egregor monosov

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ბორის მონოსოვის წიგნიდან - "ფსიქოტრონიკა")

ყოველი არხი წარმოადგენს ბაზას რომელიმე ეგრეგორის ფორმირებისთვის. ნებისმიერი ადამიანი, ასე თუ ისე ურთიერთქმედებს რომელიმე ეგრეგორთან, და მისი მეშვეობით მიერთებულია პლანეტარულ ცნობიერებასთან. ეგრეგორი შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც კავშირის კოლექტიური არხი ადამიანის ცნობიერებისა პლანეტის ცნობიერებასთან. ეგრეგორის არხის მეშვეობით ხდება ნაწილისა (ადამიანის ცნობიერებისა) და მთელის (პლანეტარული ცნობიერების) ურთიერთქმედება.

მსხვილი მიერთების წარმოქმნა (სიგნალის მაღალი დონე) ადამიანს აძლევს ცხოვრების მიზნისა და იმის მნიშვნელოვანების შეგრძნებას, რასაც აკეთებს. კავშირის დაკარგვას (ეგრეგორთან) მივყავართ მიზნის დაკარგვამდე, უსარგებლობის შეგრძნებამდე, და შედეგად ძლიერ დეპრესიამდე (ანალოგი უჯრედთან, რომელიც განდევნილია ორგანიზმისგან). არსებობს შეთავსებადი ეგრეგორები, რომლებიც ერთ მატარებელ სიხშირეზე დგანან (შესაძლოა წარმოქმნილი არიან ერთი არხის ბაზაზე), და ეგრეგორები, რომლებიც შეუთავსებელნი არიან ერთმანეთთან (სხვადასხვა არხზე არიან ჩაწერილნი). წარმოიდგინეთ საბავშვო სატელევიზიო არხი, რომლებზეც გარკვეული შინაარსის პროგრამები გადის. ბუნებრივია, „ფილმები დიდებისთვის“ სხვა არხზე უნდა გადიოდნენ.

ადამიანი, რომელიც არაა ჩართული რომელიღაც კონკრეტულ ეგრეგორში, ჩვეულებრივ „იღებს“ რამდენიმე არხის ენერგიას, რასაც მივყავართ ცხოვრებაში მკაფიო მიზნის (ტელევიზორში გამოსახულების) არარსებობამდე, დეპრესიამდე (ინფორმაცია არაა, და ცარიელი ეკრანის ცქერა მოსაწყენია) და სამყაროს შესახებ მკაფიო წარმოდგენის არარსებობამდე (არ არის ინფორმირებულობა, როგორც „ახალი ამბების“ ვერმიღების შედეგი).

უფრო ვრცლად ეგრეგორების შესახებ იხილეთ ამ ლინკზე.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...