guuurj

გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა"

მთარგმნელი: მამუკა გურული

კითხვა: ხომ არ წარმოადგენს მთელი ეზოთერული ცოდნის ანბანს თესლის სიკვდილი?

პასუხი: ჩვენ ასეც შეგვიძლია ამის გაგება... მახსოვს, როგორ თქვა გურჯიევმა ამ გამონათქვამის შესახებ, რომელიც ორჯერ თუ სამჯერაა გამეორებული ახალ აღქთმაში (იმის შესახებ, რომ მცენარე რომ აღმოცენდეს, თესლი უნდა მოკვდეს). მან თქვა, რომ ეს გამოთქმა არასრულია ადამიანთან მიმართებაში. იგი გაფართოებულ უნდა იქნეს, როცა საუბარია მუშაობაზე მთლიანობაში, მის შესაძლებლობებსა და მიმართულებაზე. გურჯიევმა ეს შემდეგი სახით ახსნა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვძინავს, შემდეგ, ჩვენ უნდა გავიღვიძოთ. როდესაც გავიღვიძეთ, უნდა მოვკვდეთ; როცა მოვკვდებით, შეგვიძლია დავიბადოთ. ესაა დეტალური აღწერა და მიმართულება.

საჭიროა ამაზე ფიქრი. საჭიროა იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ძილი, რას ნიშნავს გაღვიძება, რას ნიშნავს სიკვდილი და რას ნიშნავს დაბადება. დავუშვათ, დაბადება გვინდა. ვერ დავიბადებით, სანამ არ მოვკვდებით,  ვერ მოვკვდებით, სანამ არ გავიღვიძებთ, და ვერ გავიღვიძებთ, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ გვძინავს. ანუ არსებობს გარკვეული საფეხურები.

კითხვა: რას ნიშნავს სიკვდილი იმ თვალსაზრისით, როგორც თქვენ გულისხმობთ?

პასუხი: "სიკვდილი" ნიშნავს სიკვდილს, გაქრობას, არარსებობას. უსარგებლოა ძილში სიკვდილი, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაიბადებით. ჯერ უნდა გაიღვიძოთ.