bruce lee

ამონარიდები ინტერვიუდან.

მთარგმნელი: ანა თოფურიძე

ჟურნალისტი: რატომ მოდიან თქვენთან ბრძოლის სასწავლად? ფილმში როლების კარგად განსასახიერებლად?

ბრიუს ლი: მთლად ასეც არაა. მათ უმეტესობას რასაც მე ვასწავლი, ეს საკუთარი თავის ცოდნაა. ეს ხალხი რომ მოდის ჩემთან არ მთხოვენ ვასწავლო მათ საკუთარი თავის ფიზიკურად დაცვა, არამედ მათი თავის სხეულის ენით გამოხატვა, ეს იქნება სიბრაზე თუ შეზღდულობა. მოკლედ რომ ვთქვა ისინი მე მიხდიან როგორ ვასწავლო ბრძოლისას სხეულის ენით საკუთარი თავის გამოხატვა.

ჟურნალისტი: და ეს არის მსახიობობა ასე არაა? ეს მსახიობისთვის სასარგებლო უნარებია.

ბრიუს ლი: შეიძლება ცოტა ფილოსოფიურად ჟღერდეს, მაგრამ ეს არის სწორედ არამსახიობობის მსახიობობა და მსახიობობა არამსახიობობის.. თუ გინდა იცოდე..

ჟურნალისტი: თქვენ მე დამაბნიეთ!

ბრიუს ლი: მართლა? აი რას ვამბობ, ეს არის ორივეს კომბინაცია. აქ არის ბუნებრივი ინსტიქტები და არის კონტროლი. თუ მეტად ერთი ხარ ან მეორე მაშინ კარგად ვერ გააკეთებ რაც გსურს, მუდმივი კონტროლით შეიძლება მექანიკური კაცი გახდე და აღარ იყო ადამიანი. ორივეს კომბინირებაა საჭირო. არც ბუნებრიობა და არც არაბუნებრიობა, იდეაა ბუნებრიობის არაბუნებრიობა და არაბუნებრიობის ბუნებრიობა.

ჟურნალისტი: ინი და იანი?

ბრიუს ლი: დიახ... მე არ ვასწავლი კატარეს. მე აღარ მჯერა სტილების. მე არ ვაღიარებ ჩინურ საბრძოლო გზას ან იაპონურ საბრძოლო გზას, სანამ ადამიანებს არ აქვთ ოთხი ფეხი და ხელი, ჩვენ გვექნება განსხვავებული ბრძოლის სტილები. სტილები ყოფენ ადამიანებს, მათ საკუთარი რწმენები რომელიც ექცევათ სახარებად და რომელსაც ვერ შეცვლი. მაგრამ არის ადამიანი და ამბობს „აი მე ვარ ადამიანი, არ მაქვს სტილი, როგორ შემიძლია გამოვხატო ჩემი თავი სრულიად და სრულყოფილად?“ ასე ვერ შექმნი სტილს, რადგან სტილი არის კრისტალიზაცია. ეს გზა არის პროცესი მუდმივი ზრდისკენ.

ჟურნალისტი: თქვენ საუბრობთ ბოქსის ჩინურ სტილზე, რით განსხვავდება ის ამერიკული ბოქსისგან?

ბრიუს ლი: პირველ რიგში ჩვენ ვიყენებთ ფეხს, ჩვენ ვიყენებთ იდაყვებს და ცერა თითს. შენ ყველაფერი უნდა გამოიყენო, ყველა კიდური არის ადამიანის სხეულის გამოვლინება. ადამიანი ყველაფერია ბრძოლისას, არა მარტო ხელი. თუ თქვენ საუბრობთ სპორტის სახეობაზე, ეს სხვაა, მაშინ დიახ, იქაა რეგულაციებიდა წესები, მაგრამ თუ საუბრობთ ბრძოლაზე..

ჟურნალისტი: წესების გარეშე...

ბრიუს ლი: ნამდვილ ბრძოლაში წესების გარეშე, მაშინ შენ უნდა გამოიყენო შენი სხეულის ყველა ნაწილი მეგობარო. თუ ურტყავ მუშტს, მაშინ ეს მარტო მუშტი ვერ იქნება, უნდა შემოტრიალდე მკერდით, მთელი ენერგია უნდა ჩადო მუშტში და დაარტყა!

ჟურნალისტი: და რა განსხვავებაა ჩინურ ბოქსაა და იმას შორის რასაც დილაობით ვხედავთ ხოლმე?

ბრიუს ლი: ეს არის ერთ-ერთი ნაწილი საბრძოლო ხელოვნების, ტაი ჩი მაგალითად.

ჟურნალისტი: შეგიძლია მიჩვენო მაგალითი?

ბრიუს ლი: (აჩვენებს ტაი ჩის ილეთს) ეს არის ძალიან ნელი... და ნელ-ნელა აწვები, მაგრამ ამავე დროს ის მოძრაობს, იხრება, იწელება და ა.შ..

ჟურნალისტი: ეს ბალეტის ცეკვას ჰგავს.

ბრიუს ლი: კი ეს არის ბალეტი, მთავარია იდეაა „მდინარის წყალი არასოდესაა გაჩერებული, შენ მხოლოდ უნდა მიჰყვე მას...

ბრიუს ლი: პირადად ჩემთვის საბრძოლო ხელოვნება არის საკუთარი თავის გულწრფელი გამოხატვა. ამის გაკეთება ძალიან რთულია, მე ძალიან მარტივად შემიძლია გაჩვენოთ სხარტი შთამბეჭდავი მოძრაობები, გაჩვენოთ შოუ და მოგხიბლოთ, მაგრამ ეს არ იქნება გულწრფელი. მე რომ გამოვხატო ჩემი თავი რეალურად, რომ არ მოვატყუო, ეს არის სწორედ რთული მეგობარო, ამისთვის საჭიროა ბევრი ვარჯიში და ბევრი რეფლექსის გაცნობიერება, რომ როცა მოგინდება ეს შეძლო..

ჟურნალისტი: თქვენ თქვით რომ როლებში არის ერთ-ერთი ხაზი რომელიც გამოხატავს თქვენს ფილოსოფიას

ბრიუს ლი: დიახ.

ჟურნალისტი: რომელია ეს?

ბრიუს ლი: მე ვთქვი „გაანთავისუფლე გონება, იყავი უფორმო, როგორც წყალი. თუ შენ ჩაასხამ წყალს თასში, ის გახდება თასი, თუ შენ ჩაასხამ მას ბოთლში ის გახდება ბოთლი. თუ ჩაასხამ მას ჩაიდანში ის გახდება ჩაიდანი. წყალს შეუძლია იდინოს.. იყავი წყალი მეგობარო“

ჟურნალისტი: დიახ გასაგებია, მე ვხედავ ძალას ამ ფილოსფიის მიღმა..

ბრიუს ლი: (იცინის)

bruce

ცნობილი გამონათქვამები:

მნიშვნელობა არა აქვს, რომ ნელა მიიწევ წინ, მთავარია, რომ არ ჩერდები;

მარცხი მარცხი არაა, თუ მას ასეთად არ აღიარებთ თქვენ ცნობიერებაში;

ნამდვილი მეგობრები ალმასივითაა — ძვირფასია და იშვიათი. ცრუ მეგობრები შემოდგომის ფოთლებივითაა — ყველგან არიან;

არ იფიქრო — იგრძენი! ეს მთვარეზე თითის მიშვერას ჰგავს. კონცენტრაციას თითზე ნუ აკეთებ, თორემ ამ ღვთაებრივ სილამაზეს გამოტოვებ;

რაზეც ფიქრობ, იმად იქცევი;

აღმოსავლეთის ხალხი ამბობს: „უფრო მოქნილი იყავი. სიცოცხლეში ადამიანი რბილი და მოქნილია, ხისტად მას სიკვდილი აქცევს“. ეს სხეულსაც ეხება, გონებასაც და სულსაც;

სხვისი განსჯის ნაცვლად მის გაგებას ვსწავლობ. არ შემიძლია, ბრმად გავყვე ბრბოს და მისი დამოკიდებულება მივიღო;

თუ რამეზე ფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, ამით ის მართლა შეუძლებელი ხდება;

კარგი მებრძოლი ის კი არაა, ვინც დაძაბულია, არამედ ის, ვინც მზადაა. ის არ ფიქრობს და არ ოცნებობს, ის ყველაფრისთვის მზადაა, რაც შეიძლება მოხდეს;


ცარიელ თავს გრძელი ენა აქვს;
 
აუცილებელი არაა, მიზანს მიაღწიო. ხანდახან ეს, უბრალოდ, მიმართულებაა შემდგომი მოძრაობისთვის;

შეცდომების პატიება საკუთარი თავისთვის ყოველთვის შეიძლება, თუ მათი აღიარების სითამამე გეყოფა;

იყავი რბილი, მაგრამ არა — მორჩილი, იყავი მყარი, მაგრამ არა — სასტიკი;

უბრალოება ხელოვნების უმაღლესი საფეხურია;

ბრძენს სულელური კითხვიდან მეტის მიღება შეუძლია, ვიდრე სულელს ბრძნული პასუხიდან;

მნიშვნელობა არა აქვს, რას გასცემ, მნიშვნელოვანია, როგორ გასცემ;

არ მეშინია იმის, ვინც 10000 სხვადასხვა დარტყმას სწავლობს. მეშინია იმის, ვინც ერთ დარტყმას 10000-ჯერ სწავლობს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...