daexmare

რამდენიმე ხნის წინ, ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე დავდე პოსტი სადაც მაგმას მკითხველებს ვთხოვე ეპასუხათ კითხვაზე:

"რა შეცვალა MAGMA-მ თქვენს ცხოვრებაში?"

გულახდილად გეტყვით, არ ველოდი ამდენ გამოხმაურებას. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი და პოზიტიური შეფასებებისთვის. სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას მეც და მაგმას აქტიურ მხარდამჭერთა ჯგუფსაც, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ თქვენთვის და საქართველოში ცნობიერების ამაღლებისთვის. და ვფიქრობ, მაგმას აქვს რესურსი, რომ მომავალში საქართველოს ფარგლებს გაცდეს. 

ესაა უნიკალური და პირველი (იმედია არა უკანასკნელი) მსგავსი სახის პროექტი საქართველოში, რომელშიც ყოველ თქვენგანს გეძლევათ შესაძლებლობა - უშუალო მონაწილეობა მიიღოთ ცნობიერების ამაღლების პროცესში. ამისთვის შეგიძლიათ შემოუერთდეთ მაგმას მხარდამჭერთა ჯგუფს ფეისბუქზე და შეიტანოთ თქვენი ფინანსური ან ინტელექტუალური წვლილი.

მიუხედავად მიმართვისა, ჩვენ არ დაგვასპონსორეს  ბანკებმა, ან სხვა მსგავსმა დიდმა ორგანიზაციები. ალბათ არცერთი დესტრუქციული ეგრეგორის ინტერესებში არ შედის მაგმას და მსგავსი სახის პროექტების განვითარება. ჩვენი მთავარი საყრდენი თქვენ ხართ, მაგმას მკითხველები და ჯგუფის წევრები. მაგმას მხარდაჭერების მიერ ყოველთვიურად ჩარიცხული თუნდაც 3 ლარი უკვე უზარმაზარ შედეგებს მოიტანს შორეულ პერსპექტივაში - პირველ რიგში მომავალი თაობისთვის. 

როგორმე უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ, რომ არაფრისმომცემი და დესტრუქციული ინფორმაციით, ასევე ფანატიზმით და დრომოჭმული დოგმატიზმით გაჟღენთილ ინფორმაციულ სივრცეში რაც შეიძლება ბევრი მაგმას მსგავსი მაქსიმალურად ადეკვატური და ჯანსაღი ვებ-გვერდი და ჯგუფი გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით.

პირველ რიგში ქართულ ენაზე ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მომავალ თაობას. სწორედ მათთვის უნდა იყოს ეს ინფორმაცია უფასო. საქართველოს ერთადერთი შანსი მომავალი თაობაა, და ჩვენი პასუხისმგებლობაა მათთვის მაქსიმალურად გაფილტრული და ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენი ჯგუფი ყველანაირად ეცდება, კიდევ უფრო დაიხვეწოს და აამაღლოს ხარისხი, რომელიც ისედაც ყველაზე მაღალი აქვს მსგავსი თემატიკის ვებ-გვერდებსა და ჯგუფებს შორის, თუმცა უნაკლო ნამდვილად არაა. 

რა შეგიძლიათ გააკეთოთ მაგმასთვის?

თქვენი დახმარებით შეიძლება ითარგმნოს საინტერესო წიგნები და სტატიები. 

თქვენი დახმარებით დრო გამოუნთავისუფლდებათ მათ, ვისაც შეუძლია საჭირო და მაღალი დონის სტატიების წერა, და ისინი ამ საქმეს თქვენს სასარგებლოდ გააკეთებენ, ნაცვლად იმისა, რომ ზემოთნახსენებ დესტრუქციულ ორგანიზაციებს ემსახურონ პურის ფულისთვის და ამაში დრო და ენერგია ხარჯონ. ასევე თქვენც გასწავლიან, როგორ და რატომ უნდა აკეთოთ საყვარელი საქმე და როგორ იყოთ ამით ბედნიერი. 

თქვენი დახმარებით მაგმას შეუძლია გახდეს ნაყოფიერი სამუშაო სივრცე ნიჭიერი ადამიანებისთვის.

იყავი პროგრესის მონაწილე! დაეხმარე მაგმას! 

მაგმას მხარდამჭერთა ჯგუფის ლინკი: https://www.facebook.com/groups/magma.ge/

შემოგვიერთდით...

#ერთი_ლუდის_ფული

დონაცია:

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700

TBC ბანკი: GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

 

პატივისცემით: მამუკა გურული

 

ბოლოს კი წარმოგიდგენთ ზემოთნახსენებ კითხვაზე მკითხველთა და ჯგუფის წევრთა კომენტარებს (შეგიძლიათ სხვებმაც დაამატოთ კომენტარები):

ra shecvala

გიორგი გვრიტიშვილი:ჩემი გაფანტული ცოდნის თავმოყრასა და დალაგებაში დამეხმარა, უამრავი ახალი ინფორმაციაც შემმატა, რაღაცეებზე შეხედულება შემაცვლევინა, და საერთოდ ასე მგონია მელაპარაკება კიდეც, ყოველდღიურად ნამდვილად არა, მაგრამ ყოველთვიურად მაინც ჩემს ცხოვრებაში რაღაც ხდება, მცირე გარატეხის მომენტი, მიჩნდება ახალი კითხვა, ან უბრალოდ არ ვიცი რა გავაკეთო. რჩევა მჭირდება ხოლმე... და აი ასე უბრალოდ მაგმაზე იდება პოსტი, რომელიც ზუსტად ჩემზეა. ასეთი ათამდე შემთხვევა იყო უკვე. ჯერ ჯგუფში, საიტის გაკეთების მერეც... თუმცა ძალიან ვზარმაცობ და მე თუ არა, მაგმა კი არა ღმერთებიც ვერაფერს შეცვლიან ჩემში.

Ekaterine Gventsadzeგააჩნია ვინ რას ელის და რას ეძებს მაგმაში;-) მაგმა არ არიგებს ჯადოსნურ ჯოხებს და წესით არ არის გათვლილი დაბალი ცნობიერების მასაზე, ეს უფრო ,, მაძიებელთა ბიბლიოთეკაა", თანაც კოდიფიცირებული, მე მაგალითად ძალიან ვაფასებ დროს და მინდა თითოეული წუთი იყოს ნაყოფიერი ჩემთვის. შესაბამისად მაგმა ძალიან მიზოგავს დროს სხვადასხვა მასალის მოძიებისას, არ ვეძებ და არ ვკითხულობ ყველანაირ ეზოთერია-შიზოთერიას და მაგმას ხარჯზე ვზოგავ დროს, არ ვიტვირთავ ტვინს და არ ვვარდები ფანატიზმში. პერიოდულად ღრმა და გაანალიზებულ პასუხებს ვპოულობ სტატიებში ისეთ კითხვებზე, რაზეც აქამდე პასუხი მხოლოდ ინტუიციურად მქონდა ან ვორჭოფობდი... თავის გასაცნობად და მასთან სასაუბროდაც ძალიან კარგია მაგმას ინფოები, ასე რომ,, გუუდ ლაქ" მაგმას და დიდი მადლობა Mamuka Guruli-ს  

Ana Topuridzeმიხარია რომ არსებობს და მჯერა საქართველოს ცნობეირების ამაღლებაში შეაქვს წვლილი. ჩემთვის ახლობელივითაა, დეიდად ან მამიდად ან ნათლიად ვგრძნობ თავს როგორც ლოგოს შემქმნელი და ზოგიერთი სტატიის ავტორიც. სუფთა ინფორმაციას ვგრძნობ და მეტი სულიერი სიმშვიდე მომიტანა რაღაცეებმა რაც მანდ წავიკითხე.. 

Nini Gaprindashviliძალიან საინტერესო და ნამდვილად საინტერესო გვერდია!!! ყასიდად არ ვწერ ამ სიტყვებს ნამდვილად,არ მახასიათებს ასეთი რამ.იდება ძალიან საინტერესო,ბევრის მომცემი და სასარგებლო ინფორმაცია.ზოგჯერ მოუცლელობის გამო ვერ ვასწრებ ყველას წაკითხვას ხოლმე...ცხოვრების რიტმი და რეჟიმი.ვფიქრობ უბიძგებს ადამიანს თვითჩაღრმავებისაკენ,ეს უკვე ინდივიდუალური და ნებისყოფის ამბავია...აშკარაა პროფესიონალიზმი და რაც მთავარია გულწრფელობა გვერდის შემქმნელებისაგან! დიდი მადლობა ჩემგანაც ბატონო მამუკა! ვწუხვარ თუ უკეთესი აქტიურობით ვერ გამოვირჩევი.ნამდვილად გულწრფელად მიხარია თქვენი წარმატებები,გისურვებთ ყოველთვის წინსვლას!!! 

Rayon De Soleilგამიფილტრა აქამდე მიღებული ინფორმაციები. მიჩვენა სწორი გზა და მიმართულება. დამილაგა პრიორიტეტები. დამანახა საკუთარი თავი შიგნიდან. და მასწავლის სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნას. მაგრააამ ვინც აპირებთ ამ გზაზე დადგომას, გამოწვევებისთვის მზად იყავით. შესაძლოა დაიბნეთ, შესაძლოა გეტკინოთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. არ დაფრთხეთ, არ დაიხიოთ უკან. თუ ამას გაუძლებთ ისეთ მწვერვალს მიაღწევთ, სადაც სრული ნეტარება სუფევს. ჯერ ჩემთვისაც დასაწყისია და ამ ეტაპებს მეც გავდივარ, მაგრამ არ ვნებდები. გისურვებთ წარმატებებს   

Nanuka Chilindrishvili: უზომოდ მადლიერი ვარ, რომ აღმოვაჩინე მაგმა. ძალიან მომწონს. ძალიან მჭირდებოდა ეს ყველაფერი და ვიპოვე. უღრმესი მადლობა. ბევრი რამე ვისწავლე. ვიპოვე ისეთი თემები, რაც მე მეხებოდა და ვერსად ვპოულობდი. დიდი მადლობა თქვენ და ამ ჯგუფის შემქმნელებს. მომწონს გადმოთარგმნილი წიგნები, სერგეი ლაზარევის და ბევრი სერიოზული ნაშრომი. გთხოვთ, თუ შესაძლებელია სერგეი ლაზარევის მეორე და მესამე და ყველა წიგნის თარგმნა. მე ყოველ წუთს ვსარგებლობ და ვკითხულობ წიგნებს, თუმცა ფილმებიც ძალიან მომეწონა. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს კითხვებზე პასუხებს ვპოულობ. მადლობა მთელ გუნდს დიდი სიყვარულით. 

აკაკი სხულუხიაპირველ რიგში გამიქრო ის გრძნობა რომ ბევრი რამ ვიცოდი რაც განვიტარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, ასევე მიმახვედრა რომ პრობემები რომლებიც ადრე გადაუჭრელი მეგონა და მათში სხვას ვადანაშაულებდი რეალურად მარტივად მოგვარებადი იყო და იყო პირველ რიგში ჩემი ბრალი ამის გაცნობიერება დამეხმარა რომ ისინი მარტივად მომეშორებინა, გავხდი უფრო თავდაჯერებული და მივხვდი რომ საკუთაქრი თავის დადანაშაულებით და ნერვიულობით საქმეს არ ეშველება და ეს არაფერია თუარა თავის შეცოდების მცდელობა რაც ასევე ერთ-ერთი მავნე ჩვევაა რომელიც მაშინათვე მოვიშორე როდესაც აღმოვაჩინე იგი ჩემში. ასევე აღსანიშნავია მრავალი საინტერესო მასალა ისტორიის კატეგორიიდან თუნდაც რომის ცხოვრებაზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლიტერატურა რომელსაც ქართულ ენაზე მხოლოდ magma.ge-ზე ნახავ. მოკლედ რომ ვთქვა მაგმა არის ცოდნის წყარო რომელიც მეხმარება შემეცნებასა და განვითარებაში და ბევრ საკითხს მანახებს სულ სხვა კუთხიდან.

Lali Gelashviliმე იმედი ჩამისახა....რომ მასიურად აზროვნებაში გვეშველება ბოლოსდაბოლოს...და გამოღვიძების გარანტია ჩემთვის ,,მაგმა,

Ana Bulbulashviliმე     მაგმა. მე აჭრილი ბადაგივით ვიყავი როცა პირველად მაგმას ჯგუფში შემოვედი ( მაშინ რა პატარა იყო, 128ე წევრი ვიყავი) და ეხლაც ისევ დუღილში ვარ მაგრამ ბევრი რაღაც ილექება უკვე, მაგმა ის გვერდია სადაც გული მომიწევს და კიდევ ის გვერდი რომელსაც 100% რეკომენდაციას ვუწევ.

ნი ნასაკმაოდ დიდი ხანია მაგმა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, იშვიათად გავა დღე ისე, რომ აქ დადებული პატარა ინფორმაცია მაინც არ წავიკითხო. ძალიან ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ აქ წაკითხული ახალი მასალა უკვე ნაცნობი იყო ჩემთვის, მაგრამ აქამდე ვერ ვახერხებდი მის თანმიმდევრულად დაწყობასა და ცნობიერში გადმოტანას. ყოველდღიურად თითქოს არფერი იცვლება, მაგრამ რომ ვიხსენებ ჩემს თუნდაც 2 წლის წინანდელ თავს, საგრძნობი განსხვავებაა. მასწავლა ბევრი რამის გაშვება და ყურადღების არ მიქცევა, პრიორიტეტების დალაგება, მოწოდებული ინფორმაციის ფასი და ა.შ. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, უფრო მეტი მინდება და მეტად ვგრძნობ, რომ რაღაც, საუკეთესო და საკვანძო, გონების განვითარების მხრივ, სწორედ აქ მელოდება წინ. გამოვყოფდი სვფ-სა და "რეალობის ტრანსერფინგს" - ორივე ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მაგმას დამსახურებით ნელ-ნელა ვეცნობი ნლპ-საც. მოკლედ, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და მჯერა, რომ წინ უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი მელოდება. წარმატებასა და ბევრ გონიერ მკითხველს ვუსურვებ მაგმას გვერდსა და ჯგუფს! დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.

Manana Vekuaმაგმაში დადებული ინფორმაცია ძალიან ხარისხიან და პროოფესიონალურ დონეზეა შექმნილი. ასევე ადმინის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და გულწრფელი სურვილი უკეთესობისკენ შეცვალოს დაინტერესებულთა ცხოვრება იწვევს ჩემს ნდობასა და პატივისცემას მაგმასადმი. 
მაგმაში ის ვიპოვე რასაც ვეძებდი, და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ რამეს აღმოვაჩენ.

Levan Maisuradzeმაგმა მიყვარს ძალიან იმიტომ რომ არ მანიპულირებენ, არ არიან ე.წ ქსელური მარკეტინგის და ვაჭრობის უკან ამოფარებული ფსევდო ქოუჩები, რომლებიც ვითომ პიროვნული ზრდით და ადამიანთა დასახმარებლად, ფსიქოლოგებად და "მფარველებად" გვევლინებიან. წარმატებები თქვენ 

Natia Chubinidzeის რაც აქამდე ვიცოდი, უფრო ქვედა ფენებში დამანახვა და მთლიანობაში დავიწყე იმის აღქმა, რასაც ხანდახან მხოლოდ დეტალებში ვხდეავდი ხოლმე. მერე მაგმაში არის საკმაო ინფორმაცია, რომ საკვანძო კითხვებზე გაეცეს პასუხი, რაზეც ხალხი კარგავს წლებს.1)ერთადერთი ჯგუფია, სადაც ბოლომდე შემიძლია გამოვტქვა აზრი ისე, რომ ომი არ ამიტეხოს ვინმემ. 2) ერთი მეორეზე უკეტესი ხალხია ამ ჯგუფში და მათი მსოფლმხედველობაც არ ჩამორჩება ამ საუკუნის პროგრესულ იდეებს.( დამიჯერეთ სოციუმში ასე ერთბაშად ვერ ნახავთ გაცნობიერებულ, ან გაცნობიერების მსურველ ხალხს).3) აგრესია მინიმუმამდეა დაყვანილი და არც რომელიმე მიმდინარეობის გაფანატება არ ხდება. 4) რამდენიმე კარგი მეგობარი შევიძინე საერთო წრიდან, რომელებიც არავირტუალურ სამყაროშიც გადმომყვნენ. 5) მაგმური განწყობა და ინფორმაციები კარგად მადგება საკუტარ შვილებთან ურთიერთობაში, რომლების გარშემოც ასევე ბევრი ,,თინი'' იკრიბება ხოლმე და მათაც ედებათ ეს განწყობის დონეზე მაინც.6) გამომიმუშავდა ეზოთერული ინფორმაციის ეთიკა და ეკოლოგიური მიდგომები ამის დაპრაქტიკებისათვის.7)კმაყოფილი ვარ იმ დახარჯული დროის, რომელიც მაგმას მასალების კითხვაში და ჩემებურ ინტერპრეტაციაში მიდის. მოკლედ მთლად ,,ქეთოს მზითვების'' ჩამოთვლასავით რომ არ გამომივიდეს, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ტრანსერფინგის მიმართ, რომელსაც აქ გამოქვეყნებამდეც ვეპარებოდი დოზირებულად და ყოველთვის მქონდა ფარული სურვილი, რომ ჯგუფში დადებულიყო, რაც ამისრულდა.. მოკლედ ამხელა ტექსტების წერა ჩემი ძველი ჟურნალისტური ჩვევაა და მადლობა ვიც აქამდე ჩამომყვა კითხვით. ბოლოს ვიტყოდი: მირდადის წიგნი მომენატრა.... სარჩევშიც არ დევს და ვიცი რომ მამუკას ქონდა ადრე გამოქვეყნებული და ტარგმნილიც. მადლობა ყურადრებისთვის მეგობრებო.

Salome Chelidzeპირველ რიგში დაარღვია ჩემი ძილის რეჟიმი? ეს იმიტომ რომ გვიან ღამემდე ვერ ვრჩები თქვენი პოსტების კითხვას.ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ვექტორული ფსიქოლოგია,რაზეც აქამდე არაფერი ვიცოდი და რომ არა "მაგმა" შეიძლება ვერც გამეგო.(საკუთარი თავიდან დაწყებული,ყველა ჩემი ნაცნობის ვექტორული ანალიზი დავიწყე?) ძაან საინტერესოა.ვფიქრობ ეს მხოლოდ დასაწყისია.

Soffy Zakalashviliჯერ ეხლა ვეცნობი ბევრ რამეს თუმცა ჩემთვის პირველ რიგში საინტერესეოა იმიტომ რომ არ გააჩნია ჩარჩოები და თავის თავში ფართოვდება არ მიდგენს საზღვრებს სწორედ ამიტომ თვითგანვითარებისთვის იდეალურია... დავამატებდი რომ აუცილებელია ყველაფრის პრაქტიკაში გამოცდა.

Ioane Shengeliaმაგმაში იმდენი თემა იდება სხვა და სხვა და ერთმანეთთან არ დაკავშირებულებიც, რომ ფაქტობრივად ნამდვილი ბიბლიოთეკაა, რომელშიც ყველა ნახავს თავის შესაბამის დისციპლინას. ზოგს რა მოსწონს და ზოგს რა. ყველას თავისი შესაფერისი სჭირდება და მაგმაში მრავლადაა ინფორმაციები, საიდანაც, ადამიანი ამოირჩევს თავის სასურველს. ამიტომაც მაგმა სასარგებლოა მრავალი ადამიანისთვის.

Nina Runesუბრალოდ მიხარია ხარისხიანი "პროდუქცია" რომ არსებობს ქართულ რეალობაში. რომ გგულშემატკივრობ ისედაც იცი ?

Maia Goderidzeძალზე საინტერესო ფსიქოლოგიურ მასალას აქვეყნებთ, მარტივი ფსიქოლოგიურიდან- საკმაოდ ღრმადგასააზრებელ ინფორმაციამდე...
ნამდვილად , საინტერესოსთან ერთად, სასარგებლო და გამოსადეგია, ვისურვებდი, რომ სულ იყოს მსგავსი სტატიები და კიდევ უფრო ჩავერთოთ მათ განხილვაში..
დიდი მადლობა თქვენ!

Nino Turabelidzeკარგია, როცა გეგულება ადგილი, სადაც ბევრი საინტერესო ინფორმაციაა თავმოყრილი, მადლობის მეტი რა მეთქმის ?

Diana Dianaძალიან მომწონს თქვენი გვერდი. ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვეცნობი. ერთგვარი ბიბლიოთეკაა. წარმატებები. 

ზაზა უზნაძენუ ცოტაც და "ძენში ავალ" ეს ხუმრობით და მთელი სერიოზულობით კი იმას მოგახსენებთ, რომ მე მივესალმები , ვგულშემატკივრობ და მეტიც მჯერა იმ კაცის შესაძლებლობების რომელიც ამ საქმეს უდგას სათავეში ასე, რომ მადლობა მამუ შენ 

Ana Shalamberidzeუამრავი კითხვა მაქვს ზოგადად ადამიანის არსის შესახებ, ჩემთვის მაგმა ერთ-ერთი კარგი დამხარე საშუალებაა ამ კითხვებზე პასუხის მოსაძებნად.

Inga Ingulia Inguliaმომწონს ეს გვერდი. ბევრი საინტერესო მასალა იდება თქვენთან და ინტერესით ვეცნობი ყოველთვის 

Nato Vardzieliბევრი საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რომელიც ძალიან დამეხმარა , მადლობა 

Eka Gambashidzeსაინტერესო და პიროვნული განვითარებისთვის საჭირო გზამკვლევია.....

Natali Nebieridzeძალიან მაგარი ჭკვიანი ადამიანები წარმატებები თქვენ ჩემთვის ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიაა ?

Maia Haleმიმახვედრა, რომ არაფერი ვიცი.

Mari Alexandriaმჭირდება მაგმა. მადლობა.

გურული ციცასწორად ფიქრი მასწავლა.

Lia Aptsiauriსხვა თვალით დავინახე სამყარო და საკუთარი თავიც...

Tamta Gigauriსაინტერესო გვერდია?

Ia Uglava ბევრი რამე არ ვიცოდი და მეტი გავიგე. 

Rina Rinaკარგა ხანია არ გამიჩენილა თქვენი პოსტები. მადლობელივარ,თქვენ ეხმარებით ადამიანს გაიგოს თავის თავის შესახებ ბევრი რამ. განთავისუფლდეს ზედმეტი შებოჭილობისგან,ის რაც სიღრმეში არის ადამიანი ეხმარებით ამოიყვანოთ მაღლა,დაანახოთ სინამდვილე თავის თავში .

Nona Agdgomelashviliუფრო იმ მწირი ცოდნის სისტემაში მოყვანაში მეხმარება, რაც გაფანტული მქონდა. საკუთარი თავის შეცნობაში და სამყაროსთან ურთოერთობაში მეხმარება. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ქართულ ენაზე ასეთი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებაში ადამიანებისათვის, ვისაც სურს რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გვერდია. მადლობა მამუკა გურულს ამ ინიციატივისათვის.

Ia Ia Kashmadzeშეცვალა? მაგმა კი არა, ვერაფერი შეცვლის ადამიანის ცხოვრებას, თუ ადამიანს არ უნდა, ასე ვფიქრობ მე  
მაგმა კი ბევრ საინტერესო მასალას დებს, რისთვისაც მადლობა 

Tamara Shekiladzeმე ძაილიან მიყვარს თქვენი ვებ-გვერდი. ბევრი რამ შეცვალა. თუმცა ამისი ახსნა ძალიან მეზარება, რადგან ეზოტერიულ ჭრილში მომიწევს გაჭრა ???

Nutsa Salukvadzeმაგმამ მომცა უდიდესი ცოდნა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტუკულიც. ცოდნა, რომელიც მეგონა, მიუწვდომელი იყო ქართულ ენაზე. ამ ინფორმაციამ კი სრულიად შემცვალა და დამაწყებინა დიდი ცვლილებები საკუთარ თავში! ასე, რომ დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! 

Elza Vanishviliცხოვრებაში ჯერ არა, ჯერ ცნობიერების შეცვლას ვცდილობ...ძალიან საინტერესო გვერდია

Tinano Doborjginidzeმზამზარეული მასალაა განათლების და ცოდნის წყაროა მშვენიერი შესაბამისად მაღლდება უნტელექტი და ხდები უფრო განვიტარებული და საღად მოაზროვნე.და რაც მტავარია ჯგუფშუ ისეთი ადამიანები არიან რომლებტანაც საუბარი ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა .მადლობა ❤️

Nini Chitauri  მას შემდეგ რაც, მაგმა აღმოვაჩინე თითქოს ყველაფერზე პასუხი მაქვს ? არ ვიცი ეს მაგიაა თუ უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტი შინაგანად ძალიან დიდ ძალას ვგრძნობ და მადლობა თქვენ ამისთვის 

Keti Keti Keti  მოვლენების მთლიანობაში აღქმა, შინაგანი თავისუფლების მიღწევა. პიროვნული განვითარება.... ???

 

George Dundua  მაგმა ორინტირებულია გააღვიძოს ადამიანში ცნობიერად ცხოვრების სურვილი. იძლევა უდიდეს ინფორმაციას და ფასდაუდებელ ცოდნას.
გულწრფელი სურვილი უკეთესობისკენ შეცვალოს ადამიანის ყოფიერება.
ძალიან დიდია მაგმას როლი დღევანდელ ქართულ ეზოთერიზმში.

მამაუკა, დიდი მადლობა შენ ამისთვის!

Gvantsa Chigogidze  ინფორმაცია უფრო დაწრიტა და დაწმინდა, ბევრი რამე დამილაგა და უფრო ზუსტიმიმარატულება დამანახა საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად 

Sopo Mea  მაგმა მეხმარება საკუთარი თავის გაცნობიერებაში და თანდათან რეალიზებაში. მადლობა მამუკას. 

Tina  მაგმას აღმოჩენამ მაპოვნინა ადგილი სადაც შემეძლო მეძებნა და მეპოვა,კალაპოტები დამანახა,მომცა შეგრძნება,რომ მარტო არვარ 

Natuka Bojadze  ჩემი დიდი სურვული იყო ზელანდი წამეკითხა ქართულად და აი აქ ამისრულა ეს სურვილი .. ჯერ ახლა ვეცბობი და ვაანალიზებ მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი რამე კითხვა რომ გამიჩნდება აქ მივიღებ პასუხს ?დიდი მადლობა ამისთვის ?

Eka Failodze  ვერ ვიტყვი, რომ მკვეთრად შეცვალა "MAGMA"-ამ ჩემში რაიმე, რადგან ფაქტობრივად ვერ ვიცლი, აქტიურად გავეცნო სტატიებს და ჩავერთო გარკვეულ აქტივობებში. მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო, სასარგებლო და ჯანსაღი აზრის გამტარებელი გვერდია.

გიორგი ძამელაშვილი  რა მასწავლა და მასწავლა უამრავი ადამიანის თვალით დანახული სიმულაცია რომლისგანაც საკუთარი სიმულაცია გამომდინარეობს და რაღაცნაირად მიიღწევა შესაძლებლობა ჯერ ჯერობით კონცენტრაციის უფრო მეტი დაკვირვების სმენა გამივითარდა სიმშვიდე და ამ სმშვიდეში შანსი მაქ დავინახო მოვუსმინო და ვხედავ ბევრს რამეს რაც აქამდე უბრალოდ ჩემი უყურადღებობის ბრალი იყო ასე რომ ეგ მასწავლა მოსმენა რაც ალბათ ყველაზე მეტად მჭირდებოდა ან კიდევ არ მჭირდებოდა მქონდა მაგრამ ყურადღება არ მქნდა მიმართული იქით რაც არ იტყუება და ტყუილის თამაშით მატყუარების გარემოცვაში ისევ და ისევ ვტყუვდებოდი და ეს ნებრვებს მიშლიდა ... სიმშვიდე მასწავლა ანალიზი და მიზან მიმართული ფიქრი და კიდევ საკუთარი თავი მასწავლა რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს ეს ჩემი უცნაური სამყაროა რომელის გამოკვლევაც ღირს , იმიტომ რომ მხოლოდ ის არის შემქმნელი და დამფუძნებელი მომავალი დღის და ცუდი იქნება თუ საკუთარი ნაგვით ვივლი ცხოვრებაში და ნაგავ ცხვრებას დავნერგავ ჯობს კრეატიული ვიყო :დდდდ 
და კიდევ -- შემთხვევითი ცხოვრებისეული მორიგი დარტყმის საჩუქრად მიღება მასწავლა,...,,, ეს ნამდვილად საჩუქარია და არ ღირს წონასწორობის შენით აღდგენა ვინაიდან საჩუქრის მიღების შემთხვევაში შენ აცნობიერებ იმას რომ შეგიძლია განცდების ოკეანის დაუმორჩილებელ ბუნებაზე მეტი გაიგო და მიიღო უნარი პატიების ანდაც არ ჩაერიო სამყაროს გეგმის შეცვლაში შენებური უჭკუო მეთოდებით და საჩუქარი შეირგო როგორც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გაცნობიერებისკენ .. ანუ სიჩუმის მოსმენა სიტყვების გარეშე და კიდევ ვერ გადმოვცემ სიტყვები ჩემი სტილი არარი ... და ღრმად პატივისცემით მადლობა Mamuka Guruli ვფიქირობ რასაც აკეთებ ძალიან მნიშვნელოვანია

Amon Marquis  ზოგადად არსებული ინფორმაცია "გამისუფთავა" და სწორი სახით დამილექა გონებაში . შემივსო ის ინფორმაციული ვაკუუმი ,რომელიც ქართულ რეალობაში ასეთი მყიფეა . მინდა ავღნიშნო , რომ მაგმა ჩემთვის მეტად სფეციფიკური და მრავალსახოვანი სივრცეა, სადაც ყოველთვის ვპოულობ ჩემთვის საინტერესო მასალებს . პს. ვისურვებდი ასტროლოგიური განყოფილების ,,გაზრდას" ... საერთო ჯამში ყველაფერი , რაზეც მუშაობთ მეტად საჭირო და აუცილებელია ჩვენს რეალობაში . მადლობა  და წარმატებები .

Maya Murvanidze  მაღალი დონეა . მადლობა❤️

Bella Gabelaia   უმაგრესები ხართ და ხშირად მეხმარებით გათვითცნობიერებაში ❤️

ლე თე  ვარდისფერი სათვალე მომხსნა

Nona Shanidze მეგონა რაღაც ვიციდი,მაგრამ.....საინტერესო გვერდია.წარმატებები

Anano Anna Kenkishvili  ჯერ შენ და მერე მაგმამ ძალიან დიდი პოზიტივი შემოიტანეთ ჩემს ცხორებაში ?

Lasha Chkhenkeli  ბევრი კაი რამე იდება - თარგმანები და სტატიები ხოლმე...

Nina Shvec  ესეთი ჯგუფი მეორე არარსებობს? მადლობა თქვენ

थाको फारेशिश्वीली  1) მაგმამ პირველმა შემაჭყიტა, ნამდვილ, ეზოთერულ სამყაროში ? 
2) "გავიღვიძე" , ოღონდ ეს პროცესი არ დასრულებულა
3) ეგრეგორების და სვფს თემა განსაკუთრებით კარგია, გამოყენებადი ❤️

Luka Luka  ყოველთვის ვფიქრობდი რომ სამყარო რომელშიც ვცხოვრობ ჯოჯოხეთია და ძალიან ბევრი კითხვები მიჩნდებოდა თუ რატომაა სამყარო ასეთი, მაგრამ მას შემდეგ რაც მაგმა აღმოვაჩინე საერთოდ შემეცვალა შეხედულებები ცხოვრებაში და ცხოვრებაც ბევრად უფრო მარტივი გახდა ჩემთვის. მაგმამ ჩემს ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებზე მომცა პასუხი და გაცილებით გამიმარტივდა ცხოვრება. ♥️

Mancho Raja  მე და მაგმა. https://youtu.be/K-xKdwkxNFM