lsd

გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა"

მთარგმნელი: მამუკა გურული

კითხვა: შეუძლიათ თუ არა ნარკოტიკებს, დაგვეხმარონ უმაღლეს ცენტრებთან დაკავშირებაში? 

პასუხი: ნარკოტიკების იდეა ახალი არაა. ისინი გამოიყენებოდნენ უძველეს და შუა საუკუნეებში - მისტერიებში, მაგიაში და ა.შ. აღმოჩენილ იქნა, რომ ნარკოტიკების გონივრული გამოყენებისას ჩნდება საინტერესო მდგომარეობა. მაგრამ ეს სისტემა ნარკოტიკების წინააღმდეგია. მათი გამოყენება არ იძლევა კარგ შედეგებს, რადგანაც ნარკოტიკები არ ახდენენ გავლენას ცნობიერებაზე, ისინი არ გვმატებენ მას. ქვედა ცენტრების დაჩლუნგების ხარჯზე მათ შეუძლიათ უმაღლეს ცენტრებთან კონტაქტამდე მიგვიყვანონ, მაგრამ ამის გამოყენება შეუძლებელია, რადგანაც ჩვენ ზუსტად იმდენი გვახსოვს, რამხელა ცნობიერებასაც ვფლობთ. და რადგანაც ჩვენ ცნობიერება არ გვაქვს, უმაღლეს ცენტრებთან კავშირი მხოლოდ სიზმრებში და ცნობიერების დაკარგვაში გამოიხატება. 

ასეთი ტრანსული მდგომარეობები, რომლებიც წიგნებშია აღწერილი, ფრიად სახიფათო გზას წარმოადგენენ. საკუთარი თავის ტრანსში შეყვანა დაკავშირებულია უმაღლეს ემოციურ ცენტრში წარმოსახვის შექმნასთან, ეს კი ჩიხია. თუ იქ იმყოფებით, თავს ვერ დააღწევთ და გზას ვეღარ გააგრძელებთ. ჩვენი იდეა წარმოსახვის კონტროლში მდგომარეობს. თუკი ამის ნაცვლად გარკვეული მეთოდების მეშვეობით მის უმაღლეს ემოციურ ცენტრში წარმოსახვად ტრანსფორმირებად ახდენთ, ამით თქვენ ღებულობთ ნეტარებას, ბედნიერებას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეს მხოლოდ ძილია - შედარებით მაღალ დონეზე. რეალური განვითარება ორი ხაზით უნდა მიდიოდეს - ცნობიერების განვითარება და ცენტრების განვითარება. 

გარდა ამისა, ასეთი ექსპერიმენტები, ჩვეულებრივ, იმედგაცრუებას იწვევს, რადგანაც როგორც წესი, ადამიანები პირველივე ექსპერიმენტში ხარჯავენ მთელ მასალას, რომელიც ცნობიერებისთვის გააჩნიათ. იგივე შეიძლება ითქვას ყველა დამაჩლუნგებელ, მექანიკურ, თვითჰიპნოზურ მეთოდზე; ისინი ისეთივე შედეგებს იძლევიან, როგორსაც ნარკოტიკები, - ჩვეულებრივ ცენტრებს აძინებენ, მაგრამ ცნობიერებას არ ზრდიან. მაგრამ როდესაც ცნობიერება განვითარებული იქნება, არანაირი სირთულე აღარ გვექნება უმაღლეს ცენტრებთან დაკავშირებით. იგულისხმება, რომ უმაღლესი ემოციური ცენტრი ცნობიერების მესამე მდგომარეობაში მუშაობს, ხოლო უმაღლესი ინტელექტუალური ცენტრი - მეოთხეში.