trocki

ტრანსკრიფცია დიმიტრი ტროცკის ვიდეოდან

მთარგმნელი: ქეთევან მიმინოშვილი

ვიდეო გაახმოვანა გიორგი გორგაძემ

როგორ გავარჩიოთ: რა არის გრძნობა და რა არის ფიქრი? 

შევეცდები აგიხსნათ. მაგალითად ავიღოთ ასეთი მოქმედება, ხელით შევეხოთ და მოვეფეროთ სახეს. ჩემი ხელი და ჩემი სახე იჭერენ შეგრძნებას. ეს ფიზიკური პროცესია - ხელით ზემოქმედების და შეხების ადგილზე სითბოს წარმოქმნა და შეგრძნება უშუალოდ ურთიერთზემოქმედების შედეგად. შეგრძნება წამის მეათასედში გარდაიქმნება გრძნობად.

იმის გათვალისწინებით, თუ ვინ გეხებათ, ვაგზლის უსახლკარო თუ თქვენი საყვარელი ადამიანი, ეს შეგრძნებები მყისიერად გარდაიქმნება სითბოს, ალერსის, მზრუნველობის ან უსიამოვნო გრძნობად. კიდევ წამის დაყოვნებით, ეს გრძნობები გულიდან მიემართება თავისკენ და გარდაიქმნება აზრებად. აქ, უკვე ისმის საკითხი -,, მე ვფიქრობ“.

რას ვგრძნობთ, გულისხმობს დროს იმ მომენტამდე, სანამ დაიწყებდით ფიქრს - ,,დიახ, გააგრძელე, მე მომწონს, მე არ მომწონს’. ანუ, მე უკვე ვფიქრობ.

თუ თქვენ ქუჩის მაწანწალა შეგეხოთ, რომელსაც დაკოჟრილი ხელი აქვს, თქვენ შეხების შეგრძნება იგივე გექნებათ, თუმცა გრძნობა ამ ადამიანის მიმართ უკიდურესად უარყოფითი გაგიჩნდებათ, რადგან თქვენ არ გეხებათ სასურველი ადამიანი. გრძნობის კვალდაკვალ ერთვება თავი, რომელიც იწყებს ფიქრს: ,,მოაშორე შენი ხელი, ნუ მეხები“. ანუ, ეს უკვე ფიქრია.

გრძნობა ყოველთვის უსწრებს ფიქრს. ის უპირველესია. ვისაც ხელის გულზე ხაზები შეუსწავლია, მან იცის, რომ პირველი ზედა ხაზი გრძნობის ხაზია. მას გულის ხაზსაც უწოდებენ. ეს არის ღვთაებრივის პირველი განცდა გრძნობით. გულის ხაზს ქვევით არის გონების ხაზი - ,,მე ვფიქრობ შენზე“. ხოლო ყველაზე ბოლოს არის სიცოცხლის ხაზი. ეს ისაა, ჩვენი შეგრძნებები, აზრები, გრძნობები როგორ იტვირთება ჩვენს სხეულში და ილექება კარგად ან ცუდად.

პრინციპულად, ერთნი გრძნობენ ერთს და ამბობენ: ,,მე ხომ გეუბნები, შენ მაცოფებ“, ან ,,შენ ცუდი ადამიანი ხარ“. ეს არ არის ის, რაზეც მე ლექციებზე ვსაუბრობ.

რასაც მე ვგრძნობ, ეს გრძნობები მე მჭირდება არა ვინმესთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის. ამ გრძნობებზე დაყრდნობით მე მას ვავითარებ, ვაღრმავებ და თუ ეს გრძნობა არ მომწონს, მე ვიწყებ შეცვლას და მორგებას გარემოსთან.