cnn1

წყარო: cnn.com

მთარგმნელი: ანასტასია მჟავია

ეკოლოგიური ორგანიზაციები და მკვლევარები ამბობენ რომ, ხანძარი ბრაზილიის ჯუნგლებში დაიწყო ფერმერების და ტყის მჭრელების გამო, რომლებსაც უნდოდათ მიწის გაწმენდა და გამოყენება. მათ საქმიანობას ხელს უწყობს პრეზიდენტი რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას.

ხანძრის უმეტესობა ადამიანის გაჩენილია - თქვა ქრისტიან პუარიერმა, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ამაზონ ვოჩის'' პროგრამის დირექტორმა. მან დაამატა, რომ მშრალი სეზონისას ნესტიან ამაზონის ჯუნგლებში ადვილად არ ჩნდება ცეცხლი, განსხვავებით კალიფორნიისგან და ავსტრალიისგან. ფერმერები და რანჩოს მფლობელები დიდი ხანია ცეცხლს იყენებენ მიწის გასაწმენდად.

ქვეყნის საჰაერო სივრცის კვლევის ცენრმა (inpe) თქვა,რომ ხანძრის რაოდენობა ამ კვირაში 80% ით მეტი იყო, ვიდრე წინა წელს. ნახევარზე მეტი ამაზონის რეგიონში გავრცელდა, დააზიანა ლოკალური გარემო და ეკოლოგია.

ალბერტო სეტსერი, Inpe-ს მთავარი მეცნიერი, ამბობს,რომ 99% ხანძრის ადამიანის ბრალია. შეიძლება ეს გამიზნულად ან ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა. მან CNN-ს მიწერა,რომ ცეცხლს შეიძლება ფართო დიაპაზონი ჰქონდეს მცირე აგროკულტურული ბიზნესიდან ახალ თანამედროვე, მექანიზებულ აგროპროექტამდე.

ამაზონის ტყე მსოფლიოს არსებული ჟანგბადის 20%ს გამოიმუშავებს და ამიტომ მას ხშირად ,,პლანეტის ფილტვებს" უწოდებენ. WWF-ს განცხადებით, დაზიანება შეუქცევადია, შეიძლება ნახშირბადი წარმოიქმნას დიდი რაოდენობით- კლიმატის ცვლილების მთავარი ელემენტი.

ოთხშაბათს ეკოლოგიის მინისტრმა, რიკარდო სალესმა, თვითერზე დაწერა,რომ ხანძარი გამოიწვია მშრალმა ამინდმა, ქარმა და სიცხემ, მაგრამ CNN-ის მეტეოროლოგმა, ჰეილი ბრინკმა, განაცხადა, რომ ცეცხლი ადამიანის დაწყებულია და ბუნებრივ მოვლენებთან,როგორიცაა ელვა, არანაირი კავშირი არ აქვს.

ბრინკმა აღნიშნა, რომ ხანძარი სეზონურ აგრიკულტურულ პატერნში ჯდება. ,,საუკეთესო დროა ცეცხლის გასაჩენად, რადგან ნიადაგი მშრალია.ფერმერები მშრალ სეზონს ელიან, იწყებენ ხანძარს და ასუფთავებენ ნაკვეთს, რათა შემდგომ პირუტყვისთვის საჭირო გარემო შექმნან.
სწორედ,ამას ვეჭვობთ, რომ ხდება ამჟამად.სეზონის პიკი სექტემბერში დადგება."

პუარიერმა თქვა, რომ ასეთი მაშტაბის დესტრუქცია აქამდე არ ყოფილა.

ლინკოლნ მუნიზ ალვესმა, INPE-ს მკვლევარმა უთხრა CNN-ს,რომ ადამიანის მიერ დაწყებული ხანძრის ჩაქრობა რთულია.

cnn2

ეკოლოგები ადანაშაულებენ ბოლსონაროს

ორგანიზაციები,აქტივისტები და სოც. მედიის მომხმარებლები განგაშით შეხვდნენ ამ ინფორმაციას. #prayforamazon და სხვა ჰეშთეგებს იყენებენ თვითერზე. სურათების და ახალი ამბების გავრცელებასთან ერთად, უფრო მეტი ადანაშაულებს ბრაზილიის პრეზიდენტს, ბოლსონაროს. საპრეზიდენტო არჩევნებზე პირობა დადო,რომ მისი ეკონომიკის აღსადგენად ამაზონის პოტენციალს გამოიკვლევდა. გარემოს დაცვის ორგანიზაციები ამბობენ,რომ პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ტყის მჭრელებს, ფერმერებს, რანჩოს მფლობელებს.
Amazon watch აღნიშნა,რომ ფერმერებს ჰქონდათ ,,კოორდინირებული ცეცხლის დღე", რომ დაეწვათ ნაკვეთი აგროკულტურისთვის.

ოთხშაბათს observatorio do clima-მ განაცხადა,რომ ხანძარი ბოლსონაროს პოლიტიკის ,,ხილული სიმპტომია" და მის უპასუხისმგებლობას აჩვენებს. მან გარემოს განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი შეუმცირა 23 მილიონი დოლარით.

რამდენიმე კვირის წინ, მან სამსახურიდან დაითხოვა INPE-ს დირექტორი კამათის შემდეგ. დირექტორმა სატელიტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გაავრცელა. ტყის განადგურება წინა წელთან შედარებით 88%ით მაღალი იყო.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი უდანაშაულოა და შეიძლება ხანძარი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს,რომლებსაც პრობლემები შეექმნათ ბიუჯეტის შემცირების გამო. ბოლსონარომ დაამატა,რომ ორგანიზაციებს მის მიმართ ნეგატიური ყურადღების მიქცევა უნდათ. პუარირი გვაფრთხილებს რომ, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ ხანძარს, ფერმერები მიწის მეტ ნაკვეთს გაანდაგურებენ, არალეგალურად დაიპყრობენ და გაყიდიან. აქამდე იყო მცდელობა ჯუნგლის "მაფია" შეჩერებულიყო. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. "ამაზონი მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის" თქვა პუარიერმა. ეს არ არის ჰიპერბოლა "ჩვენ ვართ არამხოლოდ ამაზონის, არამედ მთელი პლანეტის განადგურების მომსწრე."