მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი
წყარო 

Untitled 11949 წელს დაბადებული სლავოი ჟიჟეკი სლოვენიელი ფილოსოფოსი და კულტუროლოგია. არის ფრანგი ფილოსოფოსის, ჟაკ ლაკანის მთარგმნელი, ინტერპრეტატორი; ლიუბლიანის ფილოსოფიური სკოლის დამფუძნებელი.

- როდის იყავი ყველაზე ბედნიერი?

- რამდენჯერმე, როცა გამახსენდა ბედნიერი მომენტი. არასოდეს, როცა ხდებოდა.

- რა არის შენი ყველაზე დიდი შიში?

- სიკვდილის შემდეგ გაღვიძება. ამიტომაც მინდა, რომ მაშინვე დამწვან.

- რა არის შენი ყველაზე ადრინდელი მოგონება?

- შიშველი დედაჩემი. ამაზრზენია.

- რომელი ცოცხალი ადამიანი აღგაფრთოვანებს და რატომ?

- ჟან-ბერტრანდ არისტიდე, ჰაიტის ორჯერ გადაყენებული პრეზიდენტი. ის არის ნიმუში იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ხალხისთვის, თუნდაც უიმედო სიტუაციაში.

- რა არის შენი ყველაზე ცუდი თვისება?

- ინდიფერენტულობა სხვების ცუდ მდგომარეობაში ყოფნის მიმართ.

- რა არის თვისება, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონს სხვებში?

- მათი მლიქვნელური შემოთავაზება დახმარების მზადყოფნაზე, როცა ის ან არ მინდა, ან არ მჭირდება.

- რა არის შენი ყველაზე სამარცხვინო მომენტი?

- შიშველი დგომა ქალის წინ, სექსით დაკავებამდე.

- რა არის ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, რაც კი გიყიდია?

- ჰეგელის ნამუშევრების კოლექციის ახალი გერმანული გამოცემა.

- რა არის შენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება?

- იხილეთ წინა პასუხი.

- რა გაყენებს დეპრესიულ ხასიათზე?

- როცა სულელ ხალხს ბედნიერს ვხედავ.

- ყველაზე მეტად რა არ მოგწონს შენს გარეგნობაში?

- რომ ის ისეთს მაჩენს, როგორიც ვარ.

- რა არის შენი ყველაზე უსიამოვნო ჩვევა?

- ჩემი ხელების ზედმეტად სასაცილო ტიკები ლაპარაკისას.

- რა იქნებოდა შენი კოსტუმი ჰელოუინისთვის?

- ჩემი სახის ნიღაბი. ასე ხალხი იფიქრებდა, რომ მე მე არ ვარ, არამედ ვიღაც სხვა, ვინც "მედ" ასაღებს თავს.

- რა არის შენი guilty pleasure?

- გამაღიზიანებლად პათეტიკური ფილმების ყურება, როგორიცაა „მუსიკის ჰანგები“.

- რით ხარ დავალებული შენი მშობლებისგან?

- იმედი მაქვს, არაფრით. წუთითაც არ ვყოფილვარ დამწუხრებული მათი სიკვდილის გამო.

- ვისთვის გინდა ყველაზე მეტად ბოდიშის მოხდა და რატომ?

- ჩემი ვაჟიშვილებისთვის, რადგან საკმარისად კარგი მამა არ ვარ.

- როგორი გრძნობაა სიყვარული?

- როგორიცაა უდიდესი უბედური შემთხვევა, საზარელი პარაზიტი, მუდმივი მდგომარეობა კრიტიკული სიტუაციისა, რომელიც პატარა სიამოვნებებსაც აფუჭებს.

- ვინ ან რა არის შენი ცხოვრების სიყვარული?

- ფილოსოფია. მე ფარულად ვფიქრობ, რომ რეალობა არსებობს, ასე რომ, შეგვიძლია, მისით ვისპეკულიროთ.

- რა არის შენი საყვარელი სურნელი?

- ლპობაშეპარული ბუნება, მაგალითად, დამპალი ხე.

- ოდესმე გითქვამს „მიყვარხარ“ და რეალურად არ გიგულისხმია ეს?

- ყოველთვის. როცა ვინმე ნამდვილად მიყვარს, ამის გამოხატვა მხოლოდ აგრესიული და უგემური შენიშვნებით შემიძლია.

- რომელი ცოცხალი ადამიანი გეზიზღება ყველაზე მეტად და რატომ?

- ექიმები, რომლებიც მწამებლებს ეხმარებიან.

- რა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც კი ოდესმე გიმუშავია?

- სწავლება. მეზიზღება სტუდენტები. მათი (როგორც ყველა სხვა) უმეტესობა სულელი და მოსაწყენია.

- რა არის შენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება?

- რასაც ალან ბადიუ მეოცე საუკუნის „გაუგებარ კატასტროფას“ უწოდებს: კომუნიზმის კატასტროფული მარცხი.

- შენი წარსულის შეცვლა რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?

- ჩემს დაბადებას. მე სოფოკლეს ვეთანხმები: ყველაზე დიდი იღბლიანობა არდაბადებაა, მაგრამ ამაში წარმატებული ძალიან ცოტა ადამიანია.

- დროში უკან სვლა რომ შეგეძლოს, სად წახვიდოდი?

- მეცხრამეტე საუკუნის ადრეულ გერმანიაში, რათა ჰეგელის ლექციებს დავსწრებოდი.

- როგორ ისვენებ?

- ვაგნერის კვლავ და კვლავ მოსმენით.

- რამდენად ხშირად გაქვს სექსი?

- გააჩნია, რას ვიგულისხმებთ სექსში. თუ ჩვეულებრივ მასტურბაციას გულისხმობ პარტნიორთან ერთად, ვცდილობ, საერთოდ არ მქონდეს.

- როდის იყავი ყველაზე ახლოს სიკვდილთან?

- როცა გულის შეტევა მქონდა. ჩემი სხეულის სიძულვილი დავიწყე: მან უარი თქვა რომ შეესრულებინა თავისი ფუნქცია - ჩემთვის ბრმად მსახურება.

- რა გააუმჯობესებდა შენი ცხოვრების ხარისხს?

- სიბერისთვის თავის არიდება.

- რას თვლი შენს ყველაზე დიდ მიღწევად?

- წიგნში თავები, როცა გამოვავლინე, რომ რასაც ვფიქრობ, ჰეგელის კარგი ინტერპრეტაციაა.

- რა არის გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებამ გასწავლა?

- რომ ცხოვრება არის სულელი, უაზრო რამე, რასაც არაფერი აქვს ისეთი, რაც შეიძლება გასწავლოს.

- გვითხარი რაიმე საიდუმლო.


- კომუნიზმი გაიმარჯვებს.