GURDJIEFF

წყარო

მთარგმნელი: დავით ზალკალიანი

ჩვეულებრივ ადამიანში არ არსებობს „მეპატრონე“ ხოლო სადაც მეპატრონე არ არსებობს იქ არ არსებობს სულიც.

სული - ეს ყველა რელიგიისა და სკოლების მიზანია. მაგრამ ეს მხოლოდ მიზანია, მხოლოდ შესაძლებლობა და არა ფაქტი. ჩვეულებრივ ადამიანს არ გააჩნია სული, არ აქვს ნამდვილი ნება. ის რასაც ნებას უწოდებენ არის მხოლოდ სხვადასხვა სურვილების ჯამური თანაბარქმედი. თუ ადამიანს აქვს რაღაც სურვილი და ამავდროულად წარმოიქმნება მისი საპირისპირო სურვილი უფრო ძლიერი ვიდრე პირველი, მაშინ მეორე სურვილი ხდება მთავარი განმსაზღვრელი და ჩერდება პირველი. ამას ჩვეულებრივ ენაზე უწოდებენ ნებელობას - ნების გამოხატვას.

ბავშვი არასდროს იბადება სულით. სული შეიძლება შეძენილი იქნას ცხოვრების მანძილზე და მაშინაც კი ის წარმოადგენს ფუფუნებას, რომელიც მხოლოდ ერთეულებისთვისაა მიღწევადი. ადამიანთა უმრავლესობა მთელი თავისი ცხოვრება სულის ანუ მეპატრონის გარეშე არსებობს. ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის სული საერთოდ არ არის საჭირო. მაგრამ სული არ შეიძლება დაიბადოს არაფრისაგან . ყველაფერი მატერიალურია, და ეს ეხება სულსაც, ოღონდ ის უაღრესად ნატიფი მატერიისაგანაა შედგენილი. ამიტომ სულის მოსაპოვებლად პირველ რიგში აუცილებელია შესაბამისი მატერია. მაგრამ ჩვენში არსებული მატერია ჩვეულებრივი ყოველდღიური ფუნქციების გახორციელებისთვისაც კი არ არ არის საკმარისი . აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ ვიქონიოთ აუცილებელი რაოდენობის მატერია ან კაპიტალი ჩვენ უნდა დავიწყოთ ეკონომიით. უნდა ვქნათ ისე, რომ რაღაც შემოგვრჩეს ხვალინდელი დღისთვისაც.

მაგალითად, თუ მე მიჩვეული ვარ დღეში ერთი ცალი კარტოფილის ჭამას, მე შემიძლია შევჭამო მხოლოდ ნახევარი და მეორე ნახევარი გადავინახო ან მოვაწყო სრული შიმშილი. დასაგროვებელი სუბსტანციების რეზერვი დიდი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მალევე დაიცლება. თუ ჩვენ გაგავაჩნია მარილის რამოდენიმე კრისტალი და ჩავაგდებთ მათ წყალში, ის უცებ გაიხსნება. შეიძლება დავამატოთ მარილი ისევ და ისევ და ის ისევ გაიხსნება წყალში. მაგრამ დადგება მომენტი, როდესაც ხსნარი ხდება გაჯერებული და მარილის და ახალი კრისტალები აღარ გაიხსნება და დარჩებიან ძირზე გაუხსნელ მდგომარეობაში. იგივეს აქვს ადგილი ადამიანის ორგანიზმის შემთხვევაშიც. თუ ორგანიზმში მუდმივად მოხდება სულის ფორმირებისათვის საჭირო მასალების გამომუშავება, ისინი აღმოჩნდებიან ორგანიზმში განაწილებული და გახსნილი. ორგანიზმში უნდა არსებობდეს ამ მასალების ზედმეტი რაოდენობა. მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი კრისტალიზაცია.

მასალა, რომელიც კრისტალიზდება აღნიშნული ჭარბი რაოდენობიდან და ღებულობს ადამიანის ფიზიკური სხეულის ფორმას, ეს მისი ასლია, რომელიც შეიძლება გამოიყოს ფიზიკური სხეულიდან. თითოეულ სხეულს გააჩნია განსხვავებული ხნით სიცოცხლის შესაძლებლობა. თითოეული სხეული ემორჩილება სხვადასხვა რიგის კანონებს.

ახალი მეორე სხეული იწოდება ასტრალურ სხეულად ფიზიკურ სხეულთან მიმართებაში. სწორედ ეს არის ის რასაც სულს ეძახიან. მეცნიერება უკვე ახლოსაა მეორე სხეულის არსებობის ექსპერიმენტალურ დადასტურებასთან. სულზე საუბრისას საჭიროა ავხსნათ, რომ არსებობს მათი რამოდენიმე კატეგორია, მაგრამ მხოლოდ ერთ მათგანს შეიძლება ნამდვილად ვუწოდოთ ეს სახელი (სული). როგორც ადრე ითქვა სული მოიპოვება ცხოვრების განმავლობაში. თუ ადამიანმა დაიწყო აუცილებელი სუბსტანციების დაგროვება, მაგრამ გარდაიცვალა მათ კრისტალიზაციამდე, მაშინ ეს სუბსტანციები დაიშლებიან და განიფანტებიან ფიზიკური სხეულის სიკვლილთან ერთად.

ადამიანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოვლენა წარმოადგენს სამი სახის ძალის ქმედების პროდუქტს. გავიხსენოთ, რომ ყოველივე ცოცხალის მსგავსად, დედამიწა, პლანეტათა სამყარო და მზე უშვებენ ემანაციებს. მზესა და დედამიწას შორის გარე სივრცეში ერთგვარად არსებობს ემანაციების სამი ნაზავი . მზის ემანაციები, რომელთაც მისი დიდი ზომების პროპორციულად დიდი სიგრძე გააჩნიათ აღწევენ დედამიწას და წინააღმდეგობის გარეშე განჭოლავენ მას, რამდენადაც მათ გააჩნიათ ყველაზე ნატიფი შემადგენლობა. პლანეტების ემანაციები აღწევენ დედამიწას მაგრამ ვერ აღწევენ მზეს. დედამიწის ემანაციები კიდევ უფრო სუსტია. ამგვარად დედამიწის ატმოსფეროს საზღვრებში არსებობენ სამი სახის ემანაციები-მზის, დედამიწისა და პლანეტების. დედამიწის ატმოსფეროს გარეთ მისი ემანაციები არ არსებობს. იქ სახეზეა მხოლოდ მზისა და პლანეტების ემანაციები. ხოლო უფრო ზემოთ მხოლოდ მზის ემანაციები. ადამიანი წარმოადგენს პლანეტარული ემანაციებისა და დედამიწის ატმოსფეროს დედამიწის მატერიალურ ელემენტებთან ურთიერთქმედების შედეგს.

ჩვეულებრივი ადამინის სიკვდილის შემდეგ მისი ფიზიკური სხეული იშლება შემადგენელ ნაწილებად. მიწის ნაწილები უბრუნდება მიწას -„მიწა იყავ და მიწადვე იქეც“. ნაწილები, რომლებიც პლანეტარული ემანაციებიდან იყო მიღებული უბრუნდება პლანეტათა სამყაროს. დედამიწის ატმოსფეროს ნაწილაკები უბრუნდებიან მას. ამგვარად არაფერი არ რჩება ერთიანი სახით. თუ მეორე სხეული კრისტალიზდება ადამიანში მის სიკვდილამდე, ის გააგრძელებს სიცოცხლეს ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგაც. ამ ასტრალური სხეულის მატერია თავისი ვიბრაციებით შეესაბამება მზის ემანაციების მატერიას და დედამიწისა და მისი ატმოსფეროს ფარგლებში პრაქტიკულად ურღვევია. მიუხედავად ამისა, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავებული იყოს . მან შეიძლება იცხოვროს დიდი ხანი, ან მისი არსებობა მალე დამთავრდება. ეს ხდება იმიტომ ,რომ პირველი სხეულის მსგავსად, მეორე სხეულსაც გააჩნია ცენტრები, ცხოვრობს და ღებულობს შთაბეჭდილებებს. და რამდენადაც მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება და შთაბეჭდილებების მასალა, მან უნდა გაიაროს აღზრდა ისევე როგორც ახალდაბადებულმა ბავშვმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ახალი სხეული უძლური აღმოჩნდება არსებობისათვის. დამოუკიდელად არსებობის საშუალებას მოწყვეტილი, ის, ისევე, როგორც ფიზიკური სხეული, მალე დაიშლება შემადგენელ ნაწილებად. ყოველივე არსებული ამავე კანონს ემორჩილება რამდენადაც „როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ“, ის რაც შეიძლება არსებობდეს პირობათა ერთ „ნაკრებში“, არ შეიძლება არსებობდეს პირობათა განსხვავებულ „ნაკრებში“. თუ ასტრალური სხეული ეჯახება უფრო ნატიფი ვიბრაციების მატერიას, ის იშლება .

ამგვარად კითხვაზე: „უკვდავია თუ არა სული“ ზოგადად არსებობს ერთადერთი პასუხი „კი“ და „არა“ უფრო გარკვეული პასუხისათვის აუცილებელია ვიცოდეთ რა სახის სული იგულისხმება და რა სახის უკვდავება. როგორც ვთქვი, ადამიანის მეორე სხეული - ეს არის სული მის ფიზიკურ სხეულთან მიმართებაში. და როგორც ასეთი, ის თავადაც იყოფა სამ პრინციპად, აღებული როგორც ერთიანი მთლიანი ეს არის აქტიური ძალა, დადებითი პრინციპი პასიური, უარყოფითი პრინციპის - ფიზიკური სხეულის საწინააღმდეგოდ. მანეიტრალიზებელ ძალას აქ წარმოადგენს განსაკუთრებული მაგნეტიზმი, რომელსაც ყველა ადამიანი არ ფლობს, მაგრამ რომლის გარეშე მეორე სხეულს არ შეუძლია გამოავლინოს ძალაუფლება პირველზე. განვითარება შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.

ადამიანს ორი სხეულით ახალი სუბსტანციების კრისტალიზაციის შემდეგ შეუძლია შეიძინოს ახალი თვისებები. ამ შემთხვევაში მეორე სხეულის შიგნით ფორმირდება მესამე სხეული, რომელსაც ზოგჯერ მენტალურ სხეულს უწოდებენ. აქ მესამე სხეული წარმოადგენს აქტიურ პრინციპს ,მეორე-მანეიტრალიზებელს, ხოლო პირველი ფიზიკური სხეული კი პასიურს. მაგრამ არც ესაა ჯერ სული ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ასტრალურიც შეიძლება მოკვდეს. რის შემდეგაც დარჩება მხოლოდ მენტალური სხეული. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სხეული გარკვეული აზრით უკვდავია, ადრე თუ გვიან ის მაინც შეიძლება მოკვდეს. მხოლოდ მეოთხე სხეული ასრულებს ადამიანის შესაძლო ფორმირებას არსებობის დედამიწისეულ პირობებში. ის უკვდავია მზის სიტემის ფარგლებში. ამ სხეულს ეკუთვნის ნამდვილი ნება. სწორედ ის არი ნამდვილი „მე“, ადამიანის სული, პატრონი. ეს არის აქტიური პრინციპი ყველა სხვა სხეულების მიმართ ერთად აღებული. ყველა ოთხი სხეული, რომლებიც ერთიმეორის შიგნით არსებობენ, შეიძლება დაყოფილნი იქნან. ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ უმაღლესი სხეულები შეიძლება დანაწევრებულები აღმოჩნდნენ. გარადასხეულება (Перевоплощение) იშვიათი მოვლენაა; ის შესაძლებელია დროის ძალიან ვრცელი პერიოდის შემდეგ ან როდესაც ერთი ადამიანის ფიზიკური სხეული იდენტურია მეორე ადამიანის ფიზიკური სხეულისა, რომელსაც უმაღლესი სხეულები გააჩნია.

ასტრალურ სხეულს შეუძლია გარდაისახოს ასეთივე ფიზიკურ სხეულთან შემთხვევითი შეხვედრით. მაგრამ ეს მხოლოდ გაუცნობიერებლად ხდება. მენტალურ სხეულს კი შეუძლია გააკეთოს არჩევანი.

(გურჯიევი სრულად არ უარყოფდა ადამიანში სულის არსებობას -ის ამბობდა რომ ეს მხოლოდ "სულუკაა: Душонка განუვითარებელი ისევე როგორც ჩვილი ბავშვი, და რომელიც უნდა გაძლიერდეს გა განვითარდეს რომ სულად იქცეს. აქ ტექსტში ის წერს რომ ადამიანი საერთოდ უსულოდ იბადება, თუმცა ეს მისი მეთოდია - შიშის საშუალებით გამოფხიზლების - მთარგმნელის შენიშვნა)

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...