3brain

მთარგმნელი: დავით ზალკალიანი

ლონდონი. მეოთხე გზის ცენტრი.

29 აგვისტო.

გურჯიევის სწავლება აგებულია იმ პრინციპზე, რომ ადამიანი - ეს არის „სამტვინიანი“ არსება. ანუ ის შედგება სამი განსხვავებული ასპექტისაგან: სხეული, ემოციები და გონება. ის ხშირად იყენებდა ანალოგიას ეკიპაჟთან: კარეტა განიხილებოდა როგორც სხეული, ცხენი - ემოციები, ხოლო მეეტლე -გონება.

გურჯიევი აღწერს ადამიანს ამგვარად: ჩვენ გაგვაჩნია გამოუყენებლობისაგან დაჟანგული და ჭრიალა კარეტა საჭირო ქანჩებისა და ჭანჭიკების გარეშე, ცხენი, რომელიც ან ზარმაცია და სუსტი ან ტემპერამეტიანი და მოუთოკავი. ასევე მეეტლე, რომელსაც არც ამ მანქანის მექანიზმები ესმის და არც გზების მდგომარეობაშია გარკვეული. ასევე არც ის თუ როგორ მართოს კარეტა და როგორ აკონტროლოს ცხენი.

ჩვენი არსების ყოველი ეს სამი ასპექტი აუცილებელია ჩვენი განვითარებისათვის. მაგრამ ჩვენ ამჟამინდელ მდგომარეობაში ეს შეუძლებელია. აუცილებელია ამ სამი“ ტვინიდან“ თითოეულთან გარკვეული მუშაობა . ყოველი მათგანი განსხვავაებულ ენერგიაზე მუშაობს, იკვებებეა განსხვავებული “საკვებით“ და გააჩნიათ თანდაყოლილი წინააღმდეგობანი და დაფარული შესაძლებლობები.