elon musk

მთარგმნელი: მაქსიმე ქავთარაძე

წყარო

ამჟამინდელ ინტერვიუში, გამომგონებელმა და მეწარმე ილონ მასკმა ახსნა, თუ ძირითადად რატომაა ტრადიციული სკოლა უსარგებლო. მასკი არის "the CEO"-ს, "CTO of SpaceX"-ისა და "Tesla Motors"-ის არქიტექტორი და "SolarCity"-ის თავმჯდომარე. იგი აგრეთვე არის "SpaceX"-ის დამაარსებელი და "PayPal"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მასკი ინტერვიუში ამბობს: "მე ძალიან ბევრს ვფიქრობ ისეთ საგნებზე, რომელსაც ხალხი სწავლობს. ალბათ, არანაირი აზრი არ აქვს ამ საგნების სწავლას, რადგან ხალხი მათ არასდროს გამოიყენებს მომავალში.”

წარსულში მასკს ნათქვამი აქვს, რომ სკოლაში მან მიიღო საშინელი გამოცდილება, ბულინგი და ისეთი გაკვეთილები, რომელიც არც ძვირფასი, საჭირო და არც საინტერესო არ ყოფილა.

მასკს არ აინტერესებს, საკუთარ მომუშავეებს, აქვთ თუ არა უნივერსიტეტის ხარისხი დაცული. 2014 წელს, მან "Auto Bild"-ს უთხრა, რომ მისთვის არაა პრიორიტეტული დასაქმებულთა განათლების დონე.

“არანაირი საჭიროება არ არსებობს, რომ დამთავრებული გქონდეს კოლეჯი ან უმაღლესი სასწავლებელი. თუ ვინმე სწავლობდა კარგ უნივერსიტეტში, ეს შიძლება იყოს მაჩვენებელი იმისა, რომ მას შეუძლია ბევრი რაღაცის კეთება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არ არის აუცილებელი.” - ამბობს მასკი.

ასევე მასკმა საკუთარ "ტვიტერზე" რამდენიმე საინტერესო თემა გამოაქვეყნა. გასულ წელს მასკმა თავის ერთ-ერთ მიმდევარს უპასუხა: “შენ არ შეგიძლია უნივერსიტეტის ხარისხის გარეშე მიაღწიო წარმატებას. აი, რატომ გჭირდება სკოლის განათლება, რომ წახვიდე ჰარვარდში".

“ეს არ არის მართალი. არ იყოყმანო სკოლაში სწავლის მიღების გამო! მე არ წავსულვარ ჰარვარდში, ხოლო იმ ხალხს, რომელიც ჩემთვის მუშაობს, დამთავრებული აქვთ ჰარვარდი.” - წერს მასკი საკუთარ გვერდზე.

მასკი მუშაობს იმ საკითხზე, თუ რა უნდა ასწავლოს შვილებს ყველაზე მეტად. 2015 წლის ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ მან საკუთარი ბავშვებისათვის შექმნა სკოლა, სადაც მათ შეეძლებათ სწავლის საკუთარ მეთოდები განახორციელონ.

მასკი ინტერვიუში ამბობს:

“მე ვერ ვხედავ წესიერ სკოლას, სადაც კეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს... ზოგიერთს უყვარს ინგლისური ან სხვა ენები, ზოგიერთს მათემატიკა, ზოგს კი მუსიკა. სხვადასხვა შესაძლებლობები, განსხვავებული დრო... ეს ყველაფერი ბადებს მეტ აზრს, რომ ისწავლონ ისე, როგორც მათ უნარებსა და ნიჭს ესადაგება.”

იგი აგრძელებს იმის განმარტებას, თუ გამოცდილების გაზიარების როგორი ხერხია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვებისათვის პასუხების დაზეპირებინება გარკვეულ კითხვებზე.

“მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ პრობლემის გადაჭრის გზები, ან ვასწავლოთ პრობლემის არსი და არა მისი ინსტრუმენტების ფლობა. დავუშვათ, შენ ცდილობ ხალხს ასწავლო, როგორ მუშაობს ძრავა. ტრადიციული მიდგომა იქნება ამგავარი: "ჩვენ ვასწავლით ყველაფერს სახრახნისისა და ქანჩის შესახებ." ეს მიდგომა არის ძალზე რთული საშუალება სწავლის მხრივ." - ამბობს მასკი.

მასკი შემდეგ განმარტავს, რომ უკეთესია მოსწავლეს რეალურად მივცეთ ძრავაზე მუშაობის უფლება და თავად გაიაზროს ეს ყველაფერი:
“როგორ ვაპირებთ მუშაობაში მონაწილეობის მიღებას? შენ გჭირდება სახრახნისი; აი, ამისა და ამისათვის გამოიყენება იგი; ...და შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ხელსაწყოს დანიშნულება აშკარა ხდება.” - ამბობს მასკი.

თუ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გამომგონებელსა და მეწარმეს არ სჯერა სახელმწიფოს ხელში მყოფი საკუთარი შვილის "ტვინის", ალბათ შენც ხელახლა უნდა გადაამოწმო შენი არჩევანი - დაგყავდეს თუ არა შვილი საჯარო სკოლაში...

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...