sonn copy

ავტორი: ანა თოფურიძე

1. შეიყვარე სული და არა სხეული.

ამ ქვეყნად ვინც მოევლინა ყველა მოკვდავია და ტოვებს სხეულს. თუმცა შვილებმა ეს ვიცით, მაინც ვერ წარმოგვიგენიახოლმე მშობლების სიკვდილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რამეა რასაც ცხოვრებაში გამოვცდით და ამიტომ, შეიყვარეთ მშობლები სულიერად რადგან სხეულთან დაშორებამ ისე არ დაგამწუხროთ რომ სულ დაშორდეთ. გაიცანით მშობლები სულით, ილოცეთ მათთვის და გიყვარდეთ ისინი. როდესაც ფიზიკურ სხეულებს დატოვებენ ეს უდიდესი ტკივილი იქნება, მაგრამ მათთან კავშირს არ დაკარგავთ.

2. მიუტევე შეცოდებანი, მაგრამ არ მიიღო ისინი.

მშობლები ბევრ შეცდომას უშვებენ შვილების მიმართ, ეს იმიტომ რომ თავადაც შეცდომებით გაზარდეს და ხშირად მშობლის ეგოიზმი შვილისთვის საზიანო რამეებისკენ უბიძგებთხოლმე. ეს მათი ბრალი არაა, ამისთვის წყენა და გაბრაზება გულში არ უნდა ჩაიდოთ, საჭიროა პატიება და გაგება. მაგრამ არა მიღება. ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ნეგატივს და ცუდ საქციელს, თუნდაც ის მშობლისგან მოდიოდეს.

3. ჩაიხედე მათში როგორც სარკეში და იპოვე შენი თავი.

ადამიანისთვის რთულია საკუთარი თავის დანახვა და ამაში ზოგჯერ სხვაში ჩახედვა ეხმარება. მშობლები არიან ის ადამიანები ვის მსგავსადაც მოევლინე ცხოვრებას. დაუკვირდი თვისებებს რომელიც მათში არ მოგწონს და აღიარე რომ ისინი შენშიცაა გენეტიკურად გადმოცემული და გამოასწორე ისინი. გაიცანი მათი ცხოვრება, ბავშობა, გაიცანი პიროვნებები ვინც შენს დაბადებამდე იყვნენ და აღიარე რომ შენში არიან. შეუძლებელია დაინახო მამაში ან დედაში თვისება რომელის მარცვალიც შენშიც არაა, ამიტომ ცხოვრების გზაზე ორივე მათგანის ცნობა სუსტი და ძლიერი მხარეებით ბევრ საფრთხეს აგაცილებინებს თავიდან და დაბრკოლებას გადაგალახინებს.

4. აღმოაჩინე საკუთარი გზა.

დაბადების შემდეგ მშობლები და გარემო მზა გზას გვიმზადებენ. ხშირად მათ აქვთ ილუზია რომ ჩვენზე უკეთ იციან რა გვინდა. დედას უნდა ერთი, მამას მეორე, ბებიას მესამე და ასე დაუსრულებლად... მშობლები დიდ „როლს თამაშობენ“ ჩვენს აღზდაში და განვითარებაში, მაგრამ მთავარი ვისაც ეს ევალება თავად თქვენვე ხართ. შეიცანით თქვენი მე და იპოვეთ თქვენი გზა, შეიძლება ის განსხვავდებოდეს იმისგან რასაც მშობლები გიმზადებდნენ და მიჰყევით მას შიშის გარეშე. ისწავლეთ ფრენა საკუთარი ფრთებით და გრავიტაციის შეგრძნებით თუნდაც მშობლებს არ უნდოდეთ შენი გაშვება.

5. გახდი საკუთარი თავის მშობელი.

თითოეული ადამიანი უნიკალური ევლინება აქაურობას. დგება ეტაპი როცა ვიზრდებით და სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ. სულიერად, მორალურად თუ ფინანსურათ ვხვდებით რომ მშობლებმა თავის გააკეთეს და ახლა უკვე ჩვენი თავი ჩვენ გვაბარია. ამ დროს საკუთარი თავის მშობელი თავად უნდა გახდე. თავად უნდა იზრუნო და შეუქმნა მყუდრო გარემო თავად უნდა გამოკვებო და მოუარო შენს თავს. თავად უნდა შვა ახალი პიროვნება ვისზეც სრულ პასუხისმგებლობას იღებ და მისცე ყველაფერი რაც სჭირდება. ერთხელაც დადგება დღე როცა შენი მშობელი მოხუცდება და მასზე ზრუნვა როგორც მშობელს შენ დაგეკისრება და ამისთვის სჯობს მზად იყო.

6. იპოვე სიყვარული.

ბავშვის ფსიქიკა ფაქიზია და მშობლის დაუდევარი გაბრაზებაც შეიძლება ძლიერ ტრავმად აღიქვას. ზოგჯერ მშობელი თავად იმდენად ტრავმირებულია რომ შვილზე გაუცნობიერებლად გადააქვს ძალადობა და ის მარწუხები რაშიც თავად გაიზარდა და რისგანაც ვერ განთავისუფლდა. ასეც ხდება, იბადება ბავშვი ოჯახში და ვერ ცდება მას, იზრდება ისე როგორც მამა ზრდის და იქცევა ისე როგორც დედა არიგებდა. ცხოვრობს ისე როგორც მშობლები ცხოვრობდნენ და გასცემს სიყვარულს მხოლოდ იმ ფორმით როგორც მას აწვდიდნენ. ზოგჯერ კი ის მოდელი და ფორმა რითაც სიყვარულს გვაწდიან არაა ჰარმონიული, თუმცა შვილის ცნობიერება სამყაროს ჭეშმარიტების პირველწყაროდ სწორედ მშობლებს აღიქვამსხოლმე და ამან შეიძლება ილუზიურ რეალობაში მოგვაქციოს. შესაძლოა სიყვარულის ის ფორმა რასაც მშობლებისგან იღებდით არ იყო ჯანსაღი. თუ მარტოობის გეშინიათ, მაშინ თქვენ არაჯანსაღად გაგზარდეს და არასდროს მიგიღიათ სრული სიყვარული, მაშ თქვენი თავის სიყვარული არ იცით. ამიტომ იპოვეთ ის სადმე ან თქვენში. იპოვეთ სრული და ნამდვილი სიყვარული თქვენი თავისა და ეძებეთ მანამ სანამ მარტოობის შიში არ გაქრება.

7. მიიღე მშობლები თავის ნაკლოვანებებით და შეწყვიტეთ ბრძოლა.

გარკვეული ასაკის შემდეგ, როდესაც ბავშვი იზრდება და თავის მსოფლმხედველობა უყალიბდება, რომელიმე სწავლებას მისდევს ან რაიმე გზას, ამ დროს მშობლების და შვილების რეალობები ერთმანეთს ცდება. მშობელი თვლის რომ შვილი ცდება, ხოლო შვილი თვლის რომ მშობელი ცდება. არცერთს მოსწონს მეორის ქცევა და არც მეორეს პირველის. ხშირად ხდება კონფლიქტები და შვილები ცდილობენ მშობლებს ახალი რეალობა დაანახონ. შეეშვით სწავლებას და შეეშვით ახსნას. მშობლები სხვა ეპოქაში დაიბადნენ, მათ თავის ბავშობა და თავის ცხოვრება გამოიარეს თქვენამდე, მათ თქვენ შეგქმნეს და ასაკიც, გამოცდილებაც და მშობლის ეგოც აძლევთ საშუალებას იყონ ის ვინც არიან და თქვენს სიტყვებს იშვიათად ექნება ძალა, მითუმეტეს თუ ამას აგრესიული ფორმით გამოხატავთ. კამათით და ყვირილით ან თუნდაც ფილოსოფიური მსჯელობით მშობლების აზროვნებას თქვენ ვერ შეცვლით. და არცაა საჭირო. საკმრისია მიიღოთ ისინი ისეთებად როგორებიც არიან და აცადეთ იცხოვრონ თავის რეალობაში. თქვენი ურთიერთობა ბევრად უკეთესი გახდება, როდესაც მიიღებთ ისეთებად როგორებიც არიან, შეცვლის მცდელობის გარეშე.

8. ისწავლე იყო არავინ.

იყო არავინ, ნიშნავს იყო დამკვირვებელი, თავისუფალი ემოციური რეაქციების და აზრებისგან. ისწავლო იყო არავინ და დააკვირდე მშობლებს სუბიექტური მიჯაჭვულობების გარეშე დაგანახებს იმას რასაც ვერასოდეს დაინახავდი როგორც შვილი. მიჯაჭვულობა შეიძლება გვქონდეს პოზიტიური და ნეგატიურიც. გაიდეალებულ მშობლებში შეცდომებს ვერ დავინახავთ, ხოლო შეძულებულში ღირსებებს. ყველა ადამიანი, ისევე როგორც ყველა მშობელი ნაკრებია მრავალი თვისების და მიდრეკილების, მაგრამ ოჯახის წევრის ობიექტურად აღქმა შეუძლებელია თუ მას შენ როგორც ოჯახის წევრი ისე აღიქვამ. წარმოიდგინე რომ სხვა ხარ, უცხო, უსხეულო, უცხოპლანეტელი გამოგზავნილი პლანეტა დედამიწაზე ადამიანების შესასწავლად და გქონდეს საათები როცა მხოლოდ დააკვირდები.

9. იპოვე დაბადების მიზეზი.

იფიქრე და იპოვე მიზეზი იმისა თუ რატომ დაიბადე ამ ოჯახში ამ კონკრეტულ მშობელბთან. შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერს აქვს თავის საწყისი. სანამ ფუმფულა სუფთა ბავშვის სხეულად იქცეოდი შენ იყავი სული რომელმაც აირჩია აქ დაბადება, ამ კონკრეტულ დროში, ქვეყანაში და ოჯახში. სწორედ ეს მამა და სწორედ ეს დედა აირჩია. ამის გამოკვლევა საჭიროა რომ შეიცნო რა სარგებლობა ნახე და გამოსცადე ამ ოჯახში გაზრდით, იქნებ ცუდმა გამოცდილებამ გაგაძლიერა და ახლა სხვებს ეხმარები მსგავსი განსაცდელის გადატანაში, იქნებ ღირსეულ მაგალითს უნდა მიბაძო? რა მიზეზით დაიბადე იქ სადაც დაიბადე? ამაზე პასუხის პოვნა მარტივი არაა, მაგრამ საინტერესო.

10. "Na eisai kalyteros anthropos apo ton patera soy"

„იყავი უკეთესი კაცი ვიდრე მამაშენი“. იყავი უკეთესი ვიდრე შენი მშობლები და იყავი საკუთარ თავზე უკეთესი. მთავარი ვინც უნდა შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ეს მხოლოდ საკუთარი თავია. როდესაც შვილები გეყოლებათ ნუ ეცდებით ისინი სრულყოფილები გაზარდოთ თორემ მშობლების შეცდომებს გაიმეორებთ. ერთადერთი ვის აღზრდაზეც უნდა იზრუნოთ ეს მხოლოდ თქვენვე ხართ.