამატებით იმ დროს, როცა აღელვებული, აფორიაქებული და "დასტრესილი" ხართ, და დამიწება გჭირდებათ (უმჯობესია ახალ ნაჭამზე არ გააკეთოთ).

 8. პირველ ჯერზე, როცა ერთ ფეხს მორჩებით, სანამ მეორე ფეხზე დადგებით გასწორდით და დააკვირდით რა განსხვავებაა შეგრძნებებში ფეხებს შორის, და დაწერეთ კომენტარებში რა განსხვავებასაც იგრძნობთ.

 ეს პრაქტიკა ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან ეფექტური, რადგანაც მთელი სხეულიდან ხსნის ზედმეტ დაძაბულობას, ბუნებრივ, დედამიწის ენერგიასთან გვაბრუნებს და ააქტიურებს ქვედა ცენტრს (ჰარას), რომელიც როგორც ძენის ოსტატები ამბობენ, ცნობიერების ნამდვილი სამყოფელია (და არა თავი, ან გული, როგორც სხვები ფიქრობენ). 

მამუკა გურული