qaveri runebi


(კენეტ მედოუზის წიგნიდან - “რუნების მაგია”)

მთარგმნელი: მამუკა გურული

კოსმოსი შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც ყოფიერების მთლიანობა. იგი მხოლოდ ნაწილობრივ და შეზღუდულად აღიქმება სხვადასხვა არსებების მიერ, რომელთა სასიცოცხლო ენერგია და ცნობიერების დონეც მათი შინაგანი ორგანიზაციით განისაზღვრება. ყოველი არსება, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, თევზი თუ მწერი, ფლობს თავის უნიკალურ აღქმას, რომელიც შეზღუდულია მათი ყოფიერების განმსაზღვრელი ბუნებრივი კანონებით. მისი «სამყარო» — ესაა მისი აქტიურობისა და ზეგავლენის სფერო. ამგვარად, თუმცა კოსმოსი მხოლოდ ერთია, მასში უამრავი «სამყარო» არსებობს.

კოსმოსი წარმოადგენს ერთ მთლიანობას, სტრუქტურირებულს სხვადასხვა შრეებად, დონეებად, ანუ ყოფიერების პლანებად. ეს «განზომილებები» არა მხოლოდ ერევიან ერთმანეთს და აღწევენ ერთმანეთში, არამედ გამუდმებით ვითარდებიან კიდეც. ჭეშმარიტად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსმოსი არა მხოლოდ მოიცავს საკუთარ თავში დროსა და სივრცეს, იგი აღემატება კიდეც მათ!

ჩრდილოეთის ხალხის უძველესი ბრძენები ამ მრავალგანზომილებიან კოსმოსს ხის სახით წარმოგვიდგენდნენ. კოსმიური ხის ცნება სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციაში სხვადასხვა სახეს იღებდა. იუდეველების მისტიურ ტრადიციაში - კაბალაში - მისი სახელია «სიცოცხლის ხე» ან «შემეცნების ხე». სკანდინავიაში იგი ცნობილია სახელით - იგდრასილი, რომელიც ნიშნავს «იგის მხედარს» (скакун Игга), მაგრამ ალბათ უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა: «ჩემი «მე»-ს მხედარს». ამგვარად, კოსმიური ხე — ესაა მრავალგანზომილებიანი სამყარო, რომელშიც ჩვენი სულის უმაღლესი «მე» სრულყოფილებისკენ გზაზე მიემართება მრავალი ცხოვრების განმავლობაში.

სხვადასხვა ხალხთა მითები, ლეგენდები და პოეტური საგები წარმოადგენდნენ ყოფიერების პირველმიზეზთა და კოსმოსის მოწყობის გაგების საშუალებებს. ეს ისტორიები სიტყვიერად გადაეცემოდნენ თაობიდან თაობას მანამდე დიდი ხნით ადრე, სანამ წერილობით სახეს მიიღებდნენ. ისინი წვრილმანთა და დეტალთა მასებად იზრდებოდნენ; შედეგად ისინი შეგვიძლია შევადაროთ დღევანდელ რომანებს, პიესებს, ფილმებს და სატელევიზიო დრამებს, სადაც გასართობი ან შემეცნებითი სიუჟეტის უკან ჩვენი საზოგადოების ამა თუ იმ პრობლემის გააზრების მცდელობა დგას. სხვა სიტყვებით, მითის ფუნქციაა დაფარული შეტყობინების გადმოცემა. თუმცაღა პრობლემა იმ შემთხვევაში ჩნდება, როდესაც მითი სიტყვა-სიტყვით აღიქმება ჭეშარიტება, «დაფარული შეტყობინების» არსი კი არასწორედ იშიფრება ან საერთოდ ქრება. ეს სამართლიანია ზოგიერთი წმინდა წერილის მიმართაც, რომელიც ალეგორიებითა და მეტაფორებითაა სავსე. მათში ჩადებული სულიერი ჭეშმარიტებები ვერ აღიქმება მათ მიერ, ვინც შეცდომით თვლის მათ ისტორიულ მოვლენებად.

ქრისტიანობამდელი ეპოქის რუნული შამანების დიად საქმედ «პოეტური თაფლის» მოპოვება ითვლებოდა. ეს იყო ღმერთების ნექტარი, რომელიც საშუალებას იძლეოდა, განეცადათ ნეტარი შთაგონების მდგომარეობა, რომელიც ყველა ჩვეულებრივ გრძნობას აღემატებოდა, შეხებოდნენ უმაღლესი სიბრძნის წყაროს და გადმოეცათ ეს სიბრძნე სიტყვებით. ალკოჰოლის მსგავსად, იგი ამახვილებდა აღქმას და ხსნიდა წვდომას ცოდნისადმი, რომელიც თქმულებებში და მოგონებებში იყო დაფარული.

