shaman6

ავტორი: მამუკა გურული

სამწუხაროდ სხვანაირად ვერ მივიქციე ბევრი თქვენგანის ყურადღება, და გადავწყვიტე "დამაინტრიგებელი" სათაური დამეწერა. 

რამდენიმე თვეა შევქმენით შემეცნებითი ვებ-გვერდი - magma.ge, რომელიც თავისი შინაარსით და სტატიებით, თავის სფეროში, დღეისათვის საუკეთესოა საქართველოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეში საშუალოდ 500-1000 ნახვა აქვს. და ასეთ არაფრისმომცემ სტატიებს და სათაურებს კი ათიათასობით ნახვა აქვს ხოლმე. 

ამ ვებ-გვერდზე არ გეჩრებათ თვალებში ვიღაცეების სასქესო ორგანოები, კაზინოების რეკლამები და ათასი ნაგავი. გთავაზობთ ხარისხიან ინფორმაციას მეცნიერების, ფსიქოლოგიის, ეზოთერიის, ჯანსაღი კვების, იოგას, ხელოვნების, ისტორიის და სხვა თემებზე... ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო და უნიკალური ბიბლიოთეკა

ჩვენ არ გვაქვს რესურსები, რომ ძვირადღირებული რეკლამა ვაკეთოთ ფეისბუქზე და ისე გავაგებინოთ ხალხს ჩვენს შესახებ. ჰოდა "მივმართე ხრიკს" (როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა) და მივიქციე თქვენი ყურადღება... სხვანაირად ვერ მოგაწვდენდით ხმას... და ბოდიშს გიხდით ამისთვის...

მხოლოდ მასობრივი განათლების და შემეცნების შედეგადაა შესაძლებელი, რომ ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილს და სხვა ერთეულებს კი არა, ინტელექტუალურ საზოგადოებას ჰქონდეს. 

ბოლომდე ტყუილი რომ არ გამომივიდეს, გეტყვით, რომ ბიძინა ივნიშვილის მთავარი "პირადი შამანი" მისივე ყნოსვის ვექტორია (ყნოსვის ვექტორის აღწერა იხილეთ ამ ლინკზე). ხოლო ის, თუ რამდენად რეალურია მის შესახებ არსებული ჭორები, არ ვიცი და ნაკლებად მაინტერესებს. 

MAGMA გისურვებთ წარმატებებს შემეცნების გზაზე! :)

დაათვალიერეთ ჩვენი გვერდი, თვალყური ადევნეთ სიახლეებს და თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ სხვებსაც...