kon2

ტრანსკრიბცია ანა შაგუნოვას ვიდეოდან

მთარგმნელი: ანა თოფურიძე

არსებობს თუ არა თავისუფალი ნება?

კი, თავისუფალი ნება არსებობს, მხოლოდ ადამიანები ვერ იგებენ რომ შენ მხოლოდ შეგიძლია აირჩიო რისი დამკვირვებელი ენერგია გინდა იყო. ყველა სცენარი უკვე გაწერილია, ყველა ფიქრი უკვე არსებობს, ჩვენ არ ვფიქრობთ, ჩვენ ვირჩევთ ერთ-ერთ სცენარს. საწყის ეტაპზე ჩვენს ფიქრებთან ვაიგივებთ თავს, მაგრამ მედიტაციისას, საკუთარი თავის ღრმად გაცნობისას ხვდები რომ შენ სხვა ხარ, ფიქრი სხვაა. ამის შემდეგ უკვე აცნობიერებ რომ სცენარი შეგიძლია შენ შეუკვეთო. ნებისმიერ ტრავმულ სიტუაციაში შეგიძლია აირჩიო განსხვავებული ინტერპრეტაცია და ის რეალობა რომელიც გინდა გამოსცადო. ყველაფერი მარტივია.

რატომ ირჩევს სული მტკივნეულ გამოცდილებებს?

იმიტომ რომ სული ცნობისმოყვარეა. მას აინტერესებს როგორია როცა ეცემი, როგორია როცა ვინმეს კლავ, როგორია როცა სწავლობ ცუდს და მერე იცვლები და მაღლდები. სულისთვის ყველაფერი საინტერესოა, ყველაფრის დამკვირვებელი გამომცდელია და ამ ბევრი გამოცდილების შეგროვებით ის იღებს ცოდნას. სული ირჩევს იმ ოჯახს და იმ ცხოვრების სცენარებს რაც უნდა რომ გამოსცადოს. ადამიანის გონება ეჯაჭვება ტრამვებს, მაგრამ სულისთვის ეს გამოცდილება და სწავლაა, ვერ დაინახავ კარგს თუ არ გამოსცადე ცუდი, ვერ დააფასებ ერთგულებას, ვერ ისწავლი გაცემას. ეს ბუნებრივი სწავლის და ზრდის პროცესია, ჯერ იყოს ცნობეირების დაბალ ეტაპზე მძიმე ენერგიებში და მერე ისწავლოს და ამაღლდეს აბსოლუტური სიყვარულის ცნობიერებამდე.

რა აზრი აქვს ცნობიერების განვითარებას, თუ ის სხეულთან ერთად მაინც მოკვდება?

ცნობიერება არ კვდება, ცნობიერება შეიძლება განულდეს თუ ის სუსტია. განვითარება საჭიროა, რომ სიკვდილის პროცესი გავაცნობიეროთ და ავირჩიოთ საით გავაგრძელებთ შემდეგ გზას. როგორც დაძინებისას ხდება, იმ მომენტს ვერ ვაცნობიერებთ როდის ჩავიძინეთ და შემდეგ სიზმრებმა სად წაგვიყვანა. ასეა სიკვდილიც. სიზმარი - ეს პატარა სიკვდილია. უნდა სიკვდილისთვის და შემდეგი მოგზაურობისთვის მოვემზადოთ.

kon

წინა რეინკარნაცის გახსენების დროს რა ხდება?

მისმინეთ. არ არსებობს დრო, ის რასაც ჩვენ დროს ვუწოდებთ არის მხოლოდ მოვლენების თვლა. დღეების, კვირეების და თვეების. ადამიანის ტვინს ამის გაგება უჭირს, მაგრამ რეინკარნაცია დროში არ ხდება. რეალურად ჩვენ ახლა ვცხოვრობთ წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალ ცხოვრებებსაც. გონება ინფორმაციას ერთდროულად ვერ მოგცემს ყველაფერზე. ეს ხდება სიზმრებშიც და ფრაგმენტებში, ასოციაციებში და ძლიერ შეგრძნებებში. სული არის ცენტრში და ის აკვირდება სხვადსხვა ცხოვრებებს და წრეებს, ადამიანის გამოცდილებები წრეებია და ეს ერთდროულად ხდება. ცოდნა საკუთარ თავზე ვერ გაიხსნება სრულად, ეს მოაქვს პროცესს, დასმულ კითხვას, რომელზეც პასუხს ეძებ. მე გამხსენებია დედამიწის ინკარნაციები და არა მარტო, სხვა პლანეტების ცხოვრებები და სხვა მდგომარეობები. მაქვს სიზმრები როცა ვხედავ ჩემს თავს მეშვიდე განზომილებაში, რომელიც მასწავლებლების განზომილებაა და სადაც მასწავლიან დედამიწაზე, რომ აქ ლევიტაცია შესაძლებელია, როგორ დავეხმარო ადამიანებს სხეულში გადამუშავებული ენერგიებით და ასეთ რამეებს. ეს ყველაფერი ახლა ხდება, მე ამას ახლა იქ ვსწავლობ და ასეა ყველა ადამიანი. მაგრამ ადამიანის პრობლემა იმაშია, რომ ისინი არაფერს აკეთებენ პრაქტიკულად. მხოლოდ თეორიულ ცოდნას აგროვებენ.

იყოს კონტაქტორი იშვიათ ადამიანებს შეუძლიათ?

არა, არ მომწონს როცა მაგას ამბობენ. დედამიწაზე ყველა სული კონტაქტორია. ყველა სულს ყავს თავის მასწავლებლების სისტემა, ყველას ყავს თავისი მფარველი ანგელოზები, ზოგს ბევრი, ზოგს ერთი - ეს ძალიან ინდვიდუალურია. ყოველი სული ცალკე სისტემაა და თავის სიღრმე აქვს. და ყველას შეუძლია გავიდეს კონტაქტზე თუ ამას მოისურვებს. არ არსებობენ რჩეულები ვისზეც ციდან სინათლე გადმოვა, ყველა თანასწორია, ყველასთვისაა სინათლე. ვინც თავს შეიცნობს, ვინც პრაქტიკებს გააკეთებს შინაგანი განვითარებისთვის, ყველას მიეცემა დახმარება. სუპერ უნარები ამას არ სჭირდება, ყველას შეუძლია გააკეთოს გაცნობიერებული სიზმრები და ყველა სხვა პრაქტიკა. მხოლოდ სურვილი და ნაბიჯებია საჭირო.