ჩრდილოურ მითებში ამ ნექტარს იცავდა ეტინი — უზარმაზარი ძალის მქონე გიგანტი. იგი შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც უცვლელი არსება, რომელიც ისეთად რჩება, როგორც ყოველთვის იყო. ეტინის ხატ-სახე გულისხმობს ერთგვარი უპიროვნო ძალის არსებობას, რომელიც ცოდნას ისე იცავს, რომ იგი არც იკარგება და არც მცირდება, ძალის, რომელიც სხვა დანარჩენი არსებების მსგავსად არ იცვლება. რჩება რა დაფარულად, ცოდნა არ იკარგება; იგი ყოფიერების სხვა პლანზე იმყოფება, და საჭიროა გარკვეული ბიძგი, რათა გავაფართოვოთ ჩვენი ცნობიერება და მივწვდეთ მათ. უფროსი და უმცროსი ედდები — ქრისტიანობამდელი სკანდინავიის პოეტური ნაწარმოებებია, რომლებზეცაა აგებული რუნების თანამედროვე ინტერპრეტაცია, და ისინი წერილობითი სახით შედგენილ იქნენ X – XIII საუკუნეებში. ისინი შეიცავენ რუნულ პოემებს, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ მითიურ ისტორიებს და სწავლებებს ცხოვრების საიდუმლოებათა შესახებ, სამყაროს უჩინარ ძალთა და მათი ადამიანებთან ურთიერთკავშირთა შესახებ. მითების ისტორიული ცოდნა გადაეცემოდა ძირითადად უსახელო პოეტების მეშვეობით, რომელიც გაუნათლებელ ხალხს იმ დროში ართობდა. დღევანდელი მითები, რომლებიც შეგროვებულია და ხელახლა გადმოცემულია სხვადასხვა ისტორიკოსების მიერ, წარსულის დანატოვარის მხოლოდ ნარჩენებია.

განსხვავებით აღმოსავლური მითებისგან, ნორვეგიული მითები არ ამტკიცებენ, რომ სამყარო «არაფრისგან» წარმოიშვა, არამედ გულისხმობენ, რომ იგი გახდა რაღაც უკვე არსებულის ნივთიერი გამოვლინება. სხვა სიტყვებით, სამყაროს შემქმნელმა მხოლოდ სხვა ფორმა მისცა იმას, რაც მანამდე არსებობდა, მაგრამ იმყოფებოდა მდგომარეობაში, რომელიც არაა განპირობებული ფიზიკის კანონებითა და იმ განგრძნობადობით, რომელსაც ჩვენ «დროს» ვუწოდებთ. მითიური «შეტყობინების» აზრი იმაში მდგომარეობს რომ სამყარომ ყოფიერი ფორმა მიიღო არაორგანიზებული ქაოსური სუბსტანციიდან.

მოძრაობამ გამოიწვია პოლარიზაცია, რომელმაც ყველაფერი არსებული ორ ურთიერთწინააღმდეგობად დაყო: კოსმიური ცეცხლი და კოსმიური ყინული, იანის და ინის ექვივალენტი დაოსურ ტრადიციაში. შემკუმშავი და გამაფართოვებელი ძალები ერთმანეთს შეერწყა და უზარმაზარი ენერგია, ანუ «მესამე ძალა» გამოანთავისუფლა. ამ მესამე ძალამ მოახდინა გამოუვლენელის ენერგეტიკული სუბსტანციის ფორმირება, რომელიც, თავის მხრივ, გამოვლენილი გახდა შესაძლებლობათა და ფორმათა უსასრულო რაოდენობაში. ასეთია შემქმნელ, შემკვრელ და გარდამქმნელ ძალათა პირველი ტრიადა.

ჩრდილოური მითის თანახმად, პირველადი ქაოსური სუბსტანციისგან, ანუ ჰიგუნჰაგაპისგან შეიქმნა ანდროგინული არსება. ამ გიგანტს «უმრი» ერქვა, რაც თარგმანში ნიშნავს «მოღრიალე ბგერას» (ревущий звук) და შეესატყვისება სხვა რელიგიების სწავლებას, სადაც ნათქვამია, რომ თავდაპირველად იყო პირველადი მოძრაობა და პირველადი ბგერა. ამგვარად, ქმნილება ბუნებრივი და ორგანული პროცესი გახლდათ. პირველადი სუბსტანციისგან წარმოქმნილი, იგი ორ ძირითად ფორმად არსებობდა: ენერგეტიკულად და მატერიალურად. ენერგია ნივთიერება ურთიერთ-ჩანაცვლებადია; ერთიც და მეორეც პირველად სუბსტანციას უბრუნდება. მატერიალისტურმა მეცნიერებამ მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში «აღმოაჩინა» ის, რაც უკვე ღრმა წარსულში იყო ცნობილი.

გიგანტ უმრის მოკვლა და მისი სხეულისგან სამყაროს ფორმირება - ესაა ალეგორია, რომელიც გულისხმობს, რომ მთელი ყოფიერება შექმნილ იქნა «ცოცხალი» სუბსტანციისგან და ფორმირებულ იქნა მოწესრიგებულ, განვითარებად სტრუქტურად. ამ სტრუქტურას საფუძლად ფიფქის ფორმა უდევს, ხოლო ორგანიზაციით ხეს ჰგავს — თუმცა ძველად ვერავის ეცოდინებოდა, რომ გაყინული წყლის მოლეკულებისთვის ჰექსაგონალური ფორმა ერთადერთ შესაძლებელს წარმოადგენს. მაგრამ ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს. რუნული შამანები კარგად აცნობიერებდნენ ფიფქის ჰექსაგონალური ფორმის მნიშვნელობას კოსმოსის სტრუქტურის გასაგებად.

მითის თანახმად უმრის თავის ქალის მცველებად ოთხი მცველი გნომი დადგა. რისი სიმბოლოა ეს? წარმართულ ხალხში თავის ქალა არ ითვლებოდა საშიშ საგნად, სიკვდილის იმ სიმბოლოდ, რომელსაც ახლა წარმოადგენს ჩვენი უმრავლესობისთვის. თავის ქალა წარმოადგენდა გაცნობიერებული აღქმის სათავსოს, სულის დროებით სამყოფელს. იგი გვახსენებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი არსების ხორცი ქრება, მისი ინდივიდუალობა დარჩება «გადაიტანს» სიკვდილს. ამგვარად, თავის ქალა მოწმობდა, რომ მოვლენათა გარესამყაროს საზღვრებს მიღმა არსებობენ ყოფიერების სხვა დონეები, რომელთა აღქმაც მხოლოდ შიგნიდან შეგვიძლია.

ოთხი მცველი ჩრდილოურ მითოლოგიაში და ოთხი სული-მცველი ძირძველი ამერიკელების კოსმოლოგიაში განასახიერებდნენ ძალებს, რომლებიც «ცას» (გამოუვლენელ რეალობას) და «მიწას» (ფიზიკურ რეალობას) ერთმანეთთან აკავშირებდნენ.

კიდევ ერთ საინტერესო განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის, რომ ადამიანის თავის ქალა შედგება რვა ძვლოვანი ფირფიტისგან, რომელიც გარს არტყავს და იცავს თავის ტვინს. ეს მნიშვნელოვანი დაკვირვებაა, რადგანაც თავის ქალის აგებულება ოქტავების ჰარმონიულ კანონს შეესატყვისება. ნუმეროლოგიაში ციფრი რვა განასახიერებს კავშირს ხილულსა და უხილავს, შეხებადსა და შეუხებელს შორის. ორი წრე ერთიანდება წერტილში, სადაც მოძრაობის მიმართულება (საათის ისრის მიმართულებით) საწინააღმდეგოთი იცვლება. წონასწორობის ეს წერტილი განასახიერებს იმ მომენტს ენერგიის მოძრაობაში, როცა ხდება მისი ტრანსფორმაცია, დაოსურ ტრადიციაში რვიანი წარმოადგენს ინის და იანის დაბალანსებული ერთიანობის სიმბოლოს.

იგდრასილის ხე ზოგჯერ გამოისახებოდა ფიფქის სიმბოლოს სახით, რომელიც კოსმოსის მსგავსი იყო: ხე ვერტიკალური ღერძით, გადაკვეთილი ორი ენერგეტიკული ხაზით. ეს სტრუქტურა განასახიერებს სასიცოცხლო ძალის დინამიკას, რომელიც ზემოთ, ცენტრალური ღერძით მიემართება და წყაროსგან ვრცელდება, როგორც წვენი, რომელიც ხის ფესვებისგან ადის, ტოტებსა და ფოთლებში ცირკულირებს, შემდეგ კი თავის წყაროს უბრუნდება განახლებისთვის და აღორძინებისთვის. ამგვარად, კოსმოსი გამოისახება ნივთიერებისა და ენერგიის დინამიური, ურთიერთმოქმედი უსასრულობის სახით.

ცენტრალური წერტილი ფიფქის სიმბოლოში, სადაც ყოფიერების პლანები «შუაში» იკვეთება, წარმოადგენს ტრანსფორმაციისა და განვითარების წერტილს. ეს ცენტრალური პლანი ანალოგიაა ყოველდღიური მიწიერი ცხოვრებისა, რადგანაც მიწა — ესაა აქტიურობის სამეფო, რომელიც ჩვენს ერთადერთ რეალობად გვეჩვენება. მაგრამ ვერტიკალური ღერძი გულისხმობს მაღლა, უფრო ნატიფ დონეებამდე ასვლის, ან დაბლა, «ცოცხალი სიკვდილის» მდგომარეობამდე დაშვების შესაძლებლობას.

დიადი «არაფრისგან», ფორმისა და განგრძობადობის გარეშე, წარმოიქმნა ერთადერთი წერტილი. ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც აღქმის გაჩენა ათვლის წერტილის გარეშე — სულის უსასრულო პოტენციალი მისი თვისებების ფორმირებამდე. ყოფიერება-არაფერში გამოისახებოდა წერტილით ან წრით:

 

meსინგულარული «მე»-ს აღქმა ახდენს რიტმული პულსაციის გენერირებას, რომელიც თვით-არეკვლას წარმოშობს. თვით-არეკვლის შედეგად «მე» გარდაიქმნება «მე ვარ»-ად. ამგვარად სივრცეში ჩნდება განზომილება, რომელსაც განგრძნობადობა გააჩნია, მაგრამ არ აქვს სიგანე და სიმაღლე. ეს პირველი განზომილება ხაზით გამოისახება:

 

 

zedapiriროცა თვით-არეკვლა პერსპექტივაში განიხილება, ჩნდება «ზედაპირი» — მეორე განზომილება, რომელსაც სიგრძე და სიგანე აქვს, მაგრამ არ აქვს სიღრმე. ძველად მას სამკუთხედის სახით გამოსახავდნენ:

 

samkutxedi

 

ცნობიერების ორგანზომილებიანი ზედაპირის მიღმა გასვლის შედეგად ჩნდება მესამე განზომილება. იგი გამოისახებოდა 

სამკუთხედის სახით, კვადრატულ ფუძეზე და გამოხატავდა ფორმას, რომელიც სინგულარული წერტილიდან წარმოიშობა

kvadratuli fudze

ხანგრძლივობის ცნება განსაზღვრავს მეოთხე განზომილების არსებობას, რომელსაც ჩვენ დროს ვუწოდებთ. ფორმა, რომელსაც გააჩნია დროში ხანგრძლივობა, გადადის გამოვლენილის სფეროში. ფიზიკური რეალობა არსებობს ოთხი განზომილების საზღვრებში, რომლის სიმბოლოც პირამიდაა. 

    piramida

მეხუთე განზომილება — ესაა გონების განზომილება, რომელიც ნივთიერების მიღმა იმყოფება და არ გააჩნია ხანგრძლივობა, მაგრამ მოქმედებს ნივთიერების მეშეობით და დროის ფარგლებში. გონების მეშეობით ხორციელდება არჩევანი.

მეექვსე განზომილება სამშვინველს (Душа) ეკუთვნის. ესაა შემოქმედების განზომილება. შემოქმედების წყარო სამშინველია, და არა გონება. გონება - ეს მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობის გაფორმება და სტრუქტურიზაციაა.

მეშვიდე განზომილება სულს (Дух) ეკუთვნის. მას ფორმა არ გააჩნია, მაგრამ ფორმის მეშვეობით გამოიხატება და მასში განიცდის სრულყოფას.

მერვე განზომილება — ესაა არაფერი, რომლისგანაც წარმოიშვა ინდივიდუალური სული. ძირძველი ამერიკელები მას «დიად საიდუმლოს» ეწოდებდნენ, ჩინელები კი - დაოს.

არსებობს კიდევ ერთი განზომილება, რომელშიც ყველა დანარჩენი ერთიანდება. მეცხრე განზომილება — ესაა დედამიწა, ადგილი, სადაც შესაძლებელია ყველა დანარჩენი განზომილების აღქმა. სწორედ ამიტომ სულის სრულყოფა აქ, მიწაზე მიმდინარეობს, და არა რომელიმე ეთერულ სამეფოში, ყოველდღიური რეალობის მიღმა!

სიმბოლოთა უძველეს სისტემაში სული გამოისახებოდა ორი ერთმანეთზე დადებული თანაბარგვერდიანი სამკუთხედის სახით, მწვერვალებზე წერტილებით, რომლებიც საპირისპირო მხარეს იყურებიან, და შუაში თვალით.

tvaliდიდი ერთიანობის ეს გამოსახულება მრავალგანზომილებიანი სამყაროს სიმბოლოსაც წარმოადგენდა. იგივე კონცეფცია, მაგრამ უკვე სხვაგვარად, ასახულია ჩრდილოური ტრადიციის კოსმიურ ხეში, სადაც არსებობს ცხრა «სამყარო», ანუ ყოფიერების პლანი.

yofierebis harmoniashiმიუხედავად იმისა, რომ ყოველი სამყარო ცხრა სამყაროთაგან ცალკეა სხვებისგან და სხვაგვარად ფუნქციონირებს, მის არსებობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთელი ყოფიერის ჰარმონიაში (ნახ. 1). ეს სამართლიანია მთელ სამყაროსთან მიმართებაშიც, და რადგანაც ყოველი ადამიანი წარმოადგენს სამყაროს მინიატურაში, ჩვენს მსგავსად ვართ მოწყობილნი. 

გერმანული კულტურის ტრადიციის გავლენით ეს ცხრა სამყარო დაემსგავსა ცხრა «სახლს», ან «სასახლეს». 

ygradasili

დავიწყოთ ჩვენთვის უფრო ნაცნობი საშუალო (შუა) სამყაროთი, რომლის დასახელება - მიდგარდიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს «შუა მიწას». იგი ასე იწოდება, რადგანაც განლაგებულია კოსმიური სტრუქტურის ცენტრში, ყველა დანარჩენი სამყაროს ურთიერთქმედების წერტილში. აქ ჩვენი მთლიანი ყოფიერების ყველა ასპექტი - ფიზიკური, ენერგეტიკული, მენტალური და სულიერი - დინამიურ წონასწორობაში იმყოფება და ერთმანეთზე ზემოქმედებს. ესაა ყოველდღიური რეალობის, საღი აზრისა და ემოციის სამეფო. აქ, სადაც დრო მბრძანებლობს, იმყოფება ადამიანური პიროვნების დროებითი «მე»-ც. აქ თანაბრადაა ძალები, რომლებსაც ჩვენ სიკეთეს და ბოროტებას ვუწოდებთ, და ყოველი ქმედება ხორციელდება არჩევანის ან მდუმარე თანხმობის შედეგად. მიდგარდი - კაცობრიობის ადგილ-სამყოფელია, «სახლი ყოველივე არსებულის შუაში». 

მიდგარდის საკვანძო რუნაა იარა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მიწის სტიქიას. მისი ძირითადი თვისება მდგომარეობს დროის «წრე-ბრუნვაში», რამეთუ ეს ძალა მართავს წელიწადის დროთა ცვლილებას. იგი გამოიხატება თანდათანობით ცვლილებებსა და განვითარებაში და ნათლად მიუთითებს ჩვენი მიწიერი ცხოვრების ჭეშმარიტ მიზანზე: ესაა პერიოდი ჩვენი მთლიანი არსების ყველა ასპექტის განსავითარებლად - სულის სრულყოფისათვის. 

 მიდგარდის თავზე ვერტიკალურ ღერძზე განლაგებულია ლაიტალფჰეიმი, რომელსაც შემოკლებით ალფჰეიმსაც უწოდებენ - ანუ გასხივოსნების ადგილს, სადაც გონის სინათლე უფლობს.

cxra

ნახ. 1 ცხრა «სამყაროს» ხე,შუაში მიწიერი რეალობით.

ესაა ინტელექტისა და წარმოსახვის სამეფო. ესაა ჩვენი მენტალური სამყარო, ჩვენ კარგად ვიცნობთ მას, და არც კი ვეჭვობთ, რომ იგი ალტერნატიულ რეალობაშიც არსებობს. ჩრდილოურ მითებში ალფჰეიმი ელფების სამყოფელი იყო - პაწაწინა არსებების, რომლებიც იშვიათად ენახვებოდნენ ადამიანებს, მაგრამ ძლიერ (კეთილისმყოფელ, ან უფრო ხშირად ცუდ) გავლენას ახდენდნენ ადამიანის გონებაზე. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი წარმოადგენენ კოლექტიურ აზროფორმებს, რომელთა «დანახვაც» არცთუ ისე მარტივია. 

ალფჰეიმის საკვანძო რუნაა - სოულუ - მზის ენერგიის პოტენციალი, რომელიც დაფარულის აღქმის საშუალებას გვაძლევს. ჩვეულებრივ ეს რუნა ასოცირდება ამომავალ მზესთან და ცეცხლის სტიქიასთან, თუმცა ჩრდილოურ მითოლოგიაში მზის ღვთაებას ასევე ქალური ასპექტიც გააჩნდა. ეს ასპექტი განასახიერებდა არა დღის მზიურ ნათებას, არამედ ღამის მთვარის არეკლილ სინათლეს. ალფჰეიმი — გონების საუფლოა, თუმცაღა თავად გონება მხოლოდ ემანაციაა სამშინველისა და მის სინათლეს ირეკლავს. რუნა სოულუ (სოლ), თუმცა კი დაკავშირებულია მზისა და სამშინველის მოძღაობასთან, აქ იგი ასოცირდება გონებასთან, როგორც სამშვინველის ანარეკლთან.

მიდგარდის ქვეშ ვერტიკალურ ღერძზე განლაგებულია სვარტალფჰეიმი, რაც ნიშნავს «გნომების სამეფოს». ჩრდილოურ ტრადიციაში გნომები ელფების ერთგვარ ორეულებს წარმოადგენენ, მაგრამ ისინი შემოქმედნი არიან. ისინი მიწის ნედლეულს ამუშავებენ (მაგალითად კრისტალებს და მინერალებს) და დასრულებულ ფორმას აძლევენ მათ. კლასიკურ დისნეის მულტფილმში - «ფიფქია და შვიდი ჯუჯა» გნომები ნაჩვენებია როგორც ძვირფასი ქვების მომპოვებლები. მითოლოგიურად გნომები ქვედა სამყაროს შემოქმედებით საწყისს განასახიერებენ: ისინი არიან იმ ყველაფრის დამამუშავებელნი და ფორმის მიმცემნი, რაც მიდგარდში იძენს ყოფიერ ფორმას. ამგვარად, სვარტალფჰეიმი — ესაა «ქმნილების» სამეფო, სადაც მომავალი აწმყოს აზრობრივი ხატ-სახეებისგან ფორმირდება; იგი ასოცირდება ქვეცნობიერ აქტივობასთან, რომელიც მიმდინარეობს ცნობიერების ზედაპირის ქვეშ და ინარჩუნებს ჩვენი «ჩვეული» რეალობის სტრუქტურას.

სვარტალფჰეიმის საკვანძო რუნაა — ეივაზი (Eihwaz), რომლის გამოსახულებაც ხერხემლის არხის, ხის ღეროს ან მცენარის ღეროს სიმბოლოა: ცენტრალური ღერძის, რომელიც ფიზიკურ სხეულს ინარჩუნებს. ამიტომ სვარტალფჰეიმი წარმოადგენს ცნობიერების იმ დონეს, რომელიც შეესაბამება გონების ქვეცნობიერ ასპექტს, ცნობიერი «მე»-ს მსახურს.

იგდრასილის ხის ვერტიკალური ღერძის ფუძეში განლაგებულია ჰელლი. თუმცაღა ეს არაა ჯოჯოხეთი ამის ქრისტიანული გაგებით, რაც შეგვეძლო სათაურიდან გამომდინარე გვევარაუდა. ქრისტიანული ჯოჯოხეთი წარმოადგენს იუდაური გეენას ინტერპრეტაციას: საზოგადოებრივი ნაგავსაყრელის ძველ ისრაელში, სადაც იწვებოდა ნარჩენები და მკვდარი მცენარეები. ჩვენი ჩრდილოელი წინაპრების წარმოდგენების თანახმად, ჰელლი გარდაცვლილთა სამყოფელს წარმოადგენდა. ბუნებრივ ციკლში სიცოცხლეს სიკვდილისკენ მივყავართ, სიკვდილს კი - ახალი სიცოცხლისკენ. ჰელლი არასოდეს გამოისახებოდა «ცეცხლოვანი გეენის» სახით. ძველი ჩრდილოელი ხალხებისთვის ცეცხლს სრულიად სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე უფრო ცხელი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ეკვატორთან უფრო ახლოს არიან. ჩრდილოეთში დაღუპვის საფრთხეს ადამიანისთვის ყინვა წარმოადგენდა და არა სიცხე!

სიტყვა «ჰელლ» ნიშნავს «გარსს». ჰელლი მართლაც «შემოგარსავს» ბუნებრივ ძალებს, რომლებიც არაცნობიერის ყველაზე ღრმა დონეებზე ფუნქციონირებენ. ესაა უძრაობისა და ინერციის სამეფო, სიმშვიდის სამეფო, რომელიც სიკვდილთან ასოცირდება. ესაა იმპულსებისა და ინსტინქტების სამყოფელი, სადაც იმყოფება ფიზიკური სხეულის არსი — სხეულებრივი «მე».

ქრისტიანობამდელ ჩრდილოეთის რელიგიაში ჰელლს ორმაგი ბუნება ჰქონდა. მისი განსახიერება იყო ქალ-ღმერთი ჰელა, რომელიც ერთი მხრიდან გამოისახებოდა, როგორც გვამი, ხოლო მეორე მხრიდან - როგორც მშვენიერი, სასურველი ქალი. ამგვარად, ღვთაების ერთი ასპექტი მიანიშნებს საფლავში შესასვლელისკენ, მეორე კი - ქალის საშოში შესასვლელისკენ. ქალ-ღმერთის ორმაგი ბუნება გულისხმობს, რომ ყველა «გარდაცვლილი» ყოფიერების შემდგომ ციკლში აღდგება.

ჰელლის საკვანძო რუნაა - ჰაგალ (ჰაგალაზი) - გარდამქმნელი ძალა, რომელიც ცოცხალი არსებების თესლში იმყოფება. ესაა ქმნილების ძალა ინერტულ მდგომარეობაში. იგი ხიდს ჰგავს, რომელიც ერთიდან მეორე ნაპირზე გადასვლის საშუალებას იძლევა.

ვერტიკალური ღერძის მწვერვალზე განლაგებულია ასგარდი, «ღმერთების», ანუ «მანათობელი არსებების» ზეციური სამეფო. მიუხედავად იმისა, რომ ასგარდი ხის უმაღლეს წერტილში იმყოფება, თითქმის წვდომის მიღმა, სინამდვილეში ეს ადამიანური არსების ყველაზე დაფარული შინაგანი ნაწილია.

ცენტრალური ამერიკის შამანების შეხედულებებში დიდი მსგავსებაა მათი ჩრდილოელი «კოლეგების» შეხედულებებთან: ისინი ფიქრობდნენ, რომ ყოველ ცოცხალი არსებას გააჩნია სული, რომელიც იმყოფება, როგორც სულიერ რეალობაში («ნაგუალი»), ასევე ფიზიკურში («ტონალი»). მათი გაგების თანახმად, სიკვდილისა და ხორცისგან განცალკევების შემდეგ ცნობიერება განაგრძობს არსებობას სულიერ რეალობაში, სადაც იგი გარშემორტყმულია ენერგეტიკული ველებით, რომლებიც ადამიანის არსების შიგნით მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში იქმნებოდა. შესაბამისად ჩვენ ვქმნით ჩვენს საკუთარ ჯოჯოხეთს!* [ავტორი განზრახ ან უნებლიედ ამახინჯებს «ნამდვილი წყვილის» ცნებას ცენტრალური ამერიკის ტოლტეკთა სწავლებაში. სინამდვილეში მას სრულიად სხვა მნიშვნელობა გააჩნია და არ ჯდება შამანისტიკის მისი მეთოდის ფარგლებში. - მთარგმნელის შენიშვნა]

ასგარდის უმაღლესი მდებარეობა ნიშნავდა, რომ ეს ადგილი მიღწევადია მხოლოდ მტკიცე, შეუპოვარი ძალისხმევების შედეგად და (შამანურ ტრადიციაში) ვალკირიების მეშვეობით. მითოლოგიური ვალკირიები ოდინის ქალიშვილები იყვნენ, რომლებსაც გარდაცვლილი გმირი-ვიკინგების სულები ბედნიერებისა და სამუდამო სიცოცხლის სამეფოში გადაჰყავდათ. სიტყვა «ვალკირია» აღნიშნავს «მას, ვინც მკვდრებს შორის ირჩევს». ვალკირიები წარმოადგენენ იმ ადამიანური «მე»-ს სრულყოფის სიმბოლოს, რომელმაც მიწიერ ცხოვრებაში ღირსეული ბრძოლით ბედნიერი იმქვეყნიური ცხოვრება დაიმსახურა. ასგარდის საკვანძო რუნაა - გებო (გიფუ).

ჰორიზონტალურ პლანზე განლაგებულია ოთხი «გარე» სამყარო.

ნიფელჰეიმი (დასახელება აღნიშნავს «ნისლების სამყოფელს» (обитель туманов)) — ილუზიების ადგილი, სადაც გარეგნული ფორმები იმყოფებიან დამკვირვებლის შინაგან არსთან შესაბამისობაში. მას გააჩნია მაგნეტური ძალა, რომელიც საგნებს ისე იწოვს, როგორც კოსმოსის «შავი ხვრელი».

ნათქვამია, რომ ნიფელჰეიმში წყალი «იბადება». ნისლი — ესაა წყალი გაზისებრ მდგომარეობაში, წყალს კი ყინულად გამყარების უნარიც გააჩნია, ამიტომ აქ იგულისხმება მდგომარეობა შეხებადსა და შეუხებელს შორის. ნიფელჰეიმის საკვანშო რუნაა - ისა (ისს).

მუსპელჰეიმი (დასახელება ნიშნავს «ცეცხლის სამყოფელს» ან «ვნების სამეფოს») — ნიფელჰეიმის საპირისპირო სამყაროა, და ისინი ასევე ურთიერთ-შემავსებელნი არიან ერთმანეთისთვის. ეს ადგილი ელექტრულ ენერგიას ჰგავს, რომელიც გამუდმებით ფართოვდება თავისი წყაროსგან. მითიურ არსებებს, რომლებიც ამ სამეფოსთან ასოცირდებიან, ტურსებს უწოდებენ. მათ ძალიან დიდი სიმაღლე ჰქონდათ და ფლობდნენ როგორც გარდამქმნელ, ასევე დამანგრეველ (დამშლელ) ძალას. მუსპელჰეიმის საკვანძო რუნაა — დაგაზ — გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის ძალა.

ვანაჰეიმი — ეს ვანების სამყოფელია. ვანები წარმოადგენენ გონიერ ძალებს, რომლებიც ორგანულ პროცესებს და ბუნების სიუხვეს მართავენ, ამიტომ ვანაჰეიმს ყოველთვის უწოდებდნენ «სიმშვიდისა და სიუხვის» სამყაროს. მისი საკვანძო რუნაა — ინგ (ინგუზ) — ჩასახვისა და ორგანული ზრდის ენერგია.

იოტუნჰეიმი — ესაა სამყოფელი გიგანტებისა, რომლებიც წარმოუდგენელ ზომებსა და უზარმაზარ ძალას ფლობენ. ესაა ინტელექტისა და წარმოსახვის სამეფო; ერთიც და მეორეც შემაძრწუნებელ ძალას ფლობს. იოტუნჰეიმის საკვანძო რუნაა - ნაუტიზ, რომელიც ასოცირდება გარდაუვალ ცვლილებებთან.

არსებობს რა ჩვენს გარეთ, ეს ცხრა «სამეფო» ასევე ჩვენს შინაგან სამყაროსაც ქმნის. კოსმოსი — კოლექტიური და ინდივიდუალური ყოფიერების მთლიანობაა — და საკუთარ თავში მოიცავს შინაგანსაც და გარეგანსაც, ხილულსაც და უხილავსაც.

ზოგიერთი მისტიკოსის სწავლების თანახმად ცხრა «სამყარო» ერთმანეთს უკავშირდება ოცდაოთხი «ხიდით», რომელიც კოსმოსს განუყოფელ მთლიანობად ინარჩუნებს. ყოველი სამყარო იმართება ამოუბრუნებელი რუნათი, რომელიც იცავს მის შესასვლელს, როგორც კარიბჭეს, და ამავდროულად ხსნის წვდომას სხვა დონისკენ. ამოუბრუნებელი რუნა ერთნაირად გამოიყურება პირდაპირ და ამობრუნებულ მდგომარეობაში. სულ ასეთი რუნა ცხრაა: გებო, ისა, ჰაგალაზი, ნაუტიზი, იარა, სოულუ, ეივაზი, ინგუზი და დაგაზი.

24 ხიდი სამყაროებს შორის იკვლევა მეთოდის მეშვეობით, რომელსაც «შამანური სიზმარხილვა» ეწოდება. იგი ჰგავს მეთოდს, რომელსაც იყენებენ კაბალისტები, და ისინი, ვინც ტაროს ღრმა ეზოთერულ ასპექტებს იკვლევს. შამანური სიზმარხილვის განხორციელება შეუძლებელია შინაგანი მეგზურის გარეშე. ეს არაა არც სულიერი ლიდერი, არც გურუ და არც რაიმე გარე ძალა, სპირიტულ სეანსებზე მეგზურ სულთა მსგავსად. შინაგანი მეგზური (Внутренний проводник) ყოფიერების შინაგან დონეებზე იმყოფება. ესაა არსება, რომელიც წარმართავს და იცავს ფიზიკურ სხეულს მისი ინკარნაციის დროს; იგი ენერგიის სახით არსებობს და ინტელექტი გააჩნია.

თქვენ არ შეგიძლიათ იპოვოთ შინაგანი მეგზური, უბრალოდ მისი მოხმობით, რადგანაც იგი უკვე თქვენთან იმყოფება. უნდა მისცეთ საშუალება, რომ გაგეხსნათ, ამის მიღწევა კი მხოლოდ განზრახვითაა შესაძლებელი, რომელიც გამოიხატება შამანურ მოგზაურობაში — ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენი მრავალგანზომილებიანი ყოფიერების უფრო მაღალი დონეების წვდომაა შესაძლებელი. შინაგანი მეგზური ზრუნავს თქვენზე: ესაა მეგობარი, კომპანიონი, მრჩეველი და დამცველი, რომელსაც უხარია თქვენი მიღწევები სულიერი განვითარების პროცესში.

igradasili kosmiuri

ნახ. 2. 24 ხიდი იგდრასილის კოსმიური ხის სტრუქტურაში

ცხრა სამყარო ასევე წარმოადგენს ცნობიერების დონეებს, რომლებსაც რუნული შამანები რუნებთან «მოგზაურობის» დროს აღიქვამენ. შამანური მოგზაურობა — ესაა მოძრაობა სხვა რეალობაში, ჩვეულებრივ შამანური დოლის ან საჩხრიალოს მეშვეობით. ესაა ცნობიერების გადანაცვლების აქტი ყყოფიერების სხვა სფეროში გარკვეული ამოცანის შესასრულებლად, ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად ან ცოდნის მისაღებად. მოგზაურობის დროს შამანი ძილისმაგვარ მდგომარეობაში გადადის, რუნების თვისებებსა და ატრიბუტებს, როგორც ვიზუალურ ხატ-სახეებს, ბგერებსა და შეგრძნებებს ისე აღიქვამს. ასეთი მოგზაურობები შესაძლებელია ისევე მკაფიო და «რეალური» იყოს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ლეგენდის თანახმად, იგდრასილის ხის ფესვები, თუმცა კი საფუძვლიანადაა გამჯდარი რეალობის ნიადაგში, უფრო ღრმად ჩადიან და წყალს მიწისქვეშა, ანუ «ქვეცნობიერი» დონეებიდან იღებენ.

ანუ სამიდან პირველი ფესვი ჩაძირულია მიმირის წყაროში (სახელწოდება აღნიშნავს «მეხსიერებას»). მაგრამ ეს არაა უბრალოდ იმ საჭირო ინფორმაციის გახსენება, რომელიც ადამიანის გონებაშია და კავშირი აქვს ჩვენს მოკვდავ «მე»-სთან. ეს უფრო სამშინველის ცოდნაა, სადაც ჩვენს დაბადებამდე არსებული მოგონებები ინახება. იმისთვის, რომ ამ წყაროს წყალი დაელია, ოდინმა თავისი «საღი აზრის თვალი» დაკარგა, თვალი, რომელიც ინტელექტთან იყო დაკავშირებული. მან გააძიერა ინტუიტიური ხედვა, რომელიც სამშვინველთანაა დაკავშირებული, და ამგვარად შეძლო «ეხილა» ინტელექტისთვის მიუწვდომელი. მოგონებები, რომლებიც მიმირის წყაროდანაა მიღებული — ესაა ცოდნა იმ პოტენციური ნიჭის შესახებ, რომელიც ჩვენს გამთლიანებულ ენერგეტიკულ სისტემას ახასიათებს. ისინი ჩვენს წინა ინკარნაციებში ვლინდებოდნენ და ახლა შესაძლებელია მათი აღდგენა გამოყენებისათვის და განვითარებისათვის.

წყლები, რომლებიც იგდრასილის ხის ფესვებიდან ამოდიან, წარმოადგენენ არაცნობიერის გაცნობიერებულ გამოცდილებად ამოტანას. მისი თვალუწვდენელი კრონას ტოტები წარმოადგენენ გონებისა და აზრების სამეფოს, რომლებიც ჰაერის მსგავსად მოძრაობენ და ასევე შეუხებელნი (неосязаемы) არიან. ხის მწვერვალი, რომელიც ცას სწვდება, წარმოადგენს გზას სამშვინველისა და სულის კიდევ უფრო ნატიფი ენერგიების სამეფომდე, რომლამდე წვდომაც იხსნება ვერტიკალური ღერძით, რომელიც ზედას და ქვედას აკავშირებს (ნახ. 2).

ჩრდილოეთის მითოლოგიაში მიმირს უწოდებდნენ ასევე ყველაზე ბრძენს ეტინთაგან, რომელმაც ცოდნა მოიპოვა, დალია რა წყალი წმინდა წყაროდან. მიმირის ცოდნის წყლები — ჩვენი წინაპრების საგვარეულო მეხსიერებაა და მოგონებები წინა ცხოვრებებიდან, რომელთაგანაც ყოველი გავლენას ახდენს მომდევნო ცხოვრებაზე. ყოველი ცალკეული ცხოვრება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ეტაპი ერთი უკვდავი სულის სრულყოფის პროცესში. მსგავსად მარგალიტისა მარგალიტის მძივში, სიცოცხლის ხაზი სულში გრძელდება.

იგდრასილის ხის მეორე ფესვი წყალს ურდის ჭიდან იღებდა, სადაც მითის თანახმად იმყოფებოდა სამი ნორნი, რომლებიც ვიურდის ძაფს წნავდნენ. თუმცა სიტყვა «ვიურდი» ყველაზე ხშირად ითარგმნება, როგორც «ბედი», იგი არ აღნიშნავს, რაღაც წინასწარ-განსაზღვრულს. იგი არაა იგივე, რაც კარმა, სადაც ნათქვამია, რომ გარკვეული პრივილეგიები ან გამოცდები მიმდინარე ცხოვრებაში წარმოადგენენ ჯილდოს ან სასჯელს წინა ცხოვრებებში ჩადენილი ქმედებებისთვის. ნორნები განასახიერებენ ბუნებრივ პროცესს, რომლის მეშეობითაც ხდება ჩვენი ინდივიდუალური ქმედებების ენერგიის განაწილება, ტრანსფორმირება და დაბრუნება პირველად წყაროსთან. სხვა სიტყვებით, ყოველი ჩვენგანი თავის საკუთარ ბედს თავისი აზრებითა და ქმედებებით წნავს.

კოსმიური ხის მესამე ფესვი ჰვერგელმირის უძირო აუზშიჩადის, სადაც მას დაუღალავად ღრღნის უზარმაზარი დრაკონი, რომელიც განასახიერებს წარსულის აწმყოს მიერ შთანთქვისა და აწმყოს მომავლად გარდაქმნის გამუდმებულ პროცესს.

წყალი, რომელიც ფესვებიდან მოდის, კვებავს ღეროსა და ტოტებს უმცირეს ფოთლებამდე. შემდეგ იგი შეიწოვება ნიადაგის მიერ და წყაროს უბრუნდება აქტიურობის ახალი ციკლისთვის. ამგვარად, ყოველ ჩვენგანს თავისი საკუთარი ვიურდი აქვს: ჩვენი წარსული ცხოვრებების გამოცდილებისა და მიმდინარე ცხოვრებაში განხორციელებული ცნობიერი ქმედებების მთლიანობა. ყოველი ჩვენგანი თავად წნავს თავისი ბედის ქსელს.

 

თუ მოგეწონა, გააზიარე...