madhya pradesh government trees

ცენტრალურ ინდოეთში, მადჰია პრადეშის შტატში ახალი გინესის რეკორდი დამყარდა, როდესაც 1.5 მილიონმა მოხალისემ 66 მილიონზე მეტი ხე დარგო სულ რაღაც 12 საათში, მდინარე ნარმადას გაყოლებაზე.

ამან გააუმჯობესა უტტარ პრადეშის შტატში დამყარებული რეკორდი, როდესაც 800,000 მა მონაწილემ 50 მილიონი ხე დარგო ერთ დღეში 2016 წლის ივლისში.

Shivraj Singh Chouhan-მა, მადჰია პრადეშის მთავარმა მინისტრმა განაცხადა: “მე ვამაყოფ იმით რომ მადჰია პრადეშის მოსახლეობამ წარმატებით დარგო 6.63 კროკი დღეს”.  კროკი (1 კროკი = 10 მილიონი) ნერგი.

ამ ამბის პრეს რელიზის მიხედვით, ხეების მასიური დანერგვის მიზანი იყო “ისევ გავამწვანოთ ინდოეთი”-ს გეგმის პოპულარიზაცია. პარიზის კლიმატურ კონფერენციაზე ინდოეთმა პირობა დადო, რომ 2030 წლისათვის 95 მილიონ ჰექტარს აითვისებდა ტყის საფარის გასამრავლებლად და 6.2 მილიარდ დოლარს გამოყოფდა ამ საქმისთვის.

“მე ვალში ვარ ყველა ადამიანთან, ვინც დღეს ხეს რგავს”. უთხრა Chouhan-მა India.com-ს. “ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ბუნების გადარჩენაში. ხის დარგვაში მონაწილეობის მიღებით ადამიანები კლიმატის ცვლილების ინიციატივებს უწყობენ ხელს და იცავენ გარემოს”.

მთარგმნელი გუგა გეგეჭკორი

წყარო