osho god

–მიიჩნევთ საკუთარ თავს ღმერთად?

–ღმერთო ჩემი, (დარბაზი იცინის), არანაირი ღმერთი არ არსებობს, და როგორ უნდა მივიჩნევდე საკუთარ თავს ღმერთად? ღმერთი არის ადამიანის მიერ გამოგონილი ყველაზე დიდი ტყუილი.

–რატომ?

–იმიტომ, რომ ადამიანი თავს გრძნობს უმწეოდ, ეშინია სიკვდილის, დატვირთულია ცხოვრებისეული პრობლემებით. იმიტომ, რომ იგი გაიზარდა მამასთან და დედასთან ერთად, რომელთან ერთადაც გაატარა უამრავი ულამაზესი დღე. სადაც არ ქონდა პასუხისმგებლობა და არ ნერვიულობდა არაფერზე რადგან ვიღაც, მასზე ზრუნავდა. ეს ბავშური ფსიქოლოგია უდევს საფუძვლად ყველა რელიგიას; – ღმერთი აღიქმება მამად. და გვაქვს მთელი რიგი რელიგიები, სადაც ღმერთი აღიქმება დედად. ეს არის უბრალო, ბავშური ფსიქოლოგია. ამ აზრს სხვა საფუძველი არ გააჩნია. და როდესაც შენ გეშინია, როდესაც განსაცდელში ხარ, ითხოვ შველას. შველა არასდროს მოდის... თავად ქრისტეც, ჯვარზე გაკრული, ელოდა შველას. საბოლოოდ, იმედგაცრუებულმა, იყვირა: "მამაო, რატომ მიმატოვე მე". დიდი ეჭვი წარმოიშვა მასში, დიდი კითხვა. არც არაფერი მომხდარა. და მას სჯეროდა ღმერთის, მთელი იმ წლების მანძილზე, რომ იგი მოვიდოდა მის საშველად. მისი მხოლოდშობილი შვილის გადასარჩენად. არავინ მოვიდა. ქრისტე მოკვდა იმედგაცრუებული. მე არ გამაჩნია ილუზია, და ვერ ვიქნები იმედგაცრუებული...

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

წყარო: