პირველ რიგში მოვიძიოთ «ვიკიპედიური ცნობები» და ეგრეგორის ცნების ისტორიული წინამძღვრები.

ეგრეგორი (ძვ.-ბერძნულიდან ἐγρήγορος - «ფხიზელი, მღვიძარი» (Awaken)) ოკულტურ და ახალ (არატრადიციულ) რელიგიურ მიმართულებებში - «მენტალური კონდენსატი», რომელიც წარმოშობილია ადამიანთა ჯგუფის (გაერთიანების) აზრებითა და ემოციებით, და გააჩნია დამოუკიდებელი არსებობის უნარი.

პირველი ავტორი, ვინც ეს სიტყვა თანამედროვე ენებში გამოიყენა - ვიქტორ ჰიუგოა, ლექსების კრებულში - «საუკუნეთა ლეგენდები» (La Légende des siècles). ამ ძველბერძნული სიტყვით ზოგჯერ აღნიშნავდნენ ბიბლიურ ანგელოზებს ან ანგელოზისმაგვარ სულებს. გვხვდება წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში და ენოქის წიგნში (აპოკრიფი).

ფრანგი ოკულტისტი ელიფას ლევი ეგრეგორებს აიგივებდა ტრადიციასთან, რომელიც ეხება «მღვიძარებს», ნეფილიმების მამებს. ლევი აღწერდა ეგრეგორებს, როგორც საშინელ არსებებს, რომლებიც «უმოწყალოდ გვსრესენ, რადგანაც არ იციან ჩვენი არსებობის შესახებ».

ეგრეგორების, როგორც მენტალური კონდენსატების შესახებ კონცეფცია განავითარეს როზენკროიცერებისა და ოქროს განთიადის ორდენებმა.

მანიქეიზმის დოქტრინაში ეგრეგორები - ესაა მცველები, ანუ არხონტები, რომლებიც ზეციურ სიმაგრეებში გამომწყვდეულ დემონებს დარაჯობენ. ერთ-ერთ ცაზე ხდება ეგრეგორების აჯანყება, რომლებმაც დამოუკიდებელი ცხოვრება გადაწყვიტეს. მათ წარმოშვეს გიგანტები, რომლებმაც 36 ქალაქი აიშენეს, რათა მათში ადამიანებთან ურთიერთკავშირში ეცხოვრათ. თუმცაღა სინათლის მიერ გამოგზავნილმა ანგელოზებმა «შეიპყრეს მცველები, გამოამწყვდიეს მიწის სიღრმეებში და გაანადგურეს მათი მიწიერი შთამომავლობა - გიგანტები». ამაზე მოგვითხობს ფრაგმენტებად შემორჩენილი მანიქეისტური «გიგანტების წიგნი».

მკვლევარები ამ ლეგენდის უშუალო წყაროს აპოკრიფულ «ენოქის წიგნში» ხედავენ. საინტერესოა, რომ ენოქის მეორე წიგნში დაუმორჩილებელი მცველები «გრიგორებად» მოიხსენიებენ, ანუ მათ სახელი ბერძნული სიტყვის პირდაპირი ტრანსკრიფციის შედეგად მიიღეს.

თანამედროვე ეზოთერიაში ეგრეგორი წარმოადგენს ერთ-ერთ თეოსოფიურ ცნებას. თავის შრომებში მას აქტიურად იყენებდა პაპიუსი, ასევე რუსი მისტიკოსი-ვიზიონერი დანიილ ანდრეევი: «ეგრეგორებში იგულისხმება არამატერიალური წარმონაქმნები, რომლებიც ჩნდებიან კაცობრიობის გარკვეული ფსიქიკური დანაყოფებისგან, დიდი კოლექტივების თავზე. ეგრეგორებს არ გააჩნიათ სულიერი მონადები, მაგრამ აქვთ დროებით კონცენტრირებული ნებელობითი მუხტი და თვითცნობიერების ექვივალენტი (წიგნიდან - „სამყაროს ვარდი“)».

 ოკულტიზმში ეგრეგორი - ესაა არსება, რომელიც ურთიერთქმედებს ადამიანის ფსიქიკასთან. ერთდროულად, ასტრალურ და მენტალურ პლანებზე (ოკულტური ტერმინოლოგიით) არსებობით, მას შეუძლია შეასრულოს ლოგიკური ოპერაციები ადამიანთა ემოციებზე და გრძნობებზე.

 ბიო-ენერგო-ინფორმატიკის თვალსაზრისით «ეგრეგორი» - ესაა ენერგო-ინფორმაციული სტრუქტურა, რომელიც წარმოშობილია საერთო იდეით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფის ემოციებითა და აზრებით.

 მთლიანობაში, ეგრეგორი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ადამიანთა აზრებით მიერ წარმოშობილი წარმონაქმნი, რომელიც მოქმედებს ჯგუფის თვითოეული წევრისგან დამოუკიდებლად, და შესაძლოა მთელი ჯგუფისგან დამოუკიდებლადაც.

 XX საუკუნის დასაწყისში ფრანგმა ოკულტისტმა ფრანსუა მენონმა თავის ნაშრომში: «საერთო მონახაზი ეგრეგორების თეორიაში» გამოყო ექვსი ე.წ. «გლობალური ეგრეგორი», ანუ ძალა, რომლებიც წარმოშობილია ადამიანთა აზრების მიერ ყოფიერების შესაბამის კატეგორიათა შესახებ, და რომლებსაც შეუძლიათ მართონ ადამიანთა ცხოვრება გლობალურ ასპექტში. ამ ძალებს შორის იგი გამოჰყოფდა «სიკეთეს» და «ბოროტებას», «სიცოცხლეს» და «სიკვდილს», «წესრიგს» და «ქაოსს». თუმცაღა ეს თეორია ფართოდ არ გავრცელებულა (მენონის წიგნი მცირე ტირაჟით დაიბეჭდა) და რამდენიმე საიდუმლო საზოგადოების საკუთრება გახდა.

 მასონობის ისტორიკოსი ჟაკ შაბო აღწერს ეგრეგორის ცნების მასონურ გაგებას, როგორც «მთელი ჯგუფის აღტაცებისა და გაერთიანების მომენტი, რომელიც ჩნდება რიტუალის დასრულების მომენტში, როცა მასონები ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ერთად ქმნიან „საძმოს ჯაჭვს“», ამასთან იგულისხმება მასონებს შორის კავშირი მთელს მსოფლიოში.

 ზოგიერთ თანამედროვე ეზოთერულ სწავლებაში ითვლება, რომ ენერგო-გაცვლა ადამიანსა და ეგრეგორს შორის არატოლფასია, რომ ეგრეგორი ყოველთვის უფრო მეტ ენერგიას ღებულობს ადამიანისგან, ვიდრე აძლევს, და ამავე დროს ადამიანისთვის შეუმჩნევლად მოქმედებს მის აზროვნებაზე. ამ იდეის განვითარებას მისი მომხრეები მიჰყავს ადამიანის აზროვნებაზე ეგრეგორის მუდმივი შეუმჩნეველი ზეგავლენისგან ფსიქიკური დაცვის შექმნის აუცილებლობამდე. ამასთან, კ. ტიტოვი გამოყოფს ადამიანსა და ეგრეგორს შორის შემდეგ შესაძლო ურთიერთ-კავშირებს:

 ეგრეგორული მასის ადამიანი — ესაა საშუალოსტატისტიკური ადამიანი, რომელიც ექვემდებარება ეგრეგორთა დიდი რაოდენობის ზეგავლენას, და ემორჩილება ეგრეგორულ ტენდენციებს, და საშუალოდ მისი აზროვნება არც ისე ძლიერ იცვლება, რადგანაც სხვადასხვა ეგრეგორთა ზეგავლენა ერთმანეთს აკომპენსირებს.

 ეგრეგორული მარიონეტები — ადამიანები, რომლებიც როგორც წესი ცდილობენ დაფარონ თავიანთი ფსიქოლოგიური ტრავმა ეგრეგორული იდეით, პრინციპით: «მე თავს მოწყვლადად ვგრძნობ, მაგრამ სამაგიეროდ აქა და აქ ვირიცხები...» სწორედ ეს მდგომარეობა, ტიტოვის აზრით, აიძულებს ადამიანებს, რომ სხვადასხვა სახის სექტაში ჩაერთონ.

 ეგრეგორული ბარბაცები — ადამიანები, რომლებსაც რიგ-რიგობით იტაცებს ხან ერთი იდეა, ხან მეორე, და საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ თავიანთ ყოველ გატაცებაზე.

 ეგრეგორული ლიდერები — ადამიანები, რომლებიც ეგრეგორული პირამიდის მწვერვალზე იმყოფებიან და ერთი შეხედვით ეგრეგორისგან ენერგიას იღებენ. მაგრამ ლიდერი შესაძლებელია შეიცვალოს ეგრეგორული ტენდენციის ცვლილებასთან ერთად და ადამიანი თავის უპირატესობებს დაკარგავს.

 არაეგრეგორული ადამიანები — მათ განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც თანდაყოლილი უნარების ან ცნობიერი განწყობის შედეგად ფსიქიკაში გააჩნიათ სპეციალური დაცვა, და უნარი აქვთ, ქვეცნობიერ დონეზე „დაბლოკონ“ ეგრეგორთა ზემოქმედება.

 ზე-ეგრეგორული მოთამაშეები — ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ რა დაცვა ეგრეგორებისგან, ქმნიან ე.წ. «პერსონალურ ეგრეგორს», რომელიც მათი ცნობიერების ნებას ემორჩილება.

არსებობს საწინააღმდეგო შეხედულებაც, რომ ეგრეგორისგან შესაძლებელია დაცვის მიღება და ასევე შეგვიძლია დახმარება ვთხოვოთ ეგრეგორს. ამისთვის საკმარისია, შესაბამისად «განვეწყოთ» და «გამოვიძახოთ ეგრეგორი».

 ამგვარად წარმოდგენები ადამიანის ეგრეგორთან ურთიერთქმედების უსაფრთხოებისა და ტოლფასოვნების შესახებ განსხვავებულია. ზოგი ავტორი მათში სარგებელს და დაცვას ხედავს, სხვები კი ფრთხილად უდგებიან ეგრეგორთან ღია ურთიერთობას და საუბრობენ მათგან დაცვის აუცილებლობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი.

 ეგრეგორების შესახებ აქტიურად საუბრობს ვადიმ ზელანდი თავის წიგნში - "რეალობის ტრანსერფგინგი" და მოიხსენიებს მათ ტერმინით - "ქანქარები". ზელანდის აზრით ყველა ეგრეგორი (ქანქარა) თავისი ბუნებით მეტ-ნაკლებად დესტრუქციულია, რაშიც მე პირადად არ ვეთანხმები.