osho 816x533

– ოდესმე გიფიქრიათ დაქორწინება?

– არა, არასდროს. მე დასაწყისშივე ვიყავი ქორწინების წინააღმდეგი. რადგან ეს ნიშნავს შეზღუდო შენი თავისუფლება. ხდები მიჯაჭვული, ქალზე თუ კაცზე... თავისუფლება ჩემთვის უმთავრესი ღირებულებაა. არაფერია თავისუფლებაზე მაღალი. ეს ძალიან რთული იყო, რადგან რადგან დაქორწინების იდეას დასაწყისშივე ვებრძოდი. ჩემი ოჯახი სირთულეში იყო, მე მათ ნათლად ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი დაქორწინებას. ისინი ბედნიერები იქნებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ წავიდოდი ბერად. მე ვთქვი: "არა, არ ვაპირებ გავხდე ბერი". სწორედ ეს იყო მათი განსაცდელი, რადგან თუ გავხდებოდი ბერი, ძალიან გაუხარდებოდათ, იგრძნობდნენ სიამაყეს; – მათი შვილი გახდა დიდებული ბერი... მე კი ვთქვი: "არა". ორივენი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ. მე ვაპირებდი მევლო საშუალო გზით, დანის პირზე... და დიდად გავერთე კიდეც. (დარბაზი იცინის).

– და რას ეტყოდით მათ, ვინც უკვე დაოჯახებულნი არიან, დაშორდნენ ერთანეთს?

– აბსოლიტურად ყველა უნდა განქორწინდეს. გამონაკლისის გარეშე. (დარბაზი იცინის). ხალხი უბრალოდ უნდა შეხვდეს ერთმანეთს, და უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. ზოგჯერ ხელსაყრელი შესაძლებლობა მოდის. არ უნდა იყოს სიმახინჯე ურთიერთობის დროს, როდესაც ცოლი ესიყვარულება საკუთარ კაცს, რომელიც იმდენად აღარ უყვარს, და უბრალოდ, მოვალეობას ასრულებს. ასევე ქმარიც ასრულებს საკუთარ მოვალეობას: როსედაც საკუთარ ცოლს ესიყვარულება, შესაძლოა საერთოდ სხვა ქალზე ფიქრობდეს, და ქალიც ასევე, შესაძლოა სხვა კაცზე ფიქრობდეს. როგორი ნევროზით დაავადებული საზოგადოება შექმენით?! თუ ერთმანეთი არ გიყვართ ადამიანურ დონეზე მაინც, გულწრფელად თქვით, მართალია, მშვენიერი იქნება როდესაც ერთად იქნებით, მაგრამ აქ ყველაფერი სრულდება. უბრალოდ თქვი: ნახვამდის... მე მომხრე ვარ, რომ ქორწინება სრულებით გაქრეს მსოფლიოში. მასთან ერთად გაქრება განქორწინება, მასთან ერთად გაქრება პროსტიტუცია, მასთან ერთად გაქრება უამრავი მღვდელი, მასთან ერთად, გაქრება თითქმის 99% ფსიქოანალიტიკოსი, თერაპერტი და ფსიქიატრი. სწორედ ქორწინება იწვევს ყველა სახის ფსიქოლოგიურ გადახრას და დანაშაულს. ეს უბრალო, ადამიანური გრძნობაა: როდესაც ხედავ ლამაზ გოგონას და გინდა მასთან ერთად დრო გაატარო. მასთან ყოფნისთვის არანაირი ღმერთის ნებართვა არაა საჭირო...

– რას იტყვით მშობლების პასუხისმგებლობებზე საკუთარი შვილების მიმართ?

– შვილებზე პასუხისმგებლობა მთლიანად თემმა უნდა აიღოს და არა მშობლებმა. მშობლები უზარმაზარ პრობლემებს უქმნიან ბავშვის ფსიქიკას, რაც შემდეგ მათ ჯანმრთელობაზეც აისახება, აისახება მათ ცრურწმენებზე, აისახება მათ სულელურ იდეებზე თეოლოგიაში, რელიგიაში, პოლიტიკურ პარტიებში. ყოველივე ბავშვის გონებაში ყალიბდება. ბავშვი უნდა განთავისუფლდეს მშობლებისგან, თუ უნდა, რომ ახალ ადამიანად იშვას. მშობლის სკოლა მახინჯი ინსტიტუციაა, პასუხისმგებლობა თემმა უნდა აიღოს. შემდეგ ყველაფერი გამარტივდება, იქ იქნება უამრავი მამა და დედა, სადაც გაიცნობენ ბავშვებს, და ბავშვებიც გაიცნობენ მათ. მაგრამ ძირითადად, თემის პასუხისმგებლობა ბავშვზე ზრუნვაში უნდა გამოიხატებოდეს. ბავშვებს ეყოლებათ უამრავი ბიძა და დეიდა. ადამიანებთან კონტაქტისას მათ ექნებათ მეტი გამოცდილება, რომ მიხვდნენ, რამდენად განსხვავებული სახის პიროვნება არსებობს. მათი ცნობიერება ძლიერ გაიზრდება. ჩვენი შვილები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან. მათ იციან მხოლოდ ერთი კაცი და ერთი ქალი. იგი უყურებს კონფლიქტს ორ ადამიანს შორის. ქალი ქმარს ეჩხუბება, ქმარი ქალს სცემს, და სწორედ ესაა, რასაც შენ მათგან სწავლობ: შენი შვილი შენი სარკეა! ის იქნება შენი ასლი! ამიტომაც არცერთი შვილი არ მიუტევებს მამას ასეთ აღზრდის გამო... და არცერთი შვილი არ მიუტევებს დედას ასეთი აღზრდის გამო... მათ გაანადგურეს მათი ცხოვრება. და ეს ფსიქოლოგიურად, აბსოლიტურად დადასტურებული ფენომენია. თუ თემი ბავშვზე იზრუნებს, ბავშვი დაინახავს რამდენად განსხვავებულია თითუეული ადამიანი, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით, ყოველი ადამიანი უნიკალურია, უფრო მეტი კონტაქტი, ინტიმური ურთიერთობა და სასიყვარულო თავგადასავლები, გაგზრდის იმაზე მეტად, ვიდრე მანამდე იყავი...

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

წყარო